IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მარტივი რჩევები პროგრამული ენის Python სწრაფად შესასწავლად!

12.09.2021

941 ხედი

Python-ი საოცარი ზრდას განიცდის, ახლა 2021 წელს ამ ენის შესწავლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ხშირად ვისმენთ კითხვებს, როგორიცაა "რამდენად სწრაფად შემიძლია ვისწავლო Python?“

 

ეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროგრამული ენაა, ასე რომ კომპიუტერული თუ არაკომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლებს მასში მარტივად შეუძლიათ გათვიცნობიერება.

 

მთავარია გახსოვდეთ, რომ პროგრამირების ენები ემყარება ლოგიკურ აგებას და სინტაქსის მსგავს ჩარჩოებს. თუ ერთ ენაში კომფორტულად გრძნობთ თავს, ე.ი. იცით როგორ იგება ლოგიკა პრობლემების გადასაჭრელად. ესეც კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ისწავლოთ Python 1 თვეში!

 

სრულად დამწყებებმა უნდა დაიწყონ პროგრამირების საფუძვლების შესწავლით, რაც კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. ყველაფერი უფრო ნათელი ხდება მას შემდეგ, რაც შეისწავლით და გაიაზრებთ საბაზისო საკითხებს, სასწავლო მრუდების წვერში 2-3 თვეში მოექცევით

 

6 მარტივი რჩევა Python-ის შესასწავლად

პითონი მეგობრული ენაა დამწყებთათვის, სტატიაში გაგიზიარებთ  რამდენიმე პრაქტიკულ სტრატეგიას Python-ის შესასწავლად, რათა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა და გახდეთ Python-ის შესანიშნავი დეველოპერი.

 

1.  არავითარი "ჩემით ვისწავლი" - შეარჩიეთ სწორი კურსი!

შეუერთდით ექსპერტებს Python-ის კურსში და გაუყევით სასწავლო ბილიკებს, სადაც დასასაქმებლად საჭირო ცოდნას გაგიზიარებენ და დაგეხმარებიან პროფესიონალური გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.

 

ინტერნეტი გადატვირთულია უამრავი ფასიანი და უფასო რესურსით Python-ის შესასწავლად, თუმცა გახსოვდეთ, რომ ვერაფერი ვერ შეედრება აკადემიუს მიდგომას და მენტორს რომელიც აქტიურად გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, რეგულარულად მოგაწვდით სასწავლო მასალებს, ქვიზებს, პრაქტიკულ პროექტებს, რათა გქონდეთ პრაქტიკული საშუალებები და ის ტექნოლოგია, რომლის შესწავლაც გსურთ.

 

აკადემიური სწავლის პარარელურად გამოიწერეთ YouTube არხები, სადაც ასწავლიან Python-ს უფასოდ,  თქვენ უნდა უსმინოთ სხვადასხვა ექსპერტს და მიიღოთ მრავალმხრივი  გამოცდილება

 

დაიწყე სწავლა დღესვე, ჩვენთან მიღება დაწყებულია

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

2. ახალი უნარის სწავლამდე დაისახეთ სწორი სტრატეგია

დაგეგმვა ყოველთვის მუშაობს, იქნება ეს Python-ის შესწავლა თუ საჭმლის მომზადება. პროგრამული ენის შესწავლის მთელი პროცესის დაყოფა და მოდულაცია დაგეხმარებათ კონცეფციების გააზრებაში. თქვენ უნდა გქონდეთ მკვეთრი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლით კოდის წერას და რამდენი დრო დასჭირდება ამას, რადგან მე მინახავს სწავლის პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც სწრაფად ნებდებიან, რადგან წინასწარ არასწორი მოლოდინები შეიქმნეს.

 

 

3. ცოდნის რეგულარული გადასინჯვა

Python პროგრამირების შესწავლისას საჭირო რამ არის დაგროვებული ცოდნის რეგულარული გადასინჯვა.  დროთა განმავლობაში ადამიანები ივიწყებენ რომელიმე მოდულის მეთოდებისა და კლასების გამოყენებას და თანდათან კარგავენ მისი პრინციპების შესახებ ძვირფას ცოდნას.

 

დაგროვებული ცოდნის გადასინჯვის ერთერთი გზაა თქვენი პროექტების მასპინძლობა GitHub-ზე და  ნასწავლი კონცეფციების ჩაწერა/აღნიშვნა. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანაწერები სწავლის პროცესში და პერიოდულად გადახედოთ მას, დაწერილი ფურცელი არის ყველაზე სასარგებლო რესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ. 

 

4. ისწავლეთ კეთებით

კოდის წერის სწავლის დროს დამწყებთა მიერ დაშვებული ერთ-ერთი ხშირი შეცდომაა მხოლოდ ლექციების ყურება ან სახელმძღვანელოების კითხვა. მხოლოდ ყურება არ წყვეტს პრობლემას, თქვენ ხელები უნდა „დაისვაროთ“ კოდის წერით, 24/7-ზე ლოგიკურად ფიქრს უნდა სწავლობდეთ.

 

როდესაც მაღალანაზღაურებადი ვაკანსიის გასაუბრებაზე მოხვდებით, შეიძლება მოგთხოვონ კოდის დამოუკიდებლად დაწერა. მერწმუნეთ, კოდის დაწერა ნულიდან არც ისე ადვილია, როგორც სხვისი დაწერილი კოდის ნაწილების გაგება.

 

Python ძლიერია მარტივი სინტაქსის მახასიათებლებით, მაგრამ კოდის სულ რამდენიმე სტრიქონში შესაძლოა ძალიან დიდი ლოგიკა იყოს ჩადებული. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოგიკური მათემატიკა პრობლემის გადასაჭრელად, მისი ლოგიკურად გადანაწილებით.

 

5. ხარვეზის სწრაფად გამოსწორების უნარი

შეცდომას ყველა უშვებს, გამოსწორებაც თავადვე უწევთ. გამოცდილი პროგრამისტი კარგად ახერხებს შეცდომების გამოსწორებას ყოველგვარი პრობლემების გარეშე. თქვენ უნდა გქონდეთ სათანადო მიდგომა თქვენს კოდში არსებული შეცდომის მოსაგვარებლად, რათა მას საჭიროზე მეტი დრო არ დასჭირდეს. ამის სწორი გზაა თქვენი კოდის შემოწმება იქ, სადაც შესრულება წარუმატებლად მოხდა და დარწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს.

 

ბეჭდვის მეთოდი ასევე შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი კოდის ვიზუალიზაციისთვის, იმის გასაგებად, თუ სად დაუშვით შეცდომა. მე ასევე ვუწევ რეკომენდაციას ვიზუალური სტუდიოს კოდის გამმართველ პროგრამას, თუმცა სხვა IDE ასევე გთავაზობთ იმავე მახასიათებელს, სადაც კოდის ვიზუალიზაცია თავად შეგიძლიათ.

 

6. იმუშავეთ გუნდში, ითანამშრომლეთ, გაუზიარეთ ცოდნას სხვებს

იმ პროგრამისტების გარშემო ყოფნა, რომლებიც ასევე სწავლობენ კოდის წერას პროგრამირების სწავლის საუკეთესო გზაა. კოდზე ერთად მუშაობა ეხმარება ადამიანებს ცოდნის გაზიარებაში, სხვა პროგრამისტებთან ერთად მსჯელობაში და საერთო ჯამში, უკეთეს პროგრამისად გახდომაში, თანაც სწრაფად.

 

ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ღია წყაროს პროექტში, მაგრამ მეგობრების წრეში რაიმეს წამოწყება უკეთესი ვარიანტია დამწყებებისთვის.

 

ერთობლივი ცოდნითა და უნარებით თანამშრომლობა იმისთვის, რომ რაღაც მასშტაბური და ფინანსურად მომგებიანი შექმნათ, რასაც მარტო თქვენ ვერ შეძლებდით, არის ის, რასაც გუნდური მუშაობისგან მიიღებთ. ისწავლეთ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა, შეხვდით ახალ ადამიანებს და შეისწავლეთ კოდი მათთან ერთად.  

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა