IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პროფესიები, რომლებიც ხვალ აღარ იარსებებს მზად ხართ ცვლილებებისთვის?

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

22.05.2026

556 დათვალიერება

მომავალი უკვე შეიცვალა - უბრალოდ ბევრმა ჯერ ვერ შეამჩნია


რამდენიმე წლის წინ თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტებს დაწერდა, დიზაინს შექმნიდა, ვიდეოებს დააგენერირებდა ან ადამიანების ნაწილ სამუშაოს ავტომატურად შეასრულებდა - ალბათ რთული დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა.
დღეს სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები ყოველდღიურად გარდაქმნის არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებას, არამედ პროფესიებსაც. ზოგი საქმე ეტაპობრივად ქრება, ზოგი სრულიად ახალ ფორმას იღებს, ზოგი კი საერთოდ ახლიდან იბადება.


სწორედ ამიტომ, ბევრი მშობელი დღეს საკუთარ თავს ერთსა და იმავე კითხვას უსვამს: როგორი მომავალი ექნება ჩემს შვილს? რომელი პროფესია იქნება მოთხოვნადი 10 ან 15 წლის შემდეგ? რა უნარები დასჭირდება მას სამყაროში, სადაც ცვლილება უკვე მუდმივ პროცესად იქცა?


სიმართლე ის არის, რომ დღეს მთავარი კითხვა აღარ არის „რა პროფესია ექნება ჩემს შვილს?“ მთავარი კითხვაა - როგორ მოვამზადოთ ის ისეთი სამყაროსთვის, რომელიც მუდმივად იცვლება?


თუ თქვენს შვილს ტექნოლოგიები, პროგრამირება და მომავლის პროფესიები აინტერესებს, გაეცანით IT აკადემია STEP-ის პროგრამირების კურსს და ნახეთ, როგორ სწავლობენ ბავშვები არა მხოლოდ თეორიას, არამედ რეალურ უნარებს.
აღმოაჩინეთ შესაძლებლობები, რომლებიც მომავალს ქმნის.
 

მოითხოვე კონსულტაცია

 

პროფესიები ქრება თუ უბრალოდ იცვლება?


როცა ვამბობთ, რომ ზოგი პროფესია მომავალში აღარ იარსებებს, ხშირად ეს შიში სხვაგვარად აღიქმება, თითქოს ადამიანებს ტექნოლოგიები მთლიანად ჩაანაცვლებენ. რეალურად, ცვლილება უფრო განსხვავებულად მიმდინარეობს.


ტექნოლოგია პირველ რიგში ცვლის იმ სფეროებს, სადაც ყოველდღიურად ერთი და იგივე მოქმედებები მეორდება. იქ, სადაც პროცესები წინასწარ განსაზღვრულია და კრეატიულობა ნაკლებად გამოიყენება, ავტომატიზაცია ბევრად სწრაფად აღწევს.


მაგალითად, მონაცემების შეყვანა, საბაზისო ადმინისტრაციული პროცესები, მარტივი ტექნიკური ამოცანები, მსგავსი საქმეების ნაწილი უკვე დღეს სრულდება ავტომატური სისტემებით. თუმცა, ამავე დროს ჩნდება სრულიად ახალი შესაძლებლობები - AI სპეციალისტები, ციფრული პროდუქტების შემქმნელები, მონაცემთა ანალიტიკოსები, UX დიზაინერები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და სხვა მრავალი მიმართულება.


ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მომავლის ბევრი პროფესია ჯერ საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დღეს განათლებაც იცვლება. მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრება აღარ არის საკმარისი. ბავშვს უნდა შეეძლოს პრობლემის გადაჭრა, იდეების შექმნა, ტექნოლოგიებთან მუშაობა, გუნდურ გარემოში ადაპტაცია და სწრაფად შესწავლა.


თუ გაინტერესებთ, როგორ იქმნება მომავლის პროფესიები და რატომ აღარ არის მხოლოდ ტრადიციული სწავლება საკმარისი, გაეცანით სტეპის ბლოგს: რომელი პროფესიები გაქრება უახლოეს მომავალში და რომლები გაძლიერდება?


მომავალი მათ ეკუთვნით, ვინც ცვლილებების მოლოდინში კი არ ჩერდება, არამედ მათთან ერთად ვითარდება.
გაიგეთ მეტი და აღმოაჩინეთ მომავლის უნარები.
 

მოითხოვე კონსულტაცია

 

ბავშვისთვის საუკეთესო ინვესტიცია - პროფესია კი არა, უნარებია


მშობლებს ყოველთვის უნდათ შვილებისთვის უსაფრთხო და წარმატებული მომავალი. ადრე ამისთვის კონკრეტული პროფესიის არჩევა საკმარისი ჩანდა - ექიმი, იურისტი, ინჟინერი. დღეს უკვე რეალობა განსხვავებულია.


სამყარო ისე სწრაფად იცვლება, რომ კონკრეტული პროფესიის ცოდნაზე მნიშვნელოვანი გახდა ის უნარები, რომლებიც ადამიანს ნებისმიერ გარემოში ადაპტაციაში ეხმარება.


კრეატიული აზროვნება, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა, AI ინსტრუმენტების გამოყენება,  ეს უნარები უკვე აღარ არის დამატებითი შესაძლებლობა. ეს მომავლის ენაა.


დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბავშვისთვის კონკრეტული პროფესიის არჩევა კი არა, ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ის ისწავლის ფიქრს, შექმნას, ცდას და განვითარებას. რადგან ხვალ შეიძლება კონკრეტული პროფესია შეიცვალოს, მაგრამ ადამიანი, რომელიც სწავლას, ადაპტაციას და განვითარებას შეძლებს  ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.


გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა
დაგვიკავშირდი:
●    ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
●    ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549


გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:
Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა