IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

უკან მომავალში 2 (Back To The Future 2) (1989)

20.08.2021

819 დათვალიერება

მოგესალმებით უკან მომავალში! მარტი მაკფლაი ოჯახის გადასარჩენად დროში მოგზაურობს და 1985 წლიდან 2015 წელში ამოყოფს თავს, ახალი სამყარო კი სრულიად შეცვლილია: მფრინავი მანქანები, ფეხსაცმელი, რომელიც თავისით იკვრება, საჭმლის ჰიდრატორი, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია - ეს იმ ტექნოლოგიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მარტისა და შეშლილ მეცნიერ ემეტ ბრაუნს დედამიწაზე 2015 წელს ხვდებათ.

რეჟისორ რობერტ ზემეკისის კინოტრილოგიის მეორე ნაწილი ეკრანებზე 1989 წლის ნოემბერში გამოვიდა. ფილმმა 58-ე ოსკარზე 4 ნომინაციის მიღება და 1 ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა. ნაწინასწარმეტყველები ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი  2021 წლის განუყრელი ნაწილია, ზოგი კი ძალიან ახლოს არის შექმნასთან.

და მაინც, რისი გამოცნობა შეძლო ფილმმა?

1. უპილოტო საფრენი აპარატები - პერსონალური დრონები:

 

 

 

 

 

პერსონალური დრონები მაკფლაისა და ბრაუნის მომავლის სამყაროს განუყრელი ნაწილია. „Hovercams”, როგორც მას ფილმში უწოდებენ, მართლაც რომ ყველაფერში გამოიყენება - ძაღლის გასეირნებიდან დაწყებული, ტელევიზიებისთვის ფოტოების გადაღებით დამთავრებული.

ამ პატარა საფრენ აპარატებს ჩვენს სამყაროშიც ყველგან შევხვდებით. თავდაპირველი სამხედრო დანიშნულების გარდა, ახლა ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება. დრონებით შესაძლებელია დიდი სიმაღლიდან ვიდეოების გადაღება, ნივთების გადატანა, რუკების შედგენა, თვალთვალი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - მოდის ჩვენებების მოწყობაც.

 

 

 

2. ბიომეტრიული იდენტიფიკაცია:

 

 

 

 

ფილმში ბიომეტრიული იდენიფიკაცია - იდენტობის დადგენის მთავარი საშუალებაა, განსაკუთრებით კი თითის ანაბეჭდები - რომლებიც 2015 წლის სამყაროში ყველგან გამოიყენება. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან სცენად კი მარტის შეყვარებულის (და მომავალი ცოლის) ჯენიფერის სცენა ითვლება, როდესაც პოლიცია მისი  სახლის კარის გასაღებად ცერა თითის ანაბეჭდს იყენებს.

დღევანდელ რეალობაში, თითის ანაბეჭდის საიდენთიფიკაციოდ გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა და გამოყენება როგორც, ტელეფონების გასახსნელად, ასევე საბანკო ინფორმაციის მოსაპოვებლად ან თუნდაც, კარების გასაღებად.

 

 

3. ჰოვერბორდები

 

 

 

 

ჰოვერბორდი - პერსონალური სატრანსპორტო მოწყობილობა, მართლაც რომ „უკან მომავალში“ 2-ის გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული.

სკეიტბორდის მსგავსი, მფრინავი მოწყობილობის საშუალებით მარტი გაქცევას მოახერხებს და იდეალური სატრანსპორტო საშუალება აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჰოვერბორდებს ჯერ ფრენითი ფუნქცია არ გააჩნია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე საჰაერო ჰოვერბორდები რეალობად იქცევა. კომპანია “Hendo-მ“ უკვე შექმნა მფრინავი ჰოვერბორდების პროტოტიპი, რომლის გამოცდაშიც პროფესიონალი სკეიტბორდისტი - ტონი ჰოუკი ეხმარებათ.

 

 

4. ჭკვიანი სათვალეები

 

 

 

 

მარტისა და ჯენიფერის შვილი ოჯახურ სადილზე ჭკვიან სათვალეებს იყენებს. ვირტუალურ რეალობაში მოხვედრილს - ტელევიზორის ყურება, ტელეფონზე ლაპარაკი და ჭამა ერთდროულად შეუძლია.

ნაცნობია, არა? ტექნოლოგიები ისე შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ოჯახური სადილის დროსაც კი მათ ვიყენებთ. ჭკვიანი სათვალეები კი უფრო და უფრო იხვეწება. კომპანია Google-მა ასეთი სათვალეები (Google Glass) ჯერ კიდევ 2013 წელს გამოუშვა. ახალ ტექნოლოგიას ისეთივე ფუნქციები გააჩნდა, როგორც სმარტფონს და ხელების გამოყენების გარეშე, ხმოვანი ბრძანებებით შეუძლია ფუნქციონირება. მოუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სათვალეების გაყიდვა მალევე შეწყვიტა, თავდაპირველი პროტოტიპების შეძენა დღემდეა შესაძლებელი.

გუგლის სათვალეების 1 წუთიანი ვიდეო

 

 

 

5. ვიდეო ზარები

 

 

 

 

ვიდეო ტელეფონები გერმანიაში 1936 წელს უკვე არსებობდა, მაგრამ მსოფლიოში პოპულარულობა გვიან მოიპოვა. დღევანდელი რეალობა კი მათ გარეშე წარმოუდგენელია.

ასეთივე იყო მარტისა და პროფესორი ბრაუნის 2015 წელი. ვიდეო ზარები კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა და მეტიც, გამოსახულების ჩვენების გარდა - დარეკვისას, ეკრანზე ჩნდება ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორებიცაა: სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ოჯახის წევრები, საყვარელი სასმელი და საჭმელი, ჰობი, სპორტი და პოლიტიკური შეხედულებები.

 

რობერტ ზემეკესის ეს ფილმი - ერთი მთლიანი ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებაა.

ფილმი სრულად ნახეთ  ლინკზე

 

 

#სტეპისკინოკლუბი #Step Movie Club

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა