თუ აპირებთ მომავალი პროგრამირებას დაუკავშიროთ, მაშინ უნდა იცოდეთ რომელი პროგრამული ენებია ყველაზე პოპულარული, და მომავლის აპლიკაციებში რომელი ახალი ენა გამოიყენება, დარწმუნდით, რომ თქვენი მომავალი უნარები მოთხოვნადია პროგრამირების ბაზარზე.
არ იცით საიდან დაიწყოთ? არ იღელვოთ ჩვენ უკვე შევისწავლეთ დეველოპერების და ბაზრის მონაცემები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ტენდენციები და გამოვიტანოთ დასკვნები, რომლებიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი განათლება პროგრამირების სფეროში. ამ სტატიაში გაეცნობით პროგრამირების 11 ყველაზე მოთხოვნად ენას და მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ისწავლოთ ისინი.
რომელი ენებია ახლა პოპულარული? და, რომელი მათგანი გახდება 2024 წელსმოთხოვნადი?
ტენდენციების თვალყურის მიდევნება ზოგჯერ არარელევანტურია იმის გასარკვევად, თუ რომელ ენებს მივანიჭოთ უპირატესობა, ენის პოპულარობა ბაზარზე მის გამორჩეულობაზე შეიძლება მიუთითებდეს
ზოგადი წესია - რაც უფრო ხშირად გამოიყენება ენა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დეველოპერს (ანუ თქვენ!) დაგჭირდეთ მასთან გამკლავება სამსახურში.
შემდეგ, ჩვენ განვიხილეთ, რომელი უნარ-ჩვევები შეიძლება გახდეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენების ბაზარზე. ამისათვის შევისწავლეთ Stack Overflow-ის დეველოპერთა გამოკითხვის შედეგები ჩატარებული ბოლო ორი წლის განმავლობაში
აღმოჩნდა, რომ Rust, Python და Typescript 2019 და 2022 წლებში Stack Overflow-ის საყვარელ ენებს შორის სიის სათავეში იყვნენ. ანალოგიური შედეგი იყო , Python, JavaScript-სა და Go-ს შემთხვევაში, რომლებიც უძღვებოდნენ Stack-ის ყველაზე სასურველი სიების სამეულს ორივე წლის განმავლობაში. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით და ამ ხუთი ენის გამოყენების მასშტაბს შევხედავთ, მათი პოპულარობა კიდევ უფრო მზარდია, შესაბამისად ეს ენები ჩვენს სიაშიც მოხვდნენ. Python-ი მუდმივად იკავებს ადგილს Stack Overflow-ის პირველ ხუთეულში როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებადი, საყვარელი და სასურველი ენა
ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენები
1. JavaScript
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ვებ დეველოპმენტი
- თამაშის დეველოპმენტი
- მობილური აპლიკაციები
- ვებ სერვერების აწყობა
Stack Overflow-ის 2020 Developer Survey-ის მიხედვით, JavaScript ამჟამად ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა მსოფლიოში (69.7%), შემდეგ მოდის HTML/CSS (62.4%), SQL (56.9%), Python (41.6%) და Java ( 38.4%). ის ასევე არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენა მენეჯერების შერჩევის დროს ამერიკაში (PDF, 2.4 MB).
JavaScript გამოიყენება ვებ გვერდების ქცევის სამართავად. მასთან ერთად, კოდერებს შეუძლიათ შექმნან დინამიური ვებ ელემენტები, როგორიცაა ანიმაციური გრაფიკა, ინტერაქტიური რუკები, დაწკაპუნების ღილაკები და სხვა. პროგრამისტები, რომლებიც ტანდემში იყენებენ HTML, CSS და JavaScript-ს , იღებენ ვებსაიტის მართვის უფრო მაღალ დონეს და შეუძლიათ უზრუნველყონ მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება ნავიგაციისა და წაკითხვის თვალსაზრისით.
JavaScript არის ყველაზე გავრცელებული კოდირების ენა, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება, ვებ ბრაუზერების უმეტესობა იყენებს მას და არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ენა. JavaScript-ს თითქმის არ სჭირდება კოდირების წინასწარი ცოდნა – როგორც კი სწავლას დაიწყებთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ ივარჯიშოთ და ითამაშოთ.
უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კოდირების ეს ენა ფართოდ არის გავრცელებული, არსებობს უამრავი თემი, კურსები და პროფესიონალური მხარდაჭერის გზები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ. ამიტომ, JavaScript-ს პირველი ადგილი აქვს ჩვენს ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენებს შორის.
2. Python
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ბექ-ენდ დეველოპმენტი
- მონაცემთა მეცნიერება
- აპლიკაციის განვითარება
Python ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენაა, რომელიც დეველოპერებს აძლევს საშუალებას პროგრამების შექმნისას გამოიყენონ პროგრამირების რამდენიმე განსხვავებული სტილი (მაგ., ფუნქციონალური, ობიექტზე ორიენტირებული, ამრეკლი და ა.შ.) . YouTube, Google Search და iRobot მანქანები Python-ის საშუალებით არის შექმნილი. ის ასევე, HackerRank-ის მიხედვით, მეორე ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენაა ამერიკაში მენეჯერების სამსახურში აყვანისას,
როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესასწავლი და გამოსაყენებელი ენა, პითონი იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი კოდერებისთვის, მას ვრცელი ბიბლიოთეკა გააჩნია, მისი ინტერაქტიური თვისებები საშუალებას აძლევს პროგრამისტებს შეამოწმონ კოდი მუშაობის პროცესში, რაც ამცირებს კოდის შექმნაში და ტესტირებაში დახარჯულ დროს.
3. HTML
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ვებ დოკუმენტები
- ვებგვერდის განვითარება
- საიტის მოვლა
HTML ეს არის ჰიპერტექსტის მარკირების ენა, რომელიც პროგრამირების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საფეხურია. ტექნიკურად, HTML არის მარკირების ენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პასუხისმგებელია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გარეგანი სახის ფორმატირებაზე. არსებითად, HTML ჩვეულებრივი ტექსტების საშუალებით ვებ გვერდების აღსაწერად გამოიყენება. მას არ აქვს იგივე ფუნქციები, როგორც სხვა პროგრამირების ენებს ამ სიაში და მხოლოდ საიტზე ტექსტის შექმნით და სტრუქტურირებით შემოიფარგლება. სექციები, სათაურები, ბმულები და აბზაცები HTMLის ნაწილია.
Stack Overflow-ის თანახმად, 2020 წლის მდგომარეობით HTML მე-2 ადგილს იყოფს CSS-თან, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ენებს შორის.
4. CSS
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ვებ დოკუმენტები
- ვებგვერდების დეველოპმენტი
- ვებგვერდების დიზაინი
CSS, იგივე კასკადური სტილის ფურცლები, ჩვეულებრივ HTML-თან ერთად გამოიყენება და მართავს საიტის გარეგნულ მხარეს. მაშინ როცა, HTML ვებ გვერდის ტექსტის ფრაგმენტულ ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, CSS გვერდის ყველა ელემენტის ზომას, ფერს და პოზიციას განსაზღვრავს.
სახელის კასკადური ნაწილი ნიშნავს, რომ ვებგვერდზე გამოყენებული სტილი კასკადურად გავრცელდება დედა ელემენტიდან, ყველა შვილი ელემენტისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მთავარი დედა ელემენტისთვის განსაზღვრულია ესთეტიკა, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ხელით გაიმეოროთ კოდი მთელი ვებ გვერდისთვის. უფრო მეტიც, ვებგვერდის მართვის დელეგირება HTML-ზე და ესთეტიკის CSS-ზე ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ სჭირდებათ კოდის მთლიანად გადაწერა მხოლოდ იმიტომ რომ ვებ გვერდის ფერი შეცვალონ.
CSS ეს არის ხელმისაწვდომი ენა, რომელიც დამწყებ პროგრამისტებს საშუალებას აძლევს ჩაყვინთონ კოდირების მეტაფორულ აუზში. თუ დამწყები ხართ პროგრამირებაში, არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა ისწავლოთ CSS, სანამ უფრო რთულ პროგრამირების ენებს დაეუფლებით.
როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.
თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!
5. Java
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ელექტრონული კომერცია
- ფინანსები
- აპლიკაციის განვითარება
Java ზოგადი გამოყენების და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენაა. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისას, დეველოპერები ქმნიან ობიექტებს, რომლებიც მოიცავს ისეთ ფუნქციებს და მონაცემებს, რომლებიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროგრამებისა და აპლიკაციების სტრუქტურის შესაქმნელად.
ევროპაში Java მესამე ადგილს იკავებს ყველაზე მოთხოვნად პროგრამულ ენებს შორის, მისი პოპულარობა შემთხვევითი არ არის. ის საკმაოდ მარტივია შესასწავლად და გამოსაყენებლად, გააჩნია მაღალი უსაფრთხოების ხარისხი და უნარი აქვს გადაამუშაოს დიდი რაოდენობით ინფორმაცია. ეს მახასიათებლები ჯავას იდეალურ ენად აქცევს ონლაინ ფინანსური სექტორისთვის და ხშირად გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საბანკო, ბილინგი და საფონდო ბაზარი.
Java პროგრამული ენის უნივერსალურობა არის სწორედ ის, რაც მიმზიდველს ხდის ამ ენას მომხმარებლისთვის. მას ეფექტურად შეუძლია მუშაობა ნებისმიერ ოპერატიულ სისტემაზე, მიუხედავად იმისა რომელ სისტემაზე დაიწერა თავდაპირველი კოდი. ამრიგად, Java იდეალურია აპლიკაციების დასაწერად არა მხოლოდ მობილური ტელეფონებისთვის და კომპიუტერებისთვის, არამედ დისტანციური პროცესორებისთვის, სენსორებისთვის და სხვა სამომხმარებლო პროდუქტებისთვის
6. SQL
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- მონაცემთა ბაზის მართვა
- გაყიდვების ანგარიშები
- ბიზნეს მენეჯმენტი
SQL, იგივე სტრუქტურირებული მოთხოვნის ენა, საშუალებას აძლევს პროგრამისტებს მონაცემთა ბაზების გამოთხოვის და მანიპულირების, ის ძირითადად შექმნილია მონაცემთა მართვისთვის RDBMS-ში (რელაციური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა). მარტივად რომ ვთქვათ, SQL-ს შეუძლია მონაცემთა ბაზიდან მონაცემების მოძიება და ამოღება, ასევე ჩანაწერების განახლება, დამატება ან წაშლა.
მიუხედავად იმისა, რომ SQL-ს მაღალი ფუნქციონალურობა გააჩნია, ის მცირე მონაცემთა ბაზებთან უკეთესად მუშაობს და ყოველთვის არ გამოიყენება დიდი ბაზების სამართავად.
7. NoSQL
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- მონაცემთა ბაზის მართვა
- გაყიდვების ანგარიშები
- ბიზნეს მენეჯმენტი
NoSQL, იგივე არარელაციური SQL, შეიქმნა SQL-ის მასშტაბურობის გასაუმჯობესებლად, სხვა ენის გამოყენების სიმარტივის შენარჩუნებისას.
გახსოვდეთ, SQL იყენებს მონაცემთა ბაზის/ნაკადის მართვის რელაციურ სისტემებს, რომლებიც ინახავს მონაცემებს ცხრილებში და მომხმარებლებს მანიპულაციის და მონაცემების ამოღების საშუალებას აძლევს. მეორეს მხრივ, NoSQL მონაცემთა ბაზები არ იყენებენ ცხრილებს და შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს ვიდრე მათი წინამორბედები კონკრეტული აპლიკაციებისთვის, როგორიცაა მონაცემთა იერარქიულ ქსელში შენახვა ან ფართომასშტაბიანი, ღრუბელზე დაფუძნებული აპლიკაციების მხარდაჭერა.
იმის გამო, რომ ეს ენები ძალიან მრავალმხრივია, ისინი მაღალ პოზიციას იკავებენ ჩვენს ყველაზე მოთხოვნად კოდირების ენების სიაში
8. C#
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- თამაშის განვითარება
- დესკტოპის/ვებ/მობილური აპლიკაციები
- VR
ისევე როგორც C Sharp, ეს ენაც პროგრამირების ენების ობიექტზე ორიენტირებულ ოჯახს მიეკუთვნება. C# Microsoft-მა 2002 წელს გამოუშვა და დღესდღეობით არის C++ კოდირების ენის ძალიან პოპულარული გაუმჯობესება.
როგორც ზოგადი დანიშნულების ენა, C# სულ უფრო პოპულარული ხდება ვებ და დესკტოპ აპლიკაციების შემუშავებისთვის; HackerRank-ის მიხედვით, ყოველი ხუთი მენეჯერიდან ერთი (PDF, 2.4 მბ) ეძებს დეველოპერს, რომელსაც შეუძლია C#-ით კოდირება. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კოდირების ენა მომავალი წლისთვის, თუმცა, არსებობს სხვა მიზეზებიც, ამ ენის შესასწავლად.
როგორც სხვა პოპულარული ენების შემთხვევაში, მომხმარებელთა დიდი ჯგუფი სარგებლობს C#-ით და სთავაზობს დახმარებას ახალ წევრებს რომლებიც ახლა იწყებენ ამ ენის შესწავლას. ამის გამო, C#-ის სწავლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ზოგიერთი უფრო ახალი და ნაკლებად დოკუმენტირებული ენის. გარდა ამისა, C# იდეალურია სულ უფრო პოპულარული მობილური აპლიკაციებისა და თამაშების შესაქმნელად. ეჭვგარეშეა, რომ ეს ენა მომდევნო წლებშიც გამოსადეგი იქნება პროგრამირებაში.
9. Rust
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- ოპერატიული სისტემა
- VR
- ვებ ბრაუზერები
Stack Overflow-ის მიხედვით, Rust მუდმივად იკავებს ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენების პირველ ადგილს, მომხმარებელთა 86% აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან განაგრძონ მუშაობა ამ პროგრამირების ენით.
თუმცა, Rust-ის მომხმარებლებმა გამოკითხვაში დეველოპერების მხოლოდ 3% შეადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროგრამისტების უმრავლესობა არ იცნობს მის სასარგებლო თვისებებს. Rust არის "მრავალპარადიგმური" პროგრამირების ენა, რაც ნიშნავს, რომ დეველოპერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროგრამირების სხვადასხვა სტილში. სინტაქსის ნაწილში, ის შედარებულია C++-თან, თუმცა მხარს უჭერს უფრო ფართო აპლიკაციებს.
თუ თქვენ ეძებთ სწრაფ კომპილაციას, უკეთეს კროს-პლატფორმულ შესაძლებლობებს ან უბრალოდ უკეთეს კარიერულ პერსპექტივებს, ამისთვის Rust შესანიშნავი პროგრამირების ენაა.
10. Perl
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- სისტემის ადმინისტრირება
- GUI განვითარება
- ქსელური პროგრამირება
Perl არ წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ენას ბაზარზე, მას დეველოპერების მხოლოდ 3,1% იყენებს და იგი Stack Overflow-ის მიერ შედგენილ სიაშიც ვერ მოხვდა 2019 წელს, თუმცა Perl -ის გამოყენება სხვა მიზეზით გვინდა გირჩიოთ. თუ უკვე გაქვთ პროგრამისტის კარიერა, დამატებით Perl -ის სწავლამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავალი.
HackerRank-ის თანახმად, დეველოპერები რომლებმაც Perl-ს ფლობენ, ჩვეულებრივ 54% მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე საშუალო დეველოპერი (PDF, 2.4MB). აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, ვინც ეს ენა იცის არის უფროსი დეველოპერი, რომელიც უფრო მეტს აკეთებენ საბაზისო დონეზე – ამრიგად, Perl-ის მიერ მოწოდებული „ბონუსის“ რაოდენობრივად განსაზღვრის მცდელობა შეიძლება გარკვეულწილად რთული იყოს, თუმცა Perl -ის მსგავსი ენის შესწავლამ შესაძლოა უმცროსი დეველოპერი დაწინაურებისთვის შესაბამის კანდიდატად აქციოს.
Perl - არის სკრიპტირების ენა, რომელიც ჩვეულებრივ ტექსტური ფაილიდან ინფორმაციის ამოსაღებად და მოხსენების შესაქმნელად გამოიყენება.
პროგრამირების ენების უმეტესობა კომპილირებულ ენებს წარმოადგენენ, სადაც სამიზნე მანქანა ასრულებს პროგრამას, ხოლო Perl წარმოადგენს "ინტერპრეტაციის" მანქანას, რომელშიც მესამე ინტერპრეტატორი მანქანა პოულობს კოდს და ასრულებს დავალებას. ჩვეულებრივ, ინტერპრეტირებულ პროგრამებს მეტი CPU (ცენტრალური პროცესორი) სჭირდება, მაგრამ რადგან Perl ლაკონიური ენაა, ის მოკლე სკრიპტებს ქმნის, რომლის დამუშავებაც სწრაფად ხდება.
11. Go
რისთვის გამოიყენება ეს ენა:
- სისტემის/ქსელის პროგრამირება
- აუდიო/ვიდეო მონტაჟი
- დიდი მონაცემები
Go უმაღლესი დონის პროგრამირების ენაა რომელიც 2007 წელს Google-ში შეიმუშავეს. Go-ს ნამდვილი ღირსება მისი ეფექტურობაა. მას რამდენიმე პროცესის ერთდროულად შესრულება შეუძლია. რაც შეეხება პროგრამირების ენებს, მას აქვს ვრცელი „ლექსიკა“, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია მეტი ინფორმაციის ჩვენება, ვიდრე სხვა ენებს.
მიუხედავად იმისა, რომ Go, C-ის მსგავს სინტაქსს იყენებს, ის გამორჩეული ენაა, რომელიც მაღალი დონის მეხსიერების უსაფრთხოებას და მართვის ფუნქციებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ენის სტრუქტურული აკრეფის შესაძლებლობები იძლევა ფუნქციონალურობისა და დინამიზმის საშუალებას. უფრო მეტიც, Go არა მხოლოდ მაღალი დონის პროგრამისტების ყველაზე საყვარელი და სასურველი ენების სიაშია
არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევთ, ერთი რამ უდავოა, ახლა საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და თქვენი კარიერის დასაწყებად კოდირების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენების ეს სია დაგეხმარებათ ამ მოგზაურობის დაწყებაში!
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში