IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეცნიერები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო მიკროჩიპის მამა - ჯეკ კილბი

08.11.2021

698 დათვალიერება

ტექნოლოგიებზე, რომლებსაც დღეს, თითოეული ჩვენგანი აქტიურად მოვიხმართ ოდესღაც ძალიან ბევრს ფიქრობდნენ და ალბათ, ამდენი რომ არ ეფიქრათ, მოწყობილობებს ვერც გამოიგონებდნენ.

საბედნიეროდ, ტექნოლოგიურ მეცნიერების ისტორიას  მრავლად ახსოვს ისეთი ადამიანები, რომლებმაც ფაქტებზე წინ გაიხედეს და მომავლის საჭიროებები დაინახეს. დიდ მეცნიერებს თითქოს დრო თავად კარნახობდა რა უნდა გამოეგონებინათ, რა უნდა შეექმნათ ან რომელი ქარხანა გაეხსნათ.

წარსულში ხომ არ არსებობდა თანამედროვე კომპიუტერული სისტემები, კალკულატორები, ციფრული მექანიზმები, თუმცა მეცნიერები ხომ ზუსტად ამიტომ იყვნენ ,,დიდნი’’, რომ ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებულ ეპოქაში ფასდაუდებელი ტექნოლოგიური მოწყობილობები შექმნეს.

ერთ-ერთი მათგანი თითქმის საუკუნის წინ, ქალაქ ჯეფერსონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. ელექტრიკოსი მშობლების ოჯახში დაბადებულ ბიჭს ჯეკ კილბი დაარქვეს.

Chips off the old block: Texas Instruments' first Jack Kilby Day celebrates  innovation

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჯეკს ელექტრონიკისადმი ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. მამამისი საკუთარ ელექტრონიკის კომპანიას მართავდა და პარალელურად რადიო ოპერატორად მუშაობდა. უფროს კილბის მცირეწლოვანი ვაჟი სამსახურში ხშირად დაჰყავდა, შესაბამისად, ჯეკის ინტერესი ელექტრონიკისადმი სულ უფრო ღრმავდებოდა.

ჯეკ კილბი საშუალო სკოლა ,,Great Bend’’-ში წარჩინებით სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ინჟინერმა სწავლის გაგრძელება ილინოისის უნივერსიტეტში ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტზე გადაწყვიტა. ტრიუმფმა არც აქ დააყოვნა და 1947 წელს კილბიმ უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა.


Jack Kilby: The Man Behind the Integrated Circuit - Bask


1958-1983 წლებში დიდმა მეცნიერმა და ფიზიკოსმა მუშაობა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მდებარე კომპანია ,,Texas Instrument’’-ში განაგრძო. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი პირველი უდიდესი გამოგონება ,,ინტეგრალური სქემის’’ იგივე ,,მიკროჩიპის’’ შექმნა.

Jack Kilby's Integrated Circuit | National Museum of American History

 

პირველი მოკროჩოპი



ჯეკ კილბიმ ამერიკელ ფიზიკოსთან რობერტ ნოისთან ერთად სილიკონზე დაფუძნებული მიკროჩიპი შექმნა. საბოლოოდ, ამ ორი ადამიანის ერთობლივმა ძალისხმევამ შეცვალა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ეტაპი.
ჯეკ კილბი იყო პირველი ადამიანი, ვინც სილიკონის ერთ კრისტალზე ელექტრონული მიკროსქემის ყველა საჭირო კომპონენტი ჩართო.

2000 წელს პირველი მიკროჩიპის გამოგონებისთვის ჯეკ კილბის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.


Whatever Happened to Jack Kilby – Texas Monthly

მიკროჩიპი დიდი მეცნიერისთვის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მიკროჩიპის გამოგონებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ,  ფიზიკოსმა შეიმუშავა ხელის კალკულატორი, ხოლო 1967 წელს ჯეკ კილბიმ გამოიგონა პრინტერი. ამ უკანასკნელ გამოგონებასთან ერთად დიდი მეცნიერი პარალელურად ამერიკის ეროვნული საინჟინრო აკადემიის სრულფასოვანი წევრი გახდა.


Jack Kilby receives congratulations after winning the Nobel Prize for...  News Photo - Getty Images

1969 წელს კილბი დაჯილდოვდა მეცნიერების ეროვნული მედლით, 1989 წელს ჩარლზ სტარკ დრაიპერის მედლით და 1993 წელს კი მიენიჭა მედალი ,,პიონერი კომპიუტერული მეცნიერებების დარგში’’.

1997 წელს TI– მ (Texas Instruments) დააარსა ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრის შენობა დალასში, სახელწოდებით კილბის ცენტრი.



ჯეკ სენტ კილბი 2005 წლის 20 ივნისს, ტეხასის ქალაქ დალასში გარდაიცვალა. მისმა გამოგონებებმა უდიდესი როლი ითამაშა კომპიუტერული ტექნიკის განვითარება-დახვეწაში, რამაც კილბი ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ გამომგონებლად აქცია.
 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა