IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ბაზ ოლდრინი - მეორე კაცი მთვარეზე

14.01.2022

902 დათვალიერება

,,შენი გონება პარაშუტს ჰგავს. თუ არ გახსნი არ მუშაობს’’ - ასე ფიქრობს ამერიკელი ასტრონავტი და პილოტი ბაზ ოლდრინი, რომელმაც კაცობრიობას თავი აპოლო 11-ის მისიით დაამახსოვრა.
მისი ცხოვრების მთავარი პარაშუტი, დიდი ხნის წინ წარმატებით გაიხსნა.
ბაზ ოლდრინმა, როგორც პილოტმა  ორი კოსმოსური გასეირნება შეასრულა: 1966 და   და 1969 წლებში.

ლეგენდარული კოსმონავტის ნამდვილი სრული სახელი ედვინ ევგენი ოლდრინია. როგორც ცნობილია, სახელი Buzz მისი დის, ფეი ენისგან დამკვიდრდა. უფროს ძმას იგი ,,Buzzer’’-ს ეძახდა, ნაცვლად ,,Brother’’-ისა.  ფეი ენი იმდენად ხშირად მიმართავდა ძმას ასე, რომ ედვინის ზედმეტსახელი გახდა და ასტრონავტიც მსოფლიომ სწორედ ბაზ ოლდრინის სახელით გაიცნო.

Astronaut Buzz Aldrin in the Apollo 11 Lunar Module | NASA

ედვინ ბაზ ოლდრინი 1930 წლი 20 იანვარს, ნიუ ჯერსიში დაიბადა. ბაზი ფიქრობდა, რომ საზღვაო ძალებში მსახურება მისი მოწოდება იყო, თუმცა ზღვის ავადმყოფობებისგან დატანჯულმა გადაწყვიტა ცხოვრება საჰაერო ძალების მსახურებაში გაეტარებინა.

ოლდრინი საშუალო სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. როგორც კლასის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის წევრს, ოლდრინს ჰქონდა არჩევანი თუ სად გააგრელებდა კარიერას. მან აირჩია შეერთებული შტატების საჰაერო ძალები, რომელიც 1947 წლიდან მის სამსახურად იქცა.

როდესაც ოლდრინი იღებდა გადაწყვეტილებას თუ რომელი ტიპის თვითმფრინავით უნდა ეფრინა, მამამისმა, ედვინ ოლდრინმა უფროსმა ბომბდამშენების არჩევისკენ უბიძგა, რადგან ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურობა საშუალებას აძლევდა ესწავლა და დაეხვეწა ლიდერული უნარები, რაც კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. თუმცა მიუხედავად ბიძგისა, ოლდრინმა მებრძოლების ფრენა აირჩია. იგი გადავიდა Nellis Air Force Base-ზე ლას ვეგასში, სადაც მან ისწავლა F-80 Shooting Star-სა და F-86 Saber-ის მართვა.

Edwin "Buzz" Aldrin - The Second Man on the Moon - Universe Today

ოლდრინს ძალიან მოსწონდა საკლასო სამუშაოები და მალევე გადაწყვიტა დოქტორანტურა ასტრონავტიკის დარგში დაესრულებინა. მისი სადოქტორო დისერტაცია იყო ,,Line-of-Sight Guidance Techniques for Manned Orbital Rendezvous’’, რომლის მიძღვნაში ნათქვამია: „იმ იმედით, რომ ეს ნაშრომი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს კოსმოსის შესწავლას, ეს ეძღვნება ამ ქვეყნის ახლანდელ და მომავალ პილოტირებული კოსმოსური პროგრამების ეკიპაჟის წევრებს. ნეტავ მეც შევუერთდე მათ საინტერესო მცდელობებში!”

ოლდრინმა აირჩია სადოქტორო დისერტაცია იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ნასაში ასტრონავტად აყვანაში, თუმცა მისი მოთხოვნა პირველ ჯერზე უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ ის არ იყო კარგი საცდელი პილოტი.

1963 წლის 15 მაისს, NASA-მ გამოაცხადა შერჩევის კიდევ ერთი რაუნდი, ამჯერად მოთხოვნით, რომ განმცხადებლებს ჰქონოდათ ან საცდელი პილოტის გამოცდილება ან 1000 საათი რეაქტიული თვითმფრინავით ფრენის დრო.

ოლდრინს ჰქონდა 2500 საათზე მეტი ფრენა, აქედან 2200 რეაქტიული თვითმფრინავით. ამჯერად ის უკვე აირჩიეს ნასას პილოტად. ის გახადა პირველი ასტრონავტი დოქტორის ხარისხით, რომელმაც ორბიტალურ მექანიკაში მის გამოცდილებასთან ერთად თანამემამულე ასტრონავტებისგან მიიღო მეტსახელი "დოქტორი დანიშნულების ადგილი" (Dr. Rendezvous)’’


The double Buzz: to infinity and... beyond! | Buzz aldrin, Mickey and  friends, Buzz lightyear

„სათამაშოების ისტორია“ (Toy Story) Pixar - ის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც მთლიანად შექმნილია კომპიუტერული ტექნოლოგიით, რომლის მთავარ პერსონაჟს, სათამაშო ასტრონავტს ბაზ ლაითერს (Buzz Lightyear) სახელი ლეგენდარული ასტრონავტის ბაზ ოლდრინის (Buzz Aldrin) პატივსაცემად დაარქვეს.

 

სახელის გარდა, სათამაშოს დიზაინიც: გამჭვირვალე ჩაფხუტი, საკომუნიკაციო საშუალებები და თეთრი სკაფანდრი Apollo 11-ის მისიის ასტრონავტების იმჟამინდელი აღჭურვილობის ინსპირაციით არის შექმნილი.

No photo description available.

 

ბაზ ოლდრინის პირველი სელფი კოსმოსში

ამბობენ, რომ ნილ არმსტრონგს ფოტოების გადაღება არ უყვარდა. აპოლო 11-ის მისიის დროს ფოტო კამერა ძირითადად ბაზ ოლდრინის ხელში იყო. სწორედ ამიტომ მთვარეზე სეირნობის დროს ბაზ ოლდრინმა გადაიღო პირველი სელფი კოსმოსში, რომელშიც დედამიწა მოჩანს.

დღეს უკვე ყოფილ ასტრონავტს 92 წელი შეუსრულდა. ის მუდამ დარჩება კაცობრიობის განვითარების ისტორიის უცვლელ ფიგურად და რაც მთავარია, მეორე ადამიანად, რომელმაც მთვარეზე გაიარა.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა