IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Strarlink უკრაინაში ყველაზე ხშირად გადმოწერადი აპლიკაცია გახდა

თორნიკე

News

15.03.2022

653 დათვალიერება

Starlink-ის სატელიტების შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. ილონ მასკის ეს პროექტი დედამიწის მასშტაბით სატელიტური ინტერნეტის გავრცელებას ისახავს მიზნად.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მასკმა განვითარებული მსოფლიოს მხარე დაიჭირა და საღი აზრისკენ დადგა. მან Starlink-ის ინტერნეტის მისაღებად საჭირო ტექნიკა უკრაინაში უსწრაფესად გაგზავნა და ადგილობრივებმა სისტემაც მარტივად გამართეს. 

იმისათვის, რომ Stralink-ის ინტერნეტთან დაკავშირება შევძლოთ, მათი აპლიკაციის გამოყენებაა საჭირო. აპლიკაციას ასევე Stralink ჰქვია და მისი გადმოწერა Play Store-დან ან App Store-დან არის შესაძლებელი. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, SpaceX-ის სატელიტურ ინტერნეტთან დასაკავშირებელი აპლიკაცია უკრაინაში, ყველაზე გადმოწერად აპლიკაციებს შორის, ორშაბათს გამოჩნდა, კვირას კი ის უკვე პირველ ადგილს იკავებდა.

App Store-სა და Google Play-ზე დაკვირვებას Sensor Tower აწარმოებს. Wall Street Journal-თან საუბარში Sensor Tower აღნიშნავს, რომ მხოლოდ კვირას, App Store-დან და Play Store-დან აპლიკაცია ჯამში 21 000-ჯერ გადმოწერეს. ეს ერთ დღეში გადმოწერების მხრივ რეკორდული მაჩვენებელია.

Sensor Tower ასევე აღნიშნავს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უკრაინაში აპლიკაცია ჯამურად 100 000-ჯერ გადმოწერეს.

ილონ მასკის დახმარებითა და უსწრაფესი მუშაობით სტარლინკის ინტერნეტი უკრაინაში ხელმისაწვდომი ომის დაწყების პირველივე დღეებში გახდა. ილონ მასკს ამ თხოვნით პირადად უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო დეფოროვმა მიმართა და როგორც უკვე ვთქვით, მასკის პასუხმაც არ დააყოვნა.

CNBC-ის ინფორმაციით, Starlink-ის მიმღები თეფშებისა და საჭირო აპარატურის ტრანსპორტირებაში დიდი როლი Tesla-მაც ითამაშა და მათი დახმარებით ტექნიკა უკრაინაში ორ დღეში ჩავიდა. იმისათვის რომ ინტერნეტს ომის პირობებში (დენის გარეშე) ემუშავა, მასკის კომპანიმ ისინი Tesla-ს ელემენტებითაც მოამარაგა. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის მოსახლეეობის გარკვეულ ნაწილს ინტერნეტი აღარ მიეწოებოდა. გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ანადგურებდა. ინტერნეტის გარეშე დარჩა მარიუპოლი, სუმი, ხარკოვი და უკრაინის დედაქალაქი კიევი. თუმცა, როგორც ხედავთ, ილონ მასკისა და მისი ორი კომპანიის დახმარებით, ეს პრობლემა მეტნაკლებად გადაიჭრა.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა