IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ შეცვლის ტექნოლოგია მსოფლიოს 2025 წლამდე?!

19.07.2021

344 დათვალიერება

მეცნიერები ხშირად ერიდებიან პროგნოზირებას, თუ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში როგორ შეცვლის ტექნოლოგია მსოფლიოს, თუმცა, პროგნოზირებენ ხელშესახებ პროგრესს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

 

კვანტური კომპიუტერებიდან და საყოველთაოდ მოხმარებადი 5G ინტერნეტით დაწყებული, კოსმოსური ტურიზმითა და კიბოს ქრონიკული მართვით დამთავრებული!

 

1. ხელოვნური ინტელექტით ოპტიმიზირებული წარმოება

ხეების ჭრა, ქაღალდისა და ფანქრის გამოყენება, ნელი და ბუნდოვანი მომარაგების ჯაჭვები დღევანდელი რეალობის ნაწილია, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ენერგია, მასალები და დრო იხარჯება

 

ბიზნესის გაციფრულება დაჩქარებულია COVID-19-ის ეპიდემიის შემდეგ, კომპანიები ადაპტირდებიან Cloud სისტემებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებთან,მონაცემების გაერთიანების, ინტელექტუალურად გარდაქმნის და კონტექსტურად წარმოადგენის მიზნით.

 

2025 წლისთვის მონაცემების ეს დაუსრულებელი ნაკადი და მისი ინტელექტუალური ალგორითმები საშუალებას მისცემს საწარმოო ხაზებს მუდმივად ოპტიმიზირდნენ, წარმოებაში არსებული ნარჩენებიც საშუალოდ 50%-ით შემცირდება. შედეგად, ჩვენ ვისარგებლებთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციით, რომელიც ორჯერ სწრაფად იწარმოება, უფრო იაფი იქნება და გარემოსაც არ მიაყენებს ზიანს

 

ანა-კატრინა შედლეტსკი, Instrumental-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი   

 

2. ენერგიის სერიოზული გარდაქმნა

2025 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი განიხილება, როგორც სოციალურად მიუღებელი ქმედება, ისევე როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. COVID-19 პანდემიამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო და დაგვაფიქრა თუ რაოდენ საჭიროა დღესვე ვიმოქმედოთ ჩვენი ცხოვრების წესის, ჯანმრთელობისა და მომავლის საფრთხეების აღმოსაფხვრელად

 

მავნე გამონაბოლქვი ხდება მსოფლიოს და კაცობრიობის მტერი. ფიზიკური პირები, კომპანიები და ქვეყნები დაიწყებენ უსწრაფესი და ხელმისაწვდომი გზების ძიებას ნულოვანი ნიშნულის მისაღწევად, რაც გულისხმობს მათი მავნე გამონაბოლქვის შემცირებას და აღმოფხვრას.

 

ჯერ კიდევ 2020-ში დაწყებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეამცირებს მსოფლიოში მავნე გამონაბოლქვის დონეს, გამონაბოლქვის მენეჯმენტიით, ნახშირორჟანგის გამოყოფა აღმოფხვრით, ჩვენ გავიმარჯვებთ! ახალი ტექნოლოგიების მრავალფეროვნება, ინოვაციების ტალღა, კი ამ ბრძოლაში მოგვეხმარება

 

იმ ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა ნახშირორჟანგისგან გაწმენდა, ჰაერიდან გამოასუფთავებს CO2-ის კლიმატის შესაბამის მოცულობას. ეს საჭირო იქნება გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შესამცირებლად. კაცობრიობა ყველაფერს გააკეთებს, რომ 2025-მდე შეაჩეროს ნახშიროჟანგის გამოყოფა ჰაერში და CO2 ჰაერიდან სამუდამოდ გაქრეს

 

სტივ ოლდჰემი, Carbon Engineering-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

3. კომპიუტერული გამოთვლების ახალი ერა

2025 წლისთვის კვანტური გამოთვლები გასცდება ჩანასახის დონეს, და პირველი თაობის კომერციულ მოწყობილობებს საშუალება ექნებათ გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან, რეალურ პრობლემებს. ამ ახალი ტიპის კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი აპლიკაცია იქნება რთული ქიმიური რეაქციების სიმულაცია, რომელიც არის მძლავრი ინსტრუმენტი და ხსნის ახალ გზებს წამლების განვითარების პროცესში. კვანტური ქიმიური გამოთვლები ასევე შეუწყობს ხელს ახალი მასალების შექმნას სასურველი თვისებებით, მაგალითად უკეთესი კატალიზატორების შექმნას საავტომობილო ინდუსტრიისთვის, რომლებიც აფერხებენ გამონაბოლქვებს და ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

ამჟამად, ფარმაცევტული პროდუქტებისა და აპარატების შემუშავება მასიურად ეყრდნობა კვლევებს და ხარვეზების გამოვლენას, რაც ნიშნავს რომ ეს არის განმეორებითი, შრომატევადი და საშინლად ძვირი პროცესი. კვანტურ კომპიუტერებს შესაძლოა მალე შეეძლოთ ამის შეცვლა. ისინი მნიშვნელოვნად შეამცირებენ პროდუქტის განვითარების ციკლებს და შეამცირებენ ხარჯებს კვლევის და განვითარებისთვის.

 

თომას მონცი, Alpine Quantum Technologies-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

4. ჯანდაცვის პარადიგმის გადასვლა ადრეულ პროფილაქტიკაზე

2025 წლისთვის ჯანდაცვის სისტემები მიიღებენ უფრო მეტ პროფილაქტიკურ მიდგომებს, ის დაფუძნებული იქნება განვითარებად მეცნიერებაზე, რომელიც ამოფარებულია მცენარით გამდიდრებულ, საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ დიეტის უპირატესობებში. ამ ტენდენციას განხორციელების საშუალებას მისცემს ხელოვნური ინტელექტის ენერგიაზე დაფუძნებული და სისტემების ბიოლოგიაზე აწყობილი ტექნოლოგიები, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ცოდნას კონკრეტული დიეტური ფიტოელემენტების როლის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და ფუნქციურობაში

 

მობილური აპლიკაციებით, ადამიანები უფრო მეტად შეიცნობენ თავიანთი ჯანმრთელობის მნიშვნელობას და სულ უფრო მეტად მოითხოვენ ჯანსაღ საკვებს, იმუნიტეტისა და ბუნებრივი დაცვის მექანიზმების მხარდაჭერის მიზნით. კვების რაციონის უფრო ღრმა ცოდნით შეიარაღებული კვების ინდუსტრია დანერგავს დიეტებს თქვენი მონაცემებისთვის რათა აცდეთ მოსალოდნელ დაავადებებსა და გართულებებს

 

ჯიმ ფლეთი, Brightseed-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

5. 5G გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკას და გადაარჩენს სიცოცხლეს

ფაქტობრივად ერთ ღამეში განვიცადეთ მიწოდების სერვისების მკვეთრი ზრდა ისეთი მომწოდებლებისგან, როგორიცაა Amazon და Instacart, თუმცა ეს შეზღუდულად ხდებოდა. 5G ქსელის არსებობით, რომელიც პირდაპირ ავტონომიურ ბოტებზეა მიბმული, საქონლის უსაფრთხოდ მიწოდება ხდება მხოლოდ რამდენიმე საათში.

 

Wifi მასშტაბურობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს გაზრდილი რაოდენობის მოთხოვნებს. ფიზიკური ბიზნესი და საკლასო ოთახები ვიდეო კონფერენციებზე გადავიდა, რამაც გამოკვეთა ქსელების უხარისხობა.  დაბალი დაყოვნების მქონე 5G ქსელები გადაჭრის ქსელის საიმედოობის ნაკლებობის ამ პრობლემას და კიდევ უფრო მაღალი სიმძლავრის სერვისების არსებობის შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა ტელემედიცინა, ტელექირურგია და გადაუდებელი დახმარების კაბინეტის სერვისები. ბიზნესებს შეუძლიათ მობილობის მაღალი ღირებულება დააბალანსონ ეკონომიკის ასამაღლებელი აქტივობებით, მათ შორის ჭკვიანი ქარხნებით, რეალურ დროში მონიტორინგით და კონტენტის ინტენსიურობით, რეალურ დროში გამოთვლი სერვისებით. 5G კერძო ქსელები ამის შესაძლებლობას იძლევა და ცვლის მობილური სერვისების ეკონომიკას.

5G-ის დამკვიდრება ქმნის ბაზრებს, რომლებსაც ჩვენ აქამდე მხოლოდ წარმოვიდგენდით – როგორიცაა თვითმართვადი ბოტები, მობილურობა-როგორც-მომსახურების ეკონომიკასთან ერთად – და სხვა, რომელთა წარმოდგენა არც კი შეგვიძლია, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს შექმნან წარმატებული ბაზრები.

 

მაჰა ეჩური, Metawave-ის  დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე, შეისწავლეთ ინტერიერის დიზაინი ჩვენთან

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

6. კიბოს მართვის ახალი ნორმა

ტექნოლოგია ამოძრავებს მონაცემებს, მონაცემები იძლევა ცოდნას,  ხოლო ცოდნა იძლევა გაძლიერების საშუალებას. ხვალინდელ სამყაროში კიბო იქნება მართული ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა – ჩვენ ზუსტად შეგვეძლება დავადგინოთ, თუ რის წინაშე ვდგავართ და გვექნება საჭირო ძალა ამის დასაძლევად. 

 

ვიხილავთ უფრო ადრეულ და პროაქტიულ სკრინინგს დიაგნოზირების გაუმჯობესებული ინოვაციით, მაგალითად, უკეთესი გენომის თანმიმდევრობის ტექნოლოგიაში ან თხევად ბიოფსიაში, რაც გვპირდება ტესტირების მეტად სიმარტივეს, უფრო მაღალ სიზუსტეს და, საუკეთესო შემთხვევაში, ხელმისაწვდომ ფასსაც. ადრეული გამოვლენა და ჩარევა კიბოს ზოგად ტიპებში არა მხოლოდ გადაარჩენს სიცოცხლეს, არამედ შეამცირებს ფინანსური და ემოციური ტვირთის არსებობას, რაც გამოწვეულია დაგვიანებით აღმოჩენით.

 

ჩვენ ასევე შევესწრებით რევოლუციას ტექნოლოგიით გამოწვეულ მკურნალობაში. გენის რედაქტირება და იმუნოთერაპია, რომელსაც ნაკლები გვერდითი მოვლენები მოაქვს, უფრო დიდ წინსვლას შეუწყობს ხელს. ადრეული სკრინინგისა და მკურნალობის მხრივ მიღწევების წყალობით, კიბო აღარ იქნება ის საშინელი სიტყვა, რომელიც ასეთ შიშს აღძრავს ადამიანებში.

 

მედიცინა ყოველთვის იყო ადამიანის ბიოლოგიაზე მეტი ცოდნის ძიებაში და ამ ცოდნას იაზრებდა უკეთესი კლინიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ხელოვნური ინტელექტი არის ის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია უპრეცედენტო დონეზე სამედიცინო "დიდი მონაცემებიდან", რომლითაც წარსულში სრულად არავის უსარგებლია. ეს შეცვლის მედიცინის სამყაროს და იმას, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება.

 

სიჟენ ვონგიGenetron Health-ის აღმასრულებელი დირექტორი 

 

7. რობოტული საცალო ვაჭრობა

ისტორიულად, რობოტიკამ მრავალი ინდუსტრია მოიცვა, ხოლო რამდენიმე სექტორი – მაგალითად, სასურსათო საცალო ვაჭრობა – დიდწილად ხელუხლებელი დარჩა. რობოტიკის ახალი აპლიკაციის გამოყენებით, სახელწოდებით "მიკროგანხორციელება" (microfulfillment), სასურსათო საცალო ვაჭრობა ისეთი აღარ იქნება, როგორც აქამდე. რობოტიკის გამოყენება დაღმავალ "ჰიპერ ლოკალურ" დონეზე (განსხვავებით მიწოდების ჯაჭვში ტრადიციული აღმავალი გამოყენებისგან) დაანგრევს ამ 100 წლიან 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიას და მისი ყოველ სკეიტჰოლდერს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება. საცალო ვაჭრობა იმუშავებს პროდუქტიულობის უფრო მაღალ დონეზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს პოზიტიურ და მაცდუნებელ შემოსავლებს ონლაინ სასურსათო ბიზნესში (რაც ამ დროისთვის არნახულია). ეს ტექნოლოგია ასევე უზრუნველყოფს საკვების ფართო ხელმისაწვდომობას და შემდეგი მახასიათებ;ების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის უფრო ფართო მასშტაბით: სისწრაფე, პროდუქტის ხელმისაწვდომობა და ღირებულება.

 

მიკროგანხორციელების ცენტრები განთავსებულია არსებულ (და, როგორც წესი, ნაკლებად პროდუქტიულ) უძრავ ქონებაში მაღაზიის დონეზე და 5-10%-ით იაფად მუშაობენ, ვიდრე ქსელური მაღაზიები.

 

ხოსე აგერვერე, Takeoff Technologies-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

 

8. კოსმოსური ტურიზმი

2021 წლის 11 ივლისს, რაკეტოპლანით, ღია კოსმოსში პირველი ტურისტული ფრენა განხორციელდა, მისი მგზავრი, კომპანიის დამფუძნებელი, ბრიტანელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რიჩარდ ბრენსონი გახლდათ

 

გეგმის თანახმად, Virgin Galactic კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ რამოდენიმე საცდელი ფრენა უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი უკვე დადასტურებულად 2022 წელი იქცევა კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად!

კოსმოსური ტურიზმისადმი ინტერესი ძალიან სწრაფად იზრდება.კომპანიას უკვე აქვს 600-ზე მეტი დაჯავშნილი ადგილი, სამომავლოდ კი ის ისწრაფვის მიზნისკენ, რომ შექმნას "ორბიტალური სასტუმრო"

 

ილონ მასკის კომპანია "სპეის იქსი" კოსმოსურ ხომალდს ორბიტაზე ხშირად უშვებს და კოსმოსში მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ფრენებით არ შემოიფარგლება. თავად ელონ მასკი კი პირდაპირ მარსზე გაფრენას გეგმავს. "სპეის იქსმა" ნასას მისიით 10 ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე გადასვა და მარსის კოლონიზაციის რეალური გეგმაც კი აქვს

 

რიჩარდ ბრენსონი, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი

 

9. ჯანდაცვის ცენტრში ინდივიდების, და არა ინსტირუტების, მოთავსება

2025 წლისთვის კულტურის, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა გაერთიანდება, ინჟინერული ბიოლოგია, მანქანური სწავლება და საზიარო ეკონომიკა შექმნის ჯანდაცვის კონტინუუმის დეცენტრალიზაციის ჩარჩოს, ინსტიტუციიდან ინდივიდზე გადასვლით. ეს არის წინსვლა ხელოვნური ინტელექტის და მიწოდების ჯაჭვის ახალი მექანიზმების საკითხებში, რაც მოითხოვს რეალურ დროში წარმოებულ ბიოლოგიურ მონაცემებს, რასაც საინჟინრო ბიოლოგია უზრუნველყოფს მარტივი, დაბალფასიანი დიაგნოსტიკური ტესტების სახით ინდივიდებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. შედეგად, შემცირდება დაავადების გავრცელებადობა, სიკვდილიანობა და დანახარჯები მწვავე პირობებში, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, რადგან მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებს დასჭირდება დამატებითი ყურადღება.

 

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად გააკონტროლებს ყველა მონაცემს, ინფიცირებული ადამიანი არ დატოვებს თავის სახლს, რაც მკვეთრად შეცვლის დაავადების ეპიდემიოლოგიას, ჯანდაცვის სისტემებზე დატვირთვაც 7-ჯერ მაინც შემცირდება. ამას მოჰყვება ხარჯების შესაბამისი შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ზრდა, რადგან დაბალფასიანი დიაგნოზის ხარჯები და ძალისხმევა გადადის ინდივიდზე, ამავდროულად იზრდება ზრუნვისთვის საჭირო ხარჯების ეფექტურობა.

 

რაულ დანდა, Sherlock Biosciences-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

10. მშენებლობის მომავალი უკვე დაწყებულია

მშენებლობა გახდება წარმოების პროცესების სინქრონიზებული შედეგი, რომელიც მასშტაბურად უზრუნველყოფს კონტროლს, ცვლილებებს და წარმოებას. მშენებლობა გახდება 99% უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური

 

რეაქტიულად სწრაფი, ეფექტური და ზუსტი პროცესი-ეს მშენებლობის მომავალია!

 

 

მეირავ ორენი, Versatile-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

11. სიმდიდრის უფსკრულების დახშობა

ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესება საბოლოოდ გამოიწვევს სიმდიდრის დაგროვების საშუალებას ფართო მასებისთვის. პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები, ფინანსური მრჩეველები, ციფრული გაყიდვები და სხვა პროფესიები დაასაქმებს ყველას, რამეთუ ტენოლოგიები მოხნავენ მიწებს და გრაფიკული დიზაინერები შეფუთავენ მოსავალს...

 

ატიშ დავდა, Equityzen-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

12. სუფთა ენერგიის რევოლუცია, რომელსაც ციფრული ტყუპები უჭერენ მხარს

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ენერგიის გადაადგილება გარდატეხის წერტილს მიაღწევს. ახლადშექმნილი განახლებადი ენერგიის ღირებულება ნაკლები იქნება, ვიდრე წიაღისეული საწვავის ზღვრული ღირებულება. გლობალური ინოვაციური ეკოსისტემა შექმნის გარემოს, რომელშიც პრობლემების ერთობლივად მოგვარება მოხდება და ინოვაციების გამოყენების სწრაფად მასშტაბირების შესაძლებლობა შექიმნება.

 

დავინახავთ ოფშორული ქარის სიმძლავრის გასაოცარ ზრდას. ჩვენ ამას მივაღწევთ გაციფრულების მიმართ ურყევი ვალდებულების აღებით, რაც აკრეფს ისეთ ტემპს, რომელიც ემთხვევა მურის კანონს, მზის ინოვაციის მრუდის ადაპტირების შესახებ. ციფრული ტყუპების – ფიზიკური მოწყობილობების ვირტუალური ასლების – სწრაფი განვითარება ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორის სისტემურ ტრანსფორმაციას. სამეცნიერო მანქანური სწავლება, რომელიც აერთიანებს ფიზიკაზე დაფუძნებულ მოდელებს დიდ მონაცემებთან, შედეგად მოგვცემს უფრო თხელ დიზაინს, დაბალ საოპერაციო ხარჯებს და ძალიან სუფთა, ხელმისაწვდომ ენერგიას ყველასთვის. სტრუქტურული ჯანმრთელობის რეალურ დროში მონიტორინგისა და პრობლემების გამოსწორების შესაძლებლობა უზრუნველყოფს უსაფრთხო, მდგრად ინფრასტრუქტურასა და ყველაფერი, ქარის ელექტროსადგურებიდან დაწყებული ხიდებით და უპილოტო საჰაერო მოძრავი საშუალებებით დამთავრებული, დაცული იქნება ციფრული ტყუპებით, რეალურ დროში.

 

თომას ლაურენტი, Akselos- აღმასრულებელი დირექტორი 

 

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნება - შეისწავლე ციფრული მარკეტინგი ჩვენთან

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

13. ზედაპირებზე დამალული მიკროსკოპული საიდუმლოებების ამოცნობა

დედამიწის ყოველი ზედაპირი შეიცავს დამალულ ინფორმაციას, რაც არსებითია პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, როგორც ახლა, ისე მომავალში. აშენებული გარემო, სადაც ადამიანები ატარებენ თავიანთი ცხოვრების 90%-ს, დატვირთულია ბუნებრივად მოხდენადი მიკრობიომებით, რომლებიც შედგება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ეკოსისტემებისგან. ტექნოლოგია, რომელიც აჩქარებს მიკრობიომის მონაცემების სწრაფად შერჩევის, გაციფრულების და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, სრულად გარდაქმნის ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება პათოგენები. ამ უხილავი მიკრობიომის მონაცემების ფენის გამოვლენა გამოავლენს გენეტიკურ ხელწერებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პროგნოზირება, როდის და სად გამოყოფენ პათოგენებს ადამიანები და ჯგუფები, რომელი ზედაპირები და გარემო წარმოადგენს გადაცემის ყველაზე მაღალ რისკს, და როგორ მოქმედებს ამ რისკებზე ჩვენი ქმედებები და როგორ იცვლება ისინი დროთა განმავლობაში.

 

ჩვენ უბრალოდ ვფხეკთ მიკრობიომის მონაცემთა შესახებ ინფორმაციის ზედაპირს და ვნახავთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს ინფორმაციები არა მხოლოდ დაგვეხმარება პანდემიის თავიდან აცილებასა და მასზე რეაგირებაში, არამედ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ვაშენებთ, ვამუშავებთ და ვასუფთავებთ ისეთი გარემოს, როგორიცაა შენობები, მანქანები, მეტროები და თვითმფრინავები, გარდა ამისა, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვის გარეშე.

 

ჯესიკა გრინი, Phylagen-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

14. კონფიდენციალურობა არის ყოვლისმომცველი და პრიორიტეტული

მიუხედავად დაჩქარებული მარეგულირებელი გარემოებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, ახლა ჩვენ ვხედავთ კონფიდენციალურობის აისბერგის მხოლოდ მწვერვალს, როგორც მარეგულირებლის, ასევე მომხმარებლის მხრიდან.

 

დღეიდან ხუთი წლის შემდეგ, კონფიდენციალურობა და მონაცემებზე ორიენტირებულ უსაფრთხოება მიაღწევს უმაღლეს სტატუსს – და მომხმარებლისთვის სენსიტიურ მონაცემთა დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობა განიხილება წესად, და არა გამონაკლისად. ცნობადობის და აღქმადობის ზრდასთან ერთად, ასევე გაიზრდება კონფიდენციალურობის შენარჩუნებისა და დახვეწის შესაძლებლობები, კერძოდ, კონფიდენციალურობის გაძლიერების ტექნოლოგიები (PET). 2025 წლისთვის PET, როგორც ტექნოლოგიური კატეგორია, გახდება ტენდენციური. ისინი წარმოადგენენ საწარმოს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სტრატეგიის ფუნდამენტურ ელემენტს, და არა დამატებით კომპონენტს, რომელიც მხოლოდ მინიმალური შესაბამისობის ბარიერს აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იქნება დაცული კონფიდენციალურობის გლობალური სტანდარტი სრულად, ორგანიზაციები აითვისებენ მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომას უსაფრთხოების მიმართ, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას, რომელიც აუცილებელია რეგიონალურ რეგულაციებთან ადაპტაციისა და მომხმარებელთა მოლოდინების გამართლებისთვის. ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ფუნქციური გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ მონაცემთა, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ინტერესებს ორგანიზაციის შიგნით.

 

ელისონ ენ უილიამსი, Founder and CEO of Enveil-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი 

 

როგორ შეცვლის ტექნოლოგია მსოფლიოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში?

ძალიან ამაღელვებელია დღევანდელი ინოვაციური ტექნოლოგიების ტემპისა და ტრანსფორმაციული პოტენციალის დანახვა მსოფლიოში ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მაგალითად, გლობალური და მზარდი მოსახლეობის გამოკვება; ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება; ნახშიროჟანგის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირების მცდელობები კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შესაჩერებლად. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდება ამ გამოწვევების მოგვარების კუთხით, რადგან მეწარმეები, ინვესტიციური საზოგადოება და მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლური კვლევითი და განვითარებითი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ისეთი გადაწყვეტების შემუშავებაზე და დანერგვაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად დიდ შედეგებს მოგვცემს.

 

დროა ვაღიაროთ და მხარი დავუჭიროთ ტექნოლოგიისა და ინოვაციების შესაძლებლობებს, რომლებსაც ყველაზე უკეთ და სწრაფად შეუძლიათ პრობლემატური საკითხების მოგვარება!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა