IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დისტანციურად მუშაობის უპირატესობა და გლობალური ტენდენციები

1000

მოტივაცია

01.12.2023

926 დათვალიერება

დისტანციური მუშაობა სულ უფრო გავრცელებული ხდება ბევრი დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის. შეიტყვეთ დისტანციური მუშაობის უახლესი ტენდენციების, უპირატესობებისა და გამოწვევების შესახებ მომდევნო წლებში.
უმეტესობა ჩვენგანი მომსწრე გახდა იმისა, რომ დისტანციური მუშაობა, ანუ საშუალება ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო ფიზიკურად ყოფნის გარეშე, მზარდი ფენომენია გასული ათწლეულების განმავლობაში.
თუმცა, COVID-19 პანდემიამ დააჩქარა ეს ტენდენცია და აიძულა ბევრი კომპანია და თანამშრომლები დაემატებინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან არსებული პროფესიონალები კი გადაეყვანა დისტანციური ან ჰიბრიდური სამუშაო რეჟიმზე
McKinsey-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, გლობალურად დასაქმებულების 20%-ზე მეტს ისეთივე ეფექტურად შეუძლია კვირაში სამიდან ხუთი დღეს დისტანციურად იმუშაოს , როგორც ოფისიდან მუშაობის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ სახლიდან სამჯერ მეტი ადამიანი იმუშავებს, ვიდრე პანდემიამდე მუშაობდა.

აქ ისმის მთავარი კითხვა 

რა სარგებელი და გამოწვევები მოაქვს დისტანციურ მუშაობას როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის? და როგორია დისტანციური მუშაობის მომავალი?
 

დისტანციური მუშაობა უამრავ უპირატესობას სთავაზობს  როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს, ესენია:

  • გაზრდილი პროდუქტიულობა: დისტანციური თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე ოფისის, რადგან მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ყურადღების გაფანტვა, შეფერხებები და საოფისე პოლიტიკა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ სამუშაო პროცესს. ასევე შეუძლიათ იმუშაონ საკუთარი ტემპით და განრიგით.

  • შემცირებული ხარჯები: დისტანციური სამუშაო დანაზოგის გაკეთების საშუალებას იძლევა როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ ხარჯები რომლებიც დაკავშირებულია საოფისე ფართთან, აღჭურვილობასთან, კომუნალურ მომსახურებასთან, მოგზაურობასთან, პარკინგთან, საკვებთან და ტანსაცმელთან. Global Workplace Analytics-ის კვლევის მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია დაზოგოს საშუალოდ $11,000 წელიწადში ყოველ თანამშრომელზე, რომელიც ნახევარ დროს დისტანციურად მუშაობს .

  • ბალანსი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის : დისტანციურ მუშაობას შეუძლია გააუმჯობესოს თანამშრომლების ცხოვრების ხარისხი. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ მეტი მოქნილობა და კონტროლი თავიანთ დროსა და გარემოზე. ასევე შეუძლიათ თავიდან აიცილონ სტრესი და სირთულეები მგზავრობისას, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. დისტანციური მუშაობა ასევე საშუალებას აძლევს თანამშრომლებს დაკავდნენ თავიანთი პირადი ინტერესებით, რაიმე ჰობით, განათლებით ან ოჯახური ვალდებულებებით ისე, რომ არ დასჭირდეთ  პროფესიულ კომპრომისებზე წასვლა.

  • მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა: დისტანციურმა მუშაობამ შეიძლება გაზარდოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნება და ჩართულობა, რადგან ის ხელს  უწყობს სხვადასხვა წარმოშობის, მდებარეობის, კულტურის, სქესის, ასაკის, შესაძლებლობებისა და პერსპექტივის ნიჭის მქონე თანამშრომლების დასაქმებას. დისტანციურ მუშაობას ასევე შეუძლია შეამციროს ბარიერები და მიკერძოებული დამოკიდებულება, როგორიცაა დისკრიმინაცია, შევიწროება ან ფავორიტიზმი, რომლებიც შეიძლება არსებობდეს სამუშაო ადგილებზე.

  • თანამშრომლების მეტი კმაყოფილება და შენარჩუნება: დისტანციურმა მუშაობამ შეიძლება გააძლიეროს თანამშრომლების მოტივაცია და ერთგულება კომპანიის მიმართ, რადგან იღებენ  მეტ  დამოუკიდებლობას, შესაძლებლობას და შრომის აღიარებას. დისტანციურმა მუშაობამ ასევე შეიძლება გაზარდოს თანამშრომლების ჩართულობა და შენარჩუნება, რადგან მათ ეძლევათ საშუალება სწავლის, განვითარების, უკუკავშირის და კარიერული წინსვლის მეტი შესაძლებლობის.

 

საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა კიბერუსაფრთხოება - დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

დისტანციური მუშაობა გარკვეულ გამოწვევებსაც უქმნის როგორც დამსაქმებლებს, ასევე თანამშრომლებსაც.
ზოგიერთი მათგანია:

  • კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სირთულეები: დისტანციურმა მუშაობამ შეიძლება გაართულოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა კოლეგებთან, მენეჯერებთან, კლიენტებთან ან პარტნიორებთან. შეიძლება შეიქმნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტექნიკური ხარვეზები, დროის ზონის განსხვავებები, ენობრივი ბარიერები ან კულტურული გაუგებრობები. ისინი ასევე შეიძლება მოკლებული იყვნენ სოციალური ურთიერთობებს და მეგობრობას, რომელიც  ოფისში მუშაობისას ჩნდება.

  •  მენეჯმენტისა და შესრულების პრობლემები: დისტანციურმა მუშაობამ მენეჯერებისთვის შეიძლება  გაართულოს  გუნდების ზედამხედველობა და მხარდაჭერა. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა მკაფიო მოლოდინები, დროული გამოხმაურება, შედეგების გაზომვა, კონფლიქტების მოგვარება ან ნდობის შენარჩუნება. დისტანციურად თანამშრომლების ეფექტურად მართვისთვის მათ ასევე შეიძლება დასჭირდეთ ახალ უნარებთან და ინსტრუმენტებთან ადაპტირება. 

  • იზოლაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები: დისტანციურმა მუშაობამ თანამშრომლებს თავი შესაძლოა იზოლირებულად და მარტოსულად აგრძნობინოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ არ აქვთ სოციალური მხარდაჭერა ან ურთიერთობა ოჯახის წევრებთან  ან მეგობრებთან.  საზღვრების არარსებობის გამო პირად ცხოვრებას და სამსახურს შორის, მათ ასევე შეიძლება განიცადონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია ან გადაწვა.

  • უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის რისკები: დისტანციურმა მუშაობამ თანამშრომლები და დამსაქმებლები შესაძლოა უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის რისკების წინაშე დააყენოს, მაგალითად როგორიცაა მონაცემების დარღვევა, კიბერშეტევები, პირადი მონაცემების მითვისება ან თაღლითობა. მათ შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი ზომების მიღება, რათა დაიცვან თავიანთი მოწყობილობები, ქსელები და ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან ან ბოროტად გამოყენებისგან.

 

დისტანციური მუშაობა არ არის დროებითი ფენომენი და ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი დასაქმებული სპეციალისტებისთვის. Upwork-ის გამოკითხვის თანახმად, 2025 წლისთვის დაახლოებით 32,6 მილიონი ამერიკელი იმუშავებს დისტანციურად, რაც უდრის სამუშაო ძალის დაახლოებით 22%-ს.
თუმცა, დისტანციური მუშაობა არ იქნება უნივერსალური მიდგომა ყველა დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის. ეს, სავარაუდოდ, იქნება ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს დისტანციურ სამუშაოს ზოგიერთ საოფისე სამუშაოსთან, რაც დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე და დასაქმებულების პრეფერენციებზე.

 

ახალ რეალობაში წარმატების მისაღწევად მთავარი, ადაპტირდება და ინოვაციების შეტანა იქნება.
დამსაქმებლებს დასჭირდებათ ინვესტიცია ციფრულ ინფრასტრუქტურაში და ინსტრუმენტებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტურ დისტანციურ მუშაობას. მათ ასევე უნდა მოუწევთ გადახედონ თავიანთ პროცესებს და პოლიტიკას დისტანციური მუშაობის მხარდასაჭერად.
უფრო მეტიც, თანამშრომლებმა და დამსაქმებლებმა უნდა განავითარონ ახალი უნარები და კომპეტენციები დისტანციური სამუშაოს განვითარებისთვის და ასევე ნდობის, თანამშრომლობისა და ჩართულობის კულტურა, რომელსაც დისტანციური მუშაობა მოიცავს.ამგვარად, სარგებლის მიღებით და  გამოწვევების გადალახვით, რომელიც დისტანციური მუშაობის დროს იჩენს თავს, ორგანიზაციებს შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მაღალ პროდუქტიულობას, დაბალ ხარჯებს, უკეთეს ბალანსს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის, მრავალფეროვნებას, ჩართულობას, თანამშრომლების უფრო მაღალ კმაყოფილებას და მათ შენარჩუნებას.
 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა