წლების მანძილზე კოდირების სწავლებისადმი მიდგომა იცვლებოდა და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა. მაგალითად, იფიქრეთ კოდირების მდგომარეობაზე წლების განმავლობაში. ძირითადად, ბაზისური კურსი განკუთვნილია საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, ხომ ასეა? მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო მოზარდებისთვის კოდირების გაცნობა როგორც ტექსტზე დაფუძნებული რთული კოდის დაშლა ახალგაზრდა გონებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელ ნაწილებად.
ამან გაუღო კარი უფრო და უფრო მეტ სკოლას, რომ შესთავაზონ საკუთარი კოდირების კურსები მოსწავლეებს, ან სულ მცირე, უმასპინძლონ მეტი კოდირების კლუბებს.
ამის შემდეგ, ეს ბოქლომი მართლაც გაიხსნა ალტერნატიული სასწავლო პროგრამების საჭიროებით, თუმცა როდესაც კოდირება ძლიერდებოდა, ბევრი სკოლა მაინც ვერ სთავაზობდა კურსებს დაინტერესებულ მხარეებს, ასე რომ, სტუდენტებს და მათ მშობლებს უწევდათ სხვაგან მოეძებნათ სწავლის შესაძლებლობები, და ამასთან, საზაფხულო კოდირების ბანაკები გახდა ღირებული ვარიანტი - სადაც ბავშვებს შეეძლოთ ერთი კვირა სრულად კოდირების შესწავლასა და გართობისთვის დაეთმოთ საზაფხულო ბანაკში .
თქვენ ხელგეწიფებათ უამრავი ონლაინ კოდირების შემსწავლელი კურსები, რომელთაგან თითოეული ახორციელებს საკუთარ დანიშნულებას.
- როგორ განვასხვავოთ ისინი?
- რომელია სწორი ჩემი შვილისთვის?
ეს არის სწორედ ის საკითხები რის განხილვასაც ჩვენ ვაპირებთ!
კოდირების პროგრამების სახეები
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის კოდირების პროგრამები. ერთი-ერთზე სილაბუსიდან დაწყებული ჯგუფური გაკვეთილებით დამთავრებული, უფასო თუ ფასიანი, და სხვა; გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი!
"დაუმიზნეთ და დააწკაპუნეთ", თვითმართვადი კოდირება
რას გულისხმობს ეს: ნებისმიერი ონლაინ საიტი ან პორტალი, სადაც ბავშვს შეუძლია დაჯდეს კომპიუტერთან ან მობილური მოწყობილობით და ასე თუ ისე დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებლად კოდირება. სტუდენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი ტემპი და შეუძლიათ დაუთმონ იმდენი დრო მოცემულ სესიას, რამდენსაც შეძლებენ.
ეს ვარიანტები, როგორც წესი, გეიმიფიცირებულია, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს დააგროვონ ქულები ან სტატუს დონეები სასწავლო გამოცდილების გავლისას.
დადებითი და უარყოფითი მხარეები: გეიმიფიკაცია არის ჩართულობის მთავარი ელემენტი და ის ბავშვებს უბიძგებს, რომ სრულად ჩაერთონ მთელ პროცესში.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარიანტებით კოდირების დაწყება ძალიან ადვილია, შეიძლება უფრო რთული იყოს ბავშვების ჩართულობის შენარჩუნება, როდესაც გზაზე მათ დაბრკოლებები შეხვდებათ, ცოცხალი ინსტრუქტორის არარსებობის გამო, ვინც აუხსნის და დაეხმარება თავსატეხის ამოხსნაში, რაც ბავშვებს მოანდომებს აქტივობას ერთი ან ორი საათი დაუთმონ დღეში.
ერთი-ერთზე კოდირების გაკვეთილები და მასწავლებლები
რას გულისხმობს ეს: თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არის კოდირების კერძო გაკვეთილი, ან კოდირების კერძო მასწავლებელი, რომლის დროსაც თქვენი შვილი ზის პირდაპირ ინსტრუქტორთან და სწავლობს მათგან. ზოგადი იდეა დიდად არ განსხვავდება ტრადიციული მათემატიკის კერძო რეპეტიტორის ან სხვა მსგავსი გამოცდილებისგან, თუმცა, კოდირება განსხვავდება მათემატიკისგან მრავალი თვალსაზრისით, ერთ-ერთი მათგანია საბოლოო შედეგი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი სწავლობს გამრავლების ცხრილებს, რომლის საბოლოო მიზანია ზუსტად იცოდეს რას უდრის რვაჯერ ხუთი. თუ მას დახმარება სჭირდება, დამრიგებელი დაეხმარება მას ამ დასკვნამდე მისვლაში.
მაგრამ კოდირების სწავლის შემთხვევაში, რა არის საბოლოო შედეგი? რა არის მიზანი? ან თუნდაც, რა არის საწყისი წერტილი? არსებობს ბევრი უცნობი საკითხი, რომელიც მოითხოვს უფრო მოწინავე სტრუქტურას. ეს არ გულისხმობს "დამეხმარეთ, ჩემს შვილს უჭირს ამ კოდირების კონცეფციის სწავლა", არამედ "ჩემს შვილს აინტერესებს კოდირების სწავლა - შეგიძლიათ მისთვის ეს პროცესი უფრო საინტერესო გახადოთ?"
ასე რომ, კოდირების გაკვეთილებით ან რეპეტიტორობით, თქვენ შეძლებთ აირჩიოთ პროექტზე დაფუძნებული კურსი, რომელზე დაყრდნობითაც თქვენი სტუდენტი ისწავლის. მაგალითად, Python-ში არკადული თამაშის დაპროექტება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები: როგორც თქვენ შეიძლება მოელოდეთ, აქ ერთი დიდი უპირატესობა არის მცოდნე ინსტრუქტორის ხელმისაწვდომობა; ინსტრუქოტრის, რომელსაც არა მხოლოდ შეუძლია სასწავლო გეგმის დანერგვა და კლასში ტემპის შექმნა, არამედ მისი, ვისაც შეუძლია უპასუხოს კითხვებს და მოახდინოს სასწავლო გეგმის პერსონალიზაცია, თითოეული კონკრეტული სტუდენტის უნიკალური უნარებისა და გამოცდილების დონის გათვალისწინებით.
პოტენციური მინუსი ან უარყოფითი მხარე არის ის, რომ წარმატება შეიძლება დიდად იყოს დამოკიდებული ინსტრუქტორზე ან რეპეტიტორზე, სადაც სწორს ან არასწორს შეუძლია უდიდესი გავლენა იქონიოს შედეგზე.
კოდირების გაკვეთილი მცირე ზომის ჯგუფში
რას გულისხმობს: მაშინაც კი, როცა სკოლა აქტიურად ფუნქციონირებს, უმეტესობა არ გვთავაზობს კოდირების გაკვეთილებს. ასე რომ, თუ ბავშვებს სურთ გამოსცადონ ის სარგებელი, რაც სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლასთან მოდის, მათ უნდა გაიხედონ საკლასო ოთახის მიღმა. კოდირების საზაფხულო ბანაკი კარგი არჩევანი იყო, თუმცა პანდემიის გამო ბევრი საზაფხულო ბანაკი გაუქმებულია ან გადაიდო, ამ შესაძლებლობამ გადაინაცვლა ონლაინ და მოიცავს მთელი წლის განმავლობაში სასწავლო ვარიანტებს. ერთადერთი განსხვავება მცირე ჯგუფთან სწავლას შორის არის ის, რომ იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ სტუდენტსა და ინსტრუქტორს შორის იყოს ინტერაქცია, რამდენიმე ახალგაზრდა გონებას ახლა შეუძლია ერთად იმუშაოს - და რაც მთავარია - მოახდინონ სოციალიზაციაც სხვებთანაც, როგორც ეს ხდება STEM საზაფხულო ბანაკში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. .
დადებთი და უარყოფითი მხარეები: პოტენციური ბარიერები დამოკიდებულია თქვენს მოზარდზე და მიზნებზე. თუ მათ სურთ, რომ ღრმად შეცუროს კოდირების სწავლის პროცესში მათზე მორგებული პერსონალური მიდგომით, მაშინ ერთი-ერთზე შესაძლოა უკეთესი იყოს. მეორე მხრივ, თუ თქვენს შვილს სურს ღრმად შეცუროს, მაგრამ ასევე სწყურია ან სჭირდება სოციალური დრო სხვა სტუდენტებთან ერთად, მცირე ჯგუფის ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო.
პროგრამირების სწავლა, ყველაზე სწრაფი და გარანტირებული გამდიდრების საშუალებაა ახალგაზრდებისთვის. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე
→ დარეგისტრირდი ახლავე!
კოდირების თამაშები
რას გულისხმობს: როგორც სახელი გვეუბნება, ასეთი ონლაინ კოდირების ვარიანტები შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს საშუალება მისცენ ისწავლონ კოდირება გართობისა და თამაშების საშუალებით რეალური გაკვეთილისგან განსხვავებით. რაც იმას ნიშნავს, რომ კოდირება ისწავლება თავად თამაშის საშუალებით, მაშინ როცა თქვენს შვილს შეიძლება დაევალოს პერსონაჟის A წერტილიდან B წერტილამდე გადაყვანა, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ კოდირების სპეციფიკური ბრძანებების გამოყენებით შეუძლია. ეს თამაშები შეიძლება იყოს ბრაუზერზე დაფუძნებული, ან თუნდაც იყოს მობილური აპლიკაციები.
დადებთი და უარყოფითი მხარეები: თამაშებმა, როგორც წესი, შეიძლება უკეთ მოახდინონ ბავშვების ჩართულობის შენარჩუნება და შეიძლება მოიცავდეს თემების ფართო სპექტრს, მაგრამ შეიძლება არ გვთავაზობდეს სხვა ონლაინ კოდირების პროგრამებს სიღრმისეულად. ასე რომ, თამაშები შეიძლება იყოს შესანიშნავი რესურსი ბავშვების დასაინტერესებლად კოდირებით, რაც ყოველთვის გამოწვევაა, შემდეგ კი საფუძვლებისა და ფუნდამენტური ცნებების ჩვენებისთვის.
პოტენციური მინუსი, რა თქმა უნდა, ფოკუსირების ფაქტორია. საუბარია უფრო მეტად მოწყობილობაზე, ვიდრე კონტენტზე; მობილური მოწყობილობა სავსეა აპლიკაციებითა და შეტყობინებებით, რომლებიც ადვილად გაუფანტავენ ბავშვებს ყურადღებას.
კოდირების კურსების ტიპები
თქვენი კოდირების პროგრამებისთვის სწორი ენის არჩევა რთულია - მაგალითად, ისე როგორც იმის გადაწყვეტა, გსურთ Apple-ის უახლესი მოწყობილობა, თუ თქვენი ძველი ერთგული აპარატურაც კარგად იმუშავებს.
მოდით სწრაფად, და ზოგადად, გადავხედოთ სამ ვარიანტს: Python, Java და ვიზუალური კოდირება.
Python
Python-ით თქვენ დაწერთ საკმაოდ დიდი რაოდენობით კოდის სტრიქონებს C++ ან Java პროგრამებთან შედარებით. Python ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საკითხებს თქვენი ცხოვრების გასაადვილებლად. მაგალითად, თუ თქვენ გააკეთებთ ისე, რომ ცვლადი 4-ის ტოლი იყოს, Python თავისით თვლის, რომ ეს რიცხვია.
ანუ Python-ში შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ: "ჰეი, შექმენი ცვლადი, რომელიც უდრის 4-ს!" სხვა ენების შემთხვევაში ცოტა უფრო კონკრეტული უნდა იყოთ: „ჰეი Java, მინდა შევქმნა მთელი რიცხვის ცვლადი და მინდა ის 4-ის ტოლი იყოს“.
და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვსურს Python-ის სწავლა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლაკონური ენა, რომლითაც შეგიძლიათ კოდირება.
განვიხილოთ კიდევ ერთი შედარება:
- Python-ის ცვლადის დეკლარაცია: my_age = 14
- Java-ს ცვლადის დეკლარაცია: public static int myAge = 14;
რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ოდნავი წარმოდგენაც კი ახლახან ნახსენები რომელიმე სპეციფიკის შესახებ. და ეს არაუშავს!
აქ მთავარია ენის ვარიანტებს შორის განსხვავებების ჩვენება და იმის თქმა, რომ Python მუდმივად იქნება ყველაზე ლაკონური და, შესაბამისად, შედარებით მარტივი ახალი კოდის წასაკითხად და დასაწერად.
Java
Java და C++ პროგრამები ისე იმუშავებენ, როგორც მოსალოდნელია, როდესაც მათ გაუშვებთ. ეს იმიტომ, რომ თუ ისინი შეამჩნევენ რაიმე უჩვეულოს, ხელს შეგიშლიან გაგრძელებაში, სანამ ეს პრობლემა არ გამოსწორდება. ამის გათვალისწინებით, ხანდახან ეს ცოტათი შემზღუდველი ფაქტორია დამწყები სტუდენტებისთვის. Java-ში შეცდომის შეტყობინება შეიძლება იკითხებოდეს ასე:
„ძვირფასო სტუდენტო. თქვენ შემთხვევით მოათავსეთ პუნქტუაციის ერთი ნიშანი იქ, სადაც ამას არ ველოდი. ვერ გავაგრძელებ გაშვებას. თქვენ უნდა გამოასწოროთ ეს საშინელი შეცდომა. დაბრუნდით აქ, როდესაც მას გამოასწორებთ. შეცდომა იყო მე-3 ხაზის 33-ე სიმბოლოზე, ალბათ.“
თუმცა, მონდომებითა და მოთმინებით, Java-ს სწავლას უზარმაზარი სარგებელი მოაქვს. ის ხშირად ჩნდება AP კომპიუტერული მეცნიერების სასწავლო პროგრამაში. Java-ს შეუძლია ბავშვებს გააცნოს პროფესიონალური პროგრამირების სამყარო და ის იდეალურია მათთვის, ვისაც ტექნიკისადმი სიყვარული ან განსაკუთრებით ანალიტიკური გონება აქვს.
ვიზუალური კოდირება
ვიზუალური კოდირება გვთავაზობს გრაფიკულად, ან „ვიზუალურად“ კოდირების შესაძლებლობას, როგორც წესი, ბლოკების გამოყენებით და აღების და "გადათრევის" პროცესებით, განსხვავებით ტექსტში იგივეს კეთებისგან.
ვიზუალური კოდირებით ბავშვებს შეუძლიათ ადვილად დაინახონ კავშირი მათ მიერ განთავსებულ კოდის ბლოკსა და მის მიერ წარმოქმნილ მოქმედებას შორის. ეს კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სტუდენტებთან. ისინი ახლა არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ წინ შეუძლებელი ამოცანაა, არამედ დაკავებულნი არიან სახალისო ვიზუალებით, რომლებიც თვალწინ აქვთ.
კოდირების პროგრამები ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის
როდესაც საქმე ეხება კოდირების სხვადასხვა პროგრამებს, გახსოვდეთ, რომ პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენი სტუდენტის ინტერესებს, უდავოდ არსებობს... მაგრამ თქვენ უბრალოდ უნდა გაარკვიოთ რომელია საუკეთესო. რაც იმას ნიშნავს, რომ ისევე როგორც ყველა სხვადასხვა ტიპის საზაფხულო ბანაკი, რომელიც ემსახურება კონკრეტულ საჭიროებებს, კოდირების პროგრამები ფართოდ არის ხელმისაწვდომი და სხვადასხვა ფორმით.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
IT აკადემია STEP
თქვენ უდავოდ არაერთხელ გსმენიათ განცხადება - "ყველა ბავშვმა უნდა შეისწავლოს კოდირება" და თუ საკუთარ თავზე აიღეთ შესაბამისი შესაძლებლობების ძიება, გლოდებით IT აკადემია STEP-ში
მიმართეთ ონლაინ გაკვეთილებს
ბავშვები კარგად სწავლობენ 1:1-ზე გაკვეთილების მეშვეობით iD სერტიფიცირებული ინსტრუქტორებისგან. დიახ, 1:1-ზე, "ცოცხალი" სწავლა რეალური ადამიანებისგან. ესენი არიან ტექნიკური როკ ვარსკვლავები და საუკეთესო ნიჭი ელიტარული უნივერსიტეტებიდან, რომლებიც აღჭურვილია უნარებით თქვენი შვილის ინტერესების პოტენციურ ტექნიკურ კარიერად გადაქცევისთვის. სესიები ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი გრაფიკის მიხედვით.
Scratch
Scratch, ისევ და ისევ, არის ზემოთ ნახსენები ვიზუალური, ბლოკზე დაფუძნებული პროგრამირება. ეს არის უფასო, მიმზიდველი და აქვს უამრავი სასწავლო რესურსი მისი პოპულარობის გამო. რა თქმა უნდა, გამოცდილება შეზღუდული იქნება იმ თვალსაზრისით, თუ რის შექმნას შეძლებენ ბავშვები, მაგრამ ეს არის ის, რაც მას შესანიშნავ ამოსავალ წერტილად აქცევს დამწყებთათვის.
Scratch-ს აქვს ფერადი ბლოკები, შეუძლია სახალისო პროექტების წარმოება და ყავს აქტიური საზოგადოება მხარდაჭერისა და დამატებითი ინსპირაციისთვის.
ვირტუალური ტექნიკური ბანაკები
თუ თქვენ არ იცნობთ ტექნიკური საზაფხულო ბანაკის კონცეფციას, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც საზაფხულო ბანაკში გართობა, რომელიც შერწყმულია კურსებთან და შესაძლებლობებთან ბავშვებისთვის და თინეჯერებისთვის ისწავლონ კოდირება, თამაშის დიზაინი, რობოტიკა და სხვა.
ასე რომ, ვირტუალური ტექნიკური ბანაკი ყველაფერ ამას გულისხმობს, მაგრამ ახლა პროგრამის ერთობლივი სულისკვეთება გადავიდა ონლაინ სივრცეში, სადაც ბანაკის მონაწილეები ახლა სხვებთან ერთად ესწრებიან სტრუქტურირებულ ტექნიკურ კურსებს, კომფორტულად სახლიდან.
კონკრეტულად, ვირტუალური ტექნიკური ბანაკები iD Tech-ისგან არის ონლაინ სწავლის შესანიშნავი ვარიანტი მათთვის, ვინც გაზაფხულის არდადეგებზე იმყოფება. სესიები ხელმისაწვდომია მთელი კვირის განმავლობაში, მრავალი დროის ზონაში, Python-ზე, Minecraft-ზე, ხელოვნურ ინტელექტზე და სხვაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამით.
LightBot და Kodable
LightBot-ს თამაშობს "20 მილიონზე მეტი ბავშვი" და არის სწავლების საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ვის არ უყვარს კარგი თავსატეხი? მართალია, LightBot "ფარულად ასწავლის" ბავშვებს პროგრამირების ლოგიკას თამაშის და თავსატეხის ამოხსნის დროს. შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია App Store-დან, Google Play-დან და Amazon-დან.
ანალოგიურად, Kodable სთავაზობს სახალისო და ინტერაქტიულ თამაშებს მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, რათა დაეხმარონ მათ მოსწავლეებსა და ბავშვებს კოდირების სწავლაში. არსებობს ბევრი თამაში, რომელიც შეიძლება აირჩეს, მათ შორის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების პროგრამირება, პერსონაჟების შექმნა, დონის აშენება და სხვა. როგორ შეიძლება არ გვიყვარდეს კურსები სახელებით "ააწყვე საკუთარი გამტარი" და "მწერების სამყარო"?
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge