IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

MIT-ის მეცნიერები გვთავაზობენ ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ნახშრიბადის შენახვა იქნება შესაძლებელი

..

ტექნოლოგიები

20.03.2022

691 ხედი

დედამიწის კლიმატი სწრაფად იცვლება და ეს ყოველდღიურად უფრო ცხადი ხდება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად სამეცნიერო წრეებში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ნახშირბადის დაჭერასა და მის შენახვაზე, თუმცა აქამდე ყველა მსგავსი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით და არ გვაქვს სათანადო ტექნოლოგიები, რათა ატმოსფეროში გამოთავისფულებული ნახშირბადის შეგროვება შევძლოთ.

მსგავსი მცდელობა უდიდეს ნავთობმაგნატებსაც ჰქონდათ. Shell-ის ქარხარანა, რომელსაც Quest ჰქვია, სპეციალურად ქვიშიდან ნავთობის ამოღებისას სასათბურე აირების დაჭერასა და შენახვაზე იყო ორიენტირებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნახშირბადის შეკავებისა და შენახვის პროცესი სწორად არ მიმდინარეობდა. Quest-ის მიერ ბუნებაში გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობა მათ მიერ შეგროვებულზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ნახშირბადის მოპოვება და შეგროვება, რათა ის უკონტროლოდ არ გაიბნეს ატმოსფეროში, საკმაოდ ძნელია.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ MIT-ის მეცნიერებიც. მათ ჩვენთვის ახალი შემოთავაზება აქვთ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ახალი სტატია გამოსცა, სადაც აღწერილია თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პროცესის მართვა ეფექტურად.

MIT-იმ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ დედამიწაზე სტაბილური ტემპერატურა, ახალი იდეები გაგვანდო.

"თუ ჩვენ გვსურს, რომ ტემპერატურის 1.5-დან 2 გრადუსამდე ზრდა არ მოხდეს, 2050 წლისთვის სრულად ნახშირბად ნეიტრალურები უნდა ვიყოთ, შემდეგ კი ნასირბადის ატმოსფეროდან გამოდევნაც კი უნდა შევძლოთ და სასათბურე აირების გავრცელების დონე უნდა დავწიოთ" — ვკითხულობთ  გეოლოგ Matěj Peč-ისა და MIT-ის დედამიწის დეპარტამენტის ასისტენტის, Victor P. Starr-ის განცხადებაში.

Peč-მა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც  Advanced Carbon Mineralization Initiative-ის ფარგლებში წარსდგება მეცნიერთა წინაშე. მატეი პეკს სურს, რომ გეოლოგები, ქიმიკოსები და ბიოლოგები ერთად შეიკრან და შეიმუშაონ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მიწაში მყოფ ნახშირბადს ქვად გადააქცევენ, რაც თავისმხრივ საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ის მაშინ, როცა დაგვჭირდება და ამას ნებისმიერი სახის გეოლოგიური პირობების შემთხვევაში შევძლებთ.

მატეი პეკის თქმით, მას სურს, რომ ამ მეთოდოლოგიის გამოსაცდელად კონკრეტული ადგილების შერჩევა მალევე დაიწყოს.

"ეს არის ის, რასაც გეოლოგია გვთავაზობს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი ადგილები, სადაც ნახშირბადის შენახვას უსაფრთხოდ და სამუდამოდ შევძლებთ" — ამბობს მატეი პეკი



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა