IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

KODAK - ლეგენდარული ბრენდის დღეა!

ss

04.04.2022

794 დათვალიერება

Kodak-ის შესახებ ალბათ თითოეულ ჩვენგანს სმენია. ბრენდი 134 წლის წინ ამერიკაში დაარსდა და ფოტოგრაფიის სამყაროში უმალვე ლეგენდად იქცა.

 

ფოტოგრაფია საკმაოდ ძვირიანი სფეროა და მაშინ, როდესაც ის სულ ახალი შექმნილი იყო, ეს კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ერთ-ერთ პიონერ კომპანიად, რომელმაც შეძლო და ფოტოგრაფია მოყვარულთათვის ხელმისაწვდომად აქცია, სწორედ Kodak გვევლინება. მათი თავდაზუოგავი შრომითა და ძალისხმევით ფოტოგრაფია ფართო მასებისთვბის ხელმისაწვდომი გახდა და აქედან ფოტოგრაფიის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო.

აღსანიშნია ისიც, რომ Kodak-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის Hollywood-ში კინემატოგრაფიის განვითარებაში.

თუმცა, მიუხედავად ასეთი ისტორიისა, გასულ წლებში Kodak-მა საკუთარი კაპიტალის დიდი ნაწილი დაკარგა.

ირონიულად ჟღერს, მაგრამ Kodak-მა, რომელიც ციფრული ფოტოგრაფიის ფუძემდებელია, კონკურენციას ვერ გაუძლო და ბაზარზე პოზიციები საგრძნობლად დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ Kodak-ის მომავალი ამჟამად საკმაოდ ბუნდოვანია, მათ დიდებული წარსული ჰქონდათ და გარკვეულ აპარატურაზე ტომას ედისონთან ერთადაც კი მუშაობდნენ.

                                                    კოდაკის ფირების შეკვრა, 1880 წელი

 

მე-19 საუკუნის მიწურულს Mr George Eastman-მა ახალი კომპანია, Eastman Dry Plate Company დააარსა, რომელიც ახალ გამოგონებაზე მუშაობდა. მათ სურდათ შეერთებინათ ფურცლები, რომლებიც ემულსიით იქნებოდა დაფარული და მათ გამოყენებით ფოტო პოზიტივების გადაღება იქნებოდა შესაძლებელი. ჯორჯ ისტმენმა, სხვა ფოტოექსპერტთან, ვილიამ უოლკერთან ერთად Eastman-ის ფირების შემნახველიც შექმნა.

ჯორჯ ისტმენი ფოტოგრაფიით შეპყრობილი იყო და ის მუდმივად ცდილობდა შეექმნა რაღაც ახალი ან განევითარებინა არსებული ფოტოგრაფული ტექნოლოგიები. მოგვიანებით ისტმენმა ჰანიბალ გუდვინისა და ემილი რეინაუდის გამოგონებები გააერთიანა. მათ შექმნეს გამჭვირვალე ნიტროცელულოზიანი კინემატოგრაფიული ფირები. სწორედ ისტმენმა შეძლო ამ ორი ადამიანის მიღწევის გაერთიანება და ასე შეიქმნა კომერციულად წარმატებული კინოფირი.

                                                                   კაცი უყურებს მოძრავ სურათებს ედისონის კინეტოსკოპში

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისთმენი ისეთ ცნობილ მეცნიერბთან ერთადაც მუშაობდა, როგორიც ტომას ედისონი იყო. სწორედ ედისონის დახმარებით შექმნა ისტმენმა 35მმ-იანი კინოფირი. ასევე, ედისონმა დიდი როლი ითამაშა კინეტესკოპის შექმნაშიც. კინეტოსკოპი არის გადამღები მოწყობილობა, რომლის მართვაც ერთ ადამიანს შეეძლო. მაშინ, როცა ისტმენმა მასზე მუშაობა დაასრულება, კინოინდუსტრია ჯერ კიდევ მოწყობილობის შემუშავების ადრეულ ეტაპებზე იყო.

1888 წელს ისტმენმა “Kodak” სავაჭრო ნიშანი ოფიციალურად დაარეგისტრირა. სიტყვა არაფერს ნიშნავს, მას არნაირი დატვირთვა არ ჰქონია და ისტმენი თვლიდა, რომ სახელს ღირებულება თვითონ უნდა შეეძინა. სულ მალე მისი იმედები გამართლდა, დღეს კოდაკი ყველა ადამიანმა იცის და ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ამოსაცნობი ბრენდიც გახლავთ.

აწ უკვე Kodak-ის სახელის ქვეშ ისტმენმა პირველი ფოტოკამერა გამოუშვა, რომელსაც 100 ფოტოს გადაღება შეეძლო. სწორედ ასე დაიბადა სამოყვარულო ფოტოგრაფია.
 

Kodak იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ 1897 წელს კომპანიამ ჯიბის კამერაც დააპატენტა. 1900 წელს მათ გამოუშვეს “Brownie”. მარტივი მექანიზმის მქონე მუყაოს კამერა, რომელიც 2 1/4 -ინჩის ზომის სურათს უსწრაფესად იღებდა და სწორედ Brownie-ს გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ინგლისურში სიტყვა “Snapshot”.


https://lh3.googleusercontent.com/bv4QRhF39GA-hhfl3qNvA0m2hZNzWy7maiTBcO0gtn7OK4TCEaDvNx68UcwAXFZxspSCVN5nDWU0UZcwdb_k_2HJxZWW13P8pefqPI-WhmX0HQO2WCKbbjG71Bo3BVxyPr691jw

                   ჯორჯ ისტმენი და ტომას ედისონი, ნიუ-იორკი 1928 წელი

 

Kodak თავის კომერციულ წარმატებას სწორად იყენებდა და კვლევებსა და განვითარებას არ წყვეტდა. 1935 წელს კომპანიამ ფერადი Kodachrome ფირი გამოუშვა, რომელმაც პოპულარობა უსწრაფესად მოიპოვა. ფირები ყველა ზომის აპარატებისთვის იყო ხელმისაწვდსომი, რაც მას მომხმარებლისთვის მეტად მიმზიდველს ხდიდა და ასევე, ჰოლივუდის კინოსტუდიებს საშუალებას აძლევდა თამამად გამოეყენებინათ ის გადასაღებად.

 


https://lh6.googleusercontent.com/GZ366epns5G2PK3EOF0PHpTpMbqwpcDukr9G_KA33PGeqvlvSxx7s0NkwTZ4OfYdR-X9OmgNDzNmiD5Iyfe4BFaDjsLmYcb5kTardsxlpnegZ8lIN0tXB3Guw5ylcHVjTWhzMk8

   Kodachrome ფერადი ფირი, 1935 წელი

Kodachrome-ის ფირების გამოშვება სამწუხაროდ 2009 წელს შეწყდა. თუ კი ასეთ ფირს ახლა სადმე გადააწყდებით, მისი ფასი გაცილებით დიდი იქნება. Kodachrome-ის ფირებს იყენებდნენ ისეთი ცნობილი ფოტოგრაფერი, როგორებიც არიან William Eggleston and Steve McCurry.  

    

                                        ( 1974, William Eggleston)

                                        (2009, Steve McCurry)

 

 

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ 1969 წელს, Apollo 11-ის ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე Kodak-ის მიერ შექმნილ კამერას იყენებდნენ. დედამიწის პირველი ფოტო კოსმოსიდან Lunar Orbiter-მა გადაიღო, რომელიც Kodak-ის ტექნიკით იყო აღჭურვილი.


https://lh3.googleusercontent.com/zYM6c3OSfY2h71rbNo33O0hEYeTBVWsLUYLC9y88GuqiUzSeEC-VZj8IB8j5dD3eaxenQ5l9I1SsSlnK718x-xPY2Hd0jGDp8xDXpLErLT2_p02JrIX82Z_ozx2OwXs5R6DocbA

                       Lunar Orbiter-ის მიერ გადაღებული დედამიწა, 1966 წელი

 

6 წლის შემდეგ, ანუ 1975 წელს, ინჟინერმა Steve Sassen-მა, რომელიც კოდაკის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა, შექმნა პირველი ციფრული კამერა, რომელიც 3.6 კილოს იწონიდა. კამერას 0.01 მეგაპიქსელიანი სენსორი ჰქონდა და ფოტოს გადაღებას 23 წამს ანდომებდა.


https://lh3.googleusercontent.com/JoYNmYwrj1ectyV38mc-IoVhYfuWe89PuxMO-g-V1N2HNLxWBU_PaWRGoKxiXsBL6K3RLNLelCkLtMhSqp7ZS6HemX692k2cpuOp2rxMEaq1AlUywZiuncH7DJ5ycPI23Bsw-U4

                      Steve Sassen ხელში პირველი ციფრული კამერით, 1975 წელი

 

1986-ში კოდაკმა პირველი მეგაპიქსელიანი სენსორი შექმნა, ხოლო 1991 წელს Kodak-მა შეძლო და მსოფლიოს პირველი DSLR კამერა წარუდგინა, რომელიც მოდიფიცირებული Nikon F3-ის ბაზაზე აიგო და 1.3 მეგაპიქსელიანი CCD სენსორი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული კამერის შექმნა სრულად Kodak-ის დამსახურებაა, კომპანია ამ კუთხით განვითარებაზე აღარ ფოკუსირებულა. შესაბამისად, კონკურენტებმა, Nikon-მა და Canon-მა ის უკან სწრაფად მოიტოვეს. ჯერ კიდევ 2005 წელს Kodak ამერიკაში ციფრული კამერების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო, 2007 წელს მათ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო 2010 წელს კი კომპანია უკვე მეშვიდე ადგილს იკავებდა.

ციფრული ფოტოგრაფიისა და კონკურენტების ზრდასთან ერთად გაიზარდა Kodak-ის ფინანსური დანაკარგებიც. 74 წლიანი ისტორიის მიუხედავად, 2009 წელს კოდაკმა 35მმ-იანი ფირების წარმოება შეწყვიტა. ამის შემდეგ Kodak-მა საკუთარი აქტივების დიდი ნაწილი გაყიდა.

მიუხედავად დრამატული დასასრულისა, ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ Kodak იყო პირველი კომპანია, რომელმაც გზა გაუხსნა ადამიანებს გამხდარიყვნენ ფოტოგრაფები, ამასთანავე, კოდაკმა შექმნა პირველი ფერადი ფირი და პირველი ციფრული კამერა. ეს ყველაფერი კი ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით ჩაიწერება, Kodak-ის სახელი კი სამარადჟამოდ დარჩება ფოტოგრაფთა და ფოტოგრაფიის მოყვარულთა გულებში.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა