IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა ასაკაში შეუძლიათ ბავშვებს კოდირების დაწყება?

რა ასაკაში შეუძლიათ ბავშვებს კოდირების დაწყება?

მშობლებისთვის

29.04.2022

1167 დათვალიერება

თქვენი შვილები ალბათ პატარა ასაკიდან ერკვევიან კომპიუტერში ვიდეო თამაშების, სმარტფონების, ტაბლეტების და სხვა ელექტრონიკის წყალობით. მათ შესაძლოა ასევე გამოეხატათ ინტერესი, ისწავლონ როგორ დაწერონ კოდი და დააპროგრამონ საკუთარი თამაშები. მაგრამ, არის თუ არა ეს კარგი აზრი და უნდა მისცეთ თუ არა ბავშვებს უფლება გაერკვნენ კოდირებაში?

 

ბავშვებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ დაიწყონ კოდირება და პროგრამირების საფუძვლების სწავლა. უფრო მეტიც, კოდირებამ ბავშვებისთვის სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ბოლო წლებში, რადგან ტექნოლოგია უფრო და უფრო ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ბავშვებს, რომლებიც ადრეულ ასაკში სწავლობენ კოდირებას, შეუძლიათ შეიქმნან წარმატების შესაძლებლობები მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კოდირებას მისი ყველაზე ძირითადი ტერმინებით, რათა მოგაწოდოთ აზრი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და როგორ შეიძლება იყოს სასარგებლო თქვენი შვილისთვის.

 

რა არის კოდირება?

 კოდირება ასევე ცნობილია როგორც კომპიუტერული პროგრამირება ან განვითარება. კოდირება იყენებს კრეატიულ პროცესს, რომლის დროსაც კომპიუტერებს „ეუბნებიან“ როგორ შეასრულონ სხვადასხვა მოქმედებები. ეს კეთდება კოდის ან ინსტრუქციების ნაკრების მეშვეობით, რომელიც კომპიუტერს სჭირდება, რათა მან სასურველი გზით იმუშაოს.

 

კოდირების ცნება მისი საფუძვლებით რომ დავახასიათოთ, იგი უბრალოდ კომპიუტერული ენაა. იგი მოიცავს შეყვანის და გამოყვანის წყებებს, მოქმედებებსა და რეაქციებს.

 

კოდირების ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ყოველდღიურად თქვენი სამზარეულოს მიკროტალღურ ღუმელში! როდესაც სადილს ამზადებთ, კლავიატურაზე შეგყავთ მომზადების დრო და აჭერთ დაწყების ღილაკს. კოდი, რომელიც ამუშავებს მიკროტალღურ ღუმელს, ამუშავებს და იყენებს თქვენ მიერ შეყვანილ მომზადების დროს მუშაობის დასაწყებად.

 

მიკროტალღურ ღუმელში არსებული ძრავა აბრუნებს შიგნით არსებულ თეფშს. მიკროტალღური ღუმელი ჩაირთვება მხოლოდ კარის დახურვის შემდეგ და შემდეგ ტაიმერი აითვლება ციფრულ ეკრანზე. მას შემდეგ, რაც ტაიმერი ნულს მიაღწევს, ყველა მოძრავი ნაწილი ჩერდება და მიკროტალღური ღუმელის სიგნალი ან ზარი გაისმის, რაც გეუბნებათ, რომ დავალება დასრულებულია.

 

უმეტეს შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ იმ მცირე ნაწილთან ურთიერთობთ, რისი გაკეთებაც კოდირებას შეუძლია ინტერფეისის გამოყენებით. ეს შეიძლება ნიშნავდეს კლავიატურას მიკროტალღურ ღუმელზე, თქვენი კომპიუტერის კლავიატურას ან სმარტფონის სენსორულ ეკრანს. ამ კოდების შესაძლებლობებს განსაზღვრავენ პროგრამისტები ან დეველოპერები.

 

მას შემდეგ, რაც თქვენ უკეთ გაიაზრებთ კოდირებას, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ მოწყობილობაში, ამის გასაკეთებლად ცოდნა რომ გქონდეთ.

 

შესაძლოა დააჩქაროთ თეფში მიკროტალღურ ღუმელში (ჩვენ არ გირჩევთ, რომ სცადოთ ეს სახლში...) ან შეცვალოთ სიგნალის ან ზარის ხმა. მიმოიხედეთ ოთახში. როგორ ფიქრობთ, რეალურად როგორ მუშაობს თქვენს ირგვლივ ელექტრონიკის შეყვანა და გამოყვანა? კოდირება გთავაზობთ უამრავ გადაწყვეტას, თუ იცით რას აკეთებთ.

 

რამდენად ადრეულ ასაკში შეუძლიათ ბავშვებს კოდირების სწავლა?

როგორც შესავალში ვთქვით, თუ თქვენი შვილი 7 წლისაა, მაშინ მას შეუძლია გაითავისოს მინიმუმ დამწყებთათვის კოდირების ცნებები.

 

ბავშვებისთვის კოდირება გულისხმობს მაღალი ინტერესის მქონე კონტენტის ფორმების გამოყენებას შემოქმედებითი პროექტებისთვის. როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას, ეს ჩვეულებრივ ხდება თამაშის მეგზურობით. ეს ხდის პროცესს სახალისოს და საინტერესოს, ამავდროულად ბავშვები სწავლობენ ახალ უნარს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კოდირება?

როდესაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო საუბარი ბავშვების მიერ კოდირების სწავლის შესახებ, ეს უფრო აჟიოტაჟად ითვლებოდა, ვიდრე სხვა რაიმედ. იმ დროს ეს იყო ახალი იდეა განათლების სისტემისთვის და ისე სერიოზულად არ აღიქმებოდა, როგორც ახლა.

 

დროთა განმავლობაში, აზრი „კოდირება საკმაოდ მაგარია, ასე რომ სცადეთ“ გადაიზრადა აზრში - „კოდირება მაგარია და თქვენ შეგიძლიათ მისით ძალიან კარგი ცხოვრება შეიქმნათ!“.

 

არსებობს ბევრი კარგად ანაზღაურებადი სამუშაო, თუ თქვენს შვილებს აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სამუშაოებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად მომდევნო ათწლეულში.

 

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, რომ კოდირების სწავლას აზრს მხოლოდ მაგარი სამუშაოების არსებობა აძლევდეს. მოდით, გადავხედოთ სხვა რამდენიმე კარგ მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კოდირება:

 

1. კოდირება ეხმარება ბავშვებს უკეთ გაეცნონ დაკავშირებულ სამყაროს

ადამიანების უმეტესობამ ბევრი რამ არ იცის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სმარტფონები, ტაბლეტები ან კომპიუტერები. ჩვენ ბევრ ამ ნივთს ყოველდღიურად დაფიქრების გარეშე ვიყენებთ.

პროგრამირების საბაზისო გაგებამ შეიძლება შეცვალოს ბავშვების შეხედულება ყოველდღიურ ტექნოლოგიაზე.

მას ასევე შეუძლია დაანახოს ბავშვებს კოდირების ცოდნის უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

2. კოდირებას შეუძლია თქვენს შვილს კონკურენტული უპირატესობა მიანიჭოს

იმ უნარის დაუფლება, რომლებიც მათ თანატოლებს შეიძლება არ ჰქონდეთ, შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი შვილი უფრო სასურველი კანდიდატია კოლეჯებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სამუშაო გამოცდილებისთვის და სხვადასხვა პოზიციებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში კოდირება გახდა ძალიან მოთხოვნადი უნარი და Code.org-ის ერთი სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალოზე 40%-ით მეტი შემოსავლის მიღების პოტენციალი.

 

3. კომპიუტერულ პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა

Code.org-ის კიდევ ერთი სტატისტიკა აჩვენებს, რომ STEM სფეროში სამუშაოების 58% არის გამოთვლები. პრობლემა ის არის, რომ STEM პროგრამების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 10%-ია კომპიუტერულ მეცნიერებაში.

ეს არის 48%-იანი დეფიციტი ამ სფეროში. კოდირება თქვენს შვილებს უკეთეს შანსს მისცემს, გზა გაიკვლიონ მომგებიან კარიერაში.

 

4. ეს კმაყოფილების მომგვრელი და სახალისოა!

კომპიუტერული პროგრამირება არის ლოგიკაზე დაფუძნებული აქტივობა, მაგრამ ამავე დროს ის შეიძლება იყოს შემოქმედებითი აუთლეტიც.

ბევრი პროგრამისტი ცხოვრობს რაღაცის შექმნის გამოწვევისთვის და შედეგების ნახვის ჯილდოსთვის.

არ შეგაშინოთ ტერმინოლოგიამ ან იმ აზრმა, რომ კოდირება ძალიან რთულია. სწორი ინსტრუქციების გათვალისწინებით, კოდირების სწავლა შეიძლება იყოს სახალისო და მარტივი.

 

როგორ გავაცნოთ კოდირება ბავშვებს?

თუ თქვენმა შვილებმა გამოთქვეს კოდირების შესწავლის ინტერესი, თქვენ დგახართ რთული ამოცანის წინაშე, გაარკვიოთ საიდან და როგორ უნდა დაიწყოთ ეს ყველაფერი. არსებობს წიგნები, აპლიკაციები, ვებსაიტები, YouTube ვიდეოები, კურსები და ბევრი სხვა გზა.

 

საიდან დაიწყებთ?

პირველ რიგში, ძალიან ბევრის სწრაფად გაკეთებამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს. თქვენ გსურთ, რომ თქვენს შვილს სიამოვნებდეს კოდირების სწავლა, თუკი აპირებს მისგან მაქსიმუმის მიღებას.

უმჯობესია ნელა დაიწყოთ, საჭირო დრო დაუთმოთ საქმეებს და მიაღწიოთ მცირე ზომის მიზნებს.

აქ მოცემულია მოკლე აღწერა, თუ როგორ უნდა გააცნოთ თქვენს ბავშვებს კოდირება ისე, რომ მათ ესიამოვნოთ:

 

1. პირველ რიგში გააცანით საფუძვლები

იოლი არ არის რაღაცის დაუფლება, თუ ვერ ხვდებით ძირითად ცნებებს. საუკეთესო გზა აჩვენოთ თქვენს ბავშვებს, რომ კოდირება სასიამოვნოა, არის მსუბუქი კითხვა ან ყურება.

იპოვეთ სტატიები, წიგნები ან თუნდაც YouTube ვიდეოები, რომლებიც მოიცავს კოდირების საფუძვლებს.

როგორც კი ბავშვები გაიგებენ კოდირების ზოგად იდეას, მათ შეეძლებათ აუხსნან ის მეგობრებს და ახლობლებს რამდენიმე მოკლე წინადადებით. თუ თავად არ იცნობთ კოდირებას, შესაძლოა, თქვენც ისწავლოთ მცირეოდენი.

 

2. ისწავლეთ ცოტაზე კიდევ უფრო მეტი

სხვებთან საუბარი რაიმე ახალზე შესანიშნავი გზაა, რათა ის თქვენს თავში დარჩეს. წაახალისეთ თქვენი ბავშვები, ისაუბრონ მეგობრებთან კოდირების თემაზე.

მაგალითად, მათ შეუძლიათ კოდირების დაკავშირება უახლეს ვიდეო თამაშთან, რომელსაც თამაშობენ; თქვენს შვილს შეუძლია ახსნას, თუ როგორ ვერ იარსებებდა თამაში კოდირების გარეშე.

სკოლაში მათ შეუძლიათ ჰკითხონ თავიანთი მეცნიერების მასწავლებელს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება კოდირება რობოტების მუშაობას.

თქვენს შვილებს ყოველდღიურ წრეში შეიძლება არ ჰყავდეთ ვინმე, ვინც დაინტერესებულია კოდირებაზე საუბრით. ამ სიტუაციაში, თქვენ დაგჭირდებათ ცოტა მეტის მოფიქრება. ეწვიეთ ტექნოლოგიების მუზეუმს ან შესათავაზეთ ბავშვებს შეუერთდნენ გაკვეთილების დასრულების შემდგომ კლუბს, რომელიც დაკავშირებულია კოდირებასთან.

აქ მათ შეუძლიათ უკეთ ისწავლონ კოდირება და ისაუბრონ სხვა ადამიანებთან, ვინც დაინტერესებულია ამით.

 

3. სცადეთ რაიმე მცირედი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, როდესაც რაღაც ახალს სწავლობენ, არის გადაჭარბებული სწავლა. თქვენმა შვილებმა ახლახან გაიგეს, თუ როგორ არის კოდირება ფილმების, რობოტებისა და ვიდეო თამაშების საფუძველი. ისინი აღფრთოვანებულები არიან და მზად არიან დამატებითი ინფორმაციისთვის, რაც შესანიშნავია.

თუმცა, მათი პირველი პროექტი არ უნდა იყოს მომდევნო მსოფლიო მასშტაბის სათავგადასავლო თამაშის ან საბრძოლო ბოტის დიზაინის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თავიდანვე დაისახეთ რეალისტური მოლოდინები.

სთხოვეთ თქვენს შვილებს დაიწყონ რაღაც პატარით.

ამ გზით, მათ შეუძლიათ ზედაპირულად გაიცნონ კოდირება, სანამ სრულად გადაეშვებიან მასში.

 

4. გადაინაცვლეთ რაიმე უფრო დიდზე

ახლა, როდესაც თქვენს შვილებს აქვთ საფუძვლების ცოდნა, დროა გადავიდნენ უფრო დიდ და უკეთეს საქმეებზე. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ჯერ კიდევ არ უნდა უმიზნებდნენ ვარსკვლავებს, მაგრამ ისინი მზად არიან გადადგან შემდეგი ნაბიჯები ამ მოგზაურობაში.

მიჰყევით იმას, რაც მათთვის ნაცნობია.

ეს მათ დაეხმარება დაინახონ, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა ნაწილები და ნაწილაკები რაღაცის გასაცოცხლებლად. შესაძლოა, მათ შექმნან შედარებით მარტივი მობილური აპლიკაცია ან ონლაინ თამაში –  შესაძლებლობები უსასრულოა.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა