IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მეცნიერები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო! - ალფრედ ნობელი

17.10.2021

709 დათვალიერება

XVIII და XIX საუკუნის დასაწყისში სამყაროში ისეთი ახალი მეცნიერული ცოდნა დაგროვდა, როგორიც სამყაროს აქამდე არ ენახა. მეცნიერები ახალ და ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ, ეს კი თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების პროგრესზე აისახებოდა. ახალ აღმოჩენებს შორის იყო ფეთქებადი ნივთიერებები, მათ შორის დენთი - რომელიც ჩინეთში საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა და არამდგრადი ნიტროგლიცერინი, რომელსაც დესტრუქციული ძალა გააჩნდა. სწორედ ალფრედ ნობელმა შეძლო ამ ნივთირების სტაბილიზაცია და დინამიტის შექმნა, რომელმაც ინდუსტრიული რევოლუციის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ის 1833 წლის 21 ოქტომბერს სტოკჰოლმში, შვედეთში დაიბადა.

 

ნობელის მამა - იმანუელი, თვითონაც გამომგონებელი და ინჟინერი იყო, რომელიც წარმატებული ბიზნესმენიც გამოდგა. ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი სწორედ მამის საქმიანობამ გაუჩინა და მეტიც, მამის მხრიდან  მას შვედი მეცნიერი, ოლაუს რუდბეკი ენათესავებოდა.

ახალგაზრდა ალფრედ ნობელი

ალფრედ ნობელი ჯერ კიდევ ბავშობაში დაინტერესდა ასაფეთქებლებით, ინჟინერიის საფუძვლები კი მამისგან ისწავლა. ნობელების ოჯახის სანქტ-პეტერბურგში გადასვლის შემდეგ კი მას კერძო მასწავლებლები აუყვანეს. ამ პერიოდში განსაკუთრებით აინტერესებდა ქიმია, ინგლისური ლიტერატურა და უცხო ენები.  როგორც ცნობილია, ალფრედ ნობელი ჯერ კიდევ პატარა ასაკში ფლობდა შვედურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მომავალ გამომგონებელს თავიდან მწერლობა სურდა, მაგრამ ამ არჩევანს მამამისი იწუნებდა. სწორედ ამიტომ, ალფრედ ნობელმა რუსეთი 1850 წელს, 17 წლის ასაკში დატოვა და პარიზში გაემგზავრა ქიმიის უკეთ შესასწავლად. აქ ის კერძო ლაბორატორიაში მუშაობდა. სწორედ პარიზში შეხვდა ნობელი ასკანიო სობრეროს, იტალიელ ქიმიკოსს, რომელმაც ნიტროგლიცერინი გამოიგონა.

იმ პერიოდში ნიტროგლიცერინი არაპროგნოზირებადი, ფეთქებადი ნივთიერება იყო, რომელიც გლიცერინის, აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას შერევით მიიღებოდა. ამიტომაც, მისი გამოყენება განსაკუთრებით საშიში იყო. დენთზე უფრო ძლიერი, გარემო პირობების ცვლილებისას (სიცხისას ან წნევის ცვლილებისას) მარტივად ფეთქდებოდა.

 

ნიტროგლიცერინის აფეთქების ვიდეო 

1852 წელს  შვედეთში დაბრუნების შემდეგ იწყებს ალფრედ ნობელი ნიტროგლიცერინზე, როგორც ასაფეთქებელზე მუშაობას. სამწუხაროდ, თავდაპირველი ცდები ტრაგიკულად დასრულდა. 1864 წელს ერთ-ერთი ექსპერიმენტისას ლაბორატორია აფეთქდა, რამაც რამოდენიმე ადამიანის, მათ შორის ალფრედ ნობელის ძმის სიცოცხლზე შეიწირა. ამიტომ, ხელისუფლებამ მას ქალაქში მუშაობა აუკრძალა და ის მელარენის ტბის მახლობლად გადასახლდა. ალფრედ ნობელმა 1864 წელს ნიტროგლიცერინის მასიური წარმოება დაიწყო.

ალფრედ ნობელი ნიტროგლოცერინს სხვადასხვა ნივთიერებას ურევდა, რათა ის უფრო უსაფრთხო გაეხადა. მალევე აღმოაჩინა რომ ასაფეთქებლისა და დიატომიტის შერევისას, თხევადი ნივთიერება პასტის სახეს იღებდა. ეს კი სხვადასხვა ფორმებში მის მოთავსებას უფრო ადვილს ხდიდა. 1867 წელს კი ამ ნარევს დინამიტი უწოდა და დააპატენტა. დინამიტის ასაფეთქებლად კი დეტონატორი შექმნა.

დინამიტმა ძალიან შეამცირა ახალი კონტრუქციების შენების ფასი. ახლა ბევრად მარტივი იყო ქვების აფეთქება, გვირაბებისა და არხების გაყვანა. ამიტომაც მასზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდებოდა.

ნობელი დიდ გამომგონებელთან ერთად კარგი ბიზნესმენიც იყო. 1865 წელს მას უკვე ჰქონდა ასაფეთქებლების მწარმოებელი ფაბრიკა გერმანიაში და ნიტროგლიცერინის ასაფეთქებლებით ევროპას, ამერიკასა და ავსტრალიას ამარაგებდა.

წლების განმავლობაში კი ახალი ქარხნები და ლაბორატორიები თითქმის 20 ქვეყანაში ააშენა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ცხოვრობდა, მუდმივად მოგზაურობდა. ვიქრტო ჰიუგომ მას „ევროპის უმდიდრესი მაწანწალა“ უწოდა. როცა არ მოგზაურობდა კი კვლავ მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა. ახალ ასაფეთქებლბთან ერთად ის სხვა ნივთიერებებსაც ქმნიდა - ნობელი ცხოვრების განმავლობაში ის 355 პატენტის მფლობელი იყო.

1888 წელს გარდაიცვალა მისი კიდევ ერთი ძმა - ლუდვიგი. რამოდენიმე გაზეთმა არასწორად გამოაქვეყნა ნეკროლოგი, რომელშიც ლუდვიგის ნაცვლად ალფრედ ნობელის გარდაცვალებაზე წერდნენ. ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა კი ნეკროლოგი ასე დაასათაურა - „Le Marchand de la mort est mort“ – „სიკვდილის ვაჭარი მოკვდა“. მიუხედავად იმისა, რომ დინამიტი ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება იყო, ის ასევე ძალიან საშიშიც გახლდათ და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. ამიტომაც, ბევრი დადებითად არ იყო განწყობილი ახალი გამოგონებისა და ნობელის მიმართ.

სწორედ ამგვარი ნეკროლოგის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა გამომგონებელს ნობელის პრემიის შექმნის იდეა. 1895 წლის 27 ნოემბერს კი ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვითაც მისი ქონების უდიდესი ნაწილი ამ პრემიის შექმნას და დაჯილდოვებას მოხმარდებოდა. მისივე სურვილით, ყოველწლიური ჯილდო გაიცემოდა 5 კატეგორიაში: - ფიზიკა, მედიცინა, ქიმია, ლიტერატურა და მშვიდობა. ყველა მათგანი ნობელის ცხოვრებისეულ ინტერესებს წარმოადგენდა. და ამავდროულად, იყო კიდევ ერთი პირობა - რომ ჯილდო შეიძლებოდა მიეღო ნებისმიერ ადამიანს, მისი წარმომავლობის მიუხედავად. სწორედ მისი ამგვარი შეხედულებები მიიჩნეოდა რედიკალურად იმ პერიოდში. თუმცა, ისტორიკოსების დახასიათებით, მას მართლაც აინტერესებდა საზოგადოებრივი პრობლემები და მშვიდობა.

ნობელის პრემიის მფლობელი მარტინ ლუთერ კინგი, 1964 წელი.

ამავდროულად ალფრედ ნობელს არასოდეს შეუწყვიტავს ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული. ცნობილია, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში წერდა ლექსებსა და პიესებს. პიესა „ნემესისი“ მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, თუმცა მისი შინაარსის გამო, დაბეჭდილი ვერსიები მალევე გაანადგურეს. გადარჩა მხოლოდ 3 ასლი, რომელიც შვედეთში პირველად 2003 წელს გამოაქვეყნეს.

ალფრედ ნობელი 1896 წლის 10 დეკემბერს, 63 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. სამყაროს კი დაუტოვა ახალი იარაღი როგორც აღმშენებლობისთვის, ასევე დესტრუქციისთვის. ხოლო მისი პრემიის დამსახურებით, კაცობრიობა ყოველ წელს აღნიშნავს ახალ მიღწევებს და ყოველ წელს მსოფლიოს ჰყავს საამაყო „ნობელის პრემიის“ მფლობელები. 

 

 

შემოგვიერთდი სტეპში და დაეუფლე ახალ პროფესას ჩვენთან .

ისწავლე გრაფიკა და დიზაინი - დარეგისტრირდი დღესვე.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მეცნიერება მაღალ ქუსლებზე: 8 ქალი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გაიცანი 8 ლეგენდარული ქალი მეცნიერი, რომლებმაც ალგორითმებიდან და რადიოაქტიურობიდან კოსმოსურ ფრენებამდე, მსოფლიო რადიკალურად შეცვალეს და გზა გაუკვალეს თანამედროვე ტექნოლოგიურ რევოლუციას.

ისტორიის მანძილზე, მეცნიერება ხშირად აღიქმებოდა სფეროდ, სადაც მთავარ როლს კაცები ასრულებდნენ, თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია. 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე კარგი შანსია იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის გენიალური ქალები, რომლებმაც საკუთარი ინტელექტით, შეუპოვრობითა და რევოლუციური აღმოჩენებით შეცვალეს ჩვენი ყოველდღიურობა. მათ დაამტკიცეს, რომ გონებას არ აქვს სქესი და მათმა მ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Game Developer

აღმოაჩინე, რას ნიშნავს იყო Game Developer-ი და როგორ იქმნება ინტერაქტიული სამყაროები საკუთარი წესებითა და ისტორიებით. გაიგე, რა უნარებია საჭირო თამაშების ინდუსტრიაში წარმატებისთვის.

თამაშების დეველოპმენტი არ არის მხოლოდ კოდის წერა, ეს არის მთელი სამყაროს შენება, სადაც შენ ადგენ ფიზიკის კანონებს, წესებსა და ლოგიკას. როგორც Game Developer-ი, შენ ქმნი სისტემას, რომელიც ცოცხლდება მოთამაშის ყოველ ქმედებაზე და სთავაზობს მას უნიკალურ გამოწვევებსა და დაუვიწყარ ისტორიებს. ამ პროცესში ტექნიკური უნარები და კრეატიულობა ერთმანეთს ერწყმის, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც მ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - გრაფიკული დიზაინერი

აღმოაჩინე, როგორ გარდაქმნის გრაფიკული დიზაინერი იდეებს მძლავრ ვიზუალურ სისტემებად. გაიგე, რა როლს ასრულებს ლოგო, სიმბოლოები და ერთიანი სტილი ბრენდის ცნობადობისთვის და როგორ შეგიძლია დაეუფლო ამ უნარებს სტეპში.

გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი სურათების შექმნა არ არის, ეს არის მრავალმხრივი პროცესი, სადაც შენ აშენებ სისტემას, რომელიც ბრენდს სუნთქვისა და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. როდესაც მუშაობ ლოგოზე, სიმბოლოებსა თუ ფერების პალიტრაზე, შენ რეალურად ქმნი ვიზუალურ ენას, რომელმაც მომხმარებელს ბრენდის ღირებულებები სიტყვების გარეშე უნდა აუხსნას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Software Architect

კარგი არქიტექტურა სისტემის გადარჩენის გარანტიაა. ყველაფერი სწორი საზღვრების გავლებით იწყება, რათა ერთი დეტალის შეცვლამ მთლიანი სტრუქტურა არ ჩამოშალოს. იმისთვის, რომ პროექტი ბიზნესთან ერთად გაიზარდოს, მას მოქნილობა და კომპონენტების დამოუკიდებლობა სჭირდება. საბოლოო ჯამში, საუკეთესო სისტემა ისაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და დროსთან ერთად კი არ ძველდება, არამედ ახალ მოთხოვნებს მარტივად ეგუება.

საფუძველი: სწორი საზღვრების გავლება სისტემის არქიტექტურა არ არის მხოლოდ კოდის ორგანიზების გზა, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელთა შეცვლა მომავალში ძვირი და მტკივნეული იქნება. როდესაც იწყებ ფუნდამენტური სტრუქტურის პროექტირებას, შენი პირველი ამოცანაა არა ტექნოლოგიური სტეკის შერჩევა, არამედ იმ უხილავი საზღვრების გავლება, რომლებიც სისტემას ქაოსისგან დაიცავ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა