IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

1000

Techfacts

News

04.11.2023

2996 დათვალიერება

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია!

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა, ასე გამოიყურება დაკავშირებისა და კალიბრაციის პირველი წამი

12 საათის შემდეგ მიღებული  ციფრი ნამდვილად შოკის მომღვრელია

 

Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტიური კომუნიკაცია კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იქნა რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს. 

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 

ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში. 

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.

 

თუ არ გაკმაყოფილებს მიმდინარე კარიერა და ანაზღაურება, პროგრამირება უნდა სცადო - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, საქართველოსთვის განსაზღვრული Starlink-ის ინტერნეტის ღირებულება, რომელიც იმაზე დაბალია, ვიდრე ველოდით! უკანასკნელ წლებში, საქართველო ტექნოლოგიურად სრულად დაიფარა პრემიალური, კარგი ხარისხის, მარტივად გამოყენებადი სერვისებით, რასაც ახლა რეაქტიულად სწრაფი სტარლინკის ინტერნეტიც შეემატა, მის აწყობას სულ 2 წუთი სჭირდება, მიმღები რამდენიმე წამში ავტომატურად უსწორდება თანამგზავრს და იწყება ულიმიტო მიწოდება

 

 

Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 160 ლარს შეადგენს, ხოლო სერვისის აპარატურის მისაღებად გადასახდელი თანხა 1780 ლარია, მაგრამ ეს თანხა ერთჯერადია. ამასთან, 235 ლარი არის გადასახდელი აპარატურის თბილისში მისაღებად, კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში კი ფასები იზრდება და მხოლოდ ინფრასტრუქტურა 8320 ლარზე მეტი ჯდება.

 

 

რაც შეეხება მის გამოყენებას, მომხმარებლები ამ ინტერნეტს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით დაუკავშირდებიან. თავის მხრივ, თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან — უბრალოდ, უკეთესი სერვისისთვის უმჯობესია ანტენაზე ან სახურავზე დაყენება.

ეს ნამდვილად რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომლის მიღებასაც მომხმარებელი შეძენიდან 2 კვირაში შეძლებს. მართალია, ინტერნეტის სიჩქარე ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც ამინდზე, ასევე ხელოვნური თანამგზავრების ადგილმდებარეობაზე, თუმცა ეს ფაქტორები ძალიან მინიმალურ შეფერხებებს იწვევს. გადმოწერის შემთხვევაში, Starlink-ის ინტერნეტი 220+ მეგაბიტი/წმ-ზე მეტია, ატვირთვის შემთხვევაში კი, შუალედი 8-25+ მეგაბიტი/წმ-ია. დაყოვნება კი, 20-იდან 60 მილიწამამდე მერყეობს.

 

აქ მონიშნულია ის ადგილები სადაც საუკეთესო ხარისხში იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტი საქართველოში

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა