IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ციფრული მიწები - ფანტასტიკიდან რეალობამდე

03.08.2021

839 დათვალიერება

ეკონომიკა ინფლაციის გამო სრულიად ჩამოიშალა. დიდი ქალაქები ავტონომიურ ზონებად იქცნენ. მთავრობები აღარ არსებობენ, ყველაფერი პრივატიზებულია  - გადაადგილება შეუძლებელი, სამყარო კი უსაფრთხო აღარ არის. ამის გამო კი, ადამიანები მთელ დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, სადაც მიწები და ადგილები აუქციონის საშუალებით იყიდება.

ეს ნილ სტივენსონის (Neal Stephenson) სამყაროა, რომელიც 1992 წელს გამოშვებულ სამეცნიერო ფანტასტიკა „Snow Crash-ში“ აღწერა. მისი დისტოპიური რეალობა მართლაც რომ შემაძრწუნებელია, მაგრამ, როგორც Sci-Fi ნაწარმოებების უმრავლესობამ, მანაც შეძლო და გამოიცნო თანამედროვე, მომავლის სამყაროს ახალი მახასიათებელი - ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება და მეტიც, ახალი ციფრული რეალობის შექმნა.

მას Metaverse-ს (მეტა-სამყარო) უწოდებენ - ფიზიკური რეალობის ონლაინ რეპლიკას.

და ახლა, ნაწარმოების მსგავსად, მეტა-სამყაროებში ახალი რეალობის აშენებაც არის შესაძლებელი. აშენება - პირდაპირი გაგებით, რადგან დღეს ჩვენ შეგვიძლია ციფრული მიწების ყიდვა, მათზე ციფრული შენობების აგება, ბიზნესის წამოწყება ან ვირტუალურ სახლად ქცევა.

 

Decentraland - არგენტინელი დეველოპერების მიერ შექმნილი 3D ვირტუალური რეალობაა. ეს არის ციფრული, 90 000 მიწის ნაკვეთისგან შემდგარი ქალაქი, რომლის თითოეული ბლოკი NFT-ია (non-fungible token), რაც ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის რეპლიკაცია შეუძლებელია და ერთადერთია, ისევე, როგორც რეალურ სამყაროში. ქალაქი სრულიად დეცენტრალიზებულია, არ ჰყავს მთავრობა, გააჩნია საკუთარი ვალუტა. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიწის შეძენა და ციფრულ რეალობაში ცხოვრება.

Decentraland-ში ყველა ტრანზაქცია ადგილობრივი კრიპტოვალუტით - MANA-თი ხდება. დღეს 1 MANA-ს ღირებულება 69 ცენტია, ქალაქის ნაწილების ფასი კი მის განვითარებაზეა დამოკიდებული. ერთი კვადრატი რეკორდულ ფასად - 180 000$-დაც კი არის გაყიდული.

ქალაქმა ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიქცია, როდესაც მიწის პირველი ნაკვეთები 26 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2021 წლის ივნისში კი, ამერიკულმა ციფრული უძრავი ქონების კომპანია Republic Realm-მა 913,228 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 259 მიწის ნაკვეთი შეიძინა. Republic Realm-ი Decentraland-ში იაპონური საშოპინგო რაიონის - Harajuku-ს (原宿) დიზაინის მიხედვით, ვირტუალური სავაჭრო ქუჩის - Metajuku-ს აშენებას გეგმავს.

კომპანია "Coca-cola-ს" შექმნილი ციფრული ქურთუკი

თუმცა, ამ ინვესტიციით არ დასრულებულა მეტა-სამყაროს პოპულარულობა. 2021 წლის 30 ივლისს, კომპანია “Coca-Cola” NFT-ის 4 დღიან აუცქიონში ჩაერთო, სადაც გატანილ ნივთებს არის შორის ფუტურისტული ბრენდირებული ქურთუკი. Coca-cola-ს გადაწყეტილებით, ამ ქურთუკის გამოყენება და ჩაცმა - სწორედაც რომ Decentraland-ის მოქალაქეებს შეეძლებათ.

და მაინც, რატომ გახდა ციფრული ქალაქი ასეთი პოპულარული?

გარდა იმისა, რომ Decentraland-ი 3D ტიპის თამაშია, ის ასევე კარგი ადგილია კომერციული საქმიანობისთვის. ქალაქში შესაძლებელია სარეკლამო ბილბორდებისა და რეალური სავაჭრო ობიექტების ციფრული ვერსიების დადგმა. და მეტიც, შესაძლებელია ამ ობიექტების რეალურად ამუშავება - თამაშში შოპინგი ან ციფრული რესტორნიდან რეალურ სამყაროში საჭმლის გამოძახება, ონლაინ კაზინოების შექმნა თუ გამოფენების ჩატარება. ვირტუალური ქალაქი ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, რადგანს სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში არის მისაწვდომი ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ Decentraland-ი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ალბათ დიდი დრო არ დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ციფრულ ქალაქში ცხოვრება უფრო კომფორტული იქნება ადამიანებისთვის, ვიდრე ფიზიკურში.

 

 

Decentraland-ი ციფრული ქალაქების ერთადერთი ამომავალი ვარსკვლავი არ არის. მრავალ კონკურენტს შორის, გამოარჩევენ Earth 2-ს, რომელიც მეტა-სამყაროს ნაცვლად, დედამიწის ციფრულ ვერსიას გვთავაზობს.

Earth 2 ციფრულ დედამიწას ფილებად ყოფს, თითოეული ფილის ფასი კი ადგილმდებარეობაზე არის დამოკიდებული. ყველაზე ძვირიანი ტერიტორია აშშ-ს ქალაქებია, ხოლო ციფრული თბილისის მიწის შეძენა E$ 1.5-დან (1.5$) არის შესაძლებელი. E$ Earth 2-ს ვალუტაა და ერთი E$ 1 ამერიკულ დოლარს უდრის.

Earth 2 ჯერ-ჯერობით ახალი პროექტია, თუმცა დეველოპერები უკვე ცდილობენ დედამიწის ზუსტ ციფრულ მოდელად ქცევას. სამომავლო გეგმა სწორედ ეს არის - ციფრულ დედამიწაზე შეძლო არა მარტო ტერიტორიების შესყიდვა, არამედ მათი ურბანიზაციაც. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რომ ფულის სანაცვლოდ ციფრული ეიფელის კოშკის ან ოქროს საბადოს მფლობელი გახდეთ. საკუთრებას კომერციულად როგორ გამოიყენებთ, თქვენზე იქნება დამოკიდებული.

Earth 2-ის შემქმნელები უკვე გეგმავენ ადგილობრივი ვალურის კრიპტო-ვალუტად ქცევას, რაც კიდევ უფრო გაზრდის პრექტის მიმართ ინტერესს.

ახლა კი, სანამ დისტოპიურ, Sci-Fi რეალობამდე მივალთ, Decentraland-ზე სხვადასხვა ღონისძიებაში შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება - შეგიძლიათ უყუროთ, თუ როგორ ეშვება აპოლო11 მთვარეზე და მთვარიდან მეტა-სამყაროში ან ეწვიოთ ემი უაინჰაუსის ციფრულ ფოტო-გამოფენას, სახელად “Back To Amy”.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა