IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - 2 უნარი, რასაც AI ვერ ჩაგინაცვლებს

10.10.2025

498 დათვალიერება

დღეს ხელოვნური ინტელექტი გვკარნახობს მუსიკას, წერს ტექსტებს, ხატავს და ამყარებს დიალოგებს. ბევრი ფიქრობს, რომ მალე ყველაფერი ავტომატური გახდება,  მაგრამ ერთი რამ უცვლელია: ადამიანის უნარი იფიქროს, შექმნას და იკითხოს „რატომ?“

AI-ს შეუძლია განიხილოს ათასობით ვარიანტი წამებში, მაგრამ ვერ იგრძნობს ინსპირაციას. ის ვერ დაინახავს სილამაზეს შემთხვევითობაში და ვერ იგრძნობს ემოციას იდეის მიღმა. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანურ ინტელექტს ხელოვნურისგან - ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ იმის გამო, რომ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ გვსურს.

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება დღეს იქცნენ იმ უნარებად, რომლებიც ყველა პროფესიაში აუცილებელია, იქნება ეს დეველოპმენტი, დიზაინი თუ მარკეტინგი. ამიტომ თანამედროვე განათლება ფოკუსირდება არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ აზროვნების კულტურაზე.

თუ გსურს გაიგო უფრო მეტი საჭირო უნარების შესახებ გაეცანი სტეპის სტსტიას რა უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

მოითხოვე კონსულტაცია

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - უნარები, რომლებიც აზროვნებას ცვლიან

კრეატიულობა არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიჭი - ესაა უნარი დაინახო კავშირი იქ, სადაც სხვები ხედავენ მხოლოდ განსხვავებებს. როცა ადამიანი იყენებს ფანტაზიას პრობლემის გადასაჭრელად, ის ქმნის ახალ გზას, ახალ მეთოდს, ახალ იდეას. სწორედ ასეთ ადამიანებზეა აგებული მომავალი - ინოვატორებზე, რომლებიც კითხვებს უსვამენ სამყაროს და არ უშინდებიან სიახლეებს.

მეორე მნიშვნელოვანი უნარი კრიტიკული აზროვნებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიფიქროთ დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ არ ვიღებთ ყველაფერს როგორც მოცემულს, არამედ ვამოწმებთ ფაქტებს, ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ მიზეზებს. ასეთ დროს ადამიანი აღარ არის ინფორმაციის მიმღები, ის ხდება შემფასებელი და შემოქმედი.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ინფორმაცია უსასრულოა, კრიტიკული აზროვნება გვეხმარება გავარჩიოთ არსი ზედაპირული ხმაურისგან. ის გვიცავს მანიპულაციისგან და გვაძლევს თავისუფლებას აზროვნებაში.

📖 წაიკითხე დაკავშირებული ბლოგი: როგორ ავავითოთ პრობლემის გადაჭრის უნარი ბავშვებში - რადგან პრობლემის გადაჭრა იწყება სწორედ ამ ორი უნარით.

ისწავლე, როგორ ფიქრობენ მომავლის ლიდერები 🌍

მოითხოვე კონსულტაცია

AI შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ ვერ ჩაგანაცვლებს

AI გვიჩვენებს, რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ ტექნოლოგიებით, მაგრამ ამ გზაზე ადამიანის გონება რჩება მთავარი ძრავი. ხელოვნური ინტელექტი არ ქმნის ღირებულებებს,  ის მხოლოდ ამუშავებს მათ. იდეა, შთაგონება და ემოცია მაინც ჩვენგან მოდის.

სწორედ ამიტომ, განათლება უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ცოდნის მიცემას, არამედ აზროვნების განვითარებას. ბავშვებმა უნდა ისწავლონ კითხვების დასმა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება და საკუთარი იდეების დაცვა. ასეთ დროს სწავლა ხდება ცოცხალი პროცესი, რომელიც აღვიძებს ინტერესს და ხდის ადამიანს მომავალზე ორიენტირებულად.

თუ გინდა, შენ ან შენი შვილი გახდეთ პროფესიონალი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ალგორითმი - დაიწყე იქ, სადაც აზროვნება იქცევა პრაქტიკად და ცოდნა გარდაიქმნება რეალობად.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა