IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დისტანციური მუშაობის უპირატესობები

1000

მოტივაცია

06.02.2024

532 დათვალიერება

დღესდღეობით დასაქმების სფერო იმდენად სწაფად ცვლდია, რომ დისტანციური მუშაობა გახდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ცვლის სიტუაცია შრომის ბაზარზე. ტექნოლოგიების განვითარების და კავშირის გავრცელებასთან ერთად, დისტანციური მუშაობის სარგებელი სულ უფრო ცხადი ხდება.

ტრადიციულ ოფისებში ბევრი წლის მუშაობის შემდეგ, როდესაც პანდემიამ ყველა სახლში "გამოკეტა" და თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ, გაიაზრეს, რომ გახდნენ უფრო პროდუქტიულები და ნაკლებად გულმავიწყნი.

 

გთავაზობთ ჩვენი აზრით დისტანციურად მუშაობის მთავარ უპირატესობებს, თავისებურებებს და განვითარების პერსპექტივებს საქართველოში

 

1. გაუმჯობესებული ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

დისტანციური მუშაობა გაძლევთ თავისუფლებას ჰარმონიულად შეათავსოთ  სამუშაო და პირადი ცხოვრება. იმის გამო რომ გზაში არ კარგავთ დროს, ადამიანებს მეტი დრო აქვთ პირადი საქმეებისთვის, ოჯახისთვის და საკუთარი თავის მოვლისთვის. ეს მოქნილობა ხელს უწყობს უფრო ჯანმრთელ და ბედნიერ სამუშაო ძალას, ზრდის პროდუქტიულობას, ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს საერთო კეთილდღეობას.

 

2. გაზრდილი პროდუქტიულობა

გავრცელებული მცდარი წარმოდგენების მიუხედავად, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დისტანციური მუშაობა ზრდის პროდუქტიულობას. დასაქმებულებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ ამოცანებზე, იყვნენ მეტად  კონცენტრირებული ყურადღების გაფანტვისა და შეფერხებების გარეშე, რაც ასე ხშირია საოფისე გარემოში. უფრო მეტიც, უნარი იმუშაო ყველაზე პროდუქტიული საათების განმავლობაში, მორგებული ინდივიდუალურ პრეფერენციებზე , განსაზღვრავს ეფექტურობას და პროდუქტიულობას.

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების პროდუქტიულობა 13%-ით გაიზარდა ოფისში მყოფ კოლეგებთან შედარებით.

 

3. ფართო საკადრო რეზერვი

დისტანციური მუშაობა სცილდება გეოგრაფიულ საზღვრებს, რაც უცხო ქვეყნების დამქირავებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს გლობალური საკადრო რეზერვით, გამარტივდა ტალანტების მოძიება და მათი დასაქმება, ეს წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობაა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგალითად საქართველოში, უამრავი ნიჭიერი და წარმატებული კადრი გვყავს სხვადასხვა ციფრულ პროფესიებში, ასევე პროგრამირების მხრივ დიდ წარმატებას აღწევენ, სწორედ მათთვის დისტანციურად მუშაობა ყველაზე ხელსაყრელია. ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიქირაონ მაღალი კლასის პროფესიონალები და არ შეზღუდონ ისინი  ადგილმდებარეობით. ეს ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და ახალი უნარებისა და პერსპექტივების უფრო ფართო სპექტრის მიღებას. რაც თავის მხრივ აჩენს ახალ შესაძლებლობებს ინოვაციისთვის და შემოქმედებისთვის და  რთული კონკურენციის პირობებში ეხმარება ბიზნესს განვითარებაში.

 

ისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

LinkedIn-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა 82% მიიჩნევს, რომ დისტანციური მუშაობა გადამწყვეტი ფაქტორია სამუშაოს ძიებისას.

 

4. ხარჯების ეკონომია

როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის, დისტანციური მუშაობა ხარჯების ეკონომიის საშუალებას იძლევა. იმის გამო, რომ ყოველდღიური მგზავრობის საჭიროება არ არის, ცალკეული პირებს შეუძლიათ შეამცირონ ტრანსპორტის, პარკინგის და სამუშაო ჩაცმულობის ხარჯები.

Global Workplace Analytics-ის თანახმად, დამსაქმებლებს შეუძლიათ დაზოგონ 11,000-მდე დოლარი ყოველწლიურად იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ნახევარ დროს დისტანციურად მუშაობენ.

ასევე ბიზნეს სექტორსაც შეუძლია ისარგებლოს შემცირებული  ხარჯებით, როგორიცაა საოფისე ფართის ქირა, კომუნალური მომსახურება და ტექნიკური მომსახურება. შესაძლებელია ამ ხარჯების  ხელახალი ინვესტიცია ბიზნესში, თანამშრომლების განვითარებაში ან სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.

 

5. გარემოზე ზემოქმედება

Global Workplace Analytics-ის იმავე კვლევის თანახმად, ის თანამშრომლები, რომლებსაც თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე  დისტანციურ სამუშაოსთან თავსებადი საქმე აქვთ და დროის ნახევარს დისტანციურად იმუშავებდნენ, ეს ხელს შეუწყობს სათბურის აირების 54 მილიონი ტონა გამონაბოლქვის შემცირებას წელიწადში .

 

დისტანციური მუშაობის დროს მგზავრობის და  მოგზაურობის მინიმუმამდე დაყვანით მნიშვნელოვნად მცირდება ნახშირბადის ემისია. დისტანციური სამუშაოების უზრუნველყოფით, კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მდგრადობის განვითარებაში და  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. გარემოზე დადებითი  ზემოქმედება ცდება ცალკეული ორგანიზაციის საზღვრებს და  ქმნის კოლექტიურ მოძრაობას უფრო მწვანე მომავლისკენ.

 

6. თანამშრომლების შენარჩუნების და ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა

დისტანციურმა მუშაობამ დაამტკიცა, რომ მძლავრი ინსტრუმენტია თანამშრომლების შესანარჩუნებლად.  შესაძლებლობა შესთავაზო თანამშრომლებს მოქნილობა და დამოუკიდებლობა აჩვენებს კომპანიის თანამშრომლებისადმი ნდობას, ზრდის სამუშაო კმაყოფილებას და ლოიალობას.

Buffer-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 99%-მა თქვა, რომ სურდათ დისტანციურად მუშაობა თავიანთი კარიერის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პანდემიის დასრულების შემდეგაც კი.

დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს აქვთ ჩართულობის უფრო მაღალი დონე, რადგან აქვთ მეტი კონტროლი სამუშაო გარემოზე და შეუძლიათ მისი ადაპტირება თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად. ამ ყველაფრით კი ვიღებთ უფრო ერთგულ და მოტივირებულ თანამშრომლებს.

 

7. ბიზნესის უწყვეტობა და მარცხისთვის მზადყოფნა

ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. დისტანციური მუშაობა უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრადობას და გარანტირებული სამუშაოს უწყვეტობას გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, როგორიც არის ბუნებრივი კატასტროფები, პანდემიები ან სხვა საგანგებო სიტუაციები.

დისტანციური ინფრასტრუქტურის არსებობით, კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად ადაპტირდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეფერხების გარეშე და მინიმუმამდე დაიყვანონ  პოტენციური დანაკარგები.

 

და ბოლოს

დისტანციური მუშაობა აღარ არის მხოლოდ მოდური ტენდენცია, ის ქართველი ახალგაზრდებისთვის, და არა მარტო მათთვის, ახალ შესაძლებლობად იქცა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი დასაქმდა და გაეხნათ საზღვრები ევროპულ თუ ამერიკულ კომპანიებთან, ის ასევე იქცა გარდამტეხ მოვლენად სამუშაო ბაზარზე. დისტანციური მუშაობის უპირატესობები უდავოა, დაწყებული  პროდუქტიულობით, გაუმჯობესებული ბალანსით სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, დამთავრებული ხარჯების დაზოგვით და გარემოზე დადებითი ზემოქმედებით. ამ მოქნილი სამუშაო მოდელის საშუალებით, დასაქმებულებს და ორგანიზაციებს შესაძლებლობების ფართო სპექტრი ეხსნებათ, რაც უფრო ეფექტური, მდგრადი და სრულყოფილი სამუშაო გარემოს საფუძველია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა