IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

შეცდომები, რომლებსაც ახალი კარიერის დაწყებისას ვუშვებთ

.

05.09.2023

833 დათვალიერება

ახალი სამსახურის მოძებნა ან კარიერის შეცვლა მარტივი პროცესი არ არის. განსაკუთრებით, თუ ამას პირველად აკეთებთ, რადგან ამ დროს შეცდომებს ყველაზე ხშირად ვუშვებთ, რადგან:
 
1.     გვავიწყდება პრიორიტეტები:
 
თუ თქვენს ცხოვრებაში, ფულის გამომუშავება ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ კარიერის არჩევამ მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო შეიძლება თქვენში უკმაყოფილების გრძნობა გააჩინოს. კვლევის მიხედვით, ფინანსური სტაბილურობისთვის საჭირო თანხაზე მეტის გამომუშავება ადამიანის კეთილდღეობაზე არ აისახება. 
 
ამიტომაც, აარჩიეთ ისეთი კარიერა, რომელიც თქვენს ინტერესებს ყველაზე მეტად ერგება, მუშაობისას კი საათები წუთებად იქცევა. 
 
2.     ჩქარობთ კარიერის შეცვლას
 
არ იჩქაროთ კარიერის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლანდელი სამსახურიდან გინდათ წამოსვლა. უმჯობესი იქნება დაელოდოთ და მოძებნოთ ისეთი სამსახურები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისი იქნება. ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები ახალი კარიერის სწორად დაგეგმვაში შეგიშლით ხელს. 
 
ამის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, რომ სამსახურის შემოთავაზების შემდეგ დაანებოთ ძველს საქმიანობას თავი. ასე ფინანსური გარანტიებიც გექნებათ და ახალი შესაძლებლობების ძებნის შფოთსაც აირიდებთ თავიდან. 
 


3.     კარიერას იცვლით სხვისი აზრის გამო
 
შეიძლება თქვენი მეუღლე ან მშობლები ფიქრობდნენ, რომ სხვა ინდუსტრია ან როლი უფრო არის თქვენთვის შესაფერისი. მაგრამ, კარიერის ცვლილების გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ. უნდა დაფიქრდეთ, თუ რა გინდათ, რა არის თქვენი მიზნები და რა გაბედნიერებთ. კარიერული ცვლილება მხოლოდ სხვისი სურვილის გამო შეიძლება ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
 
4.     კარიერას იცვლით გეგმის გარეშე
 
ახალ ინდუსტრიაში გადასვლისას რთულია, რომ საოცნებო სამსახური პირველივე ცდაზე დაიწყოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გაწეროთ თქვენი მიზნები და დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები. არ გამოგრჩეთ ის აქტივობები, რომლებიც თქვენი კვალიფიკაციისა და ცოდნის ასამაღლებლად იქნება საჭირო. 
 
5.     კარიერის ცვლილებისას არ აახლებთ თქვენს რეზიუმეს
 
თუ თქვენს რეზიუმეში მხოლოდ ძველი სამსახურებია მითითებული, გაგიჭირდებათ ახალი მიმართულებით მუშაობა. ამიტომაც, განაახლეთ თქვენი რეზიუმე, დაამატეთ თქვენი ისეთი უნარები, რომლებიც ახალ პროფესიაში დაგჭირდებათ. არ გამოგრჩეთ თქვენი გამოცდილება და განათლება. 
 
იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახლა იწყებთ ახალ ინდუსტრიაში გადასვლას, შერეული რეზიუმეს შექმნა უკეთესი იქნება, ვიდრე ქრონოლოგიურის. კომპანიების ნაცვლად, ფოკუსირდით თქვენი უნარების წარმოჩენაზე. 
 
6.     არ უკავშირდებით ინდუსტრიის პროფესიონალებს
 
ახალი კარიერის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენი საოცნებო სამსახურის წარმომადგენლები გაიცნოთ. კარგი კავშირები საუკეთესო საშუალებაა ახალ ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად. ამიტომაც იარეთ შეხვედრებზე, გაიცანით ახალი ადამიანები და დაამყარეთ მათთან პროფესიონალური ურთიერთობები. ასევე გამოიყენეთ LinkedIn-ი ახალი კავშირების შესაძენად. 


 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა