IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ილონ მასკი მსოფლიოს პირველი პოტენციური ტრილიონერია!

27.10.2021

673 დათვალიერება

საინვესტიციო კომპანია Morgan Stanley-ს ვარაუდით, ილონ მასკი მსოფლიოს პირველი პოტენციური ტრილიონერია.

 

როგორც The Guardian იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Tesla-ს აქტივები $850 მილიარდს შეადგენს, რაც SpaceX-ის ღირებულებაზე 30-ჯერ მეტია, მასკის რეკორდი განპირობებული იქნება სწორედ SpaceX-ის მიერ, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდუსტრიაში, ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიად შეიძლება იქცეს. ეს კოსმოსური გიგანტი წარმოუდგენელი ინოვაციებით (მარსის რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების თბოდამცველი ფილების რეალიზებით) ადამიანს მთვარეზე აბრუნებს, რაც ინვესტორებისთვის უსაზღვროდ შთამაგონებელი ამბავია.

 

რაც შეეხება Tesla -ს, 2020 წელს, იქცა ყველაზე ძვირადღირებულ ამერიკულ ავტომწარმოებლად, უკან ჩამოიტოვა ისეთი ვეტერანი კომპანიები, როგორებიც არიან Ford და General Motors.

 

2021 წელს, Bloomberg-ის ცნობით, მასკის კაპიტალის სწრაფი ზრდა მანქანების გაქირავების გიგანტის - Hertz-ის მხრიდან ერთდროულად 100 000 ტესლას შეკვეთას უკავშირდება. Hertz მისი მანქანების სრულ ელექტრიფიკაციას ისახავს მიზნად - ეს ყველაზე დიდი, 4.2 მილიარდიანი, გარიგებაა ელექტრომანქანების ისტორიაში, ამ შეთანხმების შემდეგ Tesla-ს აქციები 6.7 პროცენტით გაიზარდა.

 

Bloomberg’s Billionaires Index-ის თანახმად, ბიზნეს-მაგნატის პირადი ქონება ბოლო დღეებში 222 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რისი წყალობითაც იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

SpaceX 2002 წელს ამბიციური მიზნებით დაარსდა, რასაც ადამიანების მარსზე გაგზავნა და კოსმოსში მოგზაურობის ღირებულების ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა, თავისი კოსმოსური ამბიციების რეალიზაციისთვის, მასკი შეეცადა შეესყიდა განახლებული რუსული ბალისტიკური რაკეტები, რაც საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა.

 

SpaceX-ის ევოლუცია: როგორ მიიყვანა ილონ მასკმა SpaceX იდეიდან ისტორიის მწვერვალამდე?

„რუსეთში ჩემი მეორე ან მესამე ვიზიტის შემდეგ, ვიფიქრე, რომ იარსებებდა რაიმე უკეთესი გზა, რაც ამ რაკეტის პრობლემას გადაჭრიდა“ - თქვა მასკმა 2018 წელს South By Southwest კონფერენციაზე, ოსტინში, ტექსასი, - „ასე რომ, შევუდექით SpaceX-ის შექმნის თავგადასავალს“.

 

NASA-ს დირექტორის, ფილ მაკალისტერის თანახმად, სწორედ ამ დროს, NASA დამოკიდებული იყო რუსულ ხომალდ „Soyuz”-ზე, რომელსაც თითოეული ადგილისთვის დაახლოებით 80 მილიონ დოლარს უხდიდა - მას შემდეგ კი, რაც SpaceX-ის Falcon 1-მა სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეოთხე ცდაზე შეძლო და მიაღწია ორბიტას SpaceX-მა და NASA-მ დაიწყეს თანამშრომლობა და რუსეთთან პარტნიორობაც დასრულდა.

 

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ეს ბოლო მცდელობა იყო კომპანიის გარდაუვალ გაკოტრებამდე.

 

2008 წელს, შობამდე 2 დღით ადრე, NASA-მ გამოაცხადა, რომ SpaceX-სთან გაფორმდა 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგების გადატანას (გადაფრენას) გულისხმობდა. კონტრაქტი დღეს Commercial Resupply Services-ს სახელითაა ცნობილი.

 

მაკალისტერი ამბობს: „გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით SpaceX-სა და Boeing-თან ერთად მათ სისტემებზე, რათა გაგვეზიარებინა კოსმოსში მოგზაურობის ჩვენი 60-წლიანი ცოდნა და გამოცდილება, რათა დავხმარებოდით მათ როგორც ტექნიკურ, ისე ფინანსურ განვითარებაში“.

 

სულ ახლახან SpaceX-მა ორბიტაზე თავისი პირველი სრულიად სამოქალაქო ეკიპაჟი გაუშვა. სამი დღის განმავლობაში პარამედიკოსი, ინჟინერი, პროფესორი და მილიარდერი წრეს უვლიდნენ დედამიწას რაკეტით სახელად Inspiration4.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა