IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

მობილურების ევოლუცია (ნაწილი I)

22.11.2021

2213 დათვალიერება

მობილური ტელეფონების  ისტორია 1908 წლიდან იწყება, როდესაც კენტუკის შტატში, უკაბელო ტელეფონის ამერიკული პატენტი გამოვიდა.

მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ 1940-იან წლებში გამოიგონეს, როდესაც ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ში მომუშავე ინჟინრებმა მობილური ტელეფონის საბაზისო სადგურებისთვის სპეციალური უჯრედები შეიმუშავეს.

რეალურად, ამ პერიოდის ტელეფონებს მობილურ ტელეფონზე მეტად შეგვიძლია ორმხრივი რადიოები ვუწოდოთ, რადგან საწყის ეტაპზე, მოწყობილობა ძირითადად ტაქსის მძღოლებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურებში მომუშავე ადამიანების კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა.

The portable radio-telephone was a precursor to the mobile phone. It worked by dialing into telephone systems. Here, a model displays a set at the “Communications Today, Tomorrow and the Future” exhibition at the Royal Lancaster Hotel, London. 1973.
1973 წელი, ლონდონი. გამოფენა ,,კომუნიკაციები დღეს, ხვალ და მომავალში’’
გამოფენის ხელმძღვანელი დამთვალიერებლებს წარუდგენს პორტატულ რადიო-ტელეფონს, რომლებიც მობილური ტელეფონის წინამორბედად ითვლება.


 


ყველაფერი 1973 წლის 3 აპრილს შეიცვალა, როდესაც ამერიკელმა ინჟინერმა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Motorola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კუპერმა პორტატული მობილური ტელეფონით პირველი ზარი განახორციელა. ადამიანი, რომელსაც მარტინმა დაურეკა Bell Lab-ის სატელეფონო სისტემებში მუშაობდა და მისი კონკურენტი იყო.

1st mobile phone call is made, April 3, 1973 - EDN
Motorolaს აღმასრულებელი დირექტორი მარტინ კუპერი DynaTAC-ით, 2007 წელი.

 

 

მარტინი იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა განაზორციელა ზარი პორტატული მობილური ტელეფონით.

მარტინ კუპერის ტელეფონი 2,5 ფუტს (1,1 კილოგრამს) იწონიდა. მისი კვების ელემენტი ნახევარი საათის მანძილზე ფუნქციონირებდა და შემდეგ ჯდებოდა.

ტელეფონის დატენვას კი 10 საათი სჭირდებოდა.

Jeanne Bauer walks with a DynaTAC on 6th Avenue in New York, accompanied by John Mitchell, the Motorola engineer behind the phone. 1973.
  ჟან ბაუერი და Motorola-ს ინჟინერი ჯონ მიჩელი DynaTAC-ის ტიპის მობილური ტელეფონით მე-6 ავენიუზე. ნიუ-იორკი, 1973 წელი.


XX საუკუნის ტელეფონის მოდელები ხშირად მოიხსენიება როგორც 0G (Zero Generation) მობილური ტელეფონები ანუ ნულოვანი თაობის სატელეფონო მოწყობილობები. დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ, 1G (Firs Generation) პირველი თაობის უკაბელო ფიჭური ქსელი 1979 წელს, იაპონიაში ამოქმედდა. ეს იყო სატელეფონო სტანდარტები, რომლებიც დაინერგა 1980-იან წლებში და გაგრძელდა იქამდე, ვიდრე 2G (Second Generation) ციფრული კომუნიკაციები აღმოცენდებოდა.

ფაქტობრივად, განსხვავება 1G-სა და 2G-ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შორის იყო ის, რომ 2G ქსელის გადაცემა მთლიანად ციფრული გახდა და მან საბოლოოდ ჩაანაცვლა წინა თაობის მობილური ტელეფონები.

დროსთან ერთად, 2G ქსელის მოწყობილობები სრულად ამოქმედდა GSM (The Global System of Mobile Communications) -ის სტანდარტების შესაბამისად ფინეთში, 1991 წელს.
 



   პორტატული მობილური ტელეფონების ევოლუცია წლების მიხედვით
 


1983 წელს ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,Motorola’’-მ გამოუშვა DynaTAC  800x, რომლის შექმნაც კომპანიას 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ეს იყო პირველი პორტატული მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც 4000 დოლარს შეადგენდა და იმ დროს ყველაზე კომფორტულ პორტატულ მობილურ ტელეფონად ითვლებოდა.

ტელეფონის ვიზუალიდან გამომდინარე, საზოგადოება ,,Motorola’’-ს DynaTAC-ს აგურს ეძახდა. ის მართლაც ჰგავდა აგურს. პირველად ისტორიაში, ადამიანს შეეძლო დაერეკა ერთი წერტილიდან მეორეში, ყოველგვარი მავთულისა და კაბელის გარეშე.

John Mitchell with his phone on the streets of New York. He helped develop the design for the first mobile phone. 1973.
                       ,,Motorola’’-ს ინჟინერი ჯონ მიჩელი DynaTAC-ით. 1973 წელი.

მხოლოდ მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დეველოპერებმა დაიწყეს პირველ სმარტფონზე მუშაობა.

პირველი სმარტფონი 1992 წელს IBM -მმა გამოუშვა. ეს იყო 2G თაობის პორტატული მობილური ტელეფონი, მას Simon Personal Communicator (SPC) ეწოდებოდა და 1994 წლიდან უკვე გაყიდვაშიც ჩაეშვა.
 

World's First Smartphone Simon Launched Before iPhone
       IBM-ის Simon Personal Communicator-ი. პირველი სმარტფონი, 1994 წელი

წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი ზომის ტელეფონების კოლაჟს წარსულიდან:

British actress Suzanne Danielle sharing a joke with two policemen while they examine one of the then-newly legal mobile phones in the United Kingdom. 1983.
ლონდონი, 1983 წელი. ბრიტანელი მსახიობი სიუზან დანიელი გაერთიანებული სამეფოს 2 პოლიციელთან ერთად.
A model poses with a phone at the launch of the Cellnet cellular radio system mobile phone service in London. 1985.
   მოდელი ფიჭური რადიო სისტემის მობილური ტელეფონით, 1985 წელი.
A young businessman with a brief case goes over figures on a giant old cell phone. 1990.
            ახალგაზრდა ბიზნესმენი გიგანტური ძველი მობილურით. 1990 წელი
 

 

The evolution of the mobile phones. 1990-2000.

 

მობილური ტელეფონების ევოლუცია 1990-2000 წლებში.

 

 

 

#ნახე სტეპის ბლოგის გაგრძელება #მობილურებისევოლუცია (ნაწილი 2) 

 

 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა