IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეცნიერები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო - ადა ლავლეისი

..

05.12.2021

2259 დათვალიერება

მეცნიერებას ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა ახსოვს - მხატვრები, მათემატიკოსები, გამომგონებლები, ფიზიკოსები - ადამიანები, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით მსოფლიოს განვითარების ისტორია სამუდამოდ შეცვალეს.

მათი უმრავლესობა განსაკუთრებული აზროვნებით, თანდაყოლილი ნიჭითა და ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩეოდა. ფასდაუდებელი ნამუშევრების, მათემატიკური კვლევებისა და ხელოვნების შედევრების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები იყვნენ.

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. ეს არა ერთხელ დაამტკიცეს მათემატიკოსებმა და გამომგონებლებმა - ქათრინ ჯონსონმა, ალბერტ აინშტაინმა და სხვა მეცნიერებმა.

მიუხედავად ამისა, კაცობრიობას ეყო გამბედაობა და მათემატიკას ,,კაცის საქმე’’ უწოდა. ეს იყო საქმე, რომელიც ქალის გონებას აღემატებოდა.

თუმცა ისტორია სულ სხვაგვარად შემობრუნდა.

1815 წლის 10 დეკემბერს, ინგლისის ქალაქ ლონდონში ადა ლავლეისი დაიბადა.
 

ადა ცნობილი ინგლისელი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონისა და მისი მეუღლის, ანა იზაბელა ბაირონის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო.

 

 

 

 

 

გარდა იმისა, რომ დიდი პოეტის ოჯახი ბედნიერ ქორწინებაში არასდროს ყოფილა, ადას დაბადების მომენტში, მამას ძალიან დაწყდა გული, როდესაც ნანატრი მემკვიდრის ნაცვლად ქვეყანას გოგონა მოევლინა.

ადას დაბადებიდან ძალიან მალე, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროს ადა 2 თვის იყო. ამის შემდეგ, ბაირონი საბერძნეთში წავიდა და ინგლისში აღარც დაბრუნებულა.

მე-19 საუკუნის ადრეულ წლებში, როდესაც ადა 12 წლის გახდა ის მათემატიკით დაინტერესდა. სრულიად ნათელი იყო, რომ მისი ტოლი გოგონებისგან განსხვავებით, მას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკისგან თავის არიდების სურვილი არ ექნებოდა და ასეც მოხდა.

ვიქტორიანული ლონდონის არისტოკრატიულ საზოგადოებაში აღზრდილ გოგონას დედის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდა. უფრო მეტიც, ანა იზაბელა ბაირონს ეშინოდა ქალიშვილი  მამამისის ,,სახიფათო პოეტურ მიდრეკილებებს’’ არ ეცდუნებინა, ამიტომ შვილისთვის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები დაიქირავა.

 

 

 

 

ლავლეისის მასწავლებლებს შორის იყვნენ საზოგადოებრივი რეფორმატორი უილიამ ფრენდი, ოჯახის ექიმი უილიამ კინგი და შოტლანდიელი ასტრონომი და მათემატიკოსი, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების (Royal Astronomical Society) პირველი ქალი წევრი მერი სომერვილი.

პროფესორები გოგონას ტალანტით ადრეულ ასაკშივე აღტაცებულნი იყვნენ. გოგონა თანატოლებისან გასნხვავებით მდიდრულ ქორწინებაზე კი არა, საფრენი აპარატის კონსტრუირებაზე ოცნებობდა. მან ფრინველების ანატომია ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლა, რათა ფრთის სიგრძე კორპუსის მასშტაბებთან შეეფარდებინა.

 

 

 

 

 

როდესაც გოგონა 17 წლის გახდა, მათემატიკოსი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი (Charles Babbage) გაიცნო. ამ შეხვედრამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ბებიჯმა ლავლეისს მათემატიკური გამოთვლების ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი საკუთარი მანქანა აჩვენა.

 

 

 

 

ადა ამ გამოგონებით აღტაცებული დარჩა. საერთო ინტერესებმა ადა და ბებიჯი ერთმანეთთან დააკავშირა და ისინი ახლო მეგობრები გახდნენ.
 

 

 

 

 

როდესაც ადა და ბებიჯი ერთობლივ პროექტზე მუშაობდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ, ლავლეისს ბებიჯის მეორე გამოგონების – ანალიტიკური მანქანის შესახებ სტატიის თარგმნა სთხოვეს, რომელიც, თავისი არსით, პირველი მექანიკური კომპიუტერი იყო.  სტატია იტალიელი ინჟინერის, ლუიჯი მენაბრეას მიერ ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი.
 

 

 

ადა ფრანგულს კარგად ფლობდა, ასე რომ სტატია შესანიშნავად თარგმნა. ბებიჯის გამოგონებით იმდენად მოიხიბლა, რომ სტატია არა მხოლოდ თარგმნა არამედ თავისი იდეები, განმარტებები და ხედვებიც დაუმატა. საბოლოო ჯამში სტატია ორიგინალზე სამჯერ დიდი გამოვიდა.

ლავლეისმა ანალიტიკური მანქანის მიერ ნატურალური რიცხვების გამოთვლის თანმიმდევრული სქემა აღწერა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოში პირველი ალგორითმი შეიმუშავა.

 

 

 

 

ლავლეისის ნამუშევრის მთავარი აღმოჩენა ნატურალური რიცხვების გამოსათვლელი პროგრამის შექმნა იყო.

ბებიჯის მანქანის შესახებ სტატიის კომენტარებში, მან მსოფლიოში პირველი სამი გამომთვლელი პროგრამა შეადგინა, რომელიც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა პროგრამირების, მათ შორის სამანქანო პროგრამირების ენის შექმნას.

ადას კომენტარებში ნაწინასწარმეტყველებია, რომ გამოთვლითი ოპერაციების განხორციელება არა მხოლოდ რიცხვებით არის შესაძლებელი, არამედ სხვა ობიექტებითაც, რის გარეშეც გამომთვლელი მანქანები მხოლოდ მძლავრ და სწრაფ კალკულატორებად დარჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ სტატია ადას განმარტებებითა და მოსაზრებებით მანქანის შესახებ კომპიუტერის გამოგონებამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრეა დაწერილი.

ადა ლავლეისი თავის განმარტებებში აღნიშნავს, რომ მანქანას უბრალოდ მათემატიკურ გამოთვლებზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. იმდენად დიდი, რომ ოდესმე მას მუსიკისა და ხელოვნების სხვა სახეობებისთვისაც გამოიყენებდნენ.

სტატია 1843 წელს, ინგლისურ ჟურნალში დაიბეჭდა. იმის გამო რომ იმდროინდელ მაღალ საზოგადოებაში ნაშრომზე საკუთარი სახელი და გვარის დაწერა სათაკილო იყო, ადამ ნაშრომს მხოლოდ ინიციალები ,,AAL’’ დააწერა. ამ მიზეზით ნაშრომის ავტორი დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო.
 

მიუხედავად იმისა, რომ ლავლეისის სტატიას მის სიცოცხლეში დიდი ყურადღება არ მიქცევია, მისი ნამუშევარი ცნობილი გახდა მისი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ბ. ვ. ბოუდენმა თავის წიგნში ციფრული კომპიუტერების ისტორიის შესახებ „ფიქრზე სწრაფი“ (Faster than Thought), 1953 წელს იგი ხელახლა გამოაქვეყნა.

ადა ლავლეისის პატივსაცემად, 1980 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების, შემდგომში ნატოს პროგრამირების ერთ-ერთ ენას „ადა“ უწოდეს.

ასევე, ადა ლავლეისის სახელი ამერიკაში ორ პატარა ქალაქს დაერქვა – ალაბამასა და ოკლაჰომას შტატებში. ოკლაჰომაში მისი სახელობის კოლეჯიც კი არსებობს.

 

 

 

 

ლავლეისის საქმიანობა დიდი სტიმული იყო და დღემდე არის იმ ქალებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგში მუშაობას აპირებდნენ და კვლავ აპირებენ.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა