IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ბილ გეიტსი იუბილარია

24.10.2021

753 დათვალიერება

ბავშვობის პერიოდში ხშირად გვქონია მომენტი, როდესაც მშობლები გვეკითხებოდნენ : ,,ვინ გინდა რომ გამოხვიდე?’’

ზოგიერთ ჩვენგანს ამ კითხვაზე პასუხის სხვადასხვა ვერსია ჰქონდა - ექიმი, იურისტი, მეცნიერი, მსახიობი, მოდელი ან ,,მილიარდერიც’’ კი. ხოლო ზოგიერთმა თავიდანვე ზუსტად იცოდა რა პროფესიას უნდა დაუფლებოდა და დაეუფლა კიდეც.

ჩვენ მოგიყვებით საინტერესო ამბავს დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ ბიზნესმენსა და ინვესტორზე, რომელმაც 13 წლის ასაკში ზუსტად იცოდა რა საქმე აინტერესებდა.

 



ამბავს  მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია ,,Microsoft’’-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ,,Forbes’’-ის 2021 წლის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში მე-4-ე ადგილს იკავებს.



ბილ გეითსი 1955 წელს აშშ-ს ქალაქ სიეტლში დაიბადა. მამა ცნობილი იურისტი იყო, ხოლო დედა ბანკში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ბილი პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც 13 წლისამ პირველად დაწერა კომპიუტერული პროგრამა. ეს იყო მარტივი კომპიუტერული თამაში. სკოლაში გაიცნო მისი მომავალი ბიზნესპარტნიორი, პოლ ალენი. მასთან და კიდევ ორ მოსწავლესთან ერთად სკოლაში პროგრამირების კლუბი ჩამოაყალიბა. 15 წლის ბილ გეითსმა უკვე პროგრამირების რამდენიმე ენა იცოდა.


    

15 წლის ბილ გეიტსი და 17 წლის პოლ ალენი ლეიკსაიდის სკოლაში. 1970 წელი



სკოლის პერიოდში, კომპიუტერული მეცნიერებებით გატაცებული ბილ გეიტსი მუდმივად ცდილობდა დრო სწორად გადაენაწილებინა, რადგან სწავლასთან ერთად დამატებით კომპიუტერული საქმიანობით დაკავებულიყო. თავისუფალ დროს, ბილი ყურადღებას ან კომპიუტერს უთმობდა, ან პოკერს თამაშობდა.


ბილ გეიტსი დღესაც ხშირად თამაშობს პოკერს

 


მომავალი მილიარდერის ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ სულ უფრო ძლიერდებოდა, რაც მთელმა სკოლამ კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ, სკოლის ადმინისტრაციამ ბილ გეიტსს პროგრამის შექმნა დაავალა, რომელიც მოსწავლეების გაკვეთილებზე გადანაწილების სისტემას შეიმუშავებდა.
 

ბილი საქმეს სიხარულით შეუდგა. უფრო მეტიც, მან პროგრამის კოდი სპეციალურად შეცვალა, რათა საკლასო ოთახში, ყველა გაკვეთილზე ბევრ ჭკვიან გოგონასთან ერთად მოხვედრილიყო.
 



                                                  ბილ გეიტსი სკოლის პერიოდში

1972 წელს, 17 წლის გეითსმა, პოლ ალენთან ერთად კომპანია Traf-O-Data დაარსა, რომელიც ინტელის პროცესორებში ინფორმაციის მოძრაობას აღრიცხავდა. მომდევნო წელს, ბილმა სკოლა წარჩინებით დაასრულა და ეროვნული ღირსების სტიპენდია მიიღო. SAT-ის ტესტში მაქსიმალური, 1600 ქულიდან 1590 ქულა აიღო და ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

Remembering Paul Allen: In the beginning, there was Traf-O-Data and Hendrix  | The Seattle Times


        ბილი და პაული კომპანია ,,Traf-O-Data’’-ს დაარსების დასაწყის პერიოდში

 

                           

 

  კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათი, 1970-იანი წლები



1973 წელს ბილ გეიტსი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თუმცა სხვა წარმატებული ადამიანების მსგავსად სწავლა მეორე კურსზე მიატოვა. ბილს არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

სწავლის მიტოვების შემდეგ, 1975 წელს, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს. თავდაპირველად კომპანიის სახელწოდება ,,Micro-soft’’ იყო, ხოლო შემდგომ სიტყვა გაერთიანდა.

კომპანიაზე მუშაობის საწყის ეტაპზე ბილი ნიუ მექსიკოში დააპატიმრეს. ის მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა და საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებოდა.

The LIBRARY basement part 11 - The Things Network

როდესაც კომპანია ,,Microsoft’’-ი ბაზარზე დამკვიდრდა და მის შესახებ უამრავი იმ დროს წამყვანი კომპანია ალაპარაკდა, ბილ გეიტმა გადაწყვიტა საკუთარი თანამშრომლების მანქანების ნომრები დაემახსოვრებინა, რათა ყოველდღე, მათი სამსახურში მოსვლის დრო ეკონტროლებინა. თუმცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ეს ჩვევა მალევე დაივიწყდა, რადგან ,,Microsoft’’-ი საგრძნობლად ფართო მასშტაბის კომპანიად ჩამოყალიბდა, თანამშრომლების და მათი მანქანების რიცხვმაც შესაბამისად იმატა J.

გეიტსის სიმდიდრე, “მაიკროსოფტის“ წარმატების პარალელურად იზრდებოდა. 1993 წელს, უკვე თვეში მილიონზე მეტი Windows-ი იყიდებოდა.

უნივერსიტეტში გეიტსმა პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი მანამდე გახდებოდა, სანამ 30 წელი შეუსრულდებოდა. ბიზნესმენმა ეს დანაპირები ერთი წლის დაგვიანებით შეასრულა.

1994 წლის 1 იანვარს ბილ გეიტსმა მელინა ფრენჩიზე იქორწინა. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად ბიზნესმენმა ჰავაის კუნძულები დაიქირავა.

Bill Gates leaves New York after whirlwind weekend in first public outing  since divorce announcement - News Chant USA

ბილ და მელინდა გეიტსებმა 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.

ბილმა Cascade Investment-ის $1.8 მილიარდის ეკვივალენტის ფასიანი ქაღალდები მელინდას გადასცა. რის შედეგადაც მელინდა მსოფლიოს მილიარდერთა სიას შეუერთდა.


დღეს ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება ყოველწლიურად  იზრდება. ბიზნესმენი აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში.

თავისი საქველმოქმედო ფონდის გზით, ბილ გეიტსმა ვაქცინების ზოგიერთი მწარმოებლის დასახმარებლად და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პოტენციური მეთოდების მხარდასაჭერად 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო.
               

 

 

შემოგვიერთდი სტეპში და დაეუფლე ახალ პროფესას ჩვენთან .

ისწავლე გრაფიკა და დიზაინი - დარეგისტრირდი დღესვე.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა