IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ყველაფერი, რაც IT მხარდაჭერაზე უნდა ვიცოდეთ

.

ტექნოლოგიები

29.03.2023

2326 დათვალიერება

მსოფლიო გადასულია კომპიუტერულ და ციფრულ ტექნოლოგიებზე. დღეს უკვე აღარაფერი კეთდება კომპიუტერის, ინტერნეტის და სხვა მოწყობილობების გარეშე, საქმიან თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

და, ვის ეძახიან დასახმარებლად, როდესაც რაღაც პრობლემა გამოჩნდება ან ხარვეზს გადაეყრებიან? IT მხარდაჭერის სპეციალისტს!

 

 

ამიტომაც, IT მხარდაჭერის სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. და, რაც უფრო მეტად გაციფრულდება სამყარო, მით უფრო საჭირო გახდება ეს პროფესია.

 

თუმცა, რა არის IT მხარდაჭერა და ვინ არიან IT მხარდაჭერის სპეციალისტები?

 

IT მხარდაჭერა მარტივად შეგვიძლია ასე ავხსნათ: სერვისი, რომელიც ორგანიზაციებსა და თანამშრომლებს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. შეიძლება ეს იყოს მარტივ ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა, ან სხვადასხვა აპარატურისა და მოწყობილობების აწყობა, ინსტალაცია და ერთმანეთთან დაკავშირება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - IT მხარდაჭერა პასუხისმგებელია ნებისმიერი ორგანიზაციისა და კომპანიის ტექნიკურად გამართულ მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ბანკში ტრანზაქციას შეასრულებთ, ან პროვაიდერთან ინტერნეტთან კავშირის გასასწორებლად დარეკავთ - გახსოვდეთ, რომ სწორედ IT მხარდაჭერის სპეციალისტები არიან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები.

 

 

დარეგისტრირდი

 

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, თუ ზუსტად რისი კეთება უწევთ IT მხარდაჭერის სპეციალისტებს:

 

  • კომპიუტერებისა და სხვადასხვა მოწყობილობების აწყობა;
  • ოპერაციული სისტემების არჩევა, დაყენება და გადაყენება;
  • IT პროცესების დაგეგმვა და მართვა;
  • ქსელური აპარატურისა და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • სისტემების მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა;

 

და განვიხილოთ ის მიზეზები, თუ რატომ უნდა შევისწავლოთ IT მხარდაჭერა:

 

  1. როგორც ყველა სხვა ტექ. პროფესია, IT მხარდაჭერაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიო სამუშაო ბაზარზე. სხვადასხვა მონაცემებით, დამწყები IT სპეციალისტების ხელფასი წლიურად 40 000$ - 60 000$-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თუმცა:

 

  1. IT მხარდაჭერის სპეციალისტად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ იმუშაოთ. დიახ, დისტანციური შესაძლებლობები ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ, ამ პროფესიის ადამიანებს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა კარგად შეუძლიათ. და თქვენ სახლიდან ამერიკაში, ან აზიის ქვეყნებში შეგიძლიათ მუშაობა.

 

  1. სხვა ბენეფიტებთან ერთად, IT მხარდაჭერა იმ პროფესიებს მიეკუთვნება, რომლებშიც კარიერული განვითარება მუდმივად შეგიძლიათ. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, IT მხარდაჭერის სპეციალისტობიდან, შეიძლება სისტემების ადმინისტრატორის, IT მენეჯერის ან CIO პოზიციების დაკავება.

 

  1. IT მხარდაჭერა ისეთი პროფესიაა, რომელიც თქვენს ინტერესებს და ჰობებს შეგიძლიათ მოარგოთ. ამ პროფესიის ადამიანებზე უდიდესი მოთხოვნაა კინო, მუსიკალურ ან თამაშების ინდუსტრიაში, საბანკო სისტემებში, ჯანდაცვა, საგანმანათლებლო და ბიზნეს ინდუსტრიებში. სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თქვენ კი, როგორც IT მხარდაჭერის სპეციალისტს გექნებათ შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ Google-ში ან ჰოლივუდში.

 

 

 

და, გახსოვდეთ, რომ ამ პროფესიის შესასწავლად საუნივერსიტეტო განათლება არ არის საჭირო. IT დამსაქმებელთა 88%-ი ისეთ ადამიანებს ეძებს, რომლებსაც ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი გააჩნიათ. 

 

სწორედ ამიტომ, თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიები, გიყვართ პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზების ძიება, ეძებ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას, რომლის შესწავლასაც წლები არ სჭირდება - მაშინ IT მხარდაჭერა თქვენთვის იდეალური კარიერაა.

 

თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, რომ ოდესმე, უდიდესი IT ინდუსტრიის წევრი გამხდარიყავი - ჩვენი ახალი კურსი "IT მხარდაჭერის სპეციალისტი" იდეალური საწყისი წერტილია შენთვის.

დარეგისტრირდი მარტივად, განვითარდი და განავითარე შენი კარიერა IT-ში

 

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა