IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

10 იდეა თქვენი მისაღები ოთახის დიზაინის მოსაწყობად

1000

დიზაინი

31.10.2023

2460 დათვალიერება

ოთახის დეკორაცია თქვენთვის შესაძლოა ძალიან სახალისო და გასართობ პროექტად ან ნამდვილ კოშმარადაც კი იქცეს, რადგან თითოეული ბლოგერი, არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და მოყვარული სოციალურ ქსელში  გაიძახის „თანამედროვეს“, „თანამედროვეს“ და „თანამედროვეს!“. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ „თანამედროვე“ ძალიან ფართო მცნებაა, რომელიც უამრავ რამეს მოიცავს, რაც არ გზღუდავთ არც თქვენ და არც თქვენს გრძნობებს. რათქმაუნდა, არსებობს ინტერიერის დიზაინის ამ სტილის ოფიციალური განმარტება, მაგრამ ჩვენთვის ის უფრო მარტივი გასაგებია რა არ არის, ვიდრე ის რაც არის. 

თანამედროვე დიზაინი არ მიჰყვება კონკრეტულ შაბლონს - იგი გადმოსცემს ხელოვნების მოძრაობას, რომელიც შესაბამის პერიოდში დომინირებს. დღევანდელი მოდერნისტული დეკორი მოიცავს ბევრ მოძრაობას - მინიმალიზმს, ბოჰემიურს, ეკლეკტიციზმს, რუსტიკულს, მილენიალურსა და ა.შ.
საერთო ნიშანი, რომელსაც თანამედროვე დეკორში ვხვდებით, მდგომარეობს იმაში, რომ იგი მიუთითებს მომავალზე. ამ სტატიაში მოცემულია საცხოვრებელი ოთახის ზოგიერთი იდეა. 

 

    1. შეინარჩუნეთ მინიმალიზმი

რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის “ძირითადი ელემენტები” მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია.

თანამედროვე მინიმალიზმი, როგორც წესი, წარმოადგენს სუფთა ხაზებსა და ერთგვაროვან ფერთა სქემას. მისაღები ოთახის კედლების ფერი, ავეჯი, ნახატები და განათება ქმნის ამ სუფთა ხაზებს. 

მინიმალისტური მისაღები ოთახის ცენტრალური თემა, რომელიც არ უნდა იყოს მოსაწყენი, წარმოადგენს ინტერიერის აქცენტს. ეს შეიძლება იყოს დივანი, ხელოვნების ნიმუში ან სულაც სკულტურული დეკორი, რომელიც ოთახში სხვა მინიმალისტური დეტალებითაა შევსებული. ამ სტილის ინტერიერის დიზაინში არ ერიდებიან თავისუფალი სივრცეების გამოყოფას, რაც ოთახს ხდის უფრო მიმზიდველსა და თამამს. 

 

    2. თანამედროვე ბოჰემური დეკორი

ბოჰემური თემატიკის დეკორის განსაკუთრებულად კარგი თვისებაა, რომ შეგიძლია გამოიყენო იმდენი ფერი, რამდენსაც მოისურვებ. ბოჰემური სტილი იყენებს სხვადასხვა ტექსტურებს - უფრო მეტად ეთნიკურ ქსოვილებს. და მთავარია, რომ შექმნილი ატმოსფერო დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლეოდეს. დივანი და სავარძლები, მარტივი ფორმის ავეჯი და ტექსტილი უპირველესად მფლობელის გემოვნებას უნდა ერგებოდეს და მის ფანტაზიას რეალობაში გამოსცემდეს.

დამატებითი სივრცის შესაქმნელად დიზაინერმა ოთახის ცენტრში ზოლიანი მაგიდაც განათავსა. იყავით თამამი ნახატებსა და ხელოვნებასთან მიმართებაში, რადგანაც ბოჰემა ამის უფლებას გაძლევთ, რომ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ორი–სამი ფერით. ეს თანამედროვე მისაღები ოთახი არის თქვენთვის, თუ გიყვართ ფერების, ორნამენტებისა, ტექსტურების გამოყენება. 

 

    3. შუა საუკუნის მოდერნიზმი ეკლექტიკური შეგრძნებით

ეს სტილი განვითარდა 50-იანი წლების ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების განახლების საჭიროებასთან ერთად. მეტალისა და ხის მოძრაობამ, სწორედ მაშინ დაიწყო სწრაფი ტემპით გავრცელება, როდესაც ძველ და მოსაწყენ ოთახებს მეტი სიმდიდრის ელემენტები შესძინა. დააკვირდით დივნებს, რომლებსაც ფართო სავარძლები და განიერი მისაყუდებელი აქვთ. დაამატეთ ასევე პუფებიც, რადგან მათ თანამედროვეებაში უზარმაზარი დაბრუნება აქვთ. 

    4. რუსტიკული საცხოვრებელი ოთახები თქვენი ეკო-მეგობრული სულისთვის. 

რუსტიკული მისაღები ოთახები  ხშირად გამოიყენება ქალაქგარეთ სახლების მოსაწყობად. მაგალითისთვის რუსტიკი აგარაკის ინტერიერში პირველ რიგში ერთგვარი ლაკონიურობით გამოირჩევა, კერძოდ აქცენტს კომფორტსა და სიმყუდროვეზე აკეთებს. 
ასევე ქმნიან ეკო-მეგობრულ გარემოს, საოცრად ლამაზს, რომელიც გაძლევს საშუალებას გადაამუშავო ოჯახის ძველი საყვარელი ნივთები. მსგავი ინტერიერის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ხის აქცენტები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რბილი ავეჯი და მყუდრო ტექსტილები. შემდეგ კი შეურიეთ იგი რამდენიმე თანამედროვე დეტალთან და მიიღებთ სასიამოვნო რუსტიკულ ოთახს მოდერნიზმის ნიშნებით. 

     5. ტროპიკული თემა მკვეთრი ფერებისთვის

თანამედროვე დროში მილენიალიზმა მოახერხა და შემოაღწია ინტერეირის დიზაინშიც. ადამიანები ნებისმიერი თაობიდან მიდრეკილი არიან ტროპიკული თემატიკისკენ. ამ სტილში ბევრი რამის გაკეთება არ არის შესაძლებელი, რადგან გამოირჩევა ერთფეროვნებით, სწორედ ამიტომ უნდა აირჩიო ერთი ტონის ავეჯი და ხალიჩები (უმჯობესია ატმისფერსა და კრემისფერში). 

შეარჩიეთ რბილი ხალიჩები, რომლებიც მიუთითებენ მათ ძვირადღირებულობაზე და მოაქციეთ ფოთლები ჩარჩოებში. თუ გსურთ, რომ იყოთ უფრო თამამი, გამოყავით კედელი, სადაც ეს ჩარჩოები იქნება განთავსებული. მეტი დრამატულობისთვის აირჩიეთ ნეონის ელემტები.

 

თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე- დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

     6. გარდამავალი დიზაინი კონსერვატიული ადამიანებისთვის

დიზაინერებმა და ბლოგერებმა შეიძლება ბევრი ილაპარაკონ თანამედროვე დიზაინზე, მაგრამ თუ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, მისი თქვენს სახლში შეტანას აზრი არ აქვს. კლასიკური, ნატურალურ ფერთა პალიტრა, რამდენიმე თანამედროვე ავეჯის დეტალთან ერთად, მოგცემს სწორედ ამ გარდამავალი დიზაინის იერს, რომელიც მაინც მოახდენს შთაბეჭდილებას.

მკვეთრი ფერების დამატება და მათზე აქცენტის გაკეთება ოთახს მისცემს უფრო მეტ თანამედროვეობას, მასში დიდი ცვლილებების განხორციელების გარეშე.

 

     7. თქვენი სტილის თანამედროვე დიზაინთან შერევა

ხანდახან ინტერიერის დიზაინი უკვე შერჩეულია. მაგალითად, ამ სივრცეს აქვს გამოკვეთილი ინდუსტრიული დიზაინის ნიშნები, მაგრამ მაინც არის შესალებელი მოდერნიზმის გავლენის შემჩნევა. მოკრძალებული, შუასაუკუნოვანი სტილის ავეჯის შერჩევით შეგიძლია შექმნა სტუმართმოყვარე ატმოსფერო თანამედროვე ესთეტიკით.

 

განათების ჩანაცვლება თანამედროვე ქანდაკებით, როგორიც ეს ჭაღია, კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ თანამედროვე ესთეტიკა არსებულ სტილში. 

რათქმაუნდა, როდესაც ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ ორივე სტილს აქვს საერთო ნიშნები, როგორიცაა ფერები, პატერნები, მეტალის დეტალები. სხვა მხრივ, დიზაინი შეიძლება დაემსგავსოს ქაოსს, სადაც არც მოდერნიზმი იგრძნობა და არც ინდუსტრიალიზმი (ამ შემთხვევის მიხედვით). 

 

     8. დრამატულად ქაოტური, თანამედროვე მისაღები ოთახი
თუ აპირებ, რომ გარისკო და შექმნა დრამატული თანამედროვე მისაღები ოთახი, მაშინ ეს მონოქრომული დიზაინი შესაძლოა შენი შთაგონების წყარო გახდეს. გეომეტრიული შპალერით ეს კედლები ქმნიან დრამატულ განცხადებას და ოთახს ხდის გამორჩეულს. აღარ არის კედელზე რაიმე დეკორის დამატების საჭიროება, თუმცა ამ შემთხვევაში ვარდისფერი კვარცის აქსესუარი ყოფს კედელს და ქმნის გამიზნულ საორიენტაციო წერტილს. მეტალის აქცენტები ოთახს სძენენ თანამედროვეობის შეგრძნებას, ხოლო ხავერდოვანი დივანი - სრულყოფილებას.

     9. მშვიდობა და სიწყნარე თანამედროვე დიზაინში
თანამედროვე მისაღებ ოთახს არ სჭირდება თამამი განცხადებები და სააქცენტო ელემენტები. მაგალითად ავიღოთ ეს სივრცე. მისი მონოქრომული თეთრისა და ნაცრისფრის სქემა ქმნის სიმშვიდისა და  უშფოთველობსი შეგრძნებას. მთავარია დაამატოთ ტექსტურის აქცენტები და ნატურალური ელემენტები, როგორიცაა ხეები, მცენარეები და მეტალები, რაც ოთახს უფრო საინტერესოს გახდის. 

რათქმაუნდა, თანამედროვე ელემენტები დიზაინში ამატებs სუფთა და მკვეთრ ხაზებს, ხავერდოვან დივნებს, დეკორატიულ ნივთებს და ა.შ. შეამჩნევთ, რომ დიდი ან ძალიან დიდი ყავის მაგიდები კარგი საშუალებაა ოთახისთვის სივრცის მომატებისთვის. 

 

      10. თანამედროვე ზღვისპირა ინსპირაცია
„სანაპირო“ დიზაინი ხშირად ტრადიციული ან კლასიკურია, მაგრამ იგი ასევე შესაძლებელია იყოს თანამედროვეც. მაგალითად, ეს საცხორებელი ოთახი მოიცავს რბილ, ლურჯ ტონებს, რომლებიც ქმნიან ოკეანის ილუზიას მისი პირდაპირი ხსენების გარეშე. ხალიჩა იმეორებს ქვის შეფერილობას, როდესაც იგი წყალში ვარდება და ასევე სხვა ელემენტებიც დაკავშირებულია ზღვისპირის შეგრძნებებთან. მოკრძალებული ავეჯი, ნატურალი ხის აქცენტები და სუფთა ხაზები ავეჯში ქმნის თანამედროვეობის შეგრძნებას. 

დეკორი და დიზაინი გახდა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე წლების წინ იყო. მაგალითების ნახვა მარტივადაა სეშაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ინსპირაციას ამ იდეებიდანაც მიიღებთ. 

 

ინტერიერის დიზაინი ახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, თუ გიყვართ სახლის მოწყობა, გჯერათ თქვენი კრეატიული შესაძლებლობის, მაშინ დროა შეუდგეთ მოგზაურობას ინტერიერის დიზაინი სამყაროში. აღმოაჩინეთ თქვენი კრეატიულობა, დატოვეთ კვალი და გახდით მსოფლიოს ინსპირაცია თქვენი არტისტული ხედვით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

შენ ქმნი სისტემას - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

დღეს კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, ის ნებისმიერი ციფრული სისტემის ფუნდამენტური საყრდენია. სტატია დეტალურად აღწერს, თუ როგორ იქმნება მრავალშრიანი თავდაცვის მექანიზმები ნულოვანი ნდობის (Zero Trust) პრინციპითა და მონაცემთა კრიპტოგრაფიული იზოლაციით. გაიგე, როგორ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიები და პროაქტიული მონიტორინგი მომხმარებლებისა და ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას გარე შეტევებისგან.

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში კიბერუსაფრთხოება აღარ განიხილება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დამატებითი კომპონენტი. ის წარმოადგენს სისტემის ფუნდამენტურ „დნმ“-ს, რომელიც არქიტექტურის დაგეგმვის საწყის ეტაპზევე უნდა განისაზღვროს. სისტემური დაცვის ძირითადი პრინციპი Defense in Depth (სიღრმისეული დაცვაა), რაც გულისხმობს მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამ სტ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Product Owner

იყო Product Owner არ ნიშნავს მხოლოდ დავალებების მართვას, ეს არის სისტემის შექმნის ხელოვნება, სადაც მთავარი ამოცანა მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ბიზნეს-ღირებულების გენერირებაა. სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განსაზღვრო პროდუქტის ხედვა, ჩამოაყალიბო პრიორიტეტების ეფექტური სტრატეგია და გაუძღვე გუნდს საერთო მიზნისკენ. გაიგეთ, როგორ აქციო ქაოსი მოწესრიგებულ და მომგებიან სისტემად.

იყო Product Owner (PO), არ ნიშნავს მხოლოდ Backlog-ის მართვას ან დეველოპერებისთვის დავალებების ჩამოწერას. ეს არის როლი, სადაც შენ ხდები პროდუქტის ხედვის მცველი და მთავარი ხიდი ბიზნესის ინტერესებსა და ტექნიკურ რეალობას შორის. შენ ქმნი სისტემას, რომელიც მომხმარებლის კონკრეტულ პრობლემას ჭრის და ბიზნესს რეალურ შედეგს აძლევს. მიზნის განსაზღვრა: "რატომ?" ყოველი წარმატებული პროდუქტი იწყება ფუ

ШАГ логотип

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია მოახდინოს რეალური გავლენა გარემომცველ საზოგადოებაზე.

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა