IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

Chat GPT-ის უახლესი ფუნქციები, რომელიც საქმიანობას გაგიმარტივებს

.

ტექნოლოგიები

05.04.2023

1769 დათვალიერება

ტექნოლოგიების ეპოქა სწრაფი და დინამიური ტემპით განაგრძობს განვითარების მწვერვალების დაპყრობას, ჩვენ კი ადამიანები პროცესს ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებით. ფაქტია, რომ Chat GPT-ს ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოჩენამ მსოფლიო აალაპარაკა, ისიც ფაქტია, რომ 2023 წლის იანვარში, Chat GPT -ს ვებ გვერდს 619 მილიონი მომხმარებელი ეწვია და ხელოვნური ინტელექტი მის ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოიყენა.

დღეს, მსოფლიოს მასშტაბით Chat GPT-ს ყოველდღიურად 25 მილიონი ადამიანი მოიხმარს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე შემოსვლისთანავე ხელოვნური ინტელექტი უამრავ ადამიანს ამა თუ იმ საკითხში დაეხმარა და ჩვენს ‘’დავალებებს’’ თავი კარგად გაართვა, ის კიდევ უფრო დაჭკვიანდა.

სულ ცოტა ხნის წინ, OpenAI -მ წარადგინა Chat GPT -ის ახალი დანამატები/ფუნქციები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით სარგებლობისას ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო ამარტივებს.

ახალი ფუნქციები/დანამატები, შემუშავებულია ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა Expedia, Instacart და Slack. ახალი შესაძლებლობები Chat GPT-ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შეასრულონ სხვადასხვა დავალება ახლა უკვე ჩამოთვლილი ვებ პლატფორმების გამოყენებით პირდაპირ ChatGPT-დან.


#სტეპის ბლოგში გიზიარებთ  3 მნიშვნელოვან პლაგინს, რომელიც Chat GPT-ს მოხმარებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის
 

  1. საჯარო ინფორმაცია და მისი მოპოვების მარტივი გზა - ერთ-ერთი ახალი ფლაგინი/დამატებული ფუნქცია, Chat GPT-ს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ხელოვნურ ინტელექტს დაუსვან კითხვები დოკუმენტებზე, ფაილებზე, ელ.წერილებზე და სხვა საჯარო დოკუმენტაციაზე, რომელიც მისივე გამოყენებით პირდაპირ პლატფორმებიდან იქნება ხელმისაწვდომი. თუ ხელოვნური ინტელექტი აქამდე პირდაპირ დოკუმენტაციას ვერ გაწვდიდათ, ახლა უკვე ინტერნეტში არსებულ უამრავ საჯარო ფაილებზე აქვს წვდომა და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
     
  2. მეტი ვიდრე უბრალოდ წვდომა ინტერნეტში არსებულ უამრავ რესურსზე - განვიხილოთ ყველაზე მარტივი მაგალითით. როდესაც წლების წინ Apple-მა iPhone წარუდგინა აუდიტორიას, იმ პერიოდისთვის მძლავრი, მაღალ ტექნოლოგიური და მრავალფუნციური ელექტრონული მოწყობილობა იყო, თუმცა მის მომხმარებლებს მაინც უწევდათ კონკრეტულ პლატფორმაზე შესვლისთვის საფეხურების გავლა და მარტივი ფუნქციების ხელით ნავიგაცია. მოგვიანებით iPhone -ს დაემატა App Store, რამაც პროცესი გაამარტივე და ერთ სივრცეში ყველა ის პლატფორმა თუ აპლიკაცია მოაქცია, რომელიც ადამიანის ნებისმიერ საჭიროებას ერგებოდა. დღეს სწორედ ამ მოდულით Chat GPT თავის თავში ახალ პლაგინებს აერთიანებს.

     
  3. რეალური დრო და აქ, ახლა მიმდინარე მოვლენები - ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ Chat GPT -ს აქვს აქამდე მომხდარი, არსებული მოვლენების შესახებ ცოდნა თუმცა არ ფლობდა ინფორმაციებს რეალურ დროში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც, OpenAI-მა აღნიშნა, ახლანდელი მოდული ცვლის რეალობას. Chat GPT უკვე გიპასუხებთ აწმყო დროში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მეტიც, გეტყვით თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია.

     

OpenAI-ის გუნდი აღიშნავს, რომ მათი მისია ხელოვნური ინტელექტის გზით კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა და ცხოვრების გამარტივებაა. ‘’ ვფიქრობთ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი – ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც ზოგადად ადამიანებზე ჭკვიანიც კი შეიძლება იყოს სარგებელს მოუტანს მთელ კაცობრიობას“. Microsoft AI მეცნიერთა გუნდი ირწმუნება, რომ GPT-4, OpenAI-ის Large Language Model-ის უახლესი გამეორება, აჩვენებს ადამიანის დონის ინტელექტის ან ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) „ნაპერწკლებს“.


ცოტა რამ Chat GPT 4-სა და მის განვითარებაზე - ისევ ერთი ნაბიჯით წინ
 

მიმდინარე წლის 14 მარტს, კომპანიამ Chat GPT 4 საზოგადოებას წარუდგინა. ეს არის უახლესი თაობის ფართო ენის მოდელი, რომელიც წინამორბედებზე უფრო მეტი ეფექტურობითა და სიმძლავრით გამოირჩევა. ჩატბოტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, GPT-4-ის მქონე ChatGPT ვებაპლიკაციის სახით უფასოდ არ იქნება ხელმისაწვდომი. სპეციფიკური მახასიათებლების გამო კომპანიამ მეოთხე სერიას ‘’დიდი მულტიმედიური მოდელი’’ უწოდა.
 

მახასიათებლები კი ასეთია:
 

  • ადამიანები პასუხებს მიიღებენ არა მხოლო წერილობით, არამედ ფოტოების საშუალებითაც. ჩატბოტი ადამიანის მიერ დასმული შეკითხვის პასუხს ფოტოების საშუალებითაც დააგენერირებს.
     
  • ჩატბოტისგან მიღებული ინფორმაცია 80%-ით უფრო მეტად სანდო და ავთენტურია, ვიდრე წინამორბედის შემთხვევაში.
     
  • Chat GPT 4 შეძლებს მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია, დიდი ფორმატისა და მოცულობის ტექსტი. ჩატბოთს დაახლოებით 25 000 სიტყვის დაგენერირება შეუძლია.
     
  • ადაპტირებულია ბევრ ენაზე. შეგახსენებთ რომ ჩატბოტს უკვე შეუძლია მომხმარებელს ქართულად უპასუხოს და სასურველი საქმის შესრულებაში დაეხმაროს.
     


ხელოვნური ინტელექტი არ წყვეტს განვიტარებას და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. სიმარტივე, დაზოგილი დრო და რესურსი - ეს არის ის რისკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის და რაშიც ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად გვეხმარება.

 



აღსანიშნავია, რომ GPT-4.5 მოდელი დაინერგება 2023 წლის სექტემბერსა ან ოქტომბერში, როგორც შუალედური ვერსია GPT-4-სა და მომავალ GPT-5-ს შორის. ეს მოდელი აგებული იქნება GPT-4-ის ძლიერ მხარეებზე, რომელსაც დღეს უკვე კარგად ვიცნობთ. მთავარი ასპექტები, რომელსაც მომდევნო ვერსია კიდევ უფრო დახვეწილი სახით შემოგვთავაზებს უფრო დიდი მოცულობის ტექსტების დამუშავება, ზუსტი და ავტენტური პასუხების მოძიება და გამართული მეტყველების უნარია.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა