IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ციფრული რევოლუციონერები: 5 IT ლიდერის საგანმანათლებლო გზა

მშობლებისთვის

11.09.2024

564 დათვალიერება

ეს არის ამბავი ხუთ ადამიანზე, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო.
ისინი დაიბადნენ ჩვეულებრივ ოჯახებში, ისწავლეს ჩვეულებრივ სკოლებში.
ზოგმა მათგანმა დაამთავრა ცნობილი უნივერსიტეტი, ზოგმა კი სწავლა მიატოვა საკუთარი იდეების გამო. 

მაგრამ ყველას აერთიანებს სამი რამ: ცნობისმოყვარეობა, სიახლის სიყვარული და სურვილი, შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ადამიანები - როგორ აქციეს მათ თავიანთი ჰობი და ცოდნა მსოფლიო კომპანიებად, როგორ გადალახეს სირთულეები და როგორ შექმნეს ჩვენი დღევანდელი ციფრული სამყარო.


1.    ჯეფ ბეზოსი - Amazon-ის დამფუძნებელი

ჯეფ ბეზოსმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ინტერესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი. 16 წლის ასაკში მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და 17 წლის ასაკში  პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა. 

უნივერსიტეტში სწავლისას ბეზოსი გამოირჩეოდა თავისი შრომისმოყვარეობით და ინოვაციური იდეებით. მან აირჩია ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობა, რადგან ხედავდა ამ სფეროების უზარმაზარ პოტენციალს. 

სწორედ უნივერსიტეტში სწავლისას გაუჩნდა მას იდეა, რომელმაც საბოლოოდ Amazon-ის შექმნამდე მიიყვანა.

მოითხოვე კონსულტაცია

 

2.    ილონ მასკი - Tesla, SpaceX-ის დამფუძნებელი

ილონ მასკმა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო კომპიუტერული პროგრამირების შესწავლა.  თავისი პირველი კომპიუტერული თამაში მან 12 წლის ასაკში შექმნა. 
ეს იყო კოსმოსური თემატიკის თამაში სახელწოდებით "Blastar", რომელიც მან დაწერა BASIC პროგრამირების ენაზე.

მასკმა თამაშის კოდი ადგილობრივ კომპიუტერულ ჟურნალში გამოაქვეყნა და ანაზღაურება 500 დოლარი მიიღო. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიურ სამყაროში. 
17 წლის ასაკში ის კანადაში გადავიდა სასწავლებლად, შემდეგ პენსილვანიის  უნივერსიტეტში, სადაც ორი სპეციალობა აერჩია - ფიზიკა და ეკონომიკა, რადგან სურდა შეეცნო როგორც მსოფლიოს ფუნდამენტური კანონები, ასევე ბიზნესის პრინციპები.

უნივერსიტეტში სწავლისას მასკი ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ რა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის მომავალში. მისი ინტერესი კოსმოსისა და მდგრადი ენერგიის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოვლინდა, საბოლოოდ SpaceX-ისა და Tesla-ს შექმნაში გადაიზარდა.

 

3.    მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის (Meta) დამფუძნებელი

მარკ ცუკერბერგი კომპიუტერებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. 
მას პროგრამირება მამამ შეასწავლა, როდესაც ის  ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლობდა. 


2002 წელს, 18 წლის ასაკში, ცუკერბერგი ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ის კომპიუტერულ მეცნიერებასა და ფსიქოლოგიას სწავლობდა. 


სწორედ ჰარვარდში ყოფნისას, 2004 წელს, მან თავის თანაკურსელებთან ერთად შექმნა Facebook

ცუკერბერგმა უნივერსიტეტი არ დაამთავრა. მიატოვა ის მეორე კურსზევე, რათა სრულად კონცენტრირებულიყო Facebook-ის განვითარებაზე.

მოითხოვე კონსულტაცია

 

4.    ლარი პეიჯი - Google-ის თანადამფუძნებელი

ლარი პეიჯი დაიბადა კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების ოჯახში, რამაც დიდი გავლენა იქონია მის ინტერესებზე. მან კომპიუტერულ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ინოვაციური პროექტებით გამოირჩეოდა. 

შემდეგ პეიჯმა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. სწავლის გაგრძელება  სტენფორდის უნივერსიტეტში გადაწყვიტა.


სწორედ სტენფორდში გაიცნო მან სერგეი ბრინი და იქ, 1996 წელს დაიბადა იდეა, რომელმაც 2 წელიწადში Google-ის შექმნამდე მიიყვანა.

 

5.    ბილ გეიტსი - Microsoft-ის თანადამფუძნებელი

ბილ გეიტსმა კომპიუტერებით დაინტერესება 13 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მისმა სკოლამ პირველი კომპიუტერი შეიძინა. მან სწრაფად აითვისა პროგრამირება და უკვე სკოლაში ყოფნისას ქმნიდა პროგრამებს. 1973 წელს, 17 წლის ასაკში, გეიტსი ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. თუმცა, უნივერსიტეტში სწავლისას მას უფრო და უფრო მეტად იზიდავდა კომპიუტერული ბიზნესის იდეა. 

1975 წელს, მეორე კურსზე ყოფნისას, გეიტსმა გადაწყვიტა მიეტოვებინა სწავლა და პოლ ალენთან ერთად დაეფუძნებინა Microsoft.

ეს ხუთი ისტორია გვიჩვენებს, რომ წარმატების გზა ხშირად იწყება ადრეული ინტერესით და ვნებით ტექნოლოგიების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათი საგანმანათლებლო გზები განსხვავებულია, ყველა მათგანს აერთიანებს მუდმივი სწავლისა და ინოვაციის სურვილი.

გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლების გზა უნიკალურია. მთავარია, იპოვოთ ის, რაც გაინტერესებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ თქვენს მიზანს. 

არ გაუშვათ შანსი, გახდეთ პროფესიონალი IT სფეროში!
შემოგვიერთდით

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა