IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ფინური ზღაპარი - ნოკია

22.11.2021

643 დათვალიერება

1865 წელს, ყველასთვის კარგად ცნობილი და უმრავლესობისთვის ნოსტალგიური ბრენდის, ,,ნოკიას’’ ფინური ზღაპარი დაიწყო.

როგორც წესი, ბიზნესის წამოწყების საწყის ეტაპზე, არც ერთ ანტრეპრენერს არ აქვს გარანტია, რომ იდეა ბოლომდე გაამართლებს, თუმცა სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ, ავტომობილის ფარეხში თუ მიტოვებულ სარდაფში, ისინი დგამენ პირველ ნაბიჯს და იწყებენ.

ზღაპარიც ასე გაგრძელდა. 1865 წლის 12 მაისს, მაღაროს ფინელმა ინჟინერმა ფრედერიკ აიდესტამმა ფინეთის ქალაქ ტამპერეში ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა ააშენა. ქარხანამ მუშაობა წარმატებით დაიწყო, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ფინეთში ოფისებიდან ქაღალდისა და მუყაოს ნაწარმზე მოთხოვნის ზრდა.

ქარხანა იმდენად წარმატებულად მუშაობდა, რომ ფრედერიკ აიდესტამმა მეორე ქარხანა, ფინეთის ქალაქ ნოკიაში, მდინარე ნოკიანვირტასთან ახლოს ააშენა. მის მიერ წარმოებული ქაღალდი მიეწოდებოდა რუსეთს, ინგლისსა და საფრანგეთს.
 

ნოკიას ტუალეტის ქაღალდი

მეორე ქარხანა ფრედერიკმა მისი მეგობრის, ლეო მიჩელინის დახმარებით სააქციო საზოგადოებად გადააქცია. ლეო მიჩელინმა ინდუსტრიული მეწარმეობისკენ სწრაფვის შედეგად საწარმოს წარმატება მალე მოუტანა და ის ხის მასალის უმხვილეს მიმწოდებელ პუნქტად აქცია. 1871 წელს, მეორე საწარმოს ადგილმდებარეობის გამო ,,ნოკია’’ უწოდეს - კომპანია, რომელიც ქაღალდს აწარმოებდა.
,,ნოკიას’’ არც ერთმა დამფუძნებელმა არ იცოდა, რომ კომპანია მობილური ტელეფონებისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების უმსხვილესი კორპორაცია გახდებოდა. ფრედერიკ აიდესტამი, ლეო მეჩელინი და ედვარდ პოლონი არ იყვნენ სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტები.  1896 წლამდე კომპანიას აიდესტამი მართავდა. შემდეგ ის მეშელინმა ჩაანაცვლა, რომლის მიზანი ელექტროწარმოების დაწყება იყო.
და ასეც მოხდა. ლეო მეჩელინმა საკაბელო მოწყობილიობების წარმოება დაიწყო და კომპანიას აქციების გაზრდაშიც დაეხმარა. მოგვიანებით, 1898 წელს, ედუარდ პოლონმა დააარსა რეზინის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია (Finnish Rubber Works), რომელიც ,,ნოკიას“ შეუერთდა და ამ დასახელების პროდუქციას უშვებდა.


11 Interesting Facts about Nokia!!
                             ,,ნოკიას’’ წარმოების რეზინის ფეხსაცმელები
 


1912 წელს შეიქმნა მომავალში ნოკიას ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე, Finnish Cable Works, რომელიც სატელეფონო და სატელეგრაფო კაბელებს აწარმოებდა. მოგვიანებით, ორივე მიმართულება მთლიანად ,,ნოკიას’’ დაქვემდებარებაში გაერთიანდა.

,,ნოკიას’’ წარმოების რეზინის საბურავები ავტომობილებისთვის


კომპანიის წარმატებაში და გამდიდრებაში გარდამტეხი იყო 1981 წელი, როდესაც ,,ნოკიამ“ ფიჭურ კავშირზე მომუშავე პირველი ტელეფონი გამოუშვა. ტელეფონი ავტომობილებისთვის იყო განკუთვნილი. 1980-იანი წლების ბოლოს პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა, რომლის ნახევარ კილომდე იწონიდა და 4000 დოლარზე მეტი ღირდა.

                              ,,ნოკიას’’ პირველი მობილური ტელეფონი


,,ნოკიას“ დიდი წვლილი მიუძღვის GSM–ის (გლობალური სისტემა მობილური კომუნიკაციისათვის) შექმნაში. სწორედ GSM სისტემამ შეუწყო ხელი მობილური ტელეფონების შემდგომ წარმატებას, განსაკუთრებით როუმინგის და SMS-ის ფუნქციების განვითარებას.

1994 წელს, “ნოკიას“ ტელეფონით უკვე SMS-ის გაგზავნა იყო შესაძლებელი.


1991 წლის 1 ივლისი - ფინეთის პრემიერ მინისტრი ჰარი ჰოლკერი ახორციელებს პირველ ზარს ,,ნოკიას’’ ტელეფონით ჰელსინკიდან ტამპერეიმდე.


1998-2007 წლები ,,ნოკიასთვის“ ძალიან წარმატებული იყო. მობილურის მისი მოდელები ყველაზე კარგად იყიდებოდა. 2009 წელს, ,,ნოკია“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის მე-5 ადგილზე იყო. თუმცა, 2007 წლიდან კომპანიის საბაზრო წილმა თანდათან კლება იწყო, რისი მიზეზიც კონკურენტების გაძლიერება და მათ სენსორულ სმარტფონებზე მოთხოვნის ზრდა გახდა.
 

ასეთი მწარმოებლები ძირითადად იყვნენ, Apple და კომპანია Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სხვა მოწყობილობები.

დღეს ნოკია კვლავ რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად, რომელმაც მობილური ტელეფონები ეპოქაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, თუმცა ციფრულმა ეპოქამ და სხვა გიგანტმა ბრენდებმა ,,ნოკიას’’ ასპარეზი ჩამოართვა.
 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა