IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რას აკეთებს UI/UX დიზაინერი და როგორ შევძლებ მეც ამის სწავლას?

11.11.2025

579 დათვალიერება

UI და UX - რას აკეთებს დიზაინერი ყოველდღე?

UI/UX დიზაინერი ქმნის ციფრული პროდუქტების ისეთ გამოცდილებას, რომელიც სასიამოვნოა, გასაგებია და მარტივი -როგორც ვიზუალურად (UI), ისე ფუნქციურად (UX). მისი დღე იწყება მომხმარებლის საჭიროებების კვლევით, გრძელდება მომხმარებლის სცენარებისა და ქმედებების ჯაჭვის დაგეგმვით, მარტივი მონახაზისა და პროტოტიპების შექმნით და სრულდება დიზაინის ტესტირებითა და გაუმჯობესებით. შედეგად იბადება ინტერფეისი, სადაც თითოეული კლიკი, ტაიპოგრაფია და ფერი მიზანმიმართულად მუშაობს ერთ საერთო მიზანზე - მომხმარებლის სწრაფ, მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებაზე.

UI ნაწილი ფერების, შრიფტებისა და კომპონენტების ესთეტიკას აყალიბებს, UX ნაწილი კი განსაზღვრავს გზას, რომლითაც მომხმარებელი მიიღებს სასურველ შედეგს - რეგისტრაცია, შეძენა ან კონკრეტული ამოცანის დასრულება. წარმატებული UI/UX დიზაინერი საერთო ენას პოულობს როგორც დეველოპერთან, ისე მარკეტინგსა და ბიზნესმეთაურთან, რათა პროდუქტი იყოს ფუნქციური, გაყიდვადი და მასშტაბირებადი. გაეცანი ჩვენს UI/UX დიზაინის კურსს და ნახე, როგორ არის ეს ეტაპები გადატანილი სასწავლო გეგმაში.

IT აკადემია Step-ში UI/UX დიზაინის კურსზე ამ ყველაფერს ისწავლი მაღალ დონეზე - პრაქტიკული დავალებებით, ქეისებით და მენტორების მხარდაჭერით.

მოითხოვე კონსულტაცია

როგორ ვისწავლო ეს პროფესია ნულიდან?

დასაწყისისთვის დაგჭირდება ბაზისური ციფრული  ინსტრუმენტების ცოდნა (Figma/Sketch), დიზაინის სისტემური აზროვნება და მოთმინება განმეორებითი ტესტირებისთვის. სწავლის გზა პრაქტიკით იწყება: პატარა ბრიფები, რეალური ქეისები და პროტოტიპების წარმოდგენა სხვებისთვის. რაც უფრო ხშირად აჩვენებ შენს ნამუშევარს და მიიღებ უკუკავშირს, მით სწრაფად გაიზრდები.

მომდევნო ნაბიჯია პორტფოლიო - კარგი პორტფოლიო არ ნიშნავს მხოლოდ „ლამაზ“ ეკრანებს, ის გვიჩვენებს პრობლემას, თქვენს ჰიპოთეზებს, კვლევის გზას, ტესტების შედეგებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს პროცესი აინტერესებს დამქირავებელს.

 თუ გსურს გაიგო უფრო მეტი UI/UX დიზაინერის პროფესიის შესახებ გაეცანი სტეპის სტატიას რატომ არის მოთხოვნილი UI/UX დიზაინერები დღეს ბაზარზე?

მოითხოვე კონსულტაცია

კარიერული პერსპექტივა და შემდეგი ნაბიჯები

UI/UX დიზაინერი მოთხოვნადი პოზიციაა როგორც სტარტაპებში, ასევე დიდი კომპანიებში - ვებსაიტები, მობილური აპები, SaaS პროდუქტები, შიდა პანელები და AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები ყოველდღე საჭიროებენ გააზრებულ დიზაინერულ აზროვნებას. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა, ინდუსტრიის ტრენდების თვალყურის დევნება და პროტფოლიოზე მუშაობა.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა