IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

Microsoft გეგმავს Windows 11 ფართოდ გავრცელებას

22.11.2021

677 დათვალიერება

Microsoft იწყებს Windows 11 გავრცელებას უფრო ფართო მასებზე და მათ პერსონალურ კომპიუტერებზე, ახორციელებს რა უფასო განახლებას უკვე არსებულ და შესაბამისი უფლების მქონე მოწყობილობებზე

 

  • „Windows 11-ის ხელმისაწვდომობა გაიზარდა ახალი თაობის მარკეტინგული მიდგომით (ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით), გვსურს შევთავაზოთ განახლება შესაბამისი უფლების მქონე მოწყობილობების გაფართოებულ ნაკრებს“
  • „ჩვენ გავაგრძელებთ მანქანური სწავლების მოდელის მომზადებას ეტაპობრივი გავრცელების ფაზაზე, რათა მოვახდინოთ გამართული განახლების უზრუნველყოფა" - ამბობს Microsoft

 

თუ ელოდით Windows 11-ის განახლების გამოჩენას Windows Update-ში, შესაძლოა ამ კვირაში იხილოთ ეს შეხსენება. შემთხვევითად, საქართველოში 2 კვირის წინ შემოგვთავაზეს განახლება სხვადასხვა მოწყობილობებზე, მათ შორის პერსონალიზირებულ სათამაშო კომპიუტერზე.

 

Microsoft არ გთავაზობთ იმ მოწყობილობების ჩამონათვალს, რომლებზეც ახლა Windows 11-ის განახლება შეთავაზებულია, მაგრამ თქვენ შეძლებთ განახლების მიღებას Windows Update-ის მეშვეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპიუტერი აკმაყოფილებს მინიმალურ სისტემურ მოთხოვნებს. თუ ჯერ კიდევ ვერ ხედავთ შეხსენებას და გსურთ გამოტოვოთ მომლოდინეთა რიგი,  Microsoft გთავაზობთ ადრეული განახლების მარტივ გზას.

 

ასევე არსებობს Windows 11-ის ინსტალაციის გზები მხარდაუჭერელ ცენტრალურ პროცესორებზეც. Microsoft არ უწევს ამას რეკომენდაციას და შესაძლოა მომავალში არც მიიღოთ უსაფრთხოების განახლებები, მაგრამ გამოსავალი ძალიან მარტივია  Windows-ის ხელახლა ინსტალაციის გარეშე.

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Windows 11 ფართოდ გავრცელება დადებითად აისახა კომპანიაზე, ხელმისაწვდომი განახლების შემდეგ, პარასკევს Microsoft-მა კონკურენტ Apple-ს საბაზრო ღირებულებით გადაასწრო, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, რომლის აქციების შეძენაც საჯაროდ შეიძლება. Apple-ის მოლოდინები მიმდინარე კვარტლის შემოსავლის შესახებ არ გამართლდა.

 

ბირჟების დახურვის მომენტში Microsoft-ის საბაზრო ღირებულება $2.49 ტრილიონს შეადგენდა, ხოლო Apple-ის 2.46 ტრილიონ დოლარს.

 

Apple-მა ხუთშაბათს აღნიშნა, რომ უოლ სტრიტის მოლოდინები წლის მეოთხე ფისკალურ კვარტალში არ გამართლდა, რაც მეტწილად მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნამ გამოიწვია. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, CNBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ შემოსავალი მოსალოდნელზე 6 მილიარდით ნაკლები აღმოჩნდა და კიდევ უარეს შედეგს დეკემბერში ელიან რადგან ნახევარგამტარების გლობალურ დეფიციტს ჯერ არაფერი შველის.

 

  • Microsoft-მა თავის თავს აჯობა და ამ ფისკალურ კვარტალში გასულ წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა აჩვენა. ასეთი ზომის ზრდა ტექნოლოგიურ გიგანტს 2018 წლის შემდეგ არ ჰქონია.
  • ბირჟების დახურვისას დაფიქსირებული შედეგით Microsoft-ს გასულ წელთან შედარებით 48%-იანი ზრდა აქვს, Apple-ს კი 13%-იანი

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა