IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სიმსივნის აღმოსაჩენად

10000

Techfacts

მოტივაცია

26.10.2023

554 დათვალიერება

ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI, ფართოდ არის გავრცელებული ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროში და ერთ-ერთი ასეთი სფერო - ადრეულ სტადიაში კიბოს გამოვლენაა.

მკვლევრები კიბოს აღმოჩენისთვის და დიაგნოსტირებისთვის დღეს უკვე აქტიურად იყენებენ მანქანურ სწავლებას, რათა შექმნან ისეთი ხელსაწყოები რომელიც საშუალებას მისცემს ექიმებს გამოავლინონ გამორჩენილი სიმსივნური დაზიანებები

 

ხელოვნური ინტელექტი ასევე გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პაციენტებთან კომუნიკაციისთვის, იმ სირთულეების დასაძლევად რაც კიბოს მკურნალობასთან არის დაკავშირებული.

 

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არსებობს ხარვეზებიც, მაგალითად - კიბოს დიაგნოზი შესაძლოა ჰიპერდიაგნოსტირებული იყოს, ასევე შეუსაბამობები შესაძლოა აღმოჩნდეს თეთრკანიან და ფერადკანიან პაციენტებში კიბოს გამოვლენისას.

 

„თუ რაიმეს ეძებთ და კარგად დააკვირდებით, დაიწყებთ მის დანახვას“, - განუცხადა ABC News-ს დოქტორმა ბრიტანი ფასიმ, მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ტოპოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა. ”ასე რომ, მნიშვნელოვანია როგორ და როდის გამოვიყენებთ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას"

 

ხელოვნური ინტელექტის მიღწევები სიმსივნის გამოვლენაში

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და Mass General ონკოლოგიურ ცენტრში სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა და გატესტა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, ცნობილი სახელწოდებით Sybil. სიბილი იმგვარად იყო დაპროგრამებული, რომ გულმკერდის  კომპიუტერული ტომოგრაფიის დაბალი დოზებით სკანირებას ასრულებდა, რომელიც 50 -დან 80 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის  არის რეკომენდებული

 

იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ფილტვის კიბოს სკრინინგს გადიოდნენ, სიბილმა შეძლო სურათის შესწავლა და ზუსტი სურათის წინასწარმეტყველება ექვსი წლის განმავლობაში პაციენტის ფილტვის კიბოს განვითარების რისკის არსებობის.

კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება აჩვენებს Sybil-ის სიზუსტეს - ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს, რომელიც შემუშავებულია MIT-ისა და Mass Gen-ის მიერ - ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის. მარცხენა სურათი გვიჩვენებს, თუ რა აღმოაჩინა სიბილმა პაციენტში (ხაზგასმულია წითლად) და იგივე პაციენტის მარჯვენა გამოსახულება გვიჩვენებს, თუ რა აღმოაჩინეს რადიოლოგებმა ორი წლის შემდეგ (მონიშნული წითლად).

Mass Gen ონკოლოგიური ცენტრი

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსები გელოდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე პროფესიების 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

ფილტვის კიბო ნომერ პირველი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მკვლევრები აცხადებენ,  რომ ეს არის კიბო, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ რადგან არსებობს სტიგმა და ის მოიაზრება როგორც თვითმიყენებული სიმსივნე.

„ფილტვის კიბოს შემთხვევები და ადამიანები, რომლებსაც არასოდეს მოუწევიათ სიგარეტი, იზრდება და ამიტომ ფილტვის კიბო ნამდვილად არის დაავადება, რომელიც შეიძლება ნებისმიერს შეეხოს, ნებისმიერს, ვისაც ფილტვები აქვს, რაც არსებითად ნიშნავს, რომ ნებისმიერი არის რისკის ქვეშ და ემუქრება ფილტვის კიბო,“ - ამის შესახებ ABC News-სთან ინტერვიუში ლეცია სეკვისტიმ, მასობრივი კიბოს ცენტრის ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის კლინიკის დირექტორმა განაცხადა

 

მისი თქმით, AI ინსტრუმენტების მიზანი როგორიც სიბილია, ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენაა, როდესაც ის ჯერ კიდევ განკურნებადია.

„ჩვენ არ ვიტარებთ სათანადო სკრინინგს ფილტვის კიბოს აღმოსაჩენად. ისევე როგორც სხვა სკრინინგ ტესტები, აქაც სკრინინგის ჩატარება მნიშვნელოვანია რათა კიბოს პოვნა მოხდეს ადრეულ სტადიაზე, როცა ის ჯერ კიდევ განკურნებადია“ - თქვა სეკვისტმა. „თუ ფილტვის კიბოს  I ან II სტადიაზე აღმოაჩენთ, პაციენტს შეუძლია ოპერაცია გაიკეთოს და ბოლომდე გათავისუფლდესკიბოსგან“.

 

ზუსტად ეს მიზანი გააჩნდა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის, კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და Dana-Farber კიბოს ინსტიტუტის მკვლევრების მიერ იყო შექმნილი და შესწავლილი.

მხოლოდ პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების გამოყენებით, ამ მოწყობილობამ შეძლო პანკრეასის კიბოს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა იდენტიფიცირება ფაქტობრივ დიაგნოზამდე სამი წლით ადრე.

"პანკრეასის კიბოს უმეტესობა უბრალოდ ძალიან გვიან ვლინდება, შესაბამისად, პაციენტებს აქვთ ძალიან, ძალიან ცოტა შანსი გადარჩენის, ამიტომაც ამაზე ბევრს ვმუშაობთ ," - განაცხადა დოქტორმა კრის სანდერმა, კვლევის თანამშრომელმა და პროფესორმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის უჯრედული ბიოლოგიის რეზიდენციაში, ABC News-სთან ინტერვიუში. "20%-ზე ნაკლებია გადარჩენა, მაგრამ თუ აღმოაჩენთ, მაშინ ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-მდე ადის, თუ ხედავთ, შეგიძლიათ ამოჭრათ."

ასევე მან დაამატა, რომ მსგავს ინსტრუმენტებს აქვთ ეკონომიკური სარგებელიც, რადგან თუ კიბო ადრეულ ეტაპზე დაფიქსირდა, პაციენტებს არ მოუწევთ რისკზე წასვლა და გვიან სტადიებზე აღმოჩენილი კიბოს მკურნალობისთვის თანხების გადახდა.

"რაც უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ ადრეულ ეტაპზე შევძლოთ კიბოს აღმოჩენა და მკურნალობა, მით უფრო გარდამტეხი იქნება ცვლილებები იმ პრობლემის გადაჭრაში, რასაც კიბოს პრობლემა ჰქვია", - ამბობს სანდერსი.

 

როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი

სეკვისტის აზრით აშშ-ი არასათანადოდ ტარდება ფილტვის სიმსივნეზე პაციენტების გამოკვლევები, მათიც კი რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან, მაგალითად მწეველები.

მას სურს სიბილის ინსტრუმენტის საშუალებით ფილტვის კიბოს სკრინინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ისევე ხელმისაწვდომი როგორც მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, როცა კოლონოსკოპიის გაკეთება 45 წლის ასაკშია რეკომენდებული.

„წარმომიდგენია, რა შეიძლება გააკეთოს სიბილმა ფილტვის კიბოს სკრინინგისთვის - მას ნამდვილად შეუძლია ხელმისაწვდომი გახადოს ეს უმნიშვნელოვანესი სკრინინგი ყველასთვის, რაც შემდგომში დაგვეხმარება გაგებაში ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ და ვინ არა“.  სეკვისტი აგრძელებს, "მე ვგულისხმობ, რომ ასე ვამოწმებთ სხვა სიმსივნეებს და მხოლოდ ფილტვის კიბოზე ვაწესებთ ბარიერებს, მწეველი უნდა იყოთ, რომ ტესტზე წვდომა გქონდეთ და ეს გამაღიზიანებელია ადამიანებისთვის, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ თავისი ჯანმრთელობისთვის".

 

ხელოვნური ინტელექტი ასევე ეფექტურად გამოიყენება მკურნალობის დროს. Penn Medicine-მა შეიმუშავა ჩატბოტი სახელად პენი, რომელიც ტექსტური შეტყობინებების საშუალებით პაციენტებს ეხმარება  მკურნალობის რთულ პროცესში გაერკვნენ და ამით ამცირებს შეცდომების დაშვების რისკს.

შედეგებმა აჩვენა, რომ შეტყობინებების დაახლოებით 90% -ზე მეტი ზუსტად იყო ინტერპრეტირებული ჩატბოტის მიერ, ხოლო  მონაწილეების მზაობა მიეღოთ მედიკამენტი მინიმუმ 70% შეადგინა. თუმცა, სანდერმა აღნიშნა, რომ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს მათ მედიცინაში.

"ხელოვნური ინტელექტი იქნება დამხმარე გადაწყვეტილების მიღებისას. ის მოგვაწვდის ინფორმაციას, შესაძლოა რეკომენდაციაც მოგვცეს ექიმებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს. ასე რომ ეს მოწყობილობა იქნება დამხმარე ექსპერტისთვის, რომელსაც ეთიკური სტანდარტები აქვს ნასწავლი და ამის შემდგომ პაციენტებთან ერთად ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ იმოქმედონ კონკრეტულ შემთხვევაში" - აღნიშნა სანდერმა.

 

 

ხელოვნური ინტელექტი მოწინავე ტექნოლოგია გახდა კანის კიბოს შესაძლო გამოვლენაში, თუმცა იყო მცირე ხარვეზებიც

 

ისტორიულად ისე აეწყო, რომ  მედიცინა კანის დაავადებებთან დაკავშირებით არასათანადოდ აგროვებს მონაცემებს, მათ შორის კიბოზე ინფორმაციას სხვადასხვა ფერის კანის მქონე ადამიანებში.

"თუ ალგორითმს არასწორ მონაცემებზე ააწყობ, რომელიც არაობიექტურ და არასაკმარის ინფორმაციას შეიცავს კიბოს და ზოგადად კანის ნებისმიერ სხვა დაავადებაზე, საბოლოო ჯამში ის ვერ შეძლებს ზუსტად დასვას დიაგნოზი ."

 

 

 

2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ რომელშიც კომპანია Google-იც იღებდა მონაწილეობას, შესაძლებელი გახადა ხელოვნური ინტელექტის იმგვარი ალგორითმის შექმნა, რომელიც მამოგრაფიის სკანირებით მკერდის კიბოს გამოავლენდა. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ალგორითმმა ეს შეძლო და იმაზე უკეთაც გამოუვიდა ვიდრე ამას სერტიფიცირებული ექიმი-რენტგენოლოგი გააკეთებდა

 

ლაბორატორიის ტექნიკოსი ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს ატარებს. ვუჰანი, ჩინეთის ცენტრალური ჰუბეის პროვინციაი, 2023 წლის 15 ივნისი.

 

მსოფლიოს არაერთ წერტილში AI გამოიყენება დიაგნოსტიკის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად ავლენს მცირე ანომალიებს სკანირებაში და უკეთ ახერხებს დიაგნოზების დასმას პაციენტის სიმპტომებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიხედვით. AI ასევე გამოიყენება პაციენტების კლასიფიკაციისთვის, სამედიცინო ჩანაწერების შესანარჩუნებლად, მათზე თვალყურის დევნებისთვის და ჯანმრთელობის დაზღვევის პრეტენზიებთან გასამკლავებლად. ითვლება, რომ მომავალი ინოვაციები მოიცავს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რობოტულ ქირურგიას, ვირტუალურ ექთნებსა და ექიმებს

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა