IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Შტრიხკოდი - ტექნოლოგია ყველა კონტინენტის ინდუსტრიაში

1000

ტექნოლოგიები

13.02.2024

818 დათვალიერება

იცით, რომელი ტექნოლოგიაა გავრცელებული ყველა კონტინენტის ინდუსტრიაში, მიუხედავად განვითარების და ცხოვრების დონისა? შრეიხკოდი! რომ არა შტრიხკოდი სამყაროს ბევრი რამ არ ექნებოდა

 

შრეიხკოდი უნივერსალური სასაქონლო კოდია, რომელიც წარმოადგენს ციფრებისა და ხაზების საშუალებით ჩაწერილ ინფორმაციას და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისათვის.

1974 წლის 26 ივნისს, ოჰაიოს შტატში, სუპერმარკეტში  Marsh, კომპიუტერი ლაზერის რიდერს დაუკავშირეს და სისტემამ ფასი დააფიქსირა.  ვინმე კლაიდ დეისონმა, მსოფლიოში პირველად, შტრიხკოდი ( barcode)  დასკანერებით შეიძინა ვრიგლის Juicy Fruit , 00.67 ცენტად.

ამ  დღიდან დაიწყო  მარკეტებში პროდუქციის გამრავალფეროვნება, ვაჭრობისა და  რითეილის განვითარება, ლოჯისტიკის,  გადაზიდვების, მგზავრობის და თითქმის ყველაფრის გამარტივება. 

 

მალევე, თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის EAN (Europian Article Numbering Association) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ, სისტემამ  საერთაშორისო სტატუსი მიიღო და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.

 

სასაქონლო ნუმერაციის გლობალური საერთაშორისო სისტემა EAN/UCC წარმოიქმნა ევროპული (Europian Article Numbering Association – EAN international) და ჩრდილოეთ ამერიკული (Uiform Code Council –UCC) სასაქონლო ნუმერაციული ასოციაციების გაერთიანების ხარჯზე.

მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC სისტემა თავისი სტატუსით არასავალდებულო და ნებაყოფლობითია, საქონელზე შტრიხკოდის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს მის კონკურენტუნარიანობაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თანამედროვე სავაჭრო ფირმები საქონელმოძრაობის ავტომატიზებული ტექნოლოგიებს იყენებენ და შტრიხკოდის გარეშე საქონელს არ იღებენ.

 

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

შტრიხკოდი ის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც 50 წელია არ შეცვლილა, მან განავითარა ვაჭრობა, გაამარტივა ქვეყნებს შორის გადაზიდვები. როგორც რითეილის ექსპერტები ამბობენ, რომ რომ არა შტრიხკოდი  ვოლმარტიდან ამაზონამდე კაპიტალიზმი ასე არ განვითარდებოდა  და შოპინგიც ასე არ გვეყვარებოდა :)   ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც აქვს Fascinating story და 10 წელზე მეტია QR კოდიც ვერ ვერ ანაცვლებს 

 

საიდან დაიწყო ყველაფერი:  ამერიკაში, მარკეტების განვითარებასთან ერთად, რთული გახდა სალაროსთან რიგების გამკლავება- მოლარეებს უწევდათ გაყიდული პროდუქციის აღწერა და ჩაწერა. თურმე, არსებობდა მოლარეების  კონკურსიც, სადაც 1964 წელს გამარჯვებულმა მოლარეებმა (გაყიდული პროდუქციის სწრაფად აღრიცხვაში) საჩუქრად მიიღეს წავის ქურქები და ჰავაიზე დასვენება.

 

1948 წელს, ფილადელფიის სუპერმარკეტის შეფმა დექსტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტს სთხოვა,  მოეფიქრებინათ რამე ტექნოლოგია, რომელიც პროდუქტის აღრიცხვას და სალაროსთან გადახდას გაამარტივებდა. ამ საუბარს შეესწრო სტუდენტი ბერნარ სილვერი, რომელმაც კურსელს, ჯოზეფ ვუდლენდს შესთავაზა, ემუშავათ მარკეტის პრობლემაზე. 

1949 წელს,  მაიამი ბიჩზე ქვიშაზე წრეების ხაზვისას ვუდლენდს გაუნათდა გონება -მორსეს კოდის ანალოგი, მაგრამ წრეები, რომელიც პროდუქციაზე ინფორმაციას შეინახავდა. 

 

Bull’s eye- იყო პირველი შტრიხკოდი, რომელიც ვუდლენდმა და სილვერმა დააპატენტეს და 15.000 დოლარად მიყიდეს სოფთვეარ კომპანიას Philco -ს.

 

1970იან წლებში, ამერიკაში, მარკეტების აღმასრულებლები შეიკრიბნენ რომ მოეფიქრებინათ, როგორ გაემარტივებინათ მაღაზიებში პროდუქციის აღრიცხვისა და სალაროსთან გადახდის პროცესი.  ჯერ მოიფიქრეს და შეიმუშავეს სტანდარტული 12 ნიშნა უნივერსალური კოდი, რომელიც მიებმეოდა ყველა პროდუქტს. 1970 წელს, ტექნლოგიურმა კომპანიამ Logicon Inc.(Northrop Grumman ჰქვია დღეს) შექმნა და დააპატენტა Universal Grocery Products Identification Code ( UGPIC) ანუ პროდუქციის უნიკალური კოდები (1973 წელს ეს დასახელება გადაიქცა UPC დ და დღესაც ამ კოდებით აღირიცხება შტატებში პროდუქცია).

 

მარკეტების შეფებმა დაიწყეს მოკვლევა, ვინ გააკეთებდა ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც უნივერსალურ კოდებს მიანიჭებდა პროდუქციას, წაიკითხავდა უშეცდომოდ და იქნებოდა ძალიან მცირე ზომის, არ გამოჩნდებოდა პროდუქტზე.

მიაკითხეს IBM ს, რომელსაც უკვე ჰქონდა 3 ტიპის შტრიხკოდი, მათ შორის ვუდლენდის Bull’s eye ნახევარწრის ფორმის Liton და ზებრა (ეს დიზაინიც შექმნა IBM ის ინჟინერმა ჯორჯ ლაურერმა).  

 

მარკეტების დამფუძნებლებმა მოიფიქრეს, რომ შტრიხკოდების წამკითხველი სკანერის წარმოება მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, IBM ის შტრიხკოდების ნახვის შემდეგ, ისინი ვერ შეთანმხდნენ რომელი დიზაინი  აეთვისებინათ, Bull’s eye- ს უკვე იყენებდა Kroger, ზოგს მოსწონდა Liton... ვერ თანხმდებოდნენ. 

ბევრი დებატის შემდეგ, ზებრა გაჩნდა შტრიხკოდით ვაჭრობაში და 1973 წელს, უკვე სრული ტექნოლოგია აითვისეს მარკეტებმა და მინიმუმ 9000 დასახელების პროდუქციასაც აღრიცხავდნენ, ასე გამარტივდა ვაჭრობა. 

 

 

ამჟამად, ძირითადად, ორი სახის შტრიხკოდი გამოიყენება: EAN/UCC და  UPS  ამათგან უფრო გავრცელებულია  EAN/UCC.

EAN/UCC 3 ძირითად ჯგუფად იყოფა: EAN – 8, EAN – 13 და EAN - 14.  8, 13 და 14 შეესაბამება რიცხვების რაოდენობას, რომელიც კოდში გამოიყენება. EAN - 14 განკუთვნილია მხოლოდ მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო შესაფუთებისათვის. ამ ტიპის შტრიხკოდი მაღაზიებში არსებული სკანერებით არ იკითხება და იგი მომხმარებლისათვის გასაყიდად დაფასოებულ პროდუქციაზე არ დაიტანება.

EAN  ასოციაციის  წევრებისათვის შტრიხკოდის მოხმარების ყველა ეტაპზე, აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

  • შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი უნდა აღნიშნავდეს ნაციონალური ორგანიზაციის კოდს, რომელსაც EAN ასოციაცია თავის წევრებს ანიჭებს;
  • საქონლის იდენტიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს EAN – 8, EAN – 13-ის ფორმატს;
  • საქონელში ნებისმიერი ცვლილება (გარდა ფასისა) შტრიხკოდში ცვლილების შეტანას უნდა იწვევდეს;
  • ნაციონალურმა ორგანიზაციამ, რომელიც ქვეყნის შიგნით კოდირების წესს ადგენს, უნდა უზრუნველყოს, რომ ორ სხვადასხვა საქონელს ერთნაირი კოდი არ ჰქონდეს;
  • კოდირების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ახალ საქონელზე ძველი საქონლის კოდის მინიჭებას, ამ უკანასკნელის რეალიზაციიდან ამოღებიდან სამი წლის შემდეგ;
  • საქონლის ცალსახა იდენტიფიცირება მწარმოებლისაგან დამოუკიდებლად.

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა