IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

შეუძლიათ რობოტებს ჰქონდეთ იუმორის გრძნობა?

1

მოტივაცია

29.03.2023

659 დათვალიერება

ხელოვნურ ინტელექტზე დაახლოებით 30 წელი ვიმუშავეთ და 2022 წლამდე არ დაწერილა AI სისტემა, რომელსაც შეეძლებოდა ახსნა და განმარტება რა არის სასაცილო მოცემულ ხუმრობაში, არ მაქვს საუბარი წინასწარ დაპროგრამებულ პასუხებზე, როგორსაც Siri-ში იპოვი: თუ იკითხავ „რა არის ცხოვრების აზრი“, პასუხად მიიღებ რაიმე მსგავსს: „კარგი ცხოვრებაა სუფთა და მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა“, რომელიც რეალურად პროგრამისტმა დაწერა; სისტემას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ამ პასუხში სასაცილო. ამ სტატიაში სამ კითხვას დავსვამთ:

  • შეუძლიათ რობოტებს ხუმრობების მოფიქრება?
  • შეუძლიათ რობოტებს ხუმრობების გაგება?
  • შეიძლება თუ არა რობოტების ხუმრობებით გართობა?

 

კითხვები დალაგებულია სირთულის ზრდადობის მიხედვით. რაც ბევრი ჩვენგანისთვის შესაძლოა საპირისპირო იყოს, რადგან რაღაცის შექმნა, წესითა და რიგით, უფრო რთულია, ვიდრე რაღაცის გაგება. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლე საპირისპიროა, რასაც ქვემოთ ავხსნით.

 

პირველი დონე: ხუმრობის მოფიქრება

გახსოვთ მილოშ ფორმანის ფილმი „ამადეუსი“? სალიერი მიხვდა, რომ მოცარტი მასზე გაცილებით მაღალ დონეზე იდგა, ამიტომ მან ღმერთი შეიძულა, რადგან შემოქმედმა სალიერს არ მისცა საოცარი მუსიკის შექმნის უნარი, მაგრამ მისცა უნარი გაეაზრებინა მოცარტის მუსიკის დიდებულება. ხუმრობების შექმნის შემთხვევაში, არსებული ხუმრობების დიდი ბაზა გვაძლევს საშუალებას შექმნათ სხვადასხვა ვარიაციები, რომლებიც ნამდვილი „შემოქმედება“ არ აის. ვარიანტების გენერაცია არის ის, რითიც გავრცელებული „დიფ-ფეიკები“ იქმნება. 

გენერაციული სისტემები GPT-3, არის შესაფერისი ტექსტების, გამოსახულებების ან ვიდეოების კონსტრუირებისთვის, რომლებიც ჩვენთვის, ადამიანებისთვის, შეიძლება იყოს დამაჯერებელი და იდუმალიც კი. მაგრამ, მერწმუნეთ, მანქანას წარმოდგენაც არ აქვს რატომ შეიძლება იყოს ეს გენერირებული წარმონაქმნი სასაცილო. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ დონეზე...

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

მეორე დონე: ხუმრობების გაგება

„იუმორის გრძნობა“ არ არის იდუმალი ნაპერწკალი ჩვენს გონებაში; იგი შეიცავს საერთო ცოდნას, რომელიც ხუმრობაშია ნაგულისხმევი. მაგალითად, განვიხილოთ ხუმრობა: „რა სხვაობაა მტვერსასრუტსა და მოტოციკლზე მჯდომ იურისტს შორის? მტვერსასრუტს ნაგვის საცავი მის შიგნით აქვს“. ყველამ ვიცით, რომ იურისტები გარკვეულწილად ამორალურები არიან, ხშირად სასამართლოს მოსაგებად საკუთარ დედასაც უღალატებენ (რა თქმა უნდა, ყველა არა). გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ მოტოციკლს გარედან ვატარებთ და არა შიგნიდან, როგორც ავტომობილს. და ა.შ. ამიტომ დასკვნა, რომ იურისტი არის მოტოციკლზე მიმაგრებული ნაგვის ტომარა, საჭიროებს უამრავ ცოდნასა და მსჯელობას, რომლებსაც ადამიანები იმ მომენტში ვაანალიზებთ. ადამიანებისთვის ეს პროცესი ძალისხმევას არ საჭიროებს, რადგან იგი „საღ აზრს“ წარმოადგენს, თუმცა იგი იმდენად მიუწვდომელია ხელოვნური ინტელექტისთვის, რომ მას მთელი კონფერენციები და ჟურნალის ნომრები ეძღვნება. 

ჰექტორ ლევესკი თავის წიგნში „Common Sense, the Turning Test, and the Quest for Real AI” განიხილავს, თუ როგორ გახდა სტანდარტული ტურინგის ტესტირება არაადეკვატური მანქანებში ინტელიგენციის დასადგენად. ტურინგის ტესტში არის დამალული მოთამაშე (ადამიანი ან მანქანა), რომელიც მონაწილეობას იღებს ტექსტურ მიმოწერაში ადამიანთან, ჟიური კი დაკვირვების საფუძველზე აფასებს ამ საუბარს; როდესაც შემფასებლები იფიქრებენ, რომ მანქანა ადამიანი იყო, იგი ტურინგის ტესტს აბარებს. 

ლევესკი ამბობდა, რომ ტურინგის ტესტი მანქანური ინტელიგენციის ცუდი შემფასებელია და მას ვეთანხმები. როგორც იცით, მანქანამ ტურინგის ტესტი 2014 წელს გაიარა. ამავე წელს, ფიქციურმა მონაწილემ, სახელად ევგენ გუსტმენმა, ჭკვიანი ხერხების გამოყენებით დააჯერა ჟიურის ყველა წევრი, რომ იგი ადამიანი იყო. მაგ., მანქანა იტყუებოდა, რომ იყო უკრაინელი ბიჭი, რაც მის ცუდ ინგლისურს ამართლებდა. თუმცა ეს ყველაფერი თავიდანვე კარგად დაგეგმილი და გააზრებული იყო ადამიანების მიერ, ამიტომ ამ მანქანას „ინტელიგენტს“ ვერ ვუწოდებდით. 

 

მესამე დონე: ხუმრობებით გამხიარულება

კომპიუტერი თუ შეძლებს ხუმრობის ახსნას, ეს იქნება გამოთვლითი პროცესი, რომელიც არანაირ სიამოვნებას არ გულისხმობს (რობოტისთვის, რა თქმა უნდა).

შეუძლიათ საერთოდ რობოტებს სიამოვნების მიღება? აქ სახიფათო ტერიტორიაზე გადავდივართ. ზოგიერთმა ადამიანმა, რომლებიც უნდა იყვნენ გონიერი და განვითარებული, დაკარგეს საღად აზროვნების უნარი და დაიწყეს საუბარი ისეთ სისულელეებზე, როგორიცაა ცნობიერება და უფრო ეზოთერული საკითხები. არ მინდა მათსავით დავასრულო. ჩვენმა 30 წლიანმა გამოცდილებამ AI კვლევებში მცირედი წარმოდგენაც კი არ შეგვიქმნა, როგორ შეიძლება ჩამოუყალიბდეს მანქანას „გრძნობები“. მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი ნვითარდება რეაქტიული სისწრაფით

 

2023 წლის განახლებებით ბევრი რამ დაჩქარდა, ChatGPT-4 უახლესი თაობის უზარმაზარი ენის მოდელია, რომელიც წინამორბედებზე მძლავრი და ეფექტიანი იქნება,მრავალმხრივი პასუხებით, უკეთესი მსჯელობით, უფრო კრეატიული და სტრატეგიული შესაძლებლობებით, მას თუ კითხავ „რა არის ცხოვრების აზრი“, პასუხად მიიღებ მილიონობით ვერსიას, სათითაოდ შეგეძლება დაშლა და სათითაოდ შეკვრა ვრცელ წერილად, დემოგრაფიული და ენობრივი ჩაშლებით, მას 2500-ზე მეტი სიტყვის ერთდროული დამუშავება და ფოტოებად ქცევაც კი შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ ადვოკატთა გამოცდის (Bar exam) ჩაბარების უნარზე, ასე რომ დიახ - რობოტებს შეუძლიათ ჰქონდეთ იუმორის გრძნობა!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა