IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტექნოლოგიები 2025 წლისთვის: ვემზადებით მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის

03.10.2021

917 დათვალიერება

ტექნოლოგიები ასტრონომიული სიჩქარით იცვლება და ვითარდება, როგორც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მომავლის სამუშაო ტენდენციების მოხსენებაში აღნიშნა - შევდივართ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში!

 

წარსულში სხვადასხვა სფეროში განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა, რობოტიკა, ნანოტექნოლოგია, 3D ბეჭდვა და გენეტიკა და ბიოტექნოლოგია განიცდის უპრეცედენტო ზრდას და გაძლიერებას...საშუალოდ, 2023 წლისთვის, ტექნიკური უნარ-ჩვევები იმაზე მეტად დაფასდება ვიდრე ოდესმე და დასაქმებისას ნებისმიერ პოზიციაზე გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს.

 

10 ტექნოლოგია, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს გლობალურ ეკონომიკაზე 2025 წლისთვის

ტექნოლოგიების იგნორირებით, რთულია მოწინავე ადგილის შენარჩუნება. The McKinsey Global Institute-ის ანგარიშის და Pluralsight-ის საგნის ექპსპერტების შერწყმით, ჩვენ შევადგინეთ 10 ტექნოლოგიის სია, რომელიც უხელმძღვანელებს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას. როგორც აღნისნავს ინსტიტუტი, „ყველა ახალი ტექნოლოგია არ ახდენს ბიზნესის ან სოციალური ლანდშაფტის ცვლილებას - თუმცა, ზოგს მართლაც აქვს პოტენციალი გაარღვიოს სტატუს-კვო, შეცვალოს ადამიანების ცხოვრების და მუშაობის წესი და გადააწყოს ღირებულებები.“

 

1. 5G ინტერნეტი

ინტერფეისები, ფორმატები, სენსორები და აპპ-ები განვითარდება მობილური გამომთვლელი მოწყობილობების მიერ ინტერნეტში დომინირებასთან ერთად. 2025 წლისთვის აუცილებლად გვექნება 5G ინტერნეტი და რაც მთავარია მობილური კავშირგაბმულობა ხელმისწავდომი იქნება დამატებით 4,3 მილიარდი ადამიანისთვის.

 

2. ხელოვნური ინტელექტი

ახალი პროფესიების გამოჩენის კვალდაკვალ, მანქანური სწავლება და სხვადასხვა ჭკვიანი ტექნოლოგიის განვითარება გააქრობს უამრავ პროფესიას, რომელიც დიდძალ ადამიანურ რესურსს მოითხოვს

 

3. ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობა

Goldman Sachs ფსონს დებს, რომ ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ინდუსტრია 2025 წლისთვის გახდება $80 მილიარდიანი ბაზარი. ძირითადი სიახლეები შემოვა ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში, რაც შემქნის აპლიკაციების ეკოსისტემას როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საწარმოებისთვის.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. Cloud ტექნოლოგია

ბოლო ათწლეულის ერთერთი ყველაზე ცნობადი სიტყვა გააგრძელებს გავლენის მოხდენას შემდეგ დეკადაზე. თითქმის ყველა IT მომსახურების და ვებ-აპლიკაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება Cloud-ის საშუალებით ნებისმიერი ზომის და მიმართულების კომპანიაში, Cloud-ის გამოყენება კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად შემდეგი წლების ტენდენცია იქნება.

 

5. ხელსაწყოების ინტერნეტი

ამჟამად ინტერნეტთან არის დაკავშირებული 9 მილიარდზე მეტი მოწყობილობა - ეს რიცხვი მომდევნო ათწლეულში 50 მილიარდიდან თითქმის 1 ტრილიონამდე გაიზრდება. ორგანიზაციებს მოუწევთ პროდუქტების, სისტემების, მოწყობილობების და ადამიანების მონიტორინგის და დაცვის უზრუნველყოფა.

 

6. გენომიკა
როგორც პანდემიის განმავლობაში არა ერთხელ ვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა, ვაქცინის სწრაფად შემუშავებასა და მონაცემების განახლებაში, გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიაც რეაქტიული სისწრაფით გაიზრდება კომპიუტერული დამუშავების უპრეცედენტო სიჩქარით.

 

დნმ-ის თანმიმდევრობის დადგენის ტექნოლოგიები და მოწინავე ანალიტიკა გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის წარმოებას, შეამცირებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და გახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს.

 

7. ბიომეტრიული ტექნოლოგია

უსაფრთხოების პროფესიონალების ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების 72 პროცენტი გეგმავს ტრადიციული პაროლების ამოღებას 2025 წლისთვის. ეს გამოიწვევს ახალი ავტორიზაციის სერვისებს სახის, ხმის, თვალის, ხელის და ხელმოწერის იდენტიფიკაციისთვის.

 

8. 3D ბეჭდვა

3D ბეჭდვა განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს სამედიცინო სფეროში, მეცნიერები გვპირდებიან რომ 2025 წლისთვის, ადამიანის ქსოვილების მისადაგებით, ხელოვნური ორგანოების დაბეჭდვაც კი გახდება შესაძლებელი. 

 

ხსენებული ტექნოლოგიის დახმარებით, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ კერძო სახლების, არამედ საშუალო ზომის ოფისების, საზოგადოებრივი ცენტრების, მუზეუმებისა და სკოლის შენობების ბეჭდვა-აშენება.

 

ცნობისთვის, 2018 წელს დუბაიმ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის შენობების 25% -ის მშენებლობა 3D პრინტერის ბეჭდვის ტექნოლოგიით განხორციელდება.

 

3D ბეჭდვის მასობრივ დანერგვას შეუძლია კომპანიებს მკვეთრად შეუმციროს მიწოდების ჯაჭვების ღირებულება, რაც 2025 წლისთვის გამოიწვევს ყოველწლიურ ეკონომიკურ მატებას $ 810-დან $ 990 მილიარდამდე დანახარჯების დაზოგვით

 

9. მოწინავე რობოტიკა

ხელოვნური ინტელექტის, მანქანების ხედვის, სენსორების, ძრავების, ჰიდრავლიკისა და მასალების განვითარება შეცვლის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების გზას. მოხდება ტალანტების ზრდა მოწინავე რობოტების შექმნის, ოპერირების და ტექნიკური მოვლის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ მისი კომპანია მუშაობს ჰუმანოიდ რობოტების წარმოებაზე, რომლის პროტოტიპსაც 2022 წელს წარადგენს. ჰუმანოიდი რობოტი იფუნქციონირებს Tesla-ს თვითმართვადი მანქანებს პრინციპით და წარმატებით დაუკავშირდება როგორც ტესლას წარმოებულ ასევე სხვა ტექნოლოგიებს

 

გეგმის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ჰუმანოიდ რობოტს შეეძლება სახიფათო, რუტინული და მოსაწყენი დავალებების შესრულება, ის შეითავსებს ადამიანის სიცოცხლისათვის საშის პროფესიებს. რითაც დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, თქვა მასკმა და განმარტა, რომ მალე ადამიანის პირადი არჩევანი იქნება, იმუშავებს თუ არა ფიზიკურად რთულ პირობებში

 

რობოტს სახის ადგილზე ეკრანი ექნება, რომელზეც სასარგებლო ინფორმაცია გამოისახება. ანდროიდი გადაადგილებას 8 კმ/სთ სიჩქარით შეძლებს, ხოლო მის მხედველობას თვითმავალი Tesla-ს კამერები უზრუნველყოფენ.

 

არ დაკარგოთ დრო, გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

10. ბლოკჩეინი

ბლოკჩეინი კარგად ცნობილია ვირტუალური ვალუტის ბიტკოინის კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელ პოპულარობას ვერ მიაღწია, ის რჩება უსაფრთხო მიმართულებად და დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით უფრო მასშტაბურად დაინერგება.

 

2025 სამუშაო ძალა: საწარმოებში განათლება საჭიროა

ამ ტექნოლოგიებს შეიძლება ჰქონდეთ უზარმაზარი სარგებელი მრავალი კომპანიისათვის - მაგრამ ისინი ასევე შექმნიან დიდ გამოწვევებს. McKinsey-ის ანგარიში შეიცავს რამდენიმე წინადადებას ამ გამოწვევებისთვის მოსამზადებლად, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს მოსალოდნელ სამომავლო საჭიროებებს თანამშრომელთა გადამზადების საშუალებით: ”მუშაობის ხასიათი კვლავაც შეიცვლება და ამას დასჭირდება საფუძვლიანი განათლება და გადამზადების პროგრამები.”

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი თანხმდება: ”თითქმის ყველა ინდუსტრიაში, ტექნოლოგიური და სხვა ცვლილებების გავლენა ამცირებს თანამშრომელთა არსებული უნარ-ჩვევების ვადას… ცვლილებების მართვის, ფორმირებისა და წარმართვის უნარი იქნება მწირი, თუკი ჩვენ დღეს არ მივიღებთ ზომებს მის განვითარებაზე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა