IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

მომავლის ტექნოლოგიური პროფესიები: გადავხედოთ ხვალინდელ სამსახურებს

9

მოტივაცია

07.03.2023

1498 დათვალიერება

ტექნოლოგიების განვითარება სწრაფად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, იცვლება ჩვენი ყოველდღიურობა და მუშაობის წესიც. ამასთანავე იქმნება ახალი პროფესიები და სამუშაო ადგილები, ძველები კი ნელ-ნელ უფერულდება და აქტუალობას კარგავს. მოცემულ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ზოგიერთ ტექნოლოგიურ პროფესიას, რომელიც მოთხოვნადი იქნება მომავალში, ასევე შევეხევებით იმ უნარებსა და კვალიფიკაციას, რომელიც დაგჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

 

 

მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ხელოვნურ ინტელექტთან (AI) და მანქანურ სწავლებასთან (ML) იქნება დაკავშირებული. კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გენერირებული და შეგროვებული მონაცემები დღითი დღე მატულობს, შესაბამისად იზრდება იმ სპეციალისტებზე მოთხოვნა, რომელთაც შეუძლიათ განავითარონ და დანერგონ AI და ML სისტემები და სერვისები, რათა შეაგროვონ და გაანალიზონ ეს მონაცემები. ამ სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი იქნება პროგრამირების ისეთი ენების ცოდნა როგორიცაა Python და R, ასევე ქსელებთან და მანქანური სწავლების ალგორითმებთან მუშაობა. 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

შემდეგი პროფესია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი იქნება არის კიბერუსაფრთხოება. ჩვენს ყოველდღიურობაში ტექნოლოგიების მზარდმა გამოყენებამ გამოიწვია იმ სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნა, რომელთაც შეუძლიათ ციფრული სისტემებისა და ქსელების კიბერშეტევებისგან და ციფრული თაღლითებისგან დაცვა. მოცემული პროფესია მოითხოვს კომპიუტერული ქსელებისა და დაშიფვრის ცოდნას, ასევე უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებისა და დანერგვის უნარს.

 

 

ასევე, მოსალოდნელია ნივთების ინტერნეტის (ინგ: Internet of Things/IoT) სფეროს მნიშვნელოვანი ზრდა. დაკავშირებული ელექტრონული მოწყობილებების მზარდი რაოდენობის ფონზე, იმატებს მოთხოვნილება იმ სპეციალისტებზე, რომელთაც შეუძლიათ IoT სისტემებთან მუშაობა, მათი განვითარება და დანერგვა. მოცემული სამუშაოები მოითხოვენ კომპიტერული ქსელების სიღრმისეულ ცოდნას, “ღრუბლოვანი” მონაცემების დამუშავებასა და პროგრამული ენების ცოდნას. ერთ-ერთი საჭირო პროგრამულ ენას კი JavaScript წარმოადგენს. მოცემული პროფესიის დაუფლებისთვის ასევე უნდა შეგეძლოთ სენსორებთან და სხვადასხვა IoT მოწყობილობებთან მუშაობა. 

 

 

ვირტუალური VR/AR) რეალობის სფერო სამომავლოდ უფრო და უფრო გაფართოვდება. ჩვენ მათ სხვადსახვა ინდუსტრიებში შევხვდებით. მაგალითად როგორიცაა თამაშები, გართოდა, ვაჭრობა და ა.შ. ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდება უფრო მძაფრი და მომაჯადოვებელი გამოცდილებების მიღება. მოცემული პროფესიის დაუფლებისთვის თქვენ მოგიწევთ შეისწავლოთ 3D მოდელირება, ანიმაცია და თამაშების შექმნა (Game Development). ასევე აუცილებელია იცოდეთ VR და AR პლატფორმების გამოყენება, როგორიცაა Unity და Unreal Engine. 

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ სამომავლოდ ძალიან დიდი ზრდა იქნება ბლოკჩეინის (BlockChain) სფეროშიც. სხვადასხვა ინდუსტრიებში, მაგალითად როგორიცაა ფინანსები, ჯანდაცვა და მენეჯმენტი, ბლოკჩეინის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების გამო, დიდი მოთხოვნილებაა იმ სპეციალისტებზე, რომელთაც შეუძლიათ ბლოკჩეინის სისტემების დანერგვა და განვითარება. მოცემული პროფესია საჭიროებს ჭკვიანი კონტრაქტებისა და პროგრამული ენების ცოდნას (მაგ: Solidity). 

 

შეგვიძლია დავასკვნათ,

ტექნოლოგიური პროფესიების მომავალი იცვლება და მასთან ერთად იცვლება ის უნარები, რომლებიც საჭიროა ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. იმისათვის, რომ ფეხი აუწყოთ განვითარებულ სამყაროს, მნიშვნელოვანია იყოთ ინფორმირებულები თქვენს სფეროში არსებული უახლესი ტენდენციებისა და მოვლენების შესახებ. ასევე, იმისთვის, რომ გახდეთ კონკურენტუნარიანი, მუდმივად უნდა იმუშავოთ თქვენი უნარების გაძლიერებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მომავლის პროფესიები მოითხოვენ ინდივიდებს, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ადაპტაცია, აქვთ ინოვაციური ხედვა და შეუძლიათ კირიტიკული აზროვნება. ასე, რომ ვინც ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას მომავლის ტექნოლოგიურ სფეროში. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა