IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ფულის დისტანციურად გამომუშავების შესაძლებლობები

ფულის დისტანციურად გამომუშავების შესაძლებლობები

მოტივაცია

27.05.2023

1008 დათვალიერება

გიყვარს კრეატიული საქმიანობა, მაგრამ არ იცი როგორ აქციო შენი ჰობი შემოსავლის წყაროდ? ამ სტატიაში გავაერთიანეთ ძალიან კრეატიული იდეები, რომელიც ყველა შემოქმედებით ადამიანს გამოადგება!

 

დამატებითი სამუშაო შეიძლება იყოს ისეთი რამ, რისი კეთებაც თქვენი სამსახურის გარეთ (თუნდაც დატვირთულ დიასახლისს) გიყვართ. ყველა ბიზნესი, ფაქტობრივად, როგორც დამატებითი სამუშაო, რომელიც შესაბამისი ძალისხმევითა და დროში მთავარ საქმიანობად გადაცევით იწყება. 

ქვემოთ მოცემულია ციფრული პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებიან მიიღოთ დამატებითი შემოსავლები!

 

Lightroom Presets

ბევრ ფოტოგრაფს შეუძლია გაყიდოს photo presets თავიანთი ფოტოების გაუმჯობესების მიზნით. ეს არის შესანიშნავი რესურსი მცირე ბიზნესებისა და სოციალური მედია ინფლუენსერებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თავიანთი კონტენტის რედაქტირება სოციალური მედიისა და მარკეტინგისთვის. 

 

Photo Mock-Ups

ფოტოგრაფების მეორე შესანიშნავი დამატებითი სამუშაო შეიძლება იყოს ფოტო მოქაფები (მაკეტები). ბავრს ძალიან უყვარს მოქაფები და მათ Etsy-ზე მათი საბეჭდი პროდუქციის საჩვენებლად იყენებენ. მოქაფები ძალიან პოპულარულია ადამიანებისთვის, ვინც ფიზიკურ პროდუქტებს ყიდიან და არ აქვთ დრო ფოტოების გადასაღებად. 

 

მაღალი რეზოლუციის ფოტოების სტოკები (stock)

ასეთ ფოტოებს ბიზნესები მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებენ. 

 

ოციალური მედიის გრაფიკა და Pinterest-ის შაბლონები

მცირე ბიზნესის მფლობელებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ დრო ან საკმარისი რესურსი დიზაინერების დასაქირავებლად, ამიტომ სოციალური მედია და Pinterest-ის შაბლონები არის ძალიან პოპულარული და შესანიშნავი დამატებითი სამუშაო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ სოციალური მედიისთვის კრეატიული პროდუქტების შექმნა. 

 

გრაფიკული დიზაინის შაბლონები - ლეიაუთები ჟურნალებისა და პოსტერებისთვის

თუ გიყვარს სარედაქციო შაბლონების შექმნა, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული მცირე ბიზნესებზე რედაქტირებადი შაბლონების გაყიდვით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Etsy, Adobe Stock ან Canva. 

 

ციფრული კედელი სახლის დიზაინისთვის

კედლის ხელოვნება სახლებისთვის ძალიან პოპულარულია - შეიძლება ორიენტირდეთ ბავშვების პრინტებზე, მოგზაურობაზე ან ფრაზებზე დაფუძნებულ ხელოვნებაზე - შესაძლებლობები უამრავია. იპოვე ის სტილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს და ორიენტირდი მასზე!

 

ციფრული მგეგმავები/კალენდარები/ტრეკერები

ციფრული დამგეგმავები და ჩვევების ტრეკერები არის ძალიან კარგი დიეტის გეგმის, ფულის დაზოგვის ჩექლისტებისა და დროის მენეჯმენტის შედგენისთვის - მთავარია შექმნა ისეთი რამ, რაც პრობლემას გადაჭრის. 

 

ციფრული ელექტრონული წიგნები

გაყიდო შენი კრეატიული ცოდნა ელექტრონული წიგნების საშუალებით არის საუკეთესო გზა, თუ მასწავლებლობა არ გინდა. პლატფორმები, როგორიცაა Gumroad და WithKoji, არის ძალიან კარგი საშუალება ციფრული PDF-ების გასაყიდად. 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

ონლაინ სწავლება და ელექტრონული კურსები

თუ დაინტერესებული ხარ ასწავლო შენი უნარები სხვებსაც, მაშინ Youtube შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. ასევე შეგიძლია გამოიყენო მესამე მხარის პლატფორმები, როგორიცაა Skillshare ან Udemy, იმისათვის, რომ გაყიდო შენი კურსები ან უმასპინძლო მათ შენს საიტზე Thinkific-ისა და Teachable-ის გამოყენებით. 

 

წვეულებაზე მოსაწვევი ბარათების შაბლონები

ამის კეთებით ნამდვილად ისიამოვნებთ და პასიურ შემოსავალსაც მიიღებთ, Procreate-ისა და Photoshop-ის Corjl-ისთან ერთად გამოყენებით. საიტები, როგორიცაა Corjl და Templett არის შესანიშნავი საშუალება მომხმარებლებზე ციფრული პროდუქტების მისაყიდად, რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას დაარედაქტირონ შაბლონები თავად საკუთარ სახლში. 

 

წვეულების დასაბეჭდი რეკვიზიტები

გიყვარს ყველაფერი, რაც წვეულებებთანაა დაკავშირებული? შენ შეგიძლია შექმნა წვეულებების გასართობი დასაბეჭდი მასალები, რომლებიც ძალიან პოპულარულია Etsy-ზე. ორიენტირდი შენს ინტერესებზე, როგორიცაა საბავშვო აქტივობები, ქორწილები, ნიშნობები და ა.შ.

 

CV და რეზიუმეები

პროფესიონალური CV გეხმარება იყო გამორჩეული, მაგრამ გაგიკვირდება როცა აღმოაჩენ, რომ ბევრ ადამიანს უჭირს შექმნას კარგი და თვალსაჩინო CV.  თუ მათი კეთება გიყვარს, შეგიძლია შენს დამატებით სამუშაოდ CV-ის შაბლონების შექმნა დაიწყო. 

 

ლოგოები და ბრენდის სახელმძღვანელოები (ბრენდ ბუქი)

ბრწყინვალე სერვის დიზაინერს შეუძლია შექმნას ბრენდები და გამოიმუშაოს კარგი ფული ლოგოებისა და ბრენდის სახელმძღვანელოების (ბრენდ ბუქი) შექმნით. 

 

ილუსტრაციები სტოკ საიტებზე

გიყვარს ილუსტრაციების შექმნა? შენ შეგიძლია შექმნა კლიენტებზე მორგებული ილუსტრაციები და გაყიდო შენი ნამუშევრები საიტებზე, როგორიცაა Creative Market.

 

მისალოცი ბარათები

ვის არ უყვარს მისალოცი არათები? ამიტომ შეგიძლიათ დაიწყოთ მათი ციფრული ვერსიების ისეთ საიტებზე გაყიდვა, როგორიცაა Thortful, რომელიც ბეჭდავს და აგზავნის თქვენს ბარათებს მომხმარებლებთან. 

 

პატერნები

თუ გიყვარს ყველაფერი, რაც პატერნებთანაა დაკავშირებული, შეგიძლია შექმნა საკუთარი და გაყიდო Spoonflower-სა და Patternbank-ზე.  

 

ფრილანს კლიენტი 

როგორც შემოქმედებმა, შეგიძლიათ შესთავაზოთ ფრინალს კლიენტებს მათზე მორგებული მუშაობა და კარგად გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი. კლიენტების მოძებნა შესაძლებელია სოციალურ პლატფორმებზე, behance-ზე, dribble-ზე და ა.შ.

 

დასაბეჭდი გასაფერადებელი წიგნები

ბავშვების გასაფერადებელი წიგნები გვეხმარება ბავშვების გართობაში. ისინი პოპულარულია დედებში, სკოლის მასწავლებლებში, დასასვენებელ კურორტებსა და რესტორნებში, ამიტომ ბაზარი უზარმაზარია. 

 

ნამუშევრების გაყიდვა POD საიტების გამოყენებით

თუ გიყვართ ხელოვნების ნიმუშების შექმნა სავაჭრო ბაზრისთვის, დაწყებული მაისურებიდან, ტელეფონის ქეისებიდან, დასრულებული საწოლის გადასაფარებლებით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო ან რესურსი მათ შესაქმნელად, მაგრამ print on demand (POD-ბეჭდვა მოთხოვნით) საიტები, როგორიცაა Redbubble, Society6 ან Zazzle, შესანიშნავი ვარიანტებია.. 

 

ვებსაიტების შაბლონები

შესანიშნავია ვებ დიზაინერებისა და კოდერებისთვის, ვისაც ვებსაიტების ციფრული თემების შექმნა უყვართ.  

 

უამრავი გზაა დამატებითი სამუშაოს საპოვნელად; მთავარია აირჩიო ერთი გზა, ორიენტირდე მასზე, იმუშაო, ისწავლო და განვითარდე უწყვეტად. ყველაზე აქტუალურ პროფესიებს კი ჩვენთან IT Academy Step - ში შეისწავლი

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რა სჭირდება თანამედროვე მარკეტერს ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა

თანამედროვე მარკეტინგი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის. წარმატებულ მარკეტერს სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, AI ინსტრუმენტების გამოყენება, კონტენტის შექმნის უნარი და აუდიტორიის ქცევის ანალიზი. გაიგე, რატომ გახდა ეს უნარები დღეს აუცილებელი და როგორ ცვლის ტექნოლოგია მარკეტინგის სფეროს.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა აღარ არის დღეს მარკეტინგი მხოლოდ ლამაზი პოსტის ან რეკლამის შექმნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე მარკეტერს უკვე სჭირდება იმის ცოდნა, როგორ ფიქრობს ადამიანი, რა იწვევს ინტერესს, რატომ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ამ პროცესზე. სწორედ ამიტომ, მარკეტინგი აერთიანებს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას, კონტენტს და ხელოვნურ ინტ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

განვითარდი და განავითარე: რატომ არის ცოდნის გაზიარება წარმატების გასაღები

რატომ არის ცოდნის გაზიარება თანამედროვე სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები? გაიგე, როგორ ეხმარება გამოცდილების გაცვლა ადამიანებს განვითარებაში, პროფესიული ურთიერთობების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ცოდნა, რომელიც მხოლოდ შენთან რჩება - არ იზრდება დღეს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და პროფესიები მუდმივად იცვლება, მხოლოდ ინფორმაციის მიღება უკვე საკმარისი აღარ არის. თანამედროვე გარემოში განსაკუთრებით ფასდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, ცოდნის გაზიარება დღეს ერთ-ერ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

პროფესიები, რომლებიც ხვალ აღარ იარსებებს მზად ხართ ცვლილებებისთვის?

რომელი პროფესიები შეიცვლება მომავალში და როგორ მოვამზადოთ ბავშვები სამყაროსთვის, სადაც ცვლილება ყოველდღიურობად იქცა? წაიკითხეთ, რატომ აღარ არის მთავარი კონკრეტული პროფესიის არჩევა და რატომ გახდა მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ნებისმიერ მომავალს მოერგება.

მომავალი უკვე შეიცვალა - უბრალოდ ბევრმა ჯერ ვერ შეამჩნია რამდენიმე წლის წინ თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტებს დაწერდა, დიზაინს შექმნიდა, ვიდეოებს დააგენერირებდა ან ადამიანების ნაწილ სამუშაოს ავტომატურად შეასრულებდა - ალბათ რთული დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. დღეს სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები ყოველდღ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა