IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პროგრამული ენების ევოლუცია ბოლო 10 წლის განმავლობაში

1000

პროგრამირება

26.02.2024

566 დათვალიერება

პროგრამირების ენები აგრძელებენ ინდუსტრიულ და კვლევით განვითარებას სისტემებისა და აპლიკაციების ცვლასთან ერთად. დღეს არსებობს პროგრამირების ენების ფართო არჩევანი სხვადასხვა ენებით, სინტაქსითა და მახასიათებლებით. დეველოპერებს შეუძლიათ აირჩიონ ენა კლიენტის ან თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად. ენობრივი ტექნოლოგიები 1967-1997 წლებში ჩამოყალიბდა და წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ. ინტერნეტის სწრაფი განვითარება 1990-იან წლებში იყო კატალიზატორი პროგრამირების ენების განვითარებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

 

მოდით, განვიხილოთ პროგრამირების ენების ისტორია. 

  • 2010 წლის ტოპ პროგრამირების ენები

Java და JavaScript იყო აშკარად ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ენები, რომელსაც PHP მოსდევდა. C++, C, Python და C# მხოლოდ მათ შემდეგ მოდიოდნენ.

  • 2015 წელს ეს რეიტინგი შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ Java და JavaScript ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციას რეიტინგის სათავეში, Python-მა გადაინაცვლა უფრო მაღლა და ჩაანაცვლა PHP მესამე ადგილზე. უფრო დაბალ რეიტინგზე დარჩნენ PHP, C#, C++ და C. აღსანიშნია, რომ R, პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური გამოთვლებისთვის, ტოპ ათეულში შევიდა, რაც ასახავს მონაცემთა ანალიზისა და მოპოვების მნიშვნელობის ზრდას. რეიტინგში Objective-c-ს, Apple-ის პლატფორმების ენას, Swift-იც შეუერთდა, Apple-ის უფრო ახალი ენა.  

  • 2019 წელს ეს რეიტინგი კვლავ შეიცვალა. 

ახლა Python არის ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა, რომელიც ასწრებს JavaScript-სა (მეორე ადგილი) და Java-ს. ქვედა რეიტინგებში კი უკვე დიდი სხვაობა იგრძნობა C#-ს, PHP-ს, C++-სა და C-ს შორის. Swift და Objective-C-მ R-ის ქვემოთ გადაინაცვლა. 

 

 

ვნახოთ ამ დროისთვის ტოპ პროგრამირების ენები:

  1. Python

  2. Java 

  3. JavaScript 

  4. C#

  5. PHP 

  6. C++ 

  7. C 

  8. R 

  9. Swift 

  10. Objective C

 

 

არსებობს კიდევ ბევრი ენა, რომლებიც ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ენები. ამ დონემდე მოსასვლელად ამ ენებს მრავალი წელი დასჭირდათ, მრავალი გაუმჯობესებისა და სასარგებლო თვისებების დამატების საშუალებით. 

 

პროგრამირების ენების ევოლუცია

 

Python

კოდის წერა ამ სიაში მოცემული ბევრი პროგრამირების ენისთვის არის რთული პროფესიონალი პროგრამისტებისთვისაც. 1991 წელს შექმნილი Python პოპულარული სწორედ მისი user-friendly ენის გამო გახდა. იგი არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რაც აქცენტს ამახვილებს კოდის კითხვადობაზე, ფართო ბიბლიოთეკებსა და ფრეიმვორქებზე. Python-ის ზოგიერთი აღსაღნიშნი თვისებებია:

  • Open-source პროგრამირების ენა

  • ფართო მხარდამჭერი მოდულები და საზოგადოებრივი განვითარება

  • მარტივი ინტეგრაცია ვებ სერვისებთან

  • User-friendly მონაცემთა სტრუქტურები

  • GUI-ზე დაფუძნებული დესკტოპ აპლიკაციები

 

Java

მეორე მხრივ, Java, მაღალი დონის პროგრამირების მეორე ენა, 1990-იანებში დაარსდა და არის ყველაზე პოპულარული თანამედროვე პროგრამისტებს შორის. Java თავდაპირველად შეიქმნა საკაბელო ყუთებისა და მექანიკური მოწყობილობებისთვის. თუმცა დღეს იგი იმდენადაა განვითარებლი, რომ მას თითქმის ყველგან შევხვდებით, ვებიდან დაწყებული, სმარტფონებითა და კომპიუტერებით დასრულებული. იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამირების ენა და გამოიყენება ძალიან ფართო მასშტაბით Python-ის შემდეგ.

 

ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია! შეისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე უახლეს პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

JavaScript

JavaScript არის პროგრამირების მომდევნო პოპულარული ენა, რომელმაც ინტერნეტი შქმნა. იგი სულ რაღაც 10 დღეში შეიქმნა 1995 წელს და არის მდიდარი, ობიექტზე დაფუძნებული სკრიპტინგ ენა. იგი არის ყველაზე გამოყენებადი ენა დღესდღეობითაც კი და თითქმის ყველა საიტი ინტერნეტში შექმნილია JavaScript-ის საშუალებით. გასული წლების განმავლობაში მან გაიარა მასობრივი განახლება და მოდერნიზაცია. JavaScript-ის დიდმა განახლებებმა ბევრი თანამედროვე ფუნქცია დაამატა და დღევანდელი JavaScript ძალიან განსხვავებულია 10 წლის წინანდელთან შედარებით. 

 

C#

პროგრამირების ენების განვითარება გრძელდება თითოეულ წელთან ერთად. 1. C#, რომელიც Microsoft-მა შექმნა, ცნობილია, როგორც ძალიან ძლიერი პროგრამირების ენა .NET ფრეიმვორქში. ეს არის ადაპტირებადი ენა, რომელიც იძლევა ყოვლისმომცველ საფუძველს პროგრამირებაში, რაც ვრცელდება ასევე Java-ზე, Objective-c-ზე, PHP-სა და სხვა ენებზე. 

 

PHP

PHP, რომელიც Python-ს ჰგავს, არის ასევე პროგრამირების ენა, რომელიც 90-იანებში ერთმა პროგრამისტმა დამატებითი სამუშაო პროექტის სახით შექმნა. დროთა განმავლობაში PHP-ის პროდუქტს შეემატა მეტი ფუნქციონალი და განვითარდა სრულფასოვან პროგრამირების ენამდე. თუმცა PHP კარგავს თავის პოპულარობასა და მიმზიდველობას JavaScript-ის განვითარებსთან ერთად. 

 

C++

C-ის შთაგონებით, ბიარნე სტროსტრუპმა შექმნა C++, როგორც C ენის გაფართოება, თუმცა დროთა განმავლობაში C++ განვითარდა მულტი-მოდელურ, ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენად. იგი უმეტესად გამოიყენება Microsoft-ის პროდუქტებსა და დესკტოპ აპლიკაციებში. გასულ ათწლეულში C++ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართო გამოყენების პროგრამირების ენა. 

 

C

1969-1973 წლებში დენის რიჩიმ, Bell ლაბორატორიის ინჟინერმა, შექმნა პროცედურული, ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც პირდაპირ კომპილირდებოდა მანქანურ ენაზე. მან ადვილად მოახდინა გავლენა ამ სიის სხვა ენებზეც. C პროგრამირების ენა პროგრამისტს აძლევს სრულ კონტროლს ძირითად ჰარდვეარზე.

 

R

R არის კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენა, რომელსაც სტატისტიკოსები და მონაცემთა მომპოვებლები იყენებენ სტატისტიკური სოფტვეარებისა და მონაცემთა ანალიზის შესაქმნელად. 

 

Swift

Swift არის ზოგადი დანიშნულების, კომპილირებული პროგრამირების ენა, რომელიც ასევე ზრდის დეველოპერის პროდუქტიულობას. Swift შეიქმნა Mac და iOS პლატფორმებისთვის Objective-C-ის ჩასანაცვლებლად. მისი ერთ-ერთი USP და პოპულარობის მიზეზია მისი ენობრივი დიზაინი. უფრო მარტივი, ზუსტი და სუფთა სინტაქსით, ასევე დეველოპერის ერგონომიული მახასიათებლებით, ის გთავაზობთ უფრო პროდუქტიულ Objective-C-ის ალტერნატივას Apple-ის ეკოსისტემაში.

 

Objective-C

Objective-C არის ზოგადი დანიშნულების, ობიექზტე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც 1980-იანების დასაწყისში შეიქმნა. იგი წარმოადგენს მთავარ პროგრამირების ენას, რომელიც OS X და iOS-ის სოფტვეარების დასაწერად გამოიყენება. მისი სინტაქსი, პრიმიტიული ტიპები და ნაკადის კონტროლი გადმოღებულია C-დან და დამატებულია სინტაქსი კლასებისა და მეთოდების განსაზღვრისათვის. 

 

პროგრამირების ენები ძალიან განვითარდა ბოლო 70 წლის განმავლობაში და პროგრამირება მსოფლიოს წამყვან და ყველაზე მოთხოვნად პროფესიად იქცა, დაწყებული ურთულესი პროგრამირების ენებიდან, ყველაზე user-friendly Python-მდე. თუ შენც გინდა ყველაზე საინტერესო სფეროს შესწავლა შემოგვიერთდით დღესვე Python-ის დისტანციურ კლასებზე, ადგილები შეზღუდულია

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა