ინტერიერის სტილისტიკა ათწლეულების განმავლობაში მუდმივად ცვლილებებს განიცდის. დიზაინი ვითარდება, იცვლება და ხელახლა ჩნდება, სხვადასხვა წლების ტენდენციები ასახავს მსოფლიოში იმ დროისათვის განვითარებულ მოვლენებსა თუ გავრცელებულ შეხედულებებს
იცოდით თუ არა, რომ წელიწადის დროებმა, საკვებმა, კოსმოსური მოგზაურობით გატაცებამაც კი მოახდინა გავლენა ინტერიერის დიზაინის ტენდენციებზე?
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა სტილს გასული საუკუნის განმავლობაში რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, მათ შორის ომისშემდგომი ეპოქის გავლენასა და ინდუსტრიალიზაციის განვითარების გზით მასობრივი წარმოების შესაძლებლობების განვითარების როლს აღნიშნულ სფეროში.
1910-იანი წლები - არტ დეკო ინტერიერი
არტ დეკო სტილი ასახავდა იმდროინდელი საზოგადოების აღტაცებას მანქანებითა და მექანიკური მოწყობილობებით. ინტერიერის დეტალები იყო დახვეწილი და ატიპიური, ხოლო გამორჩეულ და გლამურულ სტილისტიკურ სვლებში გამოყენებული იყო მრგვალი სარკეები, გეომეტრიული ქსოვილები და უჟანგავი ფოლადის ჩარჩოებით დამზადებული ავეჯი
ამასთანავე, ყველაზე ხშირად, ავეჯი და სხვადასხვა დეკორაციული დეტალი ერთ ელემენტად აერთიანებს მრავალ მასალას. აღნიშნული სტილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უმეტესად მოდიდან გადავიდა, თუმცა არტ დეკოს მიმართ ინტერესი განახლდა 1960-იანი წლების ბოლოსა და 21-ე საუკუნეში.
1920-იანი წლები - მოძრაობა ბაუჰაუსი
ბაუჰაუსის მოძრაობა წარმოიშვა გერმანული სახელოვნებო სკოლიდან, რომელიც საბოლოოდ ტრანსფორმირდა დიზაინსა და ხელოვნების სხვა სფეროებში. ერთერთი ყველაზე ცნობილი ავეჯის დიზაინერი, რომელმაც გაიარა ბაუჰაუსის სკოლა, არის ლუდვიგ მის ვან დერ როე, რომელმაც შექმნა საკულტო ნამუშევრებს, როგორებიცაა Barcelona Chair და Barcelona Daybed.
ინტერიერის დიზაინის ეს სტილი აერთიანებს ფორმასა და ფუნქციას მინიმალისტურ დეტალებთან და განაცხადს აკეთებს თამამი და პირველადი ფერებით. 1920-იან წლებში ავეჯის უმეტესობა ხისგან იყო დამზადებული, მაგრამ ბაუჰაუზის მოძრაობის დროს დიზაინერებმა გამოიყენეს სხვა მასალები, რომლებიც იმ დროისთვის რევოლუციური იყო, რადგან ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტებს მილისებურ ფოლადზე, მინაზე, ფანერსა და პლასტმასზე.
ინტერიერის ამ ტენდენციის დროს შექმნილი ავეჯის მრავალი ნაკეთობა იყო მსუბუქი და გამორჩეულად თხელი, სუსტი და სწორი ფეხებით. დღეს ბაუჰაუსი კვლავ ცნობილია თავისი უნიკალური ესთეტიკით და მუდმივი გავლენით თანამედროვე ხელოვნებაზე.
1940-იანი წლები - მოდერნიზმი
არსებობს მოსაზრება, რომ მოდერნისტული ინტერიერის დიზაინი ეფუძნება თანამედროვე ინტერიერის სტილებს, თუმცა, ეს რეალურად ეხება 1940-იან წლებს, როდესაც საფუძველი ჩაეყარა მოდერნისტულ მოძრაობას.
ეს სახელოვნებო მიმდინარეობა შთაგონებულია მექანიზაციის ეპოქით და ახალი ტექნოლოგიებით, როდესაც დიზაინერებმა დაიწყეს ინტერიერის დიზაინთან ანალიტიკური მიდგომა, რადგან ნაკლები აქცენტი იყო დეკორაციებზე და ყურადღება გამახვილდა ფორმასა და ფუნქციაზე.
ამ პერიოდის მანტრა იყო „ნაკლები მეტია“, რაც გამოიხატებოდა წინა პერიოდის დიზაინის ტენდენციებთან და ტრენდებთან შედარებით უფრო მინიმალისტური ინტერიერის დიზაინით.
1950-იანი წლები - სკანდინავური დიზაინი
სკანდინავიური ავეჯის გამოჩენა მოდერნისტული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოევროპაშო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კრიზისის გამო ხელმისაწვდომ ავეჯზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ავეჯი იწარმოებოდა იაფფასიანი და გამძლე მასალებით. ავეჯის დიზაინერები იყენებდნენ ნეიტრალურ ფერთა პალიტრას, უპირატესობა მიენიჭა მინიმალისტურ ფორმასა და ფუნქციურ დიზაინს.
ამ პრაქტიკულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ელეგანტურობის ახალი ხედვა და უპირატესობა მიენიჭა ღია ფერებს, მარტივი ფორმებსა და გახსნილ სივრცეთდაგეგმარებას. ამ დროის განმავლობაში გავლენიანმა დიზაინერებმა შემოგვთავაზეს მარტივი და ელეგანტური ნამუშევრები, როგორიცაა Statement Chairs.
ინტერიერის დიზაინერისთვის, პროფესიული განვითარება შეუჩერებელი პროცესია. მუდმივი განვითარება, საშუალებას მოგცემს მიიღო მუდმივად მზარდი ანაზღაურება! დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!
1950-იანი წლები - შუა საუკუნის მოდერნი
ოკეანის გაღმა აშშ ქმნიდა თავის კონკურენტუნარიან თანამედროვე დიზაინის მოძრაობას, რომელსაც მოგვიანებით ხელოვნების ისტორიკოსმა კარა გრინბერგმა უწოდა "შუა საუკუნის მოდერნი". დიზაინის კონცეფცია მარტივი იყო, შეექმნათ ფუნქციური, მაგრამ მიმზიდველი ავეჯი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
აღნიშნული სტილი გამოჩნდა აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც არქიტექტორები ყურადღებას ამახვილებდნენ თანამედროვე სტილის დანერგვაზე ომისშემდგომ პერიოდის ქალაქების გარეუბნებში. შენობები შექმნილი იყო თანამედროვე და პრაქტიკული საცხოვრებელი სივრცისთვის, რადგან ეს იყო "ბეიბი ბუმერების" ეპოქა.
ამ პერიოდის ზოგიერთმა გამოჩენილმა დიზაინერმა დაიწყო მარტივი კალიფორნიული ესთეტიკის დანერგვა საკუთარ დიზაინში, მათი შემოქმედება უნდა ყოფილიყო მასობრივი და ხელმისაწვდომი აშშ-ს მთელი მოსახლეობისთვის.
მათი მასობრივი წარმოების ავეჯი იყო ფუნქციონალური და ელეგანტური, ამასთანავე იყო ხელმისაწვდომი და მარტივი დასამზადებლად, რაც გახდა მრავალი ტიპის ავეჯის დიზაინის საფუძველი. მათ გამოიყენეს მარტივი ხაზები, გეომეტრიული სილუეტები, რომელთა მრავალფუნქციურობამ და გამოყენების სიმარტივემ განაპირობა მართლაც უნიკალური ნამუშევრების შექმნა.
1960-იანი წლები - კოსმოსური ხანა
ომისშემდგომი სიდუხჭირის წლების დასასრულს გადარჩენისთვის ბრძოლისა და ომის იარების განკურნების შემდეგ, იწყება ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი. საზოგადოება ამ პერიოდისთვის უკვე მზად იყო ცვლილებისთვის. ახალი ინტეგრირებული ტექნოლოგიისა და ენთუზიაზმით სავსე დიზაინერების წყალობით, რომლებიც იყენებდნენ ინოვაციურ მასალებს, ინტერიერის დიზაინმა მომავლის ხედის ელფერი შეიძინა.
Space Age ავეჯი იყო ფუტურისტული და ორგანული დიზაინის ნაზავი. ასეთი დიზაინის ხიბლი იყო თხევადი და გლუვი ფორმები, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდა მასალების ეფექტური, ინოვაციური გამოყენების გზით. ადამიანის მთვარეზე დაშვებამ კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საზოგადოებაში გაიზარდა კოსმოსური მოგზაურობის ინერესი, რადგან ეს შესაძლებლობა უფრო ახლოს ჩანდა, ვიდრე ოდესმე.
ფინელმა დიზაინერმა ერო არნიომ აითვისა კოსმოსური ხანის ხედვა, როდესაც ის ქმნიდა თავის ფუტურისტულ და ინოვაციურ ბურთულისა და ბუშტის ფორმის სკამებს. არატრადიციული მიდგომებით შექმნილი დიზაინის გამო, მას ავეჯის მწარმოებელმა კომპანიებმა უარი უთხრეს, რადგან მისი იდეების განხორციელება შეუძლებელი ჩანდა.
1970-იანი წლები - თვითგამოხატვა
ჰიპი მოძრაობის პერიოდში ინტერიერის დიზაინმა გარე ლანდშაფტის ელემენტები შეიძინა, ნაკეთობები ბუნებრივი ელემენტებისგან იყო დამზადებული, აქ დომინირებს მუქი წითელი, მდოგვისფერი, ყვითელი და მუქი მწვანე ფერები, რადგან მიწიერი ტონები დიდ გავლენას ახდენდნენ ამ პერიოდის დიზაინზე.
ავეჯი და ინტერიერი იქმნებოდა ბუნებრივი/ეკოლოგიური მასალით და ამ პერიოდში საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური და სამრეწველო ინდუსტრიის ეფექტების გარემოზე გავლენაზე.
1980-იანი წლები - პოსტმოდერნიზმი
პოსტმოდერნიზმი - წინა ათწლეულების მოდერნისტული მიმართულების საპირისპიროდ რეაქციად ჩამოყალიბდა, პოსტმოდერნიზმმა გამოიყენა თამამი ფერები, სტილისტური სინთეზი, დიზაინის დიდი მასშტაბები და გადაჭარბებული დეკორაცია.
ამ სტილის ამაღელვებელი და მხიარული დიზაინის ტენდენცია ხანმოკლე იყო, მაგრამ განიხილებოდა, როგორც პროაქტიული მოძრაობა, რომელიც დაუპირისპირდა წინამორბედი ინტერიერის დიზაინის სტილებს. ეს იყო აჯანყება დიზაინის სფეროში, რამაც მოიცვა არატრადიციული იდეები და ხელოვნების, ექსტრავაგანტული სტილი.
1990-იანი წლები - მინიმალიზმი
1980-იანი წლების შემდეგ, ინტერიერის თამამი და გადაჭარბებული ტენდენციები, მაგივრად სიმარტივე გახდა დახვეწილის სინონიმი. ტენდენციები დამშვიდდა და დაუბრუნდა საფუძვლებს, რადგან ყურადღება გამახვილდა კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი სივრცის შექმნაზე.
1990-იან წლებში პოპულარობას იძენს ტენდენცია „Do it Yourself” (DIY) – “გააკეთე შენთვითონ“, რაც გამოწვეული იყო სატელევიზიო ეთერში ინტერიერის დიზაინისა და DIY სატელევიზიო შოუებით. ამან შთააგონა დიზაინის ენთუზიასტები და ინდივიდებს მისცა საშუალება თავად დაეწყოთ დიზაინის საფუძვლების შესწავლა.
2010-იანი წლები - ავეჯი შეკვეთით
ელექტრონული კომერციისა და ონლაინ მაღაზიების ბაზრის განვითარების ფონზე, ინდივიდუალური და ხარისხინი დიზაინი ხელმისაწვდომი გახდა პრაქტიკულად ყველასთვის. შესაძლებელი გახდა ინტერიერის დიზაინის სფეროს გაფართოება, სასურველი არჩევანით და უფრო მრავალფეროვანი სტილით.
მოხდა სხვადასხვა ინტერიერის სტილიზება წინა პერიოდის დიზაინის ტენდენციებიდან, მათ შორის ერთ-ერთია, ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი, რომელმაც ბოლო პერიოდში შეიძინა პოპულარობა და გახდა ხელმისაწვდომი.
აღნიშნული სტილი შთაგონებულია საწყობების, ქარხნებისა და მაღალჭერიანი ლოფტის ტიპის სივრცეების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების ტენდენციის ზრდით, ასეთ დიზაინში ჭარბობს ინდუსტრიული ტიპის ნედლი მასალა და გამოყენებულია „მიწიერი“ ფერების პალიტრა, სადაც შენობის თავდაპირველი ფუნქცია გარდაიქმნება სასიამოვნო და კომფორტული და საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად.
ბოლო 100 წლის განმავლობაში ინტერიერის დიზაინის სტილები შთამბეჭდავ ცვლილებებს განიცდიდა, ნოვატორი დიზაინერების, ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევებისა და რევოლუციური მასალების წყალობით, აქედან გამომდინარე 21-ე საუკუნე ნამდვილად საინტერესოა მსოფლიოსთვის დიზაინის სფეროს მომავალი პროგრესის სანახავად - დროა Step აკადემიის მთავარ გვერდზე დაბრუნდე, ჩვენს სასწავლო კურსებს გადახედო და დაეუფლო აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში