IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ მოგვარდება Windows 11-ში წინა ვერსიების მტკივნეული ხარვეზები?!

05.07.2021

695 დათვალიერება

Windows 11 ოფიციალურად გამოვიდა და მის ვიზუალში უამრავი სიახლეა, ახალ Start მენიუ, განახლებული და ცენტრალიზებული ღილაკით, მეტად მომრგვალებული კუთხეებითა და უკეთესი დიზაინით, ყველაფერი ეს ცოტა macOS-საც კი დაემსგავსა

 

სრულად განახლებული ვიჯეტები კი ანდროიდის ნიუს ფიდს მოგვაგონებს, რომელიც მთავარი ეკრანზე უკიდურეს მარცხენა ტაბზე გვხვდება ხოლმე

 

შეიძლება ითქვას, დიზაინში სხვადასხვა სისტემიდან საუკეთესო ნაწილი არის აღებული და Windows 11 კარგად მორგებულია თანამედროვე ტრედს, მაგრამ, საინტერესოა ფუნქციური ცვლილებები, რამდენად კომფორტული და სასიამოვნოა ახალი სისტემის მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ მოგვარდება Windows 11-ში წინა ვერსიებში არსებული მტკივნეული ხარვეზები?

 

“დღეს ჩვენ გვესმის ფუნქციონირებასა და პრაქტიკულობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე” – აღნიშნავს მაიქროსოფთის პროდუქტის მთავარი ხელმძღვანელი პანოს პენეი

 

 

მოდი დავიწყოთ, და ჩამოვთვალოთ 7 მნიშვნელოვანი სიახლე

 

1. განახლდა ლოკალური მომხმარებლის ანგარიში

Microsoft-ის ანგარიშით (MSA) შესვლა გთავაზობთ უამრავ სიახლეს, იქნება ეს ფავორიტი ვებ-გვერდები, ფაილებისა თუ პაროლების სინქრონიზაცია, ასევე ექსკლუზიურად განვითარებული Microsoft Edge, Windows-ს შეუძლია წინასწარ დაინსტალიროს და დაადასტუროს Microsoft-ის აპლიკაციები, როგორიცაა ვორდი, ექსელი და სხვა..

დოკუმენტების გაზიარება შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერებს შორის OneDrive-ის საშუალებით

 

2. კიდევ უფრო გამარტივდა ინსტალაცია

დამეთანხმებით, არავის არ გვიყვარს და ყველას გვეზარება ვინდოუსის ინსტალაცია, რადგან ეს ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყო, Windows 11-ის ინსტალაცია გაცილებით სწრაფი და მარტივია, უბრალოდ გაივლით ავტორიზაციას, თქვენი MSA ანგარიშით ან უსაფრთხოების გასაღების საშუალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებით ინსტრუქციას და სისტემაც განახლდება, აუდიო/ვიდეო კლავიატურის პარამეტრებიც და microsoft office 365-ც

 

3. ოპტიმიზაცია და მულტიტასქინგი

ოპტიმიზირება ლეპტოპებზე და ნოუთბუქებზე ზრუნვით იქნა დაწყებული, დასაწყისისთვის ენერგიის მოხმარება შემცირდა ბატარეის უფრო ხანგრძლივად მუშაობის მიზნით, შემდეგ განახლდა გაგრილების დინამიკა, ასევე

  • Windows 11-ს ახლა შეუძლია უფრო სწრაფი ჩართვა ძილის რეჟიმის შემდეგ.
  • უფრო სწრაფი Windows Hello ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია.
  • Windows წინა ვერსიას თუ შევადარებთ, ყველა ბრაუზერის სამჯერ უფრო სწრაფად მუშაობს
  • განახლებები უკანა პლანზე მიმდინარეობს, ორჯერ უფრო ნაკლები და მეტად ეფექტურია

 

Microsoft-მა მულტითასქინგზეც იფიქრა და ეკრანზე აპლიკაციებისა თუ ფაილების გადასანაწილებელი ახალი პატერნები შემოგვთავაზა, რომელთა არჩევაც ძალიან მარტივად შეგვიძლია,  რაც მომხმარებლებს სრულ კომფორტს სთავაზობს. კონფერენციაზე ჯამში ექვსი ხელმისაწვდომი განლაგების ტიპი ვიხილეთ, რომელთაგან თითოეული ორიდან-ექვსამდე ფანჯრის განთავსებას უჭერს მხარს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. გამოსწორდა Microsoft Store

მაღაზია წლების მანძილზე განიცდიდა პრობლემებს სანდოობის თვალსაზრისით. ასევე, ზოგ ქვეყანაში ვერ ხერხდებოდა დიდი ზომის თამაშების (მაგ.Forza Horizon 4) ჩამოტვირთვა. ახლა გვარწმუნებენ, რომ მსგავსი პრობლემები აღარ იქნება

 

დეველოპერებისთვის Microsoft Store-ის გამოყენება უფრო მარტივდება. კომპანია მაღაზიის ფინანსურ პირობებს ცვლის – დეველოპერებს “ინდუსტრიის წამყვანი შემოსავლის წილს” შესთავაზებენ. ამასთან, დეველოპერებს საკუთარი ელექტრონული კომერციის პროგრამის გამოყენება შეეძლებათ და ამ გზით, მათ კომპანიისთვის აღარ მოუწევთ გარკვეული შემოსავლის გაზიარება.

 

5. გაუმჯობესდა თამაშების მიმართულებაც

კომპიუტერული თამაშები წარმატების ზენიტშია, რაც ძირითადად მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის ძალისხმევის შედეგია, იქნება ეს Epic, Steam, GOG თუ სხვა ეკოსისტემა, აქ Microsoft თან გვეხმარება, თან ხელს გვიშლიდა რომ კომფორტი რეალურად გვეგრძნო. Microsoft Store არასდროს ყოფილა მეგობრული მესამე მხარის ცვლილებების მიმართ

 

Microsoft გვპირდება, რომ Windows 11 თამაშებისთვის გაცილებით სწრაფი იქნება. ახალი ვინდოუსი DirectStrorage ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაც საგრძნობლად ააჩქარებს თამაშების ჩატვირთვის სიჩქარეს და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება მესამე მხარის ჩართულობისა და კომფორტული თანაცხოვრების მიმართულებით

 

ასევე, სიახლეა რომ Windows 11 თამაშებში ავტომატურ HDR-საც გააქტიურებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მონიტორს HDR-ის მხარდაჭერა აქვს, Auto HDR თამაშებში მაღალ დინამიკურ დიაპაზონს ავტომატურად მოგაწვდით

 

ამასთან, ახალი ვინდოუსი DirectStrorage ტექნოლოგიას გამოიყენებს. ეს Xbox-ის ფუნქციაა, რომელიც მომხმარებელს თამაშის აქტივების პირდაპირGPU-ზე გადაცემის საშუალებას იძლევა.

 

 

6. Microsoft-ის ე. წ. “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” შავით შეიცვლება

Windows 11-ში მაიქროსოფთი თავის ცნობილ Blue Screen of Death (BSOD) შავად შეცვლის. რაც BSOD-ის პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება მას შემდეგ, რაც 2012 წელს კომპანიამ Windows 8-ში სევდიანი სახის გამოსახულება, ხოლო 2016-ში QR კოდები დაამატა. BSOD პირველად Windows 3.0-ში ამოქმედდა და ის IT პროფესიონალებსა თუ დამხმარე პერსონალს ტექნიკურ დიაგნოსტიკას სთავაზობს – შეიცავს ყველა იმ ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც სისტემის შეცდომას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ფერი ლურჯიდან შავამდე იცვლება, სხვა მხრივ ეკრანი Windows 10-ის იდენტურია – თავისი მოწყენილი სახით და QR კოდით

 

7. გაუმჯობესდა ტაბლეტის რეჟიმი

  • განახლებული კალმის მხარდაჭერა – კონფერენციაზე ნაჩვენები იყო, როგორ შეიძლება სტილუსით ტექსტში სასურველი ადგილების გახაზვა. ასევე განიხილება სტილუსის ტაქტილური უკუკავშირის მიღება.
  • სრულიად ახალი სენსორული კლავიატურა თავისი თემებით, რომელიც ტაბლეტის რეჟიმის დროს ერთი ხელის გამოყენებისთვის იდეალურია.
  • განახლებული ხმის ამოცნობა – მოკლე დემონსტრირება გვიჩვენებს ავტომატური პუნქტუაციის მხარდაჭერას (მაგ., ტონის მომატება, კითხვის ნიშანი) და წინასწარ განსაზღვრულ ხმოვან ბრძანებებს (მაგალითად, “წაშალე”).
  • უსადენო ტელევიზორის ”პროექცია” აშკარად მსგავსია მობილური ტელეფონის Smart TV-სა და Chromecast-ის

 

აღსანიშნავია, რომ Windows 10-ის მომხმარებლები განახლებას სრულიად უფასოდ შეძლებენ – ამისათვის ოპერაციული სისტემის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა საჭირო (64 ბიტიანი პროცესორი, 4GB ოპერატიული მეხსიერება და 64 GB შიდა მეხსიერება)

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ცხოვრება ეროვნული გამოცდების მიღმა რატომ არ ნიშნავს ჩაჭრა დამარცხებას

ეროვნული გამოცდები არ არის შენი პოტენციალის საბოლოო განმსაზღვრელი, ეს არის შესაძლებლობა, გადააფასო მიზნები და აირჩიო განათლების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც რეალურ პრაქტიკულ უნარებსა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

მითები ეროვნული გამოცდების შესახებ და რეალური პერსპექტივები ეროვნული გამოცდები ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც ცხოვრების "გამარჯვებულთა" და "დამარცხებულთა" გამყოფი ხაზი. ამ მოლოდინების წნეხი აბიტურიენტებზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გამოცდა მხოლოდ ცოდნის შეფასების ერთი კონკრეტული მეთოდია, რომელიც ვერ ასახავს ადამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI არ წაგართმევს სამსახურს მას წაგართმევს ადამიანი, რომელიც AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ ართმევს - კონკურენტულ უპირატესობას ის ადამიანები იძენენ, ვინც AI-ს ეფექტურად იყენებს. გაიგე, რატომ გახდა AI თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარი და როგორ მოემზადო მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

პრობლემა AI არ არის - პრობლემა მისი არგამოყენებაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შევიდა. დღეს AI-ს იყენებენ მარკეტინგში, პროგრამირებაში, დიზაინში, ფინანსებში, განათლებაში, მედიცინაში და კიდევ უამრავ სფეროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თუმცა რეალობა გაცილებით გ

ШАГ логотип

5 სრულიად ახალი პროფესია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 2 წელიწადში გააჩინა

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო ორ წელიწადში სრულიად ახალი პროფესიები შექმნა. გაიგე, რომელი 5 მიმართულებაა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და რატომ ხდება AI-ის პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა

ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ არსებული პროფესიები არ შეცვალა, მან სრულიად ახალი სამუშაო მიმართულებებიც შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა დაიწყეს ისეთი სპეციალისტების ძებნა, რომელთა საჭიროებაც მანამდე თითქმის არ არსებობდა. დღეს AI უკვე გამოიყენება მარკეტინგში, განათლებაში, ფინანსებში, კიბერუსაფრთხოებაში, დიზაინში და ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებში. სწორე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რობოტი თუ ასისტენტი? როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად დამხმარედ

ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩატბოტი. გაიგე, რა განსხვავებაა AI რობოტსა და AI ასისტენტს შორის, როგორ შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება და რატომ ხდება AI-ს ეფექტურად გამოყენება თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის მხოლოდ საინტერესო ტექნოლოგია იყო. ადამიანები მას ძირითადად კითხვებზე პასუხების მისაღებად ან ტექსტების დასაწერად იყენებდნენ. დღეს კი AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოტი. მას შეუძლია ინფორმაციის ანალიზი, დოკუმენტების შეჯამება, იდეების გენერირება, მონაცემე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა