IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ბრენსონის მოგზაურობა ღია კოსმოსში — რეალობად ქცეული კოსმოსური ტურიზმი!

14.07.2021

740 დათვალიერება

კოსმოსური ტურიზმი რეალური ხდება — კომპანია Virgin Galactic ღია კოსმოსში, რაკეტოპლანით, პირველი ტურისტული ფრენა განახორციელა, მისი მგზავრი, კომპანიის დამფუძნებელი, ბრიტანელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რიჩარდ ბრენსონია!

 

აღნიშნული ფრენით, ბრენსონმა წლების წინ მოცემული პირობა შეასრულა და საკუთარი კომპანიის Virgin Galactic - ის SpaceShipTwo ტიპის სუბორბიტული ხომალდით ელონ მასკს და ჯეფ ბეზოსს #კოსმოსში გაფრენა დაასწრო

 

 

ფრენის დასაწყებად დრო ორჯერ გადაიდო ცუდი ამინდის გამო, თუმცა, საბოლოოდ ბრენსონის ნანატრი ფრენა შედგა და ზუსტად 59 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ეკიპაჟმა რამდენიმე წუთიანი უწონობა განიცადა.

 

ხომალდმა სტარტი აიღო შტატ ნიუ-მექსიკოში მდებარე კოსმოსურ სადგურ „ამერიკიდან“ თვითმფრინავმზიდ VMS Ev-ის საშუალებით. მოგვიანებით გამოეყო თვითმფრინავმზიდს და დაახლოებით 88 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, რაც აშშ-ი აღემატება კოსმოსის დასაშვებ საზღვარს (80 კილომეტრი) და რამდენიმე წუთში დაშვება დაიწყო

 

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი კოსმოსური ეპოქის გარიჟრაჟზე",— განაცხადა ბრენსონმა თავის ტვიტერზე, ფრენის შემდეგ.

ბრენსონთან ერთად ხომალდში იმყოფებოდნენ დევიდ მაკაი, მაიკლ მასაუჩი, კომპანიის მთავარი ასტრონავტი — ბეთ მოსესი, Virgin Galactic-ის წამყვანი ოპერაციების ინჟინერი — კოლინ ბენეტი და სირიშა ბანდალა, რომელიც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია

 

"ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ წამზე",— თქვა ბრენსონმა

 

კოსმოსში გაფრენამდე რიჩარდ ბრენსონი მისმა მეგობარმა და კონკურენტმა, ილონ მასკმაც მოინახულა.

ბრენსონის გეგმის თანახმად, Virgin Galactic კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ ორი საცდელი ფრენა უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი უკვე დადასტურებულად 2022 წელი იქცევა კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად!

 

კოსმოსური ტურიზმისადმი ინტერესი ძალიან სწრაფად იზრდება. ბრენსონის კომპანიის მტკიცებით, მათ აქვთ 600-ზე მეტი დაჯავშნილი ადგილი, სამომავლოდ კი ის ისწრაფვის მიზნისკენ, რომ შექმნას "ორბიტალური სასტუმრო"

 

„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო. ამ წამზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, კოსმოსიდან დანახულმა დედამიწის ხედმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი მოგზაურობა მართლაც ჯადოსნური გამოდგა“ - ამბობს ბრენსონი ფრენის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ცნობისთვის, 20 ივლისს კოსმოსში მიფრინავს ჯეფ ბეზოსიც (ამაზონის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი) ბეზოსმა ავია-კოსმოსური კომპანია "ბლუ ორიჯინი" 2000 წელს დააფუძნა. მისი ფრენა ვესტ-ტეხასიდან იგეგმება, სრულად ავტომატიზებული კაფსულით, რომელზეც მასთან ერთად სამი სტუმარი იქნება: მისი ძმა, 82 წლის ვეტერანი ქალი ავიატორი და საქველმოქმედო აუქციონზე გამარჯვებული ადამიანი

 

ელონ მასკის კომენტარის გარეშე არ ჩაუვლია ამ ყოველივეს "დიდი განსხვავებაა კოსმოსისა და ორბიტის მიღწევას შორის" - გასულ კვირას დაწერა მან "ტვიტერზე".

 

მასკის კომპანია "სპეის იქსი" კოსმოსურ ხომალდს ორბიტაზე ხშირად უშვებს და კოსმოსში მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ფრენებით არ შემოიფარგლება. თავად ელონ მასკი კი პირდაპირ მარსზე გაფრენას გეგმავს. "სპეის იქსმა" ნასას მისიით 10 ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე გადასვა, სექტემბერში კი კერძო რეისით კოსმოსში კიდევ ერთ მილიარდერს გაუშვებს, რომელმაც მისგან სამდღიანი ტური შეიძინა.

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა