IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

სტარტაპი Aquarian Space 2024 წელს მთვარეზე სწრაფი ინტერნეტის გასაშვებად ემზადება

..

ტექნოლოგიები

22.03.2022

754 დათვალიერება

სტარტაპმა Aquarian Space, სულ ახლახანს 650 000 დოლარი დაფინანსება მიიღო. მათი მიზანი უსადენო უსწრაფესი ინტერნეტის გავრცელებაა, თუმცა არა დედამიწაზე, არამედ მთვარესა და, შესაძლოა, მარსზეც.

კომპანიამ 17 მარტს გამოაცხადა, რომ მათ დაფინანსება Draper Associates-ისგან მიიღეს. სტარტაპს იმედი აქვს, რომ პირველ სისტემას მთვარეზე 2024 წლისთვის დადგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას Space ავრცელებს.

Aquarian Space-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც ადამიანები მთვარის მისიებზე მილიარდობით დოლარს ხარჯავებ, არ არსებობს გზები, რომელთა მეშვეობითაც სამეცნიერო მისიების მიერ შეგროვებული ინფორმაცია დედამიწაზე უსწრაფესად დაბრუნდება.

"ლიმიტირებული შესაძლებლობების გამო კოსმოსური მისიებიდან შეგროვებული ინფორმაციის მიღებას ან ძალიან დიდი დრო ჭირდება, ან მათი გამოგზავნა უბრალოდ ნაწილ-ნაწილ ხდება."

Aquarian-ს ახალი სისტემის შექმნა სურს, რომელსაც Solnet ერქმევა და სატელიტების მეშვეობით მთვარეს 100 მეგაბიტი წამში სიჩქარის მქონდე ინტერენტით მოამარაგებს.

სტარტაპი პროექტის დეტალებისა და სპეციფიკაციების შესახებ ბევრს არაფერს გვიყვება, თუმცა ტექნიკურ მეთვალყურეობას მათ ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის NASA-ც უწევს. NASA-ს მსგავსი პროექტებისთვის საკუთარი პროგრამა აქვს — Commercial Lunar Payload Services (CLPS). პროგრამის ფარგლებში NASA ეხმარება კერძო სექტორს, რათა არტემისის მისიისთვის საჭირო ტექნიკის შექმნის პროცესში ისინიც ჩაერთონ.

"2021 წელს მთვარეზე და მთვარის გარშემო ჯამში 13 მოწყობილობა მუშაობდა, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 200-მდე უნდა გავზარდოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ მულტიმილიარდიანი მთვარის ეკონომიკა. ამ ყველაფრის განხორციელება კი შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ არ გვექნება საკმარისად სწრაფი ინტერნეტი დედამიწასა და მთვარეს შორის" — ამბობს Aquarian Space-ის აღმასრულებელი დირექტორი, კელი ლარსონი თავის განცხადებაში.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა