პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული
იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან მსოფლიოში საუკეთესო დეველოპერები, პროგრამისტი ბენ ფრედერიკსონმა ჩაატარა გამოკვლევა, თუ სად შეიძლებოდა ამ მაღალკვალიფიციური დეველოპერების პოვნა. შედეგებმა ტექნოლოგიური ნიჭის მაჩვენებლით ყველაზე ძლიერი ქვეყნების ხუთეული გამოავლინა, ესენია - ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
ეს მონაცემები ძირითადად GitHub-ის მომხმარებელთა ანგარიშებიდან იყო აღებული, რომლის უმრავლესობა ამერიკაში მომუშავე დეველოპერებს წარმოადგენს, ამიტომ ძნელი იყო ისეთ რეგიონებში მონაცემების მოპოვება, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპა ან სამხრეთ ამერიკა, რომ სრული სურათი ყოფილიყო ნაჩვენები.
ჩვენ შევკრიბეთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რათა სრული წარმოდგენა გვქონოდა იმის შესახებ, თუ რომელ სახელმწიფოებში მუშაობენ საუკეთესო პროგრამისტები და რომელი რეგიონები ითვლება "პერსპექტიულად", ტექნიკური პროგრესის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
და ერთი "სპოილერი" - ამერიკა არ არის საუკეთესო ქვეყანა დეველოპერების დასაქირავებლად, როგორც ბევრს მიაჩნია
როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.
თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!
საინტერესო ფაქტები:
- როგორც თურქი ასევე რუსი პროგრამისტები გამოირჩევიან დაუღალავი შრომით, თუმცა, გუნდში მუშაობა არ გამოსდით. თუ დაგჭირდათ სწრაფად შეგიძლიათ იპოვოთ გამოცდილი დეველოპერი ორივე ქვეყნიდან, თუმცა დიდი გუნდის შეკრება გაგიჭირდებათ.
- ფილიპინელი პროგრამისტები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, სწრაფად ერკვევიან პროექტებში, მაგრამ ქვეყანაში ცუდი ინფრასტრუქტურაა, ინტერნეტის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პროგრამისტი რომელსაც აქ დაიქირავებთ ხან ინტერნეტ კავშირის ჩავარდნით გაქრება, ხან კი კუნძულზე მაღალი ავადმყოფობის მაჩვენებელის გამო
- ჩინეთში ყველაზე შრომისმოყვარე პროგრამისტები არიან, მაგრამ მათი ინგლისური ძალიან სუსტია ხოლო დაქირავება ფილიპინელ პროგრამისტებზე სამჯერ ძვირი დაგიჯდებათ
- ინდოელი დეველოპერები ინგლისურს როგორც მშობლიურ ენას ისე ფლობენ, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით ერკვევიან ინოვაციურ პროექტებში, როგორც წესი მეორე სამსახურიც აქვთ და მათი მუშაობის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ ხშირად დგება.
როდესაც საუკეთესო დეველოპერს ეძებთ, შეიძლება რთული აღმოჩნდეს იმის დადგენა, თუ სად არის სიმართლე. პირადი გამოცდილება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ზოგად სტატისტიკას და აღმოჩნდეს, რომ ეძებთ შესაფერის კანდიდატს ქვეყანაში, სადაც დეველოპერები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს შეადგენენ.
ეს რეპორტები და სტატისტიკა დაგეხმარებათ განსაზღვროთ რომელი სფეროა საუკეთესო, იდეალური დეველოპერის საძებნელად და საპოვნელად.
HackerRank კონკურსი: საუკეთესო ქვეყანა არის…
HackerRank-მა გამოაცხადა კონკურსი დეველოპერებისთვის გლობალური მასშტაბით, რომლებიც ამოწმებდნენ 15 სხვადასხვა სფეროს, მათ შორისაა მათემატიკა, მონაცემთა გარსი, მონაცემთა სტრუქტურა, Java და სხვა.
კვლევაში მთავარია რომ ქვეყნებმა სხვადასხვა შედეგი მიიღეს, რაც სხვადასხვა სფეროების ტესტირებიდან გამომდინარე იყო. ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სპეციალიზებული პროგრამისტების ძიებისას აღმოჩნდება, რადგან ერთი ქვეყანა შეიძლება იყოს უკეთესი პროგრამირებაში, მაგრამ სხვა ქვეყანას შეუძლია უკეთესი შედეგი ჰქონდეს იმ სფეროში, რომელსაც თქვენ ეძებთ.
მაგალითად, ბელარუსის რესპუბლიკა პირველი ქვეყანაა ალგორითმებისთვის, ხოლო როცა საქმე Ruby-ის ტოპ 5-ს ეხება, სიაშიც კი ვერ მოხვდა. ასევეა პოლონეთიც, Java-ში პირველ ადგილზეა, მაგრამ SQL-ში ტოპ 5-შიც კი არ არის.
საერთო ქულით ჩინეთი და ბელარუსის რესპუბლიკა პირველ ადგილზე არიან ყველაზე ნიჭიერი პროგრამისტების მაჩვენებლით. ჩინელმა პროგრამისტებმა საუკეთესო შესრულება აჩვენეს შემდეგ სფეროებში:
-
მათემატიკა
-
ფუნქციური პროგრამირება
-
მონაცემთა სტრუქტურა
როცა საქმე ალგორითმებს ეხება ბელარუსის რესპუბლიკის დეველოპერები მოწინავე პოზიციებს იკავებენ. და რაც ყველაზე გასაკვირია, აშშ და ინდოეთი, რომლებიც როგორც წესი მეწარმეები ტექნიკურ სპეციალისტებს ქირაობენ , ყველა მონაცემით მე-20 პოზიციის დაბლა აღმოჩნდნენ.
ჩინეთისა და ბელარუსეთის შემდეგ საერთო ქულით, სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა შვეიცარია, იაპონია, ტაივანი და იტალია ოპტიმალური შედეგი მიიღეს. მაგალითად, იაპონია ძლიერია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში, ხოლო იტალიამ შექმნა შესანიშნავი „ტუტორიალები“ და მონაცემთა ბაზები.
HackerRank-ის შედეგების მიხედვით, დღეს რომ ჰაკერების ოლიმპიადა ჩატარებულიყო, ჩინეთი მოიგებდა ოქროს მედალს, ბელარუსის რესპუბლიკა ვერცხლს, ხოლო პოლონეთი ბრინჯაოს.
რომელ რეგიონს ჰყავს საუკეთესო დეველოპერები მსოფლიოში?
HackerRank’s 2023 Developer Skills Report-მა შეისწავლა რეგიონები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი ზრდა და პროგრესი გასული წლების განმავლობაში. კვლევა ფოკუსირებული იყო 2023 წელზე.
ანგარიშის მიხედვით, EMEA (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) და ლათინური ამერიკის რეგიონებმა უფრო ძლიერი ზრდა აჩვენეს სხვა რეგიონებთან შედარებით.
2020 წელს, ყველა რეგიონმა განიცადა მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ვარდნა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და APAC (აზია-წყნარი ოკეანის) რეგიონებს ჰქონდათ შედარებით მსუბუქი ვარდნა და უფრო სწრაფი აღდგენა, ვიდრე ლათინურ ამერიკას და EMEA-ს.
ლათინურ ამერიკასაც და EMEA-საც უფრო გამოხატული ვარდნა ჰქონდათ და ძველ მონაცემებთან დაბრუნებას უფრო მეტი დრო დასჭირდა. თუმცა, 2022 წელს ორივე რეგიონი გადასცდა მოსალოდნელი ინდექსის დონეს, რითაც მოლოდინს გადააჭარბეს.
ქვეყნები რომლებსაც საუკეთესო პროგრამისტები ჰყავს
ცალკეული ქვეყნების შედეგების გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს , რაც ბევრი ნიჭიერი პროგრამისტის არსებობას ადასტურებს ამ ქვეყნებში. მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი HackerRank-ის რეიტინგში პირველ ათეულში არიან.
აღმოსავლეთ ევროპაში 5,7 მილიონზე მეტი IT სპეციალისტია, რომელთაგან 33% ქალია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინვესტიცია მოახდინა IT ბაზარზე და ტექნიკურ განათლებაში. შედეგად, დეველოპერების უმეტესობა დაფუძნებულია უკრაინასა და პოლონეთში, რაც აღმოსავლეთ ევროპას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს დისტანციური დეველოპერების დასაქირავებლად. ასევე, საათობრივი განაკვეთი და დროის ზონები მისაღებია განვითარებული ქვეყნებისთვის. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში, დროის სხვაობა დაახლოებით 1-დან 3 საათამდეა. აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე ეს არის 10 საათი, ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 6-7 საათი.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის დეველოპერები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. მაგალითად, პოლონეთი მე-11 ადგილს იკავებს ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის მიხედვით გლობალურად, ხოლო უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკის წიგნიერების მაჩვენებელი 99.4%-ია.
დაბოლოს, რუმინეთმა HackerRank სიაში მე-20 ადგილი დაიკავა, თუმცა ის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა პროგრამისტების მოსაძებნად. A.T. Kearney Global Services Location Index-ის მიხედვით, რუმინეთი მე-18 ადგილზეა ფინანსური მიმზიდველობის თვალსაზრისით, უნარების დონისა და ხელმისაწვდომობის და ტექნიკური ბიზნეს გარემოს მიხედვით.
მოსახერხებელი დროის ზონებისა და ენის ცოდნის გარდა, რუმინეთის მთავრობა დამსაქმებლებს შეღავათებს სთავაზობს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ევროპის ქალაქების საუკეთესო დეველოპერების რეიტინგში რუმინეთის ქალაქები მოწინავე ადგილს იკავებენ SkillValue's Worldwide Report-ში.
საუკეთესო ქვეყნები კონკრეტული კოდირების ენებისთვის პროგრამისტების მოსაძებნად
2019 წელს, SkillValue SaaS-ის პლატფორმამ, მრავალი კონკურსი მოაწყო დეველოპერებისთვის ალგორითმის სავარჯიშოებით სხვადასხვა პროგრამირების ენაზე.
შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ Java და JavaScript-ის სპეციალისტი გჭირდებათ, მათ დასაქირავებლად მექსიკა საუკეთესო ქვეყანაა, ხოლო ირლანდიას საუკეთესო NET დეველოპერები ჰყავს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპა დომინირებდა სხვა კოდირების ენებთან კონკურენციაში - სერბეთი გამორჩეულია C/C++-ში, უნგრეთი PHP-ში, ხოლო სლოვაკეთი Python-ში.
რაც შეეხება HackerRank-ის კონკურსს, Java-სთან მომუშავე დეველოპერები ძირითადად პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან არიან.
C++ პროგრამირებაში საუკეთესო ქვეყნებია - საფრანგეთი, ბელარუსა, იტალია, უნგრეთი და შვეიცარია.
ჩინეთმა მაღალი შედეგები აჩვენა მრავალ სფეროში, კერძოდ - მონაცემთა სტრუქტურებში, ფუნქციონალურ პროგრამირებაში და მათემატიკაში. ბელარუსის რესპუბლიკამ ალგორითმულ დავალებებში აჩვენა საუკეთესო შედეგი, ხოლო Python-ში ჰონგ კონგი, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩინეთი და ბელარუსეთი ლიდერობს.
ამ შედეგებზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეიქმნათ წარმოდგენა, თუ რომელ ქვეყნებს ჰყავთ საუკეთესო დეველოპერ სხვადასხვა პროგრამირების ენებში.
სად ვიპოვოთ მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტები თითოეული ტექნოლოგიისთვის?
HackerRank-ის კვლევაზე დაყრდნობით შეგიძლიათ ნახოთ, თუ სად არის უფრო პოპულარული პროგრამირების ენა.
მაგალითად, Ruby ძალიან პოპულარულია იაპონიაში, შემდეგ მოდის ბრაზილია, მექსიკა და ჩილე. პროგრამისტები მალაიზიიდან და პაკისტანიდან C++ ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ტაივანში Python-ია უფრო პოპულარული. ხოლო, რაც შეეხება Java-ს, ის თითქმის ყველგან პოპულარული ენაა.
რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მიზანდასახული დეველოპერები?
HackerRank-ის ქულების სისტემა უყურებს იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც ვერ გაიარეს გამოცდა. ეს ერთი შეხედვით უსარგებლო საქმედ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა როცა საქმე შრომის დაქირავებას ეხება, ღირს ამ მონაცემების ნახვა.
პროექტებს თან ყოველთვის ახლავთ შეფერხებები და გჭირდება ადამიანი, რომელიც მიზანდასახული იქნება გამოსავლის მოძებნაში. ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია პროგრამისტებისთვის, მაგრამ სხვა "რბილი უნარებიც" მნიშვნელოვანია დეველოპერისთვის. ერთ-ერთი მათგანი არის გამბედაობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნიგერია, მალაიზია და პაკისტანი, დეველოპერები უფრო ადვილად ნებდებიან. მეორეს მხრივ, შვეიცარიას და უნგრეთს არ დაუტოვებია არც ერთი გამოწვევა გადაუჭრელი და ჰყავს ყველაზე მიზანდასახული და ჯიუტი დეველოპერები.
IT და ინოვაციების ანგარიში
ინოვაციების ინდექსი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომელი ქვეყნები აკეთებენ ინვესტიციებს ინოვაციებში, IT ბაზრებში და ამზადებენ კვალიფიციურ პროგრამისტებს. ეს ეფექტური მეთოდია მარტივი საშუალებაა საუკეთესო პროგრამისტების მოსაძებნად მსოფლიოს გარშემო.
Bloomberg-ის ინოვაციების ინდექსის მიხედვით, ინოვაციების ინდექსის საუკეთესო ინდიკატორებია კვლევასა და განვითარებაში ინვესტირების შესაძლებლობა, საპატენტო აქტივობა, მთლიანი პროდუქტიულობა და უმაღლესი განათლება.
ამ კვლევის თანახმად ინოვაციისთვის საუკეთესო 10 ქვეყანაა:
1. სამხრეთ კორეა
2. სინგაპური
3. შვეიცარია
4. გერმანია
5. შვედეთი
6. დანია
7. ისრაელი
8. ფინეთი
9. ნიდერლანდები
10. ავსტრია
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადგილობრივი ციფრული კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ცენტრი IMD აფასებს ქვეყანაში 3 ფაქტორს:
1. ცოდნა: ტექნოლოგიური სწავლის უნარი
2. ტექნოლოგია: ინვესტიციები ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში
3. მომავალი მზადყოფნა: ციფრული ტრანსფორმაციის ფინანსური გეგმები
მათი კვლევის თანახმად 2022 წლის საუკეთესო 10 ქვეყანაა:
-
დანია
-
აშშ
-
შვედეთი
-
სინგაპური
-
შვეიცარია
-
ნიდერლანდები
-
ფინეთი
-
კორეის რეპ.
-
ჰონგ კონგი
-
კანადა
თუმცა, ის ფაქტი, რომ ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს ციფრულ განვითარებაში, არ ნიშნავს იმას, რომ ის ზრდის საუკეთესო პროგრამისტებს. მაგალითად, ფინეთსა და კანადას აქვთ შესანიშნავი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მაგრამ ვერც ერთ ზემოთ ნახსენებ შეჯიბრებაში ვერ დებს შედეგს.
თუ არ გაკმაყოფილებს მიმდინარე კარიერა და ანაზღაურება, პროგრამირება უნდა სცადო - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!
ტოპ 10 ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტებით
გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ჰეგელმა შემოგვთავაზა ისტორიის გაგების უნიკალური მიდგომა, მისი ორგანიზება თეზის-ანტითეზის-სინთეზის ნიმუშის მიხედვით. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს თანმიმდევრობა ეფუძნება არა ქრონოლოგიურ მოვლენებს, არამედ ლოგიკურ პროგრესირებას. ჰეგელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიული მოვლენების მნიშვნელობა მდგომარეობს არა მათ თარიღებში, არამედ იმაში, თუ რა გავლენა მოახდინა მან საზოგადოებაზე.
ამ მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენთვის შთაგონების წყარო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ქვეყნები შესაძლოა არ ჩანდნენ HackerRank-ის სიაში, ისინი მაინც ინარჩუნებენ მაღალ სტანდარტებს დისტანციური განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სხვა სიებისა და ზოგადი სტატისტიკის გათვალისწინებით, ღირს ამ ქვეყნების აღნიშვნა.
თუ ჰეგელის მაგალითის მიხედვით ვიმსჯელებთ, აქ ჩამოთვლილი ქვეყნები არ არიან რეიტინგების სათავეებში როგორც საუკეთესოები, თუმცა იმ ათეულში შედიან, სადაც ენის ცოდნა და ძლიერი განათლების სისტემები ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური დეველოპერების სიმრავლეს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, HackerRank-მა ჩაატარა მრავალფეროვანი ტესტები და კონკურსები სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ გამოიჩინა თავი საერთო რეიტინგში, მაგრამ აჩვენა განსაკუთრებული შესრულება კონკრეტულ გამოწვევებში.
ახალი აღარ არის, რომ ბიზნესების უმრავლესობა ირჩევს დისტანციურ დეველოპერებთან თანამშრომლობას, იქნება ეს სრულ განაკვეთზე , დამოუკიდებელი კონტრაქტორები თუ გარე სააგენტოების მეშვეობით.
როდესაც ეძებთ დისტანციურ პროგრამისტს მსოფლიოს გარშემო, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი პროექტისთვის საჭირო კონკრეტული უნარები. ამით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება და იპოვოთ იდეალური კანდიდატი თქვენი გუნდისთვის.
1. უკრაინა
ცივი და მზე ნაკლული ქვეყნები საუკეთესო ადგილია დისტანციური დეველოპერების დასაქირავებლად. აღმოსავლეთ ევროპაში გამოკვეთილია უკრაინა, IT ინდუსტრია ითვლის დაახლოებით 175,000 ზე მეტ პროფესიონალს ჩვენს მოძმე უკრაინაში, სადაც ყოველწლიურად 23,000-ზე მეტი გამოცდილი და შრომისმოყვარე კურსდამთავრებული შემოდის ტექნოლოგიების ბაზარზე.
HankerRank-ის შეჯიბრებაზე, უკრაინელი დეველოპერების საშუალო ქულა 88.7% იყო. გარდა ამისა, ქვეყანაში ცხოვრობს C++ პროგრამისტების უდიდესი ნაწილი და მათი IT სპეციალისტების 80% თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
საშუალო ხელფასი: $40,000 წელიწადში – $19.23 საათში
2. ჩინეთი
ჩინეთი #1ა HackerRank-ის გამოწვევაში და ეს არ არის გასაკვირი.
ამ უზარმაზარ ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდი IT კომპანიებია თავმოყრილი, რომლებიც ყოველწლიურად 4,7 მილიონ სპეციალისტს ამზადებენ. აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ჩინეთის 1,3 მილიარდი მოსახლეობიდან მხოლოდ 10 მილიონი საუბრობს ინგლისურად. გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ მათი შეზღუდული პოლიტიკა ინტელექტუალური საკუთრების (IP) კანონების შესახებ – რომელსაც შეგიძლიათ გვერდი აუაროთ დისტანციურად დაქირავების დროს.
საშუალო ხელფასი: $50,000 წელიწადში – $24.04 საათში
3. პოლონეთი
პოლონეთი მე-3 ადგილს იკავებს HackerRank-ის რეიტინგში, პირველ ადგილზეა Java შეფასებებში და ხუთეულში პროგრამირების ენებით, როგორიცაა Python, Shell და Ruby. გარდა იმისა, რომ მოსახერხებელი დროის სარტყელშია, პოლონეთის მოსახლეობის 30% საუბრობს ინგლისურად, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციას.
საშუალო ხელფასი: $45,000 წელიწადში – $21.63 საათში
4. ფილიპინები
ფილიპინები ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი ქვეყანაა მსოფლიოში - მოსახლეობის 92%-ზე მეტი საუბრობს ინგლისურად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარდა საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც ორიენტირებულია STEM საშუალო სკოლის სპეციალიზებულ სისტემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უფრო რთული პროექტებისთვის ჩინეთი ან უკრაინა უკეთესია, ცალკეული პროექტისთვის ფილიპინები შესანიშნავი არჩევანია.
საშუალო ხელფასი: $30,000 წელიწადში – $14.42 საათში
5. რუმინეთი
რუმინეთი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია IT ბაზრისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობამ მაღალ დონეზე დანერგა IT ინფრასტრუქტურა. რუმინელი დეველოპერების თითქმის 90% საუბრობს ინგლისურ და სხვა უცხო ენაზე.
ის განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილია პროგრამისტების დიდი ბაზისა და დაბალფასიანი აუთსორსინგის შესაძლებლობების გამო.
საშუალო ხელფასი: $35,000 წელიწადში – $16.83 საათში
6.ბრაზილია
ბრაზილიაში თითქმის 6,18 მილიონი ადამიანი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ამასთანავე, მთავრობა ავითარებს ტექნოლოგიური განათლების ინფრასტრუქტურას.
გასათვალისწინებელია კიდევ ის ფაქტორი, რომ ბრაზილიის IT სამუშაო ძალა შედარებით ახალგაზრდაა - მოსახლეობის 38,18% 24 წლამდე ასაკისაა. ფილიპინების მსგავსად, ბრაზილია შესანიშნავი ადგილია მცირე პროექტებისთვის დეველოპერების დასაქირავებლად.
საშუალო ხელფასი: $30,000 წელიწადში – $14.42 საათში
7.ტაივანი
ტაივანი, ფუნქციონალური პროგრამირებისა და მონაცემთა სტრუქტურების საუკეთესო შედეგებით, მე-7 ადგილს იკავებს HackerRank-ის სიაში. ბოლო წლებში მთავრობამ, ტაივანის "აზიის სილიკონის ველად" გადაქცევის პროგრამა წამოიწყო, გააუმჯობესა STEM განათლება და IT ინფრასტრუქტურა.
თუმცა, ტაივანში ძნელია იპოვოთ IT პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ინგლისურს. მთავრობა ამ ნაწილზეც მუშაობს და ინგლისურ ენას ერთ-ერთ ოფიციალურ სახელმწიფო ენად დაწესებას განიხილავს.
საშუალო ხელფასი: $40,000 წელიწადში – $19.23 საათში
8. ჩეხეთი
ჩეხეთში ყოველწლიურად 7000 კურსდამთავრებულია ტექნიკური უნივერსიტეტებიდან. საშუალო ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინაში ან რუმინეთში თუმცა, ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია IT სპეციალისტების დასაქირავებლად დაბალი ხელფასის გამო, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის და აშშ-თვის.
საშუალო ხელფასი: $45,000 წელიწადში – $21.63
9. კანადა
კანადაში ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა 18,6% იღებს განათლებას STEM სფეროში. HackerRank-ში 21-ე ადგილის მიუხედავადაც კი, ქალაქებს, როგორიცაა ტორონტო, კალგარი და ჰალიფაქსი, უამრავი ნიჭიერი დეველოპერი ჰყავს. განსაკუთრებით საინტერესო კანადა ამერიკული კომპანიებისთვის არის, ინგლისურენოვანი კადრის და მსგავსი დროის ზონის გამო. თუმცა, როგორც განვითარებულ ქვეყანას, კანადას უფრო მაღალი წლიური ხელფასი აქვს.
საშუალო ხელფასი: $80,000 წელიწადში – $38.46
10. ინდოეთი
ინდოეთს არ დაუკავებია მაღალი პოზიციები HackerRank-ის რეიტინგში და ქვეყანა კონკურენციაშია ევროპასთან და სამხრეთ ამერიკასთან. თუმცა, გამოწვევებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ინდოეთი რჩება ყველაზე პოპულარულ ქვეყნად, დისტანციურად IT სპეციალისტების მოსაძებნად.
სიდიდით მეორე ინგლისურენოვანი ქვეყანა, ინდოეთი დიდი ხანია პოპულარული დანიშნულების ადგილია ოფშორული აუთსორსინგისთვის აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს დამსაქმებლებისთვის მისი უამრავი სამუშაო ძალის გამო, მაგრამ ბოლო დროს სამუშაოს ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
საშუალო ხელფასი: $25,000 წელიწადში – $12.02
იპოვეთ მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტები დისტანციურად
როდესაც საქმე მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტების პოვნას ეხება, შეგიძლიათ სხვადასხვა მიდგომებს და სიებს გადახედოთ. კვლევების რეიტინგებზე დაყრდნობით, შეგიძლიათ შეისწავლოთ HackerRank-ის სია და შეაფასოთ მისი სხვადასხვა ტიპის გამოწვევები და სფეროები თითოეული ქვეყნისთვის.
სხვა კვლევებმა შეიძლება შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რომელი რეგიონი იზრდება და ვითარდება ტექნოლოგიური მიმართულებით. თუმცა მხოლოდ ამ სიებით თუ იხელმძღვანელებს, შესაძლოა სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები გამოგრჩეთ.
გუნდის არჩევა გლობალური მასშტაბით ასევე გულისხმობს ისეთი თანამშრომლების დაქირავებას, რომლებიც კარგად ჩაეწერებიან თქვენი კომპანიის კულტურაში, ექნებათ საჭირო რბილი უნარები. გარდა ტექნიკური ცოდნისა, ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე და ცხოვრობდნენ მოსახერხებელ დროის ზონაში.
DistantJob-თან პარტნიორობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერების რეზერვზე, რომლებიც მზად არიან დაიწყონ თქვენთან მუშაობა. ფოკუსირდით თქვენი ბიზნესის გაზრდაზე, ჩვენ კი დავკავდებით კონტაქტების დალაგებით, კანდიდატების შემოწმებით, დოკუმენტების გაფორმებით და სხვა მრავალი საქმით.
ჩვენთან IT Academy Step-ში პროგრამირების კურსზე კარი ღიაა ყველა მსურველისთვის, მიუხედავად მათი პროფესიული ბექგრაუნდისა. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეს რაიმე გამოცდილება IT-ში. სწავლის დასაწყებად საკმარისია იყო მიზანდასახული და გქონდეს საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის
ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში