IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

Facebook „მეტასამყაროს“ ქმნის - ახალი კორპორაციული სახელით Meta!

29.10.2021

614 დათვალიერება

Facebook-მა, რომელიც უკვე მრავალი წელია კრიტიკის ობიექტია, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების წყაროდ ქცევისთვის, პლანეტის სხვადასხვა წერტილში, მასშტაბური რებრენდინგი დაანონსა!

 

ახალი კორპორაციული სახელით “Meta“ სოციალური ქსელი საქმიანობის სფეროს აფართოებს და ვირტუალური რეალობის მიმართულებით აქტიურდება. სწორედ ამას უკავშირდება სახელის ცვლილებაც. როგორც თავად ამბობენ, “Meta“ უკეთ გადმოსცემს კომპანიის ახალ არსსა და მიზნებს

 

აღსანიშნავია, რომ ცვლილება კორპორაციაში შემავალ პლატფორმებზე – Facebook, Instagram, Whatsapp – არ ვრცელდება და მხოლოდ მათ მფლობელ კომპანიას ეხება.


Facebook-ის დამფუძნებელმა სახლის შეცვლის და “metaverse“-ის, ანუ „ონლაინ სამყაროს“ შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

  • „ჩვენს ბიზნესს ორ განსხვავებულ სეგმენტად ვყოფთ. ერთი იქნება აპლიკაციების, მეორე კი მომავალი პლატფორმების განვითარების მიმართულება, დიახ, ფეისბუქი უკვე წარსულია, ახლა სრულიად ახალი ბრენდი შეიქმნის დროა, რომელიც უკეთ ასახავს ყველაფერს რასაც ვაკეთებთ"
  • „მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩვენს იდენტობაზე, ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მომხმარებლები შეძლებენ აღვიქვან როგორც კომპანია metaverse-ს“
  • „მეტასამყაროში ადამიანები იმუშავებენ, ითამაშებენ და კომუნიკაცია ექნებათ ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების საშუალებით"
  • სიამაყით ვაცხადებ, რომ დღეიდან, ჩვენს კომპანიას ჰქვია meta!

განაცხადა მარკ ზაკერბერგმა ვირტუალურ ივენთზე

 

ცუკერბერგის გუნდი უკვე შეუდგა metaverse-ის, კომპოზიტური სამყაროს შექმნას, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ონლაინ, ვირტუალურ და AR სამყაროებს, სადაც ადამიანები მარტივად შეძლებენ გადაადგილებას. ყველაზე მსხვილი სოციალური პლატფორმის აშენებაში მომდევნო 10+ წელი უამრავი ტექნოლოგიური კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Facebook არსებობის 17-წლიან ისტორიას ითვლის, რომლის მანძილზეც ის არაერთხელ გახდა ინტენსიური გამოკვლევის ობიექტი. კანონმდებლები და საზოგადოება მას ყოველდღიურად აკრიტიკებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების თვალსაზრისით უმოქმედობაში, მათ აკრიტიკებენ Instagram-ის შექმნისთვისაც, ამბობენ რომ ის აზიანებს მოზარდების თვითშეფასებას. Facebook-ს თანამშრომლებიც ხშირად უჩივიან ფინანსების გამოძალვის მიზნით, ყოველივე ეს ხშირად იბეჭდება The Wall Street Journal-ში, The New York Times-ში და სხვა მედია ორგანიზაციებში, შესაბამისად, ამ გიგანტისთვის რებრენდინგი სამომავლო ინვესტიციაზე გაცილებით მეტსაც ნიშნავს

 

BBC წერს, რომ უცხო თვალისთვის, „მეტასამყარო“ შესაძლოა, უბრალოდ, კომპანიის ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი ვერსია იყოს, თუმცა, წამით დაფიქრებაც კმარა რომ მივხვდეთ - metaverse ინტერნეტის მომავალია.

 

ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, Facebook პირველი არ არის, რომელმაც კორპორაციული სახელი შეიცვალა – 2015 წელს, რესტრუქტურიზაციის შემდეგ, Google-ის დედობილ კომპანიას Alphabet ეწოდა. თუმცა, არც ახალ სახელსა და არც თავად ცვლილებას, მაშინ, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა