IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ფუტურისტული სტარტაპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

03.11.2021

616 დათვალიერება

21-ს საუკუნემდე, კურსდამთავრებულებს მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ –  სამსახურის შოვნა ან მაგისტრატურაში ჩაბარება. ახლა ყველაზე ტრენდულია მესამე – საკუთარი სტარტაპის წამოწყება!

 

გასაგებია, რომ უმრავლესობისთვის ძირითადი არჩევანი ყოველთვის სამსახურის მოძებნა იქნება, მაგრამ სტარტაპის წამოწყება შესაძლოა ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც სამაგისტრო განათლება იყო 90-იანი წლების ბოლოს.

 

ამბიციური ადამიანები ამ ეტაპზე იკითხავენ –  რატომ ვახსენეთ კურსდამთავრებულები? რატომ უნდა დაელოდო უნივერსიტეტის დამთავრებას? რატომ არ უნდა შექმნა სტარტაპი სწავლის პერიოდში? რატომ უნდა იარო კოლეჯში და არ უნდა წამოიწყო სტარტაპი ამის ნაცვლად?

 

სტარტაპის კოლეჯის დამთავრების ან რაიმე საგანმანათლებლო კურსების გავლის შემდეგ წამოწყების შემთხვევაში, დღევანდელი სტანდარტებით, ახალგაზრდა დამფუძნებელი იქნები და შესაბამისი უპირატესობებიც გექნება. შენს ძლიერ მხარეებად შეიძლება მივიჩნიოთ – ამტანობა და ფართო სანაცნობო ქსელი

 

  • ამტანობის აუცილებლობა გასაკვირი არ უნდა იყოს. თუ სტარტაპებზე რაიმე მაინც გსმენია, ყველასათვის უნივერსალური მრავალსაათიანი მუშაობის შესახებაც აუცილებლად გაიგებდი. არცერთი წარმატებული სტარტაპი არ მახსენდება, რომლის დამფუძნებლებიც 11-იდან 6 საათამდე მუშაობდნენ. აი, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ზეგანაკვეთური მუშაობა, რადგან ნაყოფიერება და კვალიფიკაცია გარკვეული დროის შემდეგ იზრდება.
  • ფართო სანაცნობო ქსელი – ეს ღირებული აქტივია, რომლის მოპოვებაც არც ძვირი ჯდება, სასიამოვნოც არის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ხედავს მის ღირებულებას და ზრუნავს მის განვითარებაზე. კარგი კურსელებით და ღირებული სანაცნობო ქსელით თქვენთვის გაცილებით მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, მალე იგებთ სიახლეებს, მუდმივად საქმის კურსში ხართ ტენდენციებზე, ასევე ხელმისაწვდომია სხვების გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ, სხვების ცოდნა, რასაც გაგიზიარებენ და რის შესახებაც გიამბობენ, მუდმივად ისწავლით და გავითარდებით, დაგიგროვდებათ კომპეტენციები, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად იპოვით პარტნიორს..

 


წარმატებული სტარტაპის იდეა მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში არ იქმნება – ის,ჩვეულებრივ, უბრალო დიალოგით იწყება, რომელშიც ერთი მოსაუბრე აღნიშნავს, რომ რაიმე ფუტურისტული საქმის იდეა აქვს და მეორე ამბობს, რომ ეს აუცილებლად საცდელიაა. სწორედ ასე შეიქმნა შემდეგი კომპანიები:

 

Modern Meadow – აშშ

ქსოვილის ინჟინერიის უახლესი მიღწევებით, ეს სტარტაპი თავის ლაბორატორიაში ზრდის ტყავს და საკვებს ბიოფაბრიკაციის გამოყენებით, რომელიც მცირე ბიოფსიებს ცხოველებისგან იღებს, ისე, რომ არ აყენებს მათ ზიანს. პროდუქცია არ საჭიროებს ცხოველების დახოცვას, ამავდროულად მიწის, წყლის, ენერგიისა და ქიმიკატების მინიმალიზებულ გამოყენებას მოითხოვს.

 

KinTrans – არაბთა გაერთიანებული საამიროები

დადგენილია, რომ მოსახლეობის 80%-მა არ იცის ჟესტების ენა, რაც უკიდურესად ართულებს კომუნიკაციას სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. KintTans პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს Kinect Motion-თან ერთად, თარგმნის ჟესტების ენას ხმოვან სიტყვებად.

 

Tyto – ისრაელი

Tyto-მ შექმნა ხელის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს, სადაც მოესურვება ჩაიტაროს ზუსტი ფიზიკური გამოკვლევა დისტანციური დიაგნოზისთვის.

 

Thalmic Lab’s Myo Armband – კანადამათი სავაჭრო ნიშნის EMG სენსორების გამოყენებით, Myo სამკლაური ზომავს თქვენი კუნთების ელექტრულ აქტივობას, რათა აღმოაჩინოს რა ჟესტს აკეთებს თქვენი ხელი, დათვალოს კალორიები, გაზომოს წნევა და სხვა..

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Planet OS – ესტონეთი

Planet ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს პროპრიეტარულ ღრუბლოვან პლატფორმას, რომელიც ეხმარება ოკეანის მონაცემების დამუშავების პროცესის გამარტივებას და ოკეანის ფართომასშტაბიანი დისპარატული მონაცემების გაგებას. ისინი ეხმარებიან კლიენტებს უფრო სწრაფად მიიღონ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები მონაცემთა დამუშავების დროის მკვეთრად შემცირებით და გარემოსდაცვითი რისკის შერბილებით ოფშორულ და საზღვაო ბიზნესებში.

 

Payze - საქართველო

Payze მერჩანტებს ინოვაციურ, მარტივად ჩასაშენებელ გადახდების პლატფორმას სთავაზობს და recurring payment-ების, subscription based payment-ების, QR payment-ების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე, Payze-თი მერჩანტებს  სოციალური ქსელიდანაც შეუძლიათ გადახდების მიღება. მათი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი,bill-splitting ფუნქციაა – ეს marketplace-ებს და ასევე მაღაზიებს, რომლებიც სხვა კომპანიების პროდუქტს ყიდიან, ეხმარება ავტომატურად გადაანაწილოს თანხა – ანუ, გამყიდველმა პლატფორმამ თავისი საკომისიო დაიტოვოს, იმ პროდუქტის შემქმნელს, რომელიც გაიყიდა კი თანხა ავტომატურად გადაურიცხოს. აქამდე ეს ხელით კეთდებოდა და ზოგჯერ უმეტეს შემთხვევაში, დიდი დროც მიჰქონდა. bill-splitting, რეალურად, მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია იმისა, Payze-ს როგორ შეუძლია, უშუალოდ მერჩანტების საჭიროებას, მათ ბიზნეს მოდელს მოერგოს. ამიტომ ახლა Payze-ს ბევრად მრავალფეროვანი კუთხით დაგანახებთ.

 

KeyMe – აშშ

„შეინახე შენი გასაღები ახლა, საკუთარ თავს გადაუხადე მადლობა მოგვიანებით“, ეს არის KeyMe-ის საკვანძო ფრაზა, რომელიც მეტისმეტად მართალია. მათი წარმოუდგენლად ჭკვიანი სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააზიარონ და დააკოპირონ თავიანთი ფიზიკური გასაღებები ციფრული სკანირების საფუძველზე, რომლებსაც ისინი შეინახავენ ღრუბელში.

 

ZUta Labs – ისრაელი

ZUta Labs არის მსოფლიოში პირველი მინი ჯიბის პრინტერის სახლი, რომლითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ თქვენი ტელეფონიდან ნებისმიერი ზომის ქაღალდზე.

 

Volumental – შვედეთი

Volumental არის მსოფლიოში პირველი ღრუბელზე დაფუძნებული 3D სკანერის სახლი. მათი პლატფორმა საშუალებას აძლევს ყველას შექმნას სხეულის ზუსტი 3D მოდელი პროდუქტებისა და სერვისების პერსონალურად მორგებისთვის, თქვენი სხეულის „ონლაინში გადატანით“. მათ ახლახან წამოიწყეს თანამშრომლობა Intel-თან და PLAE-თან, ქმნიან უნიკალურ და ინტუიციურ სავაჭრო გამოცდილებას, რომელიც აჩვენებს 3D შესაძლებლობის მქონე კამერების პოტენციალს მობილურ მოწყობილობებში.

 

Intelliquit – აშშ

Intelliquit მსოფლიოში პირველი პირადი ჯიბის მობილური ჯანმრთელობის მოწყობილობაა, რომელიც აცნობებს მწეველებს თამბაქოს ბიოქიმიური მოხმარების შესახებ ნახშირბადის მონოქსიდის ანალიზის საშუალებით, რათა მხარი დაუჭიროს პოზიტიური ქცევის არჩევანს. მოწყობილობაში დღეში რამდენჯერმე ჩაბერვის შემდეგ, ის თქვენს სმარტფონზე ბლუთუზის საშუალებით გეტყვით, რამდენად აქტიური მწეველი ხართ. ის გიჩვენებთ, თუ რამდენად უკეთესად ხდებით მოწევის შემცირების შემდეგ და შეუძლია აჩვენოს თქვენ მიერ მიღებული შემცირებული კანცეროგენების პროგრესი.

 

Consumer Physics SCiO – ისრაელი

SCiO მოწყობილობა არის პატარა მოლეკულური სენსორი, რომელიც სინქრონიზირდება ნებისმიერ სმარტფონთან მყისიერი სკანირებისთვის და იძლევა დაუყოვნებლივ ინფორმაციას ნებისმიერი ფიზიკური ობიექტის შესახებ. მას შეუძლია საკვების, მცენარეების, ქიმიკატების, მედიკამენტების და მეტის იდენტიფიცირება. ყოველი სკანირებით SCiO უფრო მეტს იგებს ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროზე, რათა ჩვენც უფრო მეტი გავიგოთ მასზე.  

 

DAQRI – აშშ

DAQRI გაფართოვებული რეალობის წამყვანი დეველოპერი მსოფლიოში, რომელიც კლიენტებს უზრუნველყოფს პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფით და კრეატიული გადაწყვეტებით ინდუსტრიების ფართო სპექტრში. ეს საოცარი ტექნოლოგია აქცევს სმარტფონის ან პლანშეტის კამერით დანახულ სტატიკურ სურათებს ინტერაქტიულ გამოცდილებად

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა