IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

სოციალური ქსელები UX პროფესიონალებისთვის

1

დიზაინი

25.04.2023

3658 დათვალიერება

UX (User Experience – მომხმარებლის გამოცდილება) განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მომხმარებლის ურთიერთქმედება აპლიკაციასთან ან ვებ-გვერდთან. რამდენად მარტივია იმ ამოცანის შესრულება, რისთვისაც პროდუქტს იყენებს. საბოლოო ჯამში, UX დიზაინერის საქმეა განსაზღვროს, რამდენად ადვილი ან რთულია ურთიერთქმედება იმ ინტერფეისთან, UX დიზაინერობა ნიშნავს, გესმოდეს, როგორ შექმნა პროდუქტის ინტერფეისი, რომელიც სწორად იმუშავებს მომხმარებლებისთვის და მათზე ორიენტირებული იქნება. თუ ინტერფეისი იმდენად ფუნქციური და მარტივი იქნება, რომ ადამიანი ზედმეტი ფიქრის გარეშე შეეძლება მიაგნოს და გამოიყენოს ნებისმიერი ფუნქცია, ეს ნიშნავს რომ ამდენი ხნის ფიქრმა და მუშაობამ შედეგი მოიტანა

 

რას იტყვით, რომ ყოველდღიურად ესაუბროთ UX ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტებს? გქონდეთ სივრცე სადაც იპოვით ინსპირაციებს, სტატიებს, კონფერენციებსა და ვებინარებს, რომლებიც UX დიზაინსა და კვლევით პროექტებს გაგიუმჯობესებთ?

 

თუ რომელიმე მათგანი საინტერესოდ ჟღერს, აუცილებლად უნდა გადახედოთ ჩვენს სიას, სადაც საუკეთესო UX ჯგუფები და ქომიუნითებია ჩამოთვლილი.

 

ქართული UX/UI დიზაინერების საზოგადოება

საქართველოში ამ პროფესიის ბევრი წარმომადგენელი გვყავს რადგან ის საკმაოდ მოქნილია იმ კუთხითაც, რომ შეიძლება ფრილანსერად იმუშაო გიგანტურ კომპანიაში ამ მიმართულებით. მათ შორის ქვეყნის საზღვრებსაც გასცდე და შენი ძალები უცხოურ პროექტებზე მოსინჯო. ამ ჯგუფში შეხვდებით და გაიცნობთ სწორედ იმ წარმატებულ UI/UX დიზაინერებს, ვინც არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ პროექტებზეც მუშაობენ, მაგალითად: UX დიზაინერი რიჩარდ ჯარიაშვილი, გიგა თამარაშვილი, ციფრული პროდუქტების დიზაინერი ტატო ბექთაშაშვილი, ციფრული პროდუქტების დიზაინერები ბექა კერესელიძე და მიხეილ გოგიბერიძე...

UI/UX Designers Georgia - ეფექტური კომუნიკაციების ჯგუფი, ვისაც სურს ჰქონდეს ინფორმაციული და ინტერაქციული დისკუსიები User Experience-ზე

 

 

5 საუკეთესო Linkedin ჯგუფი

User Experience (UX) / User Interface & Interaction Design დისკუსიები და ვაკანსიები

ეს ჯგუფი არის ყველასთვის, ვისაც სურს ჰქონდეს ინფორმაციული და ინტერაქციული დისკუსიები User Experience-ზე. თუ თქვენ ჩართული ხართ აპლიკაციების შექმნასა და დეველოპმენტში, ინტერაქციულ დიზაინში, ინფორმაციულ არქიტექტურასა და ა.შ., ამ ჯგუფში თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

აუცილებლად შეუერთდით ჯგუფს, თუ დაინტერესებული ხართ თქვენი ხედვების, იდეების, ივენთებისა და ვაკანსიების გაზიარებით.

https://www.linkedin.com/groups/4496205/

 

Interaction Design Foundation

Design Foundation-ის ჯგუფი (IDF) დიზაინერების განათლებასა და კარიერულ წინსვლაში სპეციალიზდება. მათ შექმნეს ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს.

https://www.linkedin.com/groups/2529386/

 

UXPA – User Experience Professionals Association International (UX პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაცია)

User Experience Professionals Association International ეხმარება ადამიანებს მოიძიონ, შექმნან და შეაფასონ პროდუქტისა და სერვისის მომხმარებლის გამოცდილება. UXPA ამაყობს, რომ შეუძლია წაახალისოს UX კონცეფცია და ტექნიკები მათი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის საშუალებით. თქვენ კი შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ინსპირაცია მათ Linkedin ჯგუფში.

https://www.linkedin.com/groups/717/

 

UX / HCI Researchers

ჯგუფი შექმნილია UXtweaks-ის სპეციალობისთვის - UX კვლევებისთვის, მაგრამ არ დააყოვნოთ ჯგუფში გაწევრიანება, რადგან იგი ყველა UX სპეციალისტისთვისაა. იგი დაგეხმარება გაზარდო შენი ქსელი და გააზიარო შენი იდეები. აქ შეგიძლია იპოვო UX ლეგენდები, როგორიც არიან ჯარედ სპული, ჯეიკობ ნილსენი და დონ ნორმანი.

https://www.linkedin.com/groups/126114/

 

UX Designer

UX Designer არის საუკეთესო ადგილი შენი იდეების გასაზიარებლად, ბოლო დროის ტენდენციებზე სამსჯელოდ და ერთმანეთის მხარდასაჭერად. ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დასვან UX-თან, UI-თან, Web Design-თან და სხვა სფეროებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა. ამიტომ არ მოგერიდოს კითხვების დასმა, მაშინაც კი, თუ დამწყები ხარ.

https://www.linkedin.com/groups/1854192/

 

 

 

ჩვენი კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Slack-ის 5 საუკეთესო ქომიუნითი, რომლის წევრიც უნდა იყო

UX Mastery

UX Mastery არის საზოგადოება, რომელიც თავის წევრებს ორგანიზებულ არხებში დისკუსიებში ჩართვისკენ ახალისებს.

 

  • #resources – UX ხელსაწყოებსა და პროცესებთან დაკავშირებული რჩევებისთვის, ეშმაკობებისა და კითხვებისთვის + UX სტატიები, რომლებიც სხვა წევრების მიერაა გაზიარებული.
  • #research-methods – კვლევებსა და დისკუსიებზე რჩევების მისაღებად.
  • #feedback – უკუკავშირის მისაღებად და პროექტების დასაპოსტად.

https://uxmastery.slack.com/?redir=%2Fmessages%2Fgeneral%2F

 

Mixedmethods

მათი ვებსაიტი აცხადებს, რომ: Mixed Methods არის საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია თუ რატომ და რისთვის უნდა გამოიკვლიონ მომხმარებელთა გამოცდილება - და ამას ისინი ძალიან კარგად აკეთებენ.

  • #general – ზოგადი UX Research თემებისთვის.
  • #tools – UX პროფესიონალების მიერ გამოყენებული ხელსაწყოების შესასწავლად და სადისკუსიოდ.

https://www.mixed-methods.org/

 

Designer Hangout

Designer Hangout იწვევს მხოლოდ პროფესიონალ UX სპეციალისტებს, რომლებიც განიხილავენ იდეებს და მხარს უჭერენ ერთმანეთს. მოწვევა შეგიძლია ამ ლინკზე მოითხოვო - https://designerhangout.co/request თუ შემოწმებას წარმატებით გაივლი, მოგეცემა შანსი ისწავლო 18000-ზე მეტი პროფესიონალი დიზაინერისა და მკვლევრისგან.

რეკომენდებული არხები:

  • #help_designcritique – გჭირდება დახმარება დიზაინში ან იდეის დახვეწაში?აქ შეგიძლია ისაუბრო და ითანამშრომლო სხვებთან ერთად შენს იდეებზე.
  • #resources_links – იმ რესურსების გასაზიარებლად, რომლებიც შენი UX პროექტისთვის სასარგებლო იყო და რომლებიც სხვა დიზაინერებს დაეხმარება.
  • #topic_userresearch – დისკუსიები მეთოდოლოგიებზე, მონაცემთა ანალიზზე და ყველაფერ დანარჩენზე, რაც UXR-თანაა დაკავშირებული.

 

ResearchOps

ადამიანების გუნდი მთელი მსოფლიოს ირგვლივ, რომლებიც ერთად შეიკრიბა იმისათვის, რომ განიხილონ User Research და Design Research ოპერაციები და ოპერაციონალიზაცია. გაწევრიანება ამ ფორმის შევსების საშუალებით შეგიძლია https://researchops.community/.

 

IxDa

Ixda ან იგივე Interaction Design Association ინტერაქციული დიზაინის დისციპლინისთვის მიძღვნილი საზოგადოებაა.

რეკომენდებული არხები:

  • #questions-and-answers – კითხვებისა და პასუხებისთვის
  • #conferences – თუ გიყვარს UX კონფერენციები, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყო.

 

https://ixda.slack.com/

 

6 საუკეთესო Facebook ჯგუფი, რომლებიც არ უნდა გამოტოვო

 

UX Weekly

იგი წარმოადგენს ღია ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად გვთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს ყველასთვის, ვინც UX-ითაა დაინტერესებული. ისწავლე, მიიღე შთაგონება, დაუკავშირდი სხვა UX პროფესიონალებსა და ენთუზიასტებს, გააზიარე შენი იდეები და აზრები და, რაც ყველაზე მთავარია, გაატარე კარგი დრო.

https://www.facebook.com/groups/uxweekly/

 

User Research Collective

ეს კოლექტივი შეიქმნა მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ განიხილონ პრობლემები, დასვან კითხვები, მიიღონ დახმარება, იპოვონ სამუშაო, გააზიარონ გამოკვლეული მეთოდოლოგიები და ისაუბრონ იდეებზე.

https://www.facebook.com/groups/uxrcollective/

 

UX Beginner: Design Community

Facebook ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს რესურს UX სფეროს დამწყები სპეციალისტებისთვის. წევრებს შეუძლიათ გააზიარონ პირადი გამოცდილება, დასვან კითხვები, დაპოსტონ სამუშაოების შესახებ და მიიღონ სასარგებლო რესურსები.

https://www.facebook.com/groups/uxbeginner/

 

User Experience Professionals Association – UXPA

ეს ჯგუფი ეხმარება მათ, ვინც ხელს უწყობს სასარგებლო პროდუქტების დამუშავების პოპულარიზაციას. მონაწილეები მოდიან სრულიად სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას ქმნიან. თქვენც შეგიძლიათ ამ საზოგადოებაში ურთიერთობა.

https://www.facebook.com/groups/404691612915081/

 

UX Design World

UX დიზაინის შესახებ ისტორიებისთვის, ინსპირაციის საპოვნელად, თქვენი უახლესი Dribble პოსტის გასაზიარებლად და უკუკავშირის მისაღებად ეწვიეთ ამ Facebook ჯგუფს.

https://www.facebook.com/groups/378553219697416

 

UX Researchers Association

ეს ჯგუფი განკუთვნილია UX Designer-ებისთვის, Interaction Designer-ებისთვის ან User Researcher-ებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ისინი, ვინც თავდაპირველად აწარმოებენ კვლევას, შეძლებენ შეიკრიბონ და ისაუბრონ, დასვან კითხვები, გააზიარონ გამოცდილება, ხედვა და ა.შ.

https://www.facebook.com/groups/160753414130590/

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51.თბილისი,.ყაზბეგის34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვაქციოთ შიში მოკავშირედ: რჩევები მათთვის, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა

რატომ კარგავენ ბავშვები საკუთარ თავში რწმენას და როგორ შეუძლია მშობელს შიშის მოტივაციად ქცევა? სტატიაში გაიგებთ, როგორ ეხმარება სწორი გარემო, მხარდაჭერა და თანამედროვე უნარების განვითარება ბავშვს თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

როცა ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერა ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, მოტივირებული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაიზარდოს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ეს სულ უფრო რთული ხდება. ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ზეწოლას განიცდიან -სოციალური ქსელები, მუდმივი შედარება, მაღალი მოლოდინები და სწრაფად ცვალებადი გარემო ხშირად მათში შიშს და

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა