IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ქსელური უსაფრთხოება: როგორ დავიცვათ სისტემა კიბერთავდასხმისგან

02.10.2025

617 დათვალიერება

კიბერთავდასხმების რეალური საფრთხე

კიბერთავდასხმა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას - დაწყებული მცირე ბიზნესით, დამთავრებული საერთაშორისო კორპორაციით. საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება: ფიშინგი, ვირუსები, მონაცემთა მოპარვა, სისტემის გათიშვა და კიდევ უამრავი მეთოდი გამოიყენება თავდამსხმელების მიერ.
მთავარი გამოწვევა იმაშია, რომ თავდამსხმელს სჭირდება მხოლოდ ერთი დაუცველი წერტილი, ხოლო ორგანიზაციას - ყველა საფრთხის ერთდროულად გაკონტროლება.

ამიტომ ქსელური უსაფრთხოების ცოდნა უკვე არა მხოლოდ IT სპეციალისტებისთვის, არამედ ყველა სფეროს პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარია. კიბერუსაფრთხოება ნიშნავს შენს მონაცემებზე კონტროლის დაბრუნებას და შენი კარიერის დაცვასაც.

მეტი ინფორმაციის მისაღებას გაეცანი სტატიას რა როლი აქვს კიბერუსაფრთხოებას  ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ გგონია, რომ კიბერუსაფრთხოება მხოლოდ რთულ ტექნიკურ დეტალებს გულისხმობს იცოდე, ხშირად სწორედ მარტივი წესები ქმნის ყველაზე ძლიერ დაცვას. სწორი ცოდნა და პრაქტიკული ნაბიჯები გეხმარება თავიდან აირიდო სერიოზული საფრთხეები და დაიცვა შენი სისტემა.

მოითხოვე კონსულტაცია

სისტემის დაცვის ძირითადი ნაბიჯები

როგორ დავიცვათ სისტემა?
საფრთხეებისგან თავის არიდება მოითხოვს სისტემურ მიდგომას. მაგალითად:

  • რეგულარული სისტემური განახლებები ხელს უშლის ჰაკერებს უკვე ცნობილ სისუსტეებზე წვდომას.
  • ძლიერი პაროლები და მათი პერიოდული შეცვლა ქმნის დამატებით ბარიერს.
  • ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია კი საშუალებას გაძლევს, შენს ანგარიშზე წვდომა ვერ მოხდეს მხოლოდ პაროლის ცოდნით.
  • სარეზერვო ასლების შექმნა უზრუნველყოფს მონაცემების დაბრუნებას კრიტიკული თავდასხმის შემთხვევაშიც კი.

გარდა ტექნოლოგიური ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ინფორმირებულობა. ბევრ შემთხვევაში, კიბერთავდასხმა იწყება ადამიანის შეცდომით: უცნობი ბმულზე დაკლიკებით ან საეჭვო ფაილის გახსნით. ამიტომ საგანმანათლებლო ტრენინგები და უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება  აუცილებელია.

მოითხოვე კონსულტაცია

 

უსაფრთხოება, როგორც ყოველდღიური პასუხისმგებლობა

დღეს ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. საბანკო ანგარიშები, სამუშაო მიმოწერა, პირადი ფოტოები და ფაილები ინტერნეტთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ქსელური უსაფრთხოება აღარ არის შორეული და სპეციფიკური სფერო, ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

კომპანია, რომელიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, იღებს ორმაგ სარგებელს: იცავს საკუთარ მონაცემებს და ამავდროულად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. დაცული სისტემა არის სტაბილური და წარმატებული ბიზნესი.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა