IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მოამზადეთ თქვენი პროფილები სოციალურ ქსელში სამსახურის საძიებლად

1000

მოტივაცია

24.02.2024

269 დათვალიერება

არსებობს ორი ძირითადი სოციალური ქსელი, რომლებსაც მენეჯერები გასაუბრებამდე ან სამუშაოზე აყვანამდე აუცილებლად შეამოწმებენ, ესენია - Facebook და LinkedIn. დასაქმებისთვის გირჩევთ ორივე გამოიყენოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ თუ რას აქვეყნებთ ამ პლატფორმებზე და როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით Linkedin-ზე. Career Builder-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დამსაქმებელთა 70% ამოწმებს კანდიდატების სოციალური მედიის პლატფორმებს. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 57% -მა იპოვა ისეთი კონტენტი, რომელმაც აიძულა უარი ეთქვათ კანდიდატისთვის, თუმცა არ იფიქროთ, რომ დამსაქმებლები თქვენს გამოჭერას ცდილობენ. ამავე გამოკითხვაში მონაწილე დამსაქმებლების 58%-მა განაცხადა, რომ პირველ რიგში კვალიფიკაციის დამადასტურებელ ინფორმაციას ეძებენ. 

 

ჩვენ გაგიზიარებთ 10 ნაბიჯს თქვენი LinkedIn პროფილის გასაუმჯობესებლად

 LinkedIn არის სოციალური ქსელი პროფესიონალებისთვის. ეს არის ადგილი სადაც თქვენი უნარების, გამოცდილების დემონსტრირება,  სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ. ასევე, აქ საშუალება გაქვთ დაამყაროთ კონტაქტები  სხვა პროფესიონალებთან  და ასევე, რა თქმა უნდა თქვენი ოცნების კომპანიებთან. 

ზოგადად  LinkedIn საუკეთესო პლატფორმაა სამუშაოს მოსაძებნად და უმეტეს პროფესიებსა და ინდუსტრიებში გამოიყენება. ეს პლატფორმა შესანიშნავი ადგილია იმისისთვის რომ წარმოაჩინოთ თქვენი თავი, როგორც ბრენდი, მოუყვეთ სხვებს  თქვენს პროფესიაზე უნარებზე და ინტერესებზე იმისთვის, რომ პოტენციურმა დამსაქმებლებმა შეძლონ თქვენზე ამ ინფორმაციის  ცოდნა - არასდროს იცი ვინ შეიძლება გადააწყდეს თქვენს პროფილს. 

 

1. განაახლეთ სათაური

გამოიყენეთ ეფექტური სათაური, რომელიც მიიპყრობს თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღებას. ჩართეთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სამუშაო სექტორთან, სამუშაოს სახელთან, მდებარეობასთან და თქვენს ინტერესებთან. 

მიიპყარით ყურადღება ძლიერი/მიმზიდველი სათაურით, მაგალითად დაწერეთ - „მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი ევროპული ენების კომპანიებში| კრეატიული კონტენტის შექმნა ევროპელი სამუშაოს მაძიებლებისთვის“ და არა „მარკეტინგის ასისტენტი“. გამოიყენეთ თქვენი 120 სიმბოლოდან მაქსიმალურად ყველა! 

2. დაწერეთ რეზიუმე

ისევე, როგორც სათაურმა, თქვენმა შეჯამებამაც უნდა მიიპყროს სამიზნე აუდიტორიის ყურადღება. უნდა გამოიყენოთ ძლიერი საკვანძო სიტყვები, რათა გაზარდოთ თქვენი აღმოჩენის შანსები. დაწერეთ თქვენს შესახებ საინტერესო პირადი განცხადება, რათა დაარწმუნოთ პოტენციური დამსაქმებლები  დაგიკავშირდნენ.

აღნიშნეთ: რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ ამას, რა გაინტერესებთ და რას ეძებთ.

 

 3. პროფესიონალური იმიჯი და ფოტო

გამოიყენეთ პროფესიონალური ფოტო LinkedIn-ის პროფილისთვის, რომელზეც მხოლოდ თქვენ იქნებით გამოსახული. მოერიდეთ პირად ფოტოებს სმის ან ჭამის დროს  და რა თქმა უნდა ჯგუფურ კადრებს. პროფილის ფოტოს შეუძლია აჩვენოს თქვენი სამუშაო სექტორი. ჩვეულებრივ, ადამიანები იყენებენ ოფისში ან საწერ მაგიდასთან გადაღებულ ფოტოებს - ეს პროფესიონალურად გამოიყურება. 

 

4. დაამატეთ სამუშაო გამოცდილება

მიუთითეთ თქვენი ამჟამინდელი და წარსული სამუშაო პოზიციები. გამოიყენეთ პუნქტები თქვენი ყოველდღიური ამოცანების გამოსახატავად და გახსოვდეთ, რომ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვები! ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის წარმოჩენა, დაამატეთ სერტიფიკატები და მიღწევები. 

 

5. ქსელი

 დაიწყეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც იცნობთ LinkedIn-ზე. ეს შეიძლება იყვნენ ადამიანები თქვენი სკოლიდან ან კოლეგები წინა სამსახურიდან, მეგობრები, ახლობლები და ადგილობრივი დამსაქმებლები. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კავშირები თქვენი სფეროს შესაბამისად და დაიწყეთ ურთიერთობა სხვა პროფესიონალებთან და დამსაქმებლებთან! მაქსიმალურად ისარგებლეთ ამ პლატფორმის  კომუნიკაციის შესაძლებლობით.

 

6. უნარები და სერთიფიკატები

აღწერეთ პროფილზე რაც შეიძლება მეტი სამუშაო გამოცდილება. იფიქრეთ თქვენს სფეროსთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებზე, მაგალითად - მარკეტინგი, SEO, Google Analytics, კონტენტის წერა, სოციალური მედიის განვითარება და ა.შ. ყოველთვის სასიამოვნოა ნაცნობების მხარდაჭერა მათი უნარების გამო. ახლა მათი დროა დაგეხმარონ პროფილის გაძლიერებაში და  მხარი დაგიჭირონ.

 

7. გააზიარეთ შესაბამისი კონტენტი

 ახლა, როცა თქვენი პროფილი თითქმის შევსებულია, დროა დაამატოთ კონტენტი! მისი შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ინდუსტრიას. მაგალითად, მომხმარებელმა, რომლის სათაურშიც გრაფიკული დიზაინის შესახებ არის აღნიშვნა გაკეთებული, რელევანტური იქნება გააზიაროს დიზაინთან დაკავშირებული სტატიები, ვიდეოები და ა.შ. ამ ტიპის შინაარსის გაზიარება აჩვენებს, რომ გაქვთ ნამდვილი ინტერესი თქვენი სფეროს მიმართ, რაც დაგეხმარებათ ძლიერი პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბებაში და შენარჩუნებაში. 

 

 8. რეკომენდაციები

რამდენიმე ნაცნობთან დაკავშირების შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ რეკომენდაციების მოთხოვნა (ჩვენ გირჩევთ, ჯერ ხალხს ჰკითხოთ). იყავით თავაზიანი და თავადაც გაეცით რეკომენდაციები. კარგია, თუ გაქვთ მინიმუმ რამდენიმე რეკომენდაცია თქვენს პროფილზე, რათა აჩვენოთ სხვებს, რომ თქვენ გირჩევენ როგორც პროფესიონალს. 

 

9. გამოიწერეთ თქვენსი საოცნებო კომპანიები

გამოიყენეთ LinkedIn საოცნებო კომპანიების მოსაძებნად, მიჰყევით მათ, შეეცადეთ ჩაერთოთ მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში. იყავით საქმის კურსში კომპანიის განახლებების და სიახლეებთან დაკავშირებით. არასოდეს გამოტოვოთ მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა!

 

10. სამუშაო ადგილების ძიება

LinkedIn შესანიშნავი ადგილია სამუშაოს მოსაძებნად. სამუშაო დაფის ფუნქცია ძალიან მარტივი გამოსაყენებელია რომელიც  შეგიძლიათ გაფილტროთ მდებარეობის, სექტორის, სამუშაოს ტიპისა და სხვა კრიტერიუმის მიხედვით. დღესდღეობით, კომპანიების უმეტესობას აქვს Linkedin-ის პროფილი სადაც აქვეყნებს თავის პოზიციებს, ამიტომ ნამდვილად ღირს იქ შეჭყეტა.

დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი განახლებულია და სრულყოფილად გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ფუნქცია.

 

ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია! შეისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე უახლეს პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

როგორ გავხადოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი უფრო მიმზიდველი დამსაქმებლისთვის

წინა წლებში ფეისბუქი არ ითვლებოდა „პროფესიულ სოციალურ ქსელად“ და დამსაქმებლები ამ პლატფორმას მხოლოდ კანდიდატების „გადასამოწმებლად“ იყენებდნენ, ნახულობდნენ თუ რამდენად შეესაბამებოდა კანდიდატი „კულტურული თვალსაზრისით“ კომპანიას და რომ დარწმუნებულიყვნენ მათ ზოგად პროფესიონალიზმში.

თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, Facebook გახდა ბევრად უფრო პროფესიონალური ქსელი მას შემდეგ, რაც ფუნქცია -„ სამუშაო" დაემატა. ეს ფუნქცია მოსახერხებელი აღმოჩნდა კომპანიებისთვის,  რაც მათ საშუალებას აძლევს, უფასოდ გამოაცხადონ  ვაკანსიები თავიანთი ყველაზე დიდი გულშემატკივრებისთვის!

ეს კიდევ ერთი მიზეზეია პროფილის მოსაწესრიგებლად და თქვენი ოცნების დამსაქმებლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად.

 

1. წესრიგში მოყვანა 

უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ თქვენი ფოტოები, ვიდეოები, პოსტები - შესაძლოა ზოგიერთი მათგანის წაშლა მოგიწიოთ.

 

2. შეამოწმეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები

 რა თქმა უნდა, შეიძლება დაგჭირდეთ პროფილზე გარკვეული პერსონალური მონაცემების - ფოტოები დღესასწაულებიდან, წვეულებებიდან და ა.შ შენახვა, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი ალბათ თქვენი პროფილის დახურვაა, რათა თავიდან აიცილოთ ვინმეს მიერ ისეთი რამის პოვნა, რამაც შეიძლება გააფუჭოს თქვენი დასაქმების შანსები!

  ცხადია, არც ერთი დამსაქმებელი არ იქნება შეშინებული, როცა გაიგებს, რომ მოგწონთ წვეულებები. არავინ მოელის, რომ პოტენციური კანდიდატი მთელ დროს - მათ შორის დასვენებას - მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ აქტივობებს უთმობს. გასაგებია, რომ გარეთ გადიხართ, მაგრამ თუ თქვენი  ფოტოები დამაბნეველია, უმჯობესია, ისინი შორს დაიჭიროთ პოტენციური დამსაქმებლებისგან.

 

3. განაახლეთ თქვენი პროფილი და "ქავერის" ფოტოები

 სურათები, რომლებსაც იყენებთ ყდის ფოტოებად და პროფილის სურათებად უნდა იყოს თქვენი თავის გულწრფელი წარმოდგენა - ეს შეიძლება იყოს ღიმილი, სიცილი და ა.შ, მაგრამ შეეცადეთ იგი პროფესიონალურად ჩანდეს.

ფოტოები სადაც  სპორტით  ან გარკვეული აქტივობებით ხართ დაკავებული აქტიურ ადამიანად წარმოგაჩენთ. ისინი ასევე შეიძლება იყოს დადასტურება იმისა, რაც დაწერეთ თქვენს CV-ში - თუ სიტყვაზე, ჰობის გრაფაში მითითებული გაქვთ, რომ მოგწონთ წყლის სპორტი, ეს ფოტოები არის მტკიცებულება თქვენი გულწრფელობის.

თქვენი Facebook არხი შეიძლება იყოს უფრო ჩვეულებრივი, მაგრამ თქვენი პროფილის სურათისთვის რამე ნეიტრალური აირჩიეთ. ეს არ უნდა იყოს იგივე ფოტო, რომელიც LinkedIn-ზე გამოიყენეთ.

გაითვალისწინეთ, რომ საწყის ეტაპზე, დამქირავებელი დიდი ალბათობით მხოლოდ თქვენს სახეს დაინახავს LinkedIn-ზე და შესაძლოა CV-ში არსებულ პატარა ფოტოზე, თუ მას დაურთავთ. ამიტომ თუ პროფილის სურათზე ადამიანების ჯგუფთან ერთად ხართ, დამსაქმებელს გაუჭირდება იმის გაგება, თუ ვისი პროფილია ის.

ის ფაქტიც, რომ ინტერნეტში ვერ გპოულობენ, შესაძლოა ასევე საეჭვოდ იყოს აღქმული, ასე რომ უმჯობესია გქონდეთ მინიმუმ ერთი სოციალური არხი მაინც. მაშინაც კი, თუ არ ხართ იქ აქტიური. იმ ფაქტმა, რომ პროფილი გაქვთ შეიძლება უფრო სანდო გაგხადოთ დამსაქმებლისთვის. 

 

 4. დაამატე მეგობრები

მოძებნეთ ყოფილი კოლეგები,  მეგობრები, ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები, რომლებსაც გაუზიარებდით თქვენს აქტივობას სოციალურ ქსელში. ენდობოდით იმ ადამიანის პროფილს, რომელსაც მხოლოდ 12 მეგობარი ჰყავს? რა თქმა უნდა, დამსაქმებელიც იმავეს იფიქრებდა.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა იყოთ სუპერ პოპულარულები, მაგრამ საშუალო ასაკის ადამიანს  რამდენიმე მეგობარი ეყოლება Facebook-ზე,  მაშინაც კი, თუ არ ხართ სოციალური მედიის მოყვარული და  განსაკუთრებული კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევით , წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრ ადამიანს შეხვდებით. 

ფეისბუქის მეგობრების რაოდენობა არ არის ის ფაქტორი, რომელსაც დამქირავებელი ითვალისწინებს კანდიდატის მოძიებისას. ერთადერთი, რაც მათ სურთ არის იმის  დადასტურება, არის თუ არა პირი, რომელიც განაცხადს აკეთებს მათ კომპანიაში, ავთენტური და სანდო. იმ დროს, როდესაც თაღლითობა ასეთი გავრცელებულია ყველას გვირჩევნია ვიყოთ უსაფრთხოდ და არ დავკარგოთ დრო სულელურ ხუმრობებზე.

 

5. გაწევრიანდით თემატურად თქვენს პროფესიასთან ახლოს მდგომ ჯგუფებში

მოძებნეთ თქვენი საქმის შესაბამისი ჯგუფები. ბევრი დამსაქმებელი და კომპანია აქვეყნებს ვაკანსიებს ამ ჯგუფებში, ამიტომ ეს არის სამუშაოს ძიების შესანიშნავი გზა.

 

6. გამოიწერეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიების სოციალური გვერდები

იპოვეთ თქვენი ოცნების კომპანიები Facebook-ზე და მიჰყევით მათ. ეს დაგეხმარებათ იყოთ ინფორმირებული კომპანიის სიახლეებისა და განახლებების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს, როგორც კვლევის ინსტრუმენტი, რათა იპოვოთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რომელშიც გსურთ მუშაობა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შთაბეჭდილება მოახდინოთ დამსაქმებელზე, თუ გეცოდინებათ  კომპანიის საქმიანობის შესახებ ბევრი რამ. ეს გამოავლენს თქვენს ნამდვილ ინტერესს და მოტივაციას მომავალი სამუშაო ადგილის მიმართ. 

 

7. შექმენით გვერდები

შეიძლება ეს ყველასთვის არ იყოს აქტუალური, მაგრამ თუ ბიზნესი ან შემოქმედებითი ჰობი/ინტერესი გაქვთ, რატომ არ უნდა შექმნათ გვერდი Facebook-ზე თქვენი ნამუშევრების გასაზიარებლად? ეს არა მხოლოდ დაგეხმარებათ ცნობადობის მოპოვებაში, არამედ კიდევ ერთი პუნქტია რომლის დამატებაც CV-ში შეგიძლიათ, რაც იმის მაჩვენებელი იქნება თუ  რამდენად აქტიური ხარ!

 

8. სამუშაო ადგილების ძიება

როგორც აღვნიშნეთ, ფეისბუქმა არც თუ ისე დიდი ხანია დაამატა სამუშაოს ძიების ფუნქცია და ახლა როცა თქვენი პროფილი მეტ-ნაკლებად მზადაა, დროა შესაძლებლობების აღმოჩენის.

 

9. მოძებნეთ ღონისძიებები

ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც Facebook-ს აქვს LinkedIn-თან შედარებით, არის ღონისძიებების პოვნის შესაძლებლობა. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები თქვენი სფეროს შესაბამისი ღონისძიებების მოსაძებნად. მაგალითად, სიტყვა  „მარკეტინგის“ მოძიებით, შეგიძლიათ იპოვოთ სემინარი ან უფასო კურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება გააუმჯობესებს თქვენს რეზიუმეს. ეს არის შესანიშნავი გზა კავშირი გქონდეთ თქვენს სფეროსთან. 

 

10. გააზიარეთ შესაბამისი კონტენტი

გააზიარეთ კონტენტი, რომელიც მოიზიდავს თქვენს სამიზნე აუდიტორიას, ჯგუფებში ან თქვენს საკუთარ პროფილზე. Facebook ასევე შესანიშნავი ადგილია საკუთარი კონტენტის გასაზიარებლად, იმისთვის რომ ყურადღება მიიქციოთ თქვენი საქმის მიმართ.

 

როგორ იყენებენ დამსაქმებლები Twitter-ს და Instagram-ს კანდიდატების შესარჩევად

ახალ სამუშაოზე კანდიდატის განხილვისას, განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიებში სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, დამსაქმებლები მხოლოდ მათ კვალიფიკაციას არ აფასებენ. მათ ასევე სურთ დარწმუნდნენ, რომ ისინი სათანადოდ მოერგებიან გუნდს - ისე, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი, როგორც ახალმა ისე ძველმა თანამშრომელმა. ამისათვის დამსაქმებლებს ცოტა მეტი ინფორმაციის ცოდნა სჭირდებათ ვიდრე უბრალოდ იმის, თუ სად დადიოდა ადამიანი სკოლაში და რა სახის დიპლომები ამშვენებს მისი საძინებლის კედლებს. გარდა ამისა, დამსაქმებელი არა მხოლოდ თქვენს პროფილს აქცევს ყურადღებას, არამედ იმასაც თუ რა კონტენტით სარგებლობთ,  რომელია ის ვებ გვერდები რომელსაც ადევნებთ თვალს, ან კომენტარები რომელსაც თქვენ ტოვებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პირადი პროფილების გამოყენებისას ყურადღებით უნდა იყოთ არა მხოლოდ  იმ შინაარსთან მიმართებაში თუ რას დებთ თქვენს პირად პროფილზე, არამედ იმასთანაც თუ რისი მოძებნა შეიძლება სხვა ადამიანების, ორგანიზაციების ვებ გვერდებზე. 

ყველაზე გავრცელებული მიზეზები  სამსახურში აყვანის დროს უარის თქმის, არის:

  • კანდიდატი, რომელსაც მიმღებლობას  ამჟღავნებს ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიმართ,

  • კანდიდატი, რომელიც აქვეყნებს შეუსაბამო კომენტარებს (რასისტული, დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი),

  • კანდიდატი, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს წინა დამსაქმებელს. 

 

თუმცა, დამსაქმებლის მიერ კანდიდატების სოციალური მედიის  პროფილების შესწავლა ეს არ უნდა იქნეს აღქმული ისე თითქოს ეს ყველაფერი მიზნად ისახავს კანდიდატების გაფილტვრას. უბრალოდ დამსაქმებლებს სურთ, უკეთ გაიცნონ კანდიდატები. არის სიტუაციები, როდესაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კონტენტი დამსაქმებლებს უბიძგებს, დაიქირაოს კონკრეტული კანდიდატი  მაგალითად: 

  •  საკუთარი კრეატიულობის დამტკიცება სოციალური მედიის გამოყენებით,

  • პირადი პროფილები, რომლებიც ადასტურებს რეზიუმეში შეტანილ უნარებს/კვალიფიკაციას (მაგალითად, თქვენი ფოტო ინდოეთში  მოგზაურობის დროს, რომელიც ახსენეთ თქვენს სამოტივაციო წერილში, ან ინსტაგრამის პოსტის აღწერა, რომელიც დაწერილია უზადო ფრანგულით, რითაც ამტკიცებთ რეზიუმეში მითითებულ ენის ცოდნის დონეს),

  • დადებითი შთაბეჭდილება, სანდო სურათი/კონტენტი (სანდო ორგანიზაციების პოსტების გაზიარება/კომენტირება, მათ შორის მიღწევების ფოტოები, როგორიცაა სკოლის დამთავრება, სურათები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად).

 

კიდევ ერთხელ, დაუკვირდით რას აქვეყნებთ პლატფორმებზე როგორებიცაა Facebook, Twitter და Instagram, რადგან ეს არის სოციალური მედიის ის პროფილები, რომლებსაც დამქირავებლები ყველაზე ხშირად იყენებენ კანდიდატების გადასამოწმებლად! მნიშვნელოვანია პროფესიონალური სურათის განთავსება და კონფიდენციალურობის პარამეტრების შესაბამისად დაყენება.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა