სამწუხაროდ, ბულიგნი ცივილიზაციის დასაბამიდან არსებობს. მას მუდმივად ჰქონდა ჩაგვრის ფორმა, რომელსაც ძალაუფლების მქონე ადამიანი მასზე სუსტის მიმართ ახორციელებდა. ახლა კი, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მან ონლაინ სივრცეშიც ძალიან დიდი მასშტაბები შეიძინა.
→ დარეგისტრირდი ახლავე! - მცირე აკადემიის კურსზე
ყველაზე საინტერესო ფაქტები კიბერბულინგის შესახებ:
რა ითვლება კიბერბულინგად?
კიბერბულინგი არის ნებისმიერი სახის შევიწროება, მუქარა ან დამცირება. იგი ასევე შეიძლება გულისხმობდეს ადამიანის შერცხვენას ონლაინ რეჟიმში. როგორც წესი, კიბერბულინგი ბოროტი კომენტარების, ონლაინ ჭორებისა და სექსუალური კომენტარების მეშვეობით ხორციელდება. ისინი უმეტესად დაკავშირებულია ადამიანის ვიზუალთან, ინტელექტთან, რასასთან ან სექსუალობასთან.
ძირითადად, ყველაფერი, რაც ონლაინ სივცრეში თავსდება და გამიზნულია ადამიანის დასამცირებლად, მიუხედავად მისი თემატიკისა, კიბერბულინგად მოიაზრება.
მსხვერპლთა 64%, პირადად იცნობს აგრესიული შეტყობინებების ავტორს.
მიუხედავად იმისა, რომ მჩაგვრელები პირადად იცნობენ თავიანთ მსხვერპლს, ისინი მაინც ხშირად მიმართავენ შევიწროების ონლაინ ფორმებს. მათ შორის ერთ-ერთი გავცრელებული ფორმაა მსხვერპლის დაცინვა ჯგუფურ ჩატებში (35%) და ონლაინ გეიმინგ პლატფორმებზე (25%).
თითქმის ყველა 6 თინეიჯერიდან 1 აცხადებს, რომ მათი პირადი საუბრები გაზიარებული იყო მესამე პირებთან მათი სურვილის გარეშე.
15-17 წლის თინეიჯერების 18% და უფრო პატარა მოზარდების 11% ამბობს, რომ მჩაგვრელები მათ პირად საუბრებს აზიარებენ სხვებთან ან საჯარო სივრცეებში.
თინეიჯერების 61%, რომელმაც განაცხადა ბულინგის შესახებ, ამბობს, რომ ჩაგვრის მიზეზი მათი ვიზუალი იყო.
ვიზუალი, როგორც ჩანს, კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებული მიზეზია (61%), მას კი სტატისტიკურად ინტელექტი მოჰყვება (25%). ბულინგის მიზეზებს შორის სხვა მრავალად გავრცელებული ფორმებია რასისტული (17%), სექსუალური (15%), ფინანსური (15%) და რელიგიური (11%) დისკრიმინაცია.
მჩაგვრელები ხშირად მსხვერპლის როლში შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს ირჩევენ.
შენზე სუსტის დაჩაგვრა ბევრად უფრო მარტივია, არა? ადამიანის, რომელიც ვერ შეგეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომაა, რომ ბულერების მსხვერპლი ხშირ შემთხვევებში მენტალურად დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხდებიან.
ახალი სტატისტიკის მაჩვენებლები ცხადყოფს კიბერბულინგის ტენდენციების უწყვეტ ზრდას.
2007-2016 წლებში იმ თინეიჯერების რიცხვი, რომლებიც განიცდიან კიბერბულინგს, თითქმის არ შეცვლილა (32%+-). 2019 წლის სტატისტიკის თანხმად კი, თინეიჯერების თითქმის 43% (უმეტესად გოგოები ან LGBTQ-ს წარმომადგენლები) კიბერბულინგის მსხვერპლია.
აშშ-ს ზრდასრულ მოსახლეთა 41%-ს პირადად განუცდია კიბერბულინგი.
აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ერთხელ მაინც მოუწია კიბერბულინგთან გამკლავება (41%). მათგან 27%-მა განიცადა სერიოზული ონლაინ შევიწროება, 18%-მა ფიზიკური მუქარა, 12%-მა სექსუალური ძალადობა, 13%-მა თვალთვალი, ხოლო 12%-მა მუდმივი შევიწროება.
→ დარეგისტრირდი ახლავე! - მცირე აკადემიის კურსზე
კიბერბულინგის მსხვერპლთა 77%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათი შევიწროება Facebook-ზე მოხდა
ეს ფაქტი საერთოდ არ არის გასაკვირი, რადგანაც Facebook დომინანტი სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც დაახლოებით 2.85 მილიარდ აქტიურ მოხმარებელს ითვლის, მათ შორის კი 1.8 მილიარდი ამერიკელია.
ვინ დგას კიბერბულინგის საფრთხის წინაშე?
მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგი უფრო მეტად სკოლის მოსწავლეებთან ასოცირდება, ისინი ერთადერთ სამიზნეს არ წარმოადგენენ. მათ გარდა უამრავი ზრდასრული განიცდის ონლაინ ჩაგვრას.
კიბერბულერების ყველაზე ხშირი მსხვერპლი ბავშვები, მოზარდები (განსაკუთრებით გოგონები), სტუდენტები და LGBTQ საზოგადოება არიან.
რაც შეეხება თავად მოძალადეებს, ისინი საზოგადოების ნებისმიერი ფენიდან შეიძლება იყვნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთა აღზრდაშიც მშობლები ნაკლებად არიან ჩართული, ასევე ისინი, ვინც განიცდიან დეპრესიას ან შფოთვით აშლილობას, მიდრეკილი არიან მჩაგვრელობითი ქცევისკენ. თუმცა საბოლოო დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს.
გოგოები, ბიჭებთან შედარებით, უფრო მეტად არიან მიდრეკილი კიბერბულინგისკენ როგორც მსხვერპლის, ისე მჩაგვრელის როლში.
გოგოების (12-17 წლის) 15%-თან შედარებით, ბიჭების მხოლოდ 6%-მა განაცხადა ონლაინ ჩაგვრის შესახებ. ასაკობრივად უფროსი გოგოებიდან კი 41%-მა.
10-დან 7 მოზარდს განუცდია კიბერბულინგი 18 წლამდე.
ეს რიცხვი ახალგაზრდა მოსახლეობის დაახლოებით 45%-ია (განსაკუთრებით გოგოები და LGBTQ საზოგადოების წევრები) და, როგორც ჩანს, მხოლოდ იზრდება.
12-17 წლის მოზარდების დაახლოებით 37% ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი რიცხვი (60%) შესწრებია მათი თანატოლების ჩაგვრას, მათ არც კი შეუწუხებიათ თავი ბულერის შესაჩერებლად. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია არ ჩაერიოს და თავი აარიდოს ბულერებს, რომ თავადაც არ გახდეს მათი მსხვრეპლი.
20 ათასი გამოკითხული სკოლის მოსწავლიდან 70% ამბობს, რომ ვიღაცამ ონლაინ სივრცეში მათ შესახებ ჭორები გაავცრელა.
ეს სტატისტიკა ფლორიდის უნივერსიტეტმა აღმოაჩინა იმ კვლევებიდან, რომელიც გასულ ათწლეულში ჩატარდა. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ საშუალო და უფროსკლასელთა მოსწავლეების 73% ყოფილა ძალადობის მსხვერპლი სკოლის ტერიტორიაზე.
10 მოსწავლიდან 1-ზე მეტმა (12%) აღიარა, რომ ერთხელ მაინც დაუჩაგრავს ვინმე ონლაინ.
ფლორიდის უნივერსიტეტის იმავე კვლევამ ცხადყო, რომ რესპოდენტების 12% თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულერი. ბულერები უმეტესად ბიჭები იყვნენ.
LGBT მოზარდების 12%-ზე მეტი გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი
LGBT კიბერბულინგის სტატისტიკა აჩვენებს, რომ LGBT მოზარდები უფრო მეტად ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლი, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ბავშვები.
LGBT მოზარდების 12%-ზე მეტი გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, 58%-ს უწევს შეურაცმყოფელ სიტყვებთან გამკლავება, ხოლო 35% იღებს ონლაინ მუქარებს.
სად ხდება ადამიანების ჩაგვრა ონლაინ სივრცეში?
არ არსებობს ერთი პლატფორმა, სადაც კიბერბულინგის ყველა შემთხვევაა განთავსებული. არც ისეთი პლატფორმა არსებობს, სადაც ონლაინ შევიწროებას არ შევხვდებით. ვინაიდან ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა ინტერნეტს მობილური მოწყობილობების საშუალებით უკავშირდება, ეს ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, რომლითაც ისინი ამ ტიპის შევიწროებას განიცდიან.
კიბერბულინგის სტატისტიკა აჩვენებს, რომ Instagram ონლაინ შევიწროების ყველაზე გავრცელებული პლატფორმაა, რომელსაც Facebook და Snapchat მოჰყვება. ბევრი ადამიანი კიბერბულინგის მსხვერპლი ონლაინ თამაშისასაც კი ხდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Youtube არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მომხმარებლების რიცხვის მიხედვით, მათმა მხოლოდ მეათედმა განაცხადა, რომ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი.
აშშ-ში მოზარდების 95% ონლაინ სივრცის წევრია, მათი უმეტესობა კი ინტერნეტს მობილური მოწყობილობების საშუალებით უკავშირდება, ეს არის ყველაზე გავრცელებული საშუალება, რომლითაც ისინი ამ ტიპის შევიწროებას განიცდიან.
მობილური მოწყობილობების გამოყენების ზრდამ, კიბერბულინგის პრობლემის ზრდაც გამოიწვია. თინეიჯერებს უკვე ყველგან აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რაც მათთვის ონლაინ შევიწროების პროცესს ძალიან ამარტივებს.
მოზარდების 42%-მა განიცადა ბულინგი Instagram-ზე
უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ Facebook (37%) და Snapchat (31%) დიდად არ ჩამორჩება Instagram-ს. Whatsapp – 12%, Youtube – 10%, Twitter – 9%.
ინტერნეტ ტროლები ყველაზე აქტიური სოციალურ მედიაში არიან.
ონლაინ ტროლების 38% სამიზნე აუდიტორიას სოციალურ მედია ქსელებში არჩევს, ხოლო 23% უპირატესობას Youtube-სა და სხვა ვიდეო პლატფრომებს ანიჭებს. ისინი ასევე ხშირად შეგვხვდებიან ფორუმებში, ჩატ რუმებსა და ბლოგებზე.
მშობლებმა, რომელთა შვილებიც თამაშობენ ონლაინ თამაშებს, განაცხადეს კიბერბულინგის უფრო მრავალი შემთხვევის შესახებ, იმ ბავშვებთან შედარებით, ვინც ინტერნეტში მხოლოდ სტანდარტული აქტივობებითაა დაკავებული.
რესპოდენტების 79% ამბობს, რომ მათმა შვილებმა ონლაინ თამაშისას მიიღეს ფიზიკური მუქარის შეტყობინებები, 41% კი აცხადებს, რომ მათი შვილები ონლაინ კომენტარების საშუალებით იღებენ შეურაცხმყოფელ, სექსისტურ ან რასისტულ შეტყობინებებს.
რა ტიპის თამაშები უყვართ ონლაინ ბულერებს ყველაზე მეტად?
კიბერბულინგის კვლევის ცენტრის თანახმად, მოთამაშეები, რომლებიც უპირატესობას MMORPGs-ს ანიჭებენ (26.8), უფრო სავარაუდოა, რომ გახდებიან კიბერბულინგის მონაწილეები. მათ მოჰყვებათ third-person shooter (24.5%), first-person shooter (14.2%) და სპორტული თამაშები (11.9%).
ბლოგინგ ბულინგი
ინტერნეტში 500 მილიონზე მეტი ბლოგი არსებობს, ამიტომ საერთოდ არ გვიკვირს, რომ ბულერების ერთ-ერთი გავცრელებული სამიზნეები ბლოგერები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარების განყოფილება განკუთვნილია დიკსუსიისა და კითხვებისთვის, ასევე შეამჩნევთ სიძულვილით სავსე და საშინელ კომენტარებს. ბლოგინგ ბულინგის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ბლოგის ავტორი, არამედ კომენტარების ავტორებიც ხდებიან.
ბლოგინგ ბულინგის მეორე მხარეა, როდესაც თავად ბლოგერი აქვეყნებს სიძულვილით სავსე კონტენტს, რომელიც მიზანმიმართულია მეორე პირის შესარცხვენად, დასამცირებლად და შეურაცხყოფის მისაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ იგი მოზარდებს უფრო ახასიათებთ, ბლოგინგ ბულინგი ზრდასრულებშიც არანაკლებად გავცრელებულია.
თუკი ბლოგის წამოწყება გსურთ, გაითვალისწინეთ ეს ფაქტები.
კიბერბულინგის გავლენა
ბულინგს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და, ზოგადად, მისი სიცოცხლის ხარისხზე. ამიტომ კიბერბულინგი მისგან საერთოდ არ განსხვავდება. სხვათა შორის, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ მჩაგვრელები ონლაინ სივრცეში უფრო მეტად აგრესიული არიან, ვინაიდან მათ ქმედებას ნაკლებად მოჰყვება რეალური დამსჯელობითი შედეგები. ამიტომ ჩაგვრის გავლენა მსხვერპლზე შესაძლოა უფრო დიდიც აღმოჩნდეს.
კიბერბულინგის მსხვერპლებს ხშირ შემთხვევებში უქვეითდებათ თვითშეფასება, განიცდიან უფრო დიდ სოციალურ შფოთვას, დეპრესიას, ბევრ მათგან აწუხებს სუიციდური აზრებიც.
კიბერბულინგის მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, კვებითი აშლილობა, ცუდი აკადემიური მოსწრება და სხვა. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად საზიანოა კიბერბულინგი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შეჩერება.
თინეიჯერთა სუიციდის შემთხვევები უფრო მეტად და მეტად უკავშირდება კიბერბულინგს.
2008-2015 წლებში თინეიჯერების რაოდენობა, რომელთაც სცადეს ან ფიქრობდნენ სუიციდზე, გაორმაგდა. ბევრი შემთხვევა კიბებრულინგიდან გამომდინარეობდა.
კიბერბულინგმა შესაძლოა იქონიოს სერიოზული გავლენა მსხვერპლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე.
კიბერბულინგის ეს საგანგაშო სტატისტიკები ცხადყოფს, რამდენად დიდია ჩაგვრის უარყოფითი გავლენა ადამიანზე და თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჭირო ზომების მიღება მის სამუდამოდ შესაჩერებლად. ამ საკითხზე ადამიანების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ადამიანების 41%-ს, რომელმაც განიცადა კიბერბულინგი, განუვითარდა სოციალური აშლილობა, ხოლო 37%-ს დეპრესია, 26%-ს კი ჰქონდა სუიციდური ფიქრები.
კიბერბულინგი მხოლოდ აშშ-ს პრობლემა არ არის. იგი გლობალური საკითხია. ტოპ 3 ქვეყანა, სადაც კიბერბულინგი ჭარბადაა გავრცელებული არის: ინდოეთი, ბრაზილია და აშშ.
სოციალური მედიის კიბერბულინგის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მშობლების 65%-ზე მეტი მთელს მსოფლიოში კიბერბულინგს სოციალურ ქსელებში ასახელებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს დააწესოს ანტი-მჩაგვრელობითი კანონმდებლობა, ეფექტური პრევენციული ზომები ჯერ კიდევ არ აღმოჩენილა. მრავალი ქვეყნის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ხდება ბულინგთან გამკლავება მათ სახელმწიფოებში.
რაც მთავარია, კიბერბულინგის ცნობიერება ამჟამად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობები მსოფლიოს ირგვლივ ვალდებული არიან მიიღონ საჭირო ზომები მისი პრევენციისთვის.
კიბერბულინგის გლობალური ცნობიერება
კიბებრულინგის გლობალური ცნობიერება 75%-ია. შვედეთი და იტალია კი მათ შორის ლიდერები არიან 91%-იანი ცნობიერებით.
რეაგირება კიბერბულინგის საწინააღმდეგოდ
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ, ცოტამ თუ იცის როგორ გაუმლავდეს მას. მოწმეები იშვიათად რეაგირებენ, რადგან ეშინიათ, რომ მათ ჩარევას ცუდი შედეგები მოჰყვება. მშობლების უმეტესობამ კი არ იცის, რომ მათი შვილი ჩაგვრის მსხვერპლია, რადგან ბავშვებს სჯერათ, რომ ბულინგი ნორმალური მოვლენაა და არ სურთ მათი მშობლების ინფორმირება.
ბავშვების უმეტესობა ბულერების შეჩერებას მათი სოციალურ მედია პლატფორმებზე დაბლოკვით ცდილობს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო საშუალებაა.
საბედნიეროდ, აშშ-ის 48 შტატმა შემოიღო კანონი ელექტრონული შევიწროების შესახებ. მათგან 44 კიბერბულინგისთვის სისხლის სამართლის სანქციებს შეიცავს.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge