IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2022 წლის მოსალოდნელი ტენდენციები კიბერუსაფრთხოების სფეროში

21.01.2022

628 დათვალიერება

რამოდენიმე თვის წინ გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, რამეთუ, 21-ე საუკუნეში კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ WEB სერვერის ან სხვა სივრცითი დაცვა. კიბერუსაფრთხოება მოიცავს პირად სივრცეს და ჩვენს სრულ ინფორმაციას, ხსენებული მიმართულება მსოფლიოს წამყვან დარგად იქცა და ჩაეშვა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ბირთვული უსაფრთხოება, ეროვნული, საბანკო და ბიზნესის უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება და ასე დაუსრულებლად შეიძლება ჩათვლა...

 

მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ახალი გამოწვევები უბიძგებს როგორც სახელმწიფოებს, ასევე კომპანიებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადონ ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, რაც კიბერუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მიმართ მოთხოვნის მუდმივ ზრდას განაპირობებს, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიებიც მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

მაშ ასე, გავეცნოთ 2022 წლის მოსალოდნელ ტენდენციებს კიბერუსაფრთხოების სფეროში!

 

ფიშინგი და ინტერნეტ/მობაილ ბანკის უსაფრთხოების დაცვა
პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებ-გვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების ფაქტები. საუბარია ისეთ მონაცემებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.



თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას "ფიშინგი" ეწოდება. რაც წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონი ზარით ან სხვა ფორმით, რათა მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.



"ფიშინგის" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს სწორედ ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

"ფიშინგის" დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონულ მეილზე მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ გვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის გვერდი). გაყალბებული ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის სახელის და პაროლის მოპოვება.

 

ინტერნეტ/მობაილ ბანკის გამოყენებისას, აუცილებლად დასაცავი წესები:

  • არ გადასცეთ სხვა პირებს მობაილ ბანკის "პასკოდი"
  • სატელეფონო ზარის საშუალებით არ გადასცეთ ერთჯერადი კოდები
  • სანამ  ბანკის ვებ-გვერდზე  მომხმარებლის სახელს და პაროლს აკრიფავთ, გადაამოწმეთ გვერდის მისამართი, დეტალურად დააკვირდი თითოეულ სიმბოლოს, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ და ვებ-გვერდის მისამართი იწყება ‘https://’ -ით.
  • ინტერნეტ-ბანკიდან უსაფრთხო გამოსვლა ბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან "გამოსვლა"-ს  ლინკზე დაჭერით.
  • პაროლთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები არ გაანდოთ პაროლი და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი სხვას. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში პაროლით დაუცველ ფაილში. პაროლი შეეცადეთ ხშირად ცვალოთ.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული !

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

საბანკო ბარათის უსაფრთხოების დაცვა

ბარათი კომფორტული და უსაფრთხო გზაა თანხის შესანახად, რადგან აღარ გიწევს ფულის ჯიბით ან საფულით ტარება, შესაბამისად დაცული ხარ მისი დაკარგვის ან სხვა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. ამის მიუხედავად, არსებობს ბარათის არალეგალურად გამოყენების რისკები, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მოცემული რეკომენდაციები, ნებისმიერი საბარათე ტრანზაქციის შესრულების დროს

  • არასოდეს გადასცეთ ბარათის პინკოდი მესამე პირს, სასურველია პინკოდი დაიმახსოვროთ ზეპირად
  • ნურასოდეს დაასურათებთ თქვენს ბარათს სმარტფონით
  • ბანკომართან ურთიერთობისას დარწმუნდით, რომ ბანკომატზე არ არის მიმაგრებული რაიმე სახის არასტანდარტული მოწყობილობა და ყურადღებით გაეცანი ბანკომატის ეკრანზე გამოტანილ შეტყობინებებს
  • ტერმინალით ანგარიშსწორებისას არ გადასცეთ ბარათი მომსახურე პერსონალს
  • დააკვირდით ტერმინალზე აკრეფილი და გადასახდელი თანხის შესაბამისობას ან გადაამოწმე ქვითარი/SMS შეტყობინება

 

ელ-ფოსტის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი

დღეს, ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს ყველაზე საქმიან საკომუნიკაციო საშუალებას, როგორც ბიზნეს, ასევე პირადი ურთიერთობისთვის, შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანი გახდა ელექტრონული ფოსტის უსაფრთხო გამოყენებისთვის ზრუნვა.
 

  • არ გახსნათ ელექტრონული ფოსტა/მიმაგრებული ფაილი/ბმული, რომელიც გამოგზავნილია საეჭვო მისამართიდან.
  • ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ტელეფონით დაუკავშირდით გამომგზავნ პირს და დააზუსტეთ მონაცემები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.
  • თუ ელექტრონული ფოსტა გამოგზავნილია თქვენთვის ნაცნობი პირისგან, თუმცა მისამართი შეცვლილი , სასურველია, მისამართის ცვლილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოთ საკონტაქტო პირთან ტელეფონით ან დასადასტურებლად გამოიყენოთ ცვლილებამდე არსებული მისამართი.

 

გაითვალისწინეთ, რომ  თაღლითები ხშირად აყალბებენ გამომგზავნის მისამართს. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით და შეადარეთ უკვე არსებულ მონაცემებს

 

რაც შეეხება 3D უსაფრთხოებას, ის გულისხმობს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa/MasterCard) მიერ შემუშავებული ბარათის უსაფრთხოების სავალდებულო დამატებით საშუალებებს, როგორიც არის ონლაინ გადახდის დროს ბარათის გამოყენების დადასტურება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელ-ფოსტაში მიღებული ერთჯერადი სმს კოდით.

 

მობილური კიბერუსაფრთხოება ხდება მოწინავე და ცენტრული

დისტანციური მუშაობის ტენდენცია ზრდის მობილურების გამოყენებას. ახლა ნორმალურია გადართვა კომპიუტერიდან მობილურ მოწყობილობებს შორის, როგორიცაა ტაბლეტები და ტელეფონები, საჯარო Wi-Fi ქსელებისა და დისტანციური თანამშრომლობის ინსტრუმენტების გამოყენებით. შედეგად, მობილური საფრთხეების რაოდენობა იზრდება და ვითარდება. 5G ტექნოლოგიის უწყვეტი გავრცელება ასევე ქმნის უსაფრთხოების პოტენციურ დაუცველობას, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, საჭიროებს პაჩის დაყენებას.
 

მობილური საფრთხეები მოიცავს:

  • სპეციალიზებული ჯაშუშური პროგრამა, რომელიც შექმნილია დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციების სათვალთვალოდ. 
  • კრიმინალები, რომლებიც იყენებენ უსაფრთხოების კრიტიკულ დაუცველობებს Android მოწყობილობებში..
  • მობილური მავნე პროგრამა გამოყენების სხვადასხვა შესაძლო სცენარით, დაწყებული განაწილებული შეტევით მომსახურების დაბლოკვის მიზნით (DDoS) SMS სპამამდე და მონაცემთა ქურდობამდე

 

დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციის ამ ეპოქაში, კიბერკრიმინალები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, რათა მიზანმიმართული ზიანი მიაყენონ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რაც ნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების პრობლემები კვლავ იზრდება!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა