IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო პროგრამული ენა, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლო?

1000

პროგრამირება

30.07.2024

406 დათვალიერება

პროგრამირების დაწყებისას გადიხართ საბაზისო HTLM, CSS ეტაპებს, რის შემდეგაც მთავარია შესასწავლად აირჩიოთ ის პროგრამული ენა, რომელიც სწავლის პროცესს უფრო ნაყოფიერს გახდის -  არჩევანი დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, სასურველ პროექტებზე და პრიორიტეტებზე. ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

 

Python

Python ყოველთვის კარგია არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესასწავლად მარტივ და სახალისო პროგრამირების ენას ეძებთ. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ რთული სინტაქსის მქონე ენებს შეეჭიდოთ Python იდეალური საწყისია, ინგლისურის მსგავსად იკითხება და საკმაოდ მარტივია მათთვის ვინც პროგრამირებაში ახალია. ის მოგცემთ ბაზას შეისაწვლოთ კოდირების ძირითადი კონცეფციები მცირე დეტალებზე ორიენტირების გარეშე, რაც სხვა ენებში მნიშვნელოვანი ასპექტია

 

Python იდეალურია ვებ დეველოპმენტისთვის, graphic user interface-ისათვის (GUI) და პროგრამული უზრუნველლყოფის დეველოპმენტისათვის. ის გამოიყენებულია Instagram-ის, YouTube-ისა და Spotify-ის შესაქმნელად, შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამსაქმებლებისათვის საკმაოდ მოთხოვნად ენად რჩება. ამასთანავე პითონით სამუშაო ბაზარზე პოზიციონირებაც შედარებით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ აიღოთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი ევროპაში მუშაობისთვის და რეალურად დასაქმდეთ

 

C

C საკმაოდ რთულად შესასწავლ ენად ითვლება, თუმცა, დაწყებისთვის რეკომენდაციას მაინც გავუწევთ, მისი სტრუქტურა და სინტაქსი საფუძვლად უდევს მრავალ თანამედროვე პროგრამირების ენას, რაც C-ს ცოდნას განსაკუთრებით ღირებულს ხდის.

მისი დაუფლების შემდეგ, პროგრამისტს გაცილებით უადვილდება ისეთი შთამომავლების ათვისება, როგორიცაა C++ და C#,  C უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის "machine-level" ენაა, რაც ნიშნავს, რომ ის ძალიან ახლოსაა კომპიუტერის აპარატურულ ნაწილთან. ეს საშუალებას აძლევს პროგრამისტს, ღრმად ჩაწვდეს კომპიუტერის მუშაობის პრინციპებს. ცნობილი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, ჯოელ სპოლსკი, ამ პროცესს ადარებს ანატომიის შესწავლას სამედიცინო განათლებაში - როგორც ექიმს სჭირდება ადამიანის სხეულის საფუძვლიანი ცოდნა, ასევე პროგრამისტს სჭირდება კომპიუტერის "ანატომიის" გაგება.

C ცოდნა პროგრამისტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეს ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმეში, დიახ, მისი შესწავლა შეიძლება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყოს, თუმცა ის საბოლოოდ უზრუნველყოფს მყარ საფუძველს პროგრამირების სფეროში და ხელს უწყობს მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებას.

 

Java

Java ობიექტზე ორიენტირებულ და feature-heavy პროგრამირების ენას წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. იგი შექმნილია “Write once, run anywhere” პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მის იდაწერა შესაძლებელია ყველა მოწყობილობაზე და წარმოადგენს cross-platform ენას. 

 

ეს ყოველივე მას ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მაღალანაზღუარებად ენად აქცევს. თუ თქვენ გსურთ შეისწავლოთ ენა, რომელიც აუცილებლად იქნება კარგად შემოსავლიანი კარიერის წინაპირობა, ჯავა ნამდვილად სწორი მიმართულებაა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დეველოპერებს ქართული ბაზრიდანაც ითხოვენ Ebay, Amazon და IBM

 

დამატებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჯავა Android და iOS დეველოპმენტისთვისაც გამოიყენება. რადგან ის Android-ის ოპერაციული სისტემის ბაზას წარმოადგენს საუკეთესო არჩევანია აპლიკაციების დეველოპმენტისათვის. 

მიუხედავად იმისა, რომ Java Python-ის მსგავსად მარტივი არაა, იგი high-level ენას წარმოადგენს და მაინც beginner-friendly-ია. გაითვალისწინეთ, რომ სწავლის პროცესი უფრო ნელი იქნება და შედარებით დიდი დრო დაგჭირდებათ პირველი პროექტის შექმნისათვის. 

 

JavaScript

JavaScript კიდევ ერთ ძალიან პოპულარულ პროგრამირების ენას წარმოადგენს. ძალიან ბევრი ვებსაიტი, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ სწორედ JavaScript-ის საშუალებით არის შექმნილი, მაგალითად Twitter, Gmail, Spotify, Facebook და Instagram - აუცილებელია ვებსაიტის ინტერაქციისათვის, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს HTML და CSS-თან. ეს ყოველივე მას აუცილებელს ხდის front-end დეველოპმენტისათვის

ასევე მნიშვნელოვანი ხდება back-end დეველოპმენტშიც, მასზე მთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. JavaScript ასევე იკავებს წამყვან პოზიციას ტესტირების ავტომატიზაციის ფრეიმვორქებს შორის, იგი ისეთი ფრეიმვორქების საფუძველს წარმოადგენს, როგორიცაა Protractor და Nightwatch.JS.

 

JavaScript-ის შესწავლისათვის არაფრის დაყენება არ გჭირდებათ, რადგან ყველა ბრაუზერშია ჩაშენებული, ასე, რომ როდესაც საქმე სამუშაო სივრცის მოწყობას ეხება, ის ყველაზე მარტივია. აქ გამოწვევას შესაძლოა ის წარმაოდგენდეს, რომ იგი განსხვავებულად არის ინტერპრეტირებული სხვადასხვა ბრაუზერში (დამატებითი cross-browser testing დაგჭირდებათ) და შესაძლოა რესპონსიული დიზაინის ასპექტშიც შეგექმნათ გარკვეული პრობლემები. 

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Ruby

Ruby ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ადვილად დასაწყებ ენად პროგრამირების სფეროში. Ruby-ს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შესწავლისას არ არის საჭირო უამრავი ბრძანების დაზეპირება ან რთული პროგრამისტული ლექსიკონების გამოყენება. ამას ემატება მდიდარი ბიბლიოთეკებისა და ხელსაწყოების არსებობა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მასთან მუშაობას.

Ruby-ს პოპულარობა მჭიდროდ არის დაკავშირებული Ruby on Rails-თან, რომელიც წარმოადგენს full-stack ფრეიმვორქს. ეს ფრეიმვორქი განსაკუთრებით პოპულარულია სტარტაპებსა და ბიზნესებში, რადგან ის საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტურად შეიქმნას ვებ-აპლიკაციები. ისეთი ცნობილი ვებსაიტები, როგორიცაა Airbnb, Groupon, Hulu და Soundcloud, სწორედ Ruby on Rails-ის გამოყენებით შეიქმნა. გარდა ამისა, Ruby-ს გარშემო არსებობს ძალიან აქტიური და მხარდამჭერი საზოგადოება, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მიმზიდველობას.

თუმცა, მიუხედავად მისი პოპულარობისა, Ruby-ს აქვს გარკვეული ნაკლოვანებებიც. ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები დიდი სისტემებისა და ვებსაიტების შექმნისას, განსაკუთრებით სტაბილურობის თვალსაზრისით. ასევე, მართალია Ruby თავისთავად მარტივი შესასწავლია, მაგრამ მისი სრული პოტენციალის გამოყენება ხშირად Ruby on Rails-ზეა დამოკიდებული. ეს კი შეიძლება ანელებდეს სწავლის პროცესს მათთვის, ვინც უბრალოდ მარტივ გზას ეძებს ვებსაიტის შესაქმნელად.

 

საბოლოოდ, რომელია საუკეთესო არჩევანი როდესაც საქმე პროგრამირების შესწავლას ეხება? 

 

  • თუ რაიმე მარტივს ეძებთ: Python

  • თუ გინდათ მყარი საფუძველი დეველოპმენტისათვის: C

  • თუ ეძებთ სამსახურს სადაც შექმნით მობილურ აპლიკაციებს: Java

  • თუ გსურთ სცადოთ front-end დეველოპმენტი: JavaScript

  • თუ გსურთ სტარტაპ ვებსაიტების შემუშავება: Ruby

 

მიუხედავად იმისა, რა არჩევანს გააკეთებთ ან რა სტრატეგიას შეიმუშავებთ, როჯერ კოლიერი ხაზს უსვამს, რომ პროგრამირება რთულია არჩევანის მიუხედავად (Python-ის შემთხვევაშიც კი). სწავლის პროცესში იქნება ბევრი იმედგაცრუება. თუმცა მოთმინება და მზადყოფნა აუცილებლად დაგეხმარებათ იმ უნარების შეძენაში, რომელიც ნამდვილად გამოგარჩევთ სხვებისაგან. 

 

მისივე სიტყვებით კოლიერი - JavaScript-ის ენთუზიასტი -  აცხადებს - “პროგრამირების შესწავლა რთულია, სწორედ ამიტომ მომწონს ის”. 

 

 

”ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ შეწყვიტოთ პროგრამირების პრაქტიკა მას შემდეგ, რაც დაქირავებული იქნებით ტესტის ავტომატიზაციის ინჟინრად,” - თქვა მაჰერმა. "სწავლა არის დაუსრულებელი მოგზაურობა."

 

 

 

თანამედროვე პროგრამირება არა მხოლოდ ინოვაციური და საინტერესო, არამედ ფინანსურადაც ძალიან მომგებიანი კარიერაა. დამწყები პროგრამისტები, რომლებიც მხოლოდ იწყებენ თავიანთ პროფესიულ გზას, უკვე იღებენ საკმაოდ შთამბეჭდავ ანაზღაურებას - წელიწადში 120,000-დან 150,000 დოლარს. განსაკუთრებით მაღალია ანაზღაურება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, სადაც ხელფასები ხშირად 200,000 დოლარს სცდება წელიწადში.

რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ სფეროს, არის ის ფაქტი, რომ პროგრამისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც თავის მხრივ ხელფასების ზრდასაც განაპირობებს. გარდა ამისა, ბევრი კომპანია სთავაზობს დამატებით ბენეფიტებსა და ბონუსებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთო შემოსავალს.

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

მოტივაცია

პროფესიები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ – და ახლა ყველაზე მოთხოვნადია

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სკოლის მერხიდან ვერ ვისწავლეთ.

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრ

ШАГ логотип

ყველაფერი ავტომატიზირდება, სად დარჩება ადამიანი?

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და იმ სფეროებს, სადაც ადამიანი კვლავაც შეუცვლელი რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა